Showing all 22 resultsSorted by latest

უაინსბურგი, ოჰაიო

19,90 

XX საუკუნის ამერიკული მოდერნისტული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი, შერვუდ ანდერსონი (1876-1941 წწ), კლივლენდის მახლობლად, ოჰაიოს პატარა ქალაქ კემდენში დაიბადა და ადრეული ასაკიდანვე ეზიარა ამერიკული პროვინციის ცხოვრებას, რაც შემდგომში მისი ლიტერატურული შემოქმედების საფუძველი გახდა.

ანდერსონს ეკუთვნის რვა რომანი, ნოველების ოთხი ციკლი, პოეზიის ორი კრებული და თორმეტ წიგნში გაბნეული უამრავ ესე, თუმცა, ლიტერატორების აზრით, ვერცერთი ვერ შეედრება `უაინსბურგი, ოჰაიოს~ მნიშვნელობითა თუ მხატვრული ღირებულებით; ვერც – გავლენით, რაც ამ წიგნმა ამერიკული ლიტერატურის შემდგომ განვითარებაზე მოახდინა; გავლენა კი იქონია ისეთ მწერლებზე, როგორებიც არიან ერნესტ ჰემინგუეი, უილიამ ფოლკნერი, ჯონ სტაინბეკი, თომას ვულფი და სხვები.

„უაინსბურგი, ოჰაიოს” დაკვირვებულ მკითხველს დარჩება შთაბეჭდილება, რომ მიუხედავად მასში მოთხრობილი მრავალი ამბისა, ანდერსონი მაინც დეტალების, ნიუანსების მწერლად რჩება. ის ქმნის დახვეწილ, ფილიგრანულ ქსოვილს, სადაც ყველა ელემენტი თავის ადგილზეა და ერთ მთლიანობად აღიქმება. მწერლის ოსტატობა ვლინდება მის უნარში, გააერთიანოს ურთიერთსაწინააღმდეგო ელემენტები – თანაგრძნობა და კრიტიკული დისტანცია, სიმპათია და ირონია, პოეტური ლირიზმი და მკაცრი რეალიზმი. რიტმულობა, ყურადღება დეტალებისადმი, უნარი, შეაღწიოს არსებული რეალობის სიღრმეებში, ქმნის ფერების, სუნების, ხმებისა და ტექსტურების უნიკალურ ნაზავს.

მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაიწერა, „უაინსბურგი, ოჰაიო” აღმოჩენად იქცევა თანამედროვე მკითხველისთვისაც, რომელიც ყოველ ეპოქაში ეძებს ცხოვრების რეალისტურ და გულწრფელ ასახვას.

წადი, საითაც გული გაგიწევს

12,00 

ცნობილი იტალიელი მწერლის სუზანა ტამაროს ეს წიგნი გამოცემისთანავე ბესტსელერად იქცა და მრავალ ენაზე ითარგმნა (დღემდე გაყიდულია 16 მილიონი ეგზემპლარი). ავტორი ცხოვრების არსსა და აზრზე უბრალოდ და ლაკონიურად წერს, თუმცა მძაფრ ემოციებს იწვევს. წიგნი ეხება თაობებს შორის ურთიერთობებსა და ამ ურთიერთობებში წარმოქმნილ კრიზისებს, აღზრდის პრობლემებს, რელიგიის გავლენას, საზოგადოებრივ მარწუხებს, ქალთა უფლებებსა და მარადიულ ღირებულებებს… ნაწარმოებს ფონად გასდევს მე-20 საუკუნის მნიშვნელოვანი მოვლენები: ომები, ფაშიზმი, კომუნიზმი, რევოლუციები… სათაურში ნახსენები გული მავანთათვის მხოლოდ სხეულის ორგანოა, ავტორის რწმენით კი, არჩევანის წინაშე მდგარმა ადამიანმა სწორედ გულისთქმას უნდა მისდიოს.

წისქვილი ფლოსზე

13,00 

ქართულ ენაზე პირველად გაეცნობით ცნობილ ინგლისელ მწერალს, ჯორჯ ელიოტს. დიკენსისა და თეკერეის ეპოქაში მისი გამოჩენა სენსაცია იყო. ეს რომანი მწერლისდროინდელი ინგლისის რეალური ცხოვრების ანარეკლია. აქ ვერ ნახავთ გამოგონილ სვლებს და დამაბნეველ ინტრიგებს. მდინარე ფლოსის ფონზე, რომელსაც ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა აქვს, ავტორი ღრმა ფსიქოლოგიურ ანალიზს გვაწვდის გმირების პირად ცხოვრებაზე, მათ შინაგან განცდებზე, ცხოვრებისეულ შეხედულებებსა და კანონებზე, რომელიც, მათი აზრით, „თაღლითებზე ზრუნვისთვისაა შექმნილი“. ჩვენ თვალწინ კინოკადრივით ერთმანეთს ენაცვლება რომანის მთავარი გმირის, მეგის ცხოვრება. აუცილებლად გაგიჩნდებათ კითხვები: რატომ გრძნობს ის სხვებთან შედარებით უპირატესობას? ეს ენერგიული, ფეთქებადი ხასიათის ქალიშ ვილი, რატომ ვერ იტანს მეშჩანებს? რატომ ამბობს უარს ნამდვილ სიყვარულზე?.. მწერალი მეგის აფრთხილებს: „ასეთ ხალხში ცხოვრება გაგიჭირდებათ. თქვენ ყოველგვარი მშვენიე რებისა და კეთილშობილებისგან ყრუ კედელი გმიჯნავთ და დაი ხუთებით“. მიუხედავად დრამატიზმისა, რომანი გაჯერებულია ხალასი იუმორით. და ბოლოს, ალბათ, შეეგუებით დასასრულს და საკუთარ თავს ჰკითხავთ, შეეძლო კი მწერალს რომანი სხვაგვარად დაესრულებინა?

სატანის ელექსირები

12,00 

ეს რომანი ქართულ ენაზე პირველად გამოდის. რასაკვირველია, ჩვენს უახლოეს წარსულში, მკაცრი ცენზურის გამო, მას არავინ თარგმნიდა, რადგან რომანში ჭარბადაა რელიგიური თემატიკა, დამაბნეველი სიუჟეტები, ფანტასმაგორიული გარემოებები, დაუოკებელი ლტოლვისა თუ შემზარავი დანაშაულების მაგალითები. ავტორის დახვეწილი ფანტაზია მხოლოდ ინსტრუმენტია ადამიანის პიროვნების შინაგანი სამყაროს ამოსაცნობად, რომელიც ირაციონალური, იდუმალი ძალების ხელშია და საკუთარ ინსტინქტებსა და მაღალზნეობრივ მორალს შორის იხლიჩება. რომანს ლაიტმოტივად გასდევს მეორე „მეს“ თემა. ავტორი არაერთხელ მიმართავს იტალიური რენესანსის უდიდეს მხატვარს ლეონარდო და ვინჩის და ამგვარად ე.წ. რენესანსული მითის შემოქმედად გვევლინება. არც ისაა შემთხვევითი, რომ რომანის მთავარი გმირის, მედარდუსის სულიერი მოძღვარი მისი მოსახელეა. ეს უკანასკნელი ცდილობს, მედარდუსი სექსუალურ ექსცესებს თავისი შორსმჭვრეტელური სუბლიმაციის პათოსით აარიდოს. სწორედ ასეთი პათოსით საუბრობს ზიგმუნდ ფროიდი თავის ფსიქოანალიტიკურ ეტიუდში ლეონარდო და ვინჩის იდუმალ გენიაზე! ამ რომანის მიხედვით 1976 წელს რეჟისორმა მანფრედ პურცერმა გადაიღო ამავე სახელწოდების ფილმი.

მოგზაურობა ღამის დასალიერში

29,90 

ლუი ფერდინან სელინი (ნამდვილი გვარი დეტუში, 1894-1961) XX საუკუნის ცნობილი ფრანგი მწერალია. ფრანგული ლიტერატურის პოლიფონიაში თავისი რომანით „მოგზაურობა ღამის დასალიერში“ სრულიად გამორჩეული ადგილი უკავია მისთვის დამახასიათებელი ხმით, რომელსაც „სელინის მუსიკას“ უწოდებენ. ის შექმნილია სალაპარაკო ფრანგულისა და დეკლასირებულთა ენის – არგოს – გამოყენებით, რაც სელინამდე არავის უცდია.

რომანში მთხრობელია მთავარი პერსონაჟი, ბარდამუ, რომელიც მოგზაურობს ცხოვრებისეული სასოწარკვეთილების უკუნეთში; ის საკუთარ ტყავზე იწვნევს პირველი მსოფლიო ომის საშინელებას, აფრიკაში საფრანგეთის კოლონიის სიდუხჭირეს, ნიუ-იორკსა და დეტროიტში ამერიკული ოცნების მსხვრევას, ადამიანთა სრულიად უბადრუკ ყოფას პარიზის გარეუბნებში, სადაც ამერიკიდან დაბრუნებული, ექიმად იწყებს მუშაობას.

რომანი დიდია, თუმცა თხრობა – დინამიკური და შავი იუმორით გაჯერებული. „სელინის მუსიკა“ არ არის რომანტიკული, მაგრამ სულის შემძვრელი და განმგმირავია. შეუძლებელია არ შეგეცოდოთ სელინის აღწერილი გადაგვარებული ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ჯურის გამომძალველების, მატყუარებისა და თაღლითების დიდ გალერეას ქმნიან. რომანში დადებითი პერსონაჟიც გვხვდება: ამერიკელი ქალი, მოლი; ასევე, ნაწილობრივ, ალსიდი – ფრანგი მოხელე აფრიკის მიყრუებულ სოფელში. ამ უკიდეგანო სიბნელეში მოგზაურობის ჟამს, სადაც ზოგჯერ ასეთი შუქიც გაკრთება ხოლმე, ბარდამუ აცნობიერებს, რომ ღამის დასალიერშია.

და რა არის ღამის იქით?

იაკობ ფონ გუნტენი

17,90 

შვეიცარიელი მწერალი რობერტ ვალზერი მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ავტორად მიიჩნევა, 1908 წელს გამოცემული იაკობ ფონ გუნტენი კი მის ყველაზე მნიშვნელოვან რომანად.

დღიურის ფორმით დაწერილი რომანის მთავარი გმირი იაკობ ფონ გუნტენი – ავტორის ალტერ ეგო – მაღალი წრის ოჯახიდანაა; ის ნებაყოფლობით მიდის ბერლინის მსახურთა აღზრდის ინსტიტუტში, რომლის მთავარი პრინციპი საგნების სწავლა კი არ არის, არამედ აღსაზრდელებში მსახურების, მოთმინების და თვინიერების გამომუშავება.

იაკობს სოციალური იერარქიის ყველაზე დაბალი საფეხურიდან აინტერესებს სამყაროს დანახვა და მისი შესწავლა, სურს, ქვევიდან შეხედოს იმათ, ვინც მაღლა დგას და დაინახოს საზოგადოების მექანიზმები, რომლებიც კლავს ყველაფერს, რაც ცოცხალია ადამიანში.

საიდუმლოებით მოცულ, უცნაურ და არცთუ უხიფათო სასწავლებელში სწავლისა და ცხოვრების ფიქციურპოეტური აღწერისას სიზმარი და ცხადი ერთმანეთში ირევა, დღიურის ახალგაზრდა ავტორის სტილს კი ხშირად გასდევს მელანქოლიური კომიკურობა და ირონია.

იაკობი პარაბოლურად აღწერს და აანალიზებს პირველი მსოფლიო ომის წინა წლების საზოგადოების სულიერ მდგომარეობასა და მისწრაფებებს.