მშობლები და შვილები
არამზადის შვილი
27,00 ₾ათი წლის ასაკში სორჟ შალანდონმა ბაბუისგან შეიტყო, რომ მამამისი მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებთან თანამშრომლობდა. ანუ, ტყუილი გამოდგა ის საგმირო თავგადასავლები, რომლებითაც მამა შვილის წინაშე იწონებდა ხოლმე თავს. თუმცა, მშობლის კოლაბორატორობის ჭეშმარიტი მასშტაბი იმ დროისთვის უკვე ცნობილი ჟურნალისტისა და მწერლისთვის გაცილებით გვიან, 2020 წელს გახდა ცნობილი (მამის გარდაცვალებიდან ექვსი წლის შემდეგ). მიღებული სულიერი ტრავმის მოშუშება შალანდონმა წიგნის დაწერით გადაწყვიტა. „არამზადის შვილი“ 2021 წელს გონკურის პრემიის პრეტენდენტთა მოკლე სიაში მოხვდა და საფრანგეთის წიგნის ბაზარზე წლის ერთ-ერთ მთავარ სენსაციად იქცა.
მემკვიდრეობა
25,00 ₾ცნობილი ამერიკელი მწერლის, პულიცერის პრემიის ლაურეატის, ფილიპ როთის (1933-2018) „მემკვიდრეობა“, მის ნაწარმოებთა უმრავლესობისგან განსხვავებით, დოკუმენტური პროზაა, და არა მხატვრული. მასში ავტორი უაღრესად შთამბეჭდავად აღწერს თავის არცთუ უპრობლემო ურთიერთობას უკურნებელი სენით დაავადებულ მამასთან, 86 წლის ჰერმან როთთან. ეს არის ამბავი მამა-შვილის სიყვარულისა, მშობლის წინაშე შვილის ვალდებულებისა, მზრუნველობისა, სიმტკიცისა, სისუსტისა, დაბერების დაუნდობელი სისასტიკისა… „ვაშინგტონ პოსტის“ მიმომხილველმა ამ ნაწარმოებს „შემაძრწუნებელი გულახდილობით დაწერილი ტექსტი“ უწოდა.
დაბოლება
29,00 ₾ნიკ შეფი 11 წლის იყო, როცა პირველად დათვრა. შემდგომ წლებში ამას მოჰყვა მარიხუანით გატაცება, რაც ცოტა მოგვიანებით კოკაინმა და „ექსტაზიმ“ ჩაანაცვლა. საბოლოოდ სრულიად ახალგაზრდა, მრავალმხრივ ნიჭიერი ჭაბუკი მეტამფეტამინისა და ჰეროინის ტყვეობაში აღმოჩნდა და მძიმე ნარკომანად ჩამოყალიბდა. თავის მოგონებებში ავტორი შეულამაზებლად, ზოგჯერ თავზარდამცემად გულახდილად გვიამბობს თავის ნარკოდამოკიდებულებაზე და მასთან ბრძოლაზე, გამოფხიზლებასა და რეციდივებზე, საკუთარ თავთან უმძიმეს ჭიდილზე და იმ ხალხზე, ვინც მას გამოჯანმრთელების გზაზე ეხმარებოდა. „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ბესტსელერად აღიარებული ეს მოგონებები საფუძვლად დაედო პოპულარულ მხატვრულ ფილმს „კარგი ბიჭი“, რომელშიც მთავარ როლს ტიმოტე შალამე ასრულებს.