ტალღა
ქარიყლაპიას ზაფხული
9,90 ₾ანა ძმების, დანიელისა და ლუკასის მეზობელია. ბავშვები ერთად იზრდებიან, ერთად ატარებენ ზამთარ-ზაფხულებს. თუმცა ის ერთი, ყველაზე ცხელი და გრძელი ზაფხული მათთვის ბავშვობასთან გამოთხოვების მტკივნეული ხანა აღმოჩნდება, რასაც ამძაფრებს ბიჭების დედის ავადმყოფობა, პასუხგაუცემელი კითხვები, იმედგაცრუება… თუმცა ეს ტკივილი მათში ახალ უნარებს აღვიძებს – თანადგომას, სიმამაცეს, შეუპოვრობას.
გერმანელი ავტორის, იუტა რიხტერის ეს შესანიშნავი წიგნი მოგვითხრობს მეგობრობაზე, თანაგრძნობასა და ნუგეშზე, რაც ესოდენ აუცილებელია ცხოვრებისეულ ქარტეხილებთან გასამკლავებლად.
ჩიკი გაქცევა ბერლინიდან
12,90 ₾ერთი მოპარული მანქანა, ორი „უვარგისი“ ბიჭი და გზა, რომელსაც, სინამდვილეში, არც დასაწყისი აქვს, არც დასასრული…
ვოლფგანგ ჰერნდორფის რომანი „ჩიკი“ ოჯახის, სკოლისა და საზოგადოებისგან გარიყული ორი მოზარდის შესახებ მოგვითხრობს. მაიკ კლინგენბერგს სკოლაში ვერავინ ამჩნევს. არც მაგარია, არც პოპულარული. უბრალოდ – არის, სანამ ზაფხულის არდადეგების პირველ დღეს მის სახლს მოპარული თუ ნათხოვარი „ლადით“ ჩიკი, უცნაური და თავნება თანაკლასელი, არ მოადგება და ერთმანეთისთვის თითქმის უცხო ბიჭები გზას არ დაადგებიან. არც ზუსტი გეგმა აქვთ, არც რუკა, არც ნებართვა და არც მიზანი. მიდიან და გზად მხოლოდ უცხო ადგილებს, უცხო გზებსა და უცხო ადამიანებს კი არა, უპირველესად, საკუთარ თავს ეცნობიან.
„ჩიკი“ იმ ჩარჩოების გარღვევის ამბავია, რომლებშიც ცხოვრება გვამწყვდევს. ეს არის ისტორია იმაზე, რომ მეგობარი შეიძლება იპოვო იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად ელი, და იმაზეც, რომ გზა ცხოვრების საუკეთესო მასწავლებელია.
ჯასპერ ჯოუნსი
17,90 ₾ამბავი, რომელსაც ამ წიგნში 13 წლის ჩარლი ბატკინი გვიყვება, ავსტრალიაში, მაღაროელთა პატარა ქალაქ კორიგანში 1965 წელს ხდება. ცხელი ზაფხულის შუაღამით მის ფანჯარას ყველასგან მოძულებული ჯასპერ ჯოუნსი მოადგება და დასახმარებლად თან გაყოლას სთხოვს… იმ ღამის შემდეგ ჩარლის ცხოვრება თავდაყირა დგება.
მკითხველი სულმოუთქმელად ელის, რა იქნება შემდეგ, როგორ გაგრძელდება ამბავი. ამბავი კი მხოლოდ ჯასპერ ჯოუნსის და ჩარლის საშინელი საიდუმლოს გამოძიებაზე არაა. ჩარლისთან ერთად ჩვენც ვიზრდებით, ჩვენი საფიქრალიც ხდება ღალატი, რასიზმი, ბულინგი, ცილისწამება, სიყალბე, ნამდვილი მეგობრობა და სიყვარული…
„ჯასპერ ჯოუნსის“ ავტორი, ახალგაზრდა ავსტრალიელი მწერალი გრეგ სილვი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია.
გარიყულები
14,90 ₾სიუზენ ელოიზა ჰინტონის „გარიყულები“ პირველად 1967 წელს გამოიცა, როცა ავტორი მხოლოდ 19 წლის იყო. ოკლაჰომაში დაბადებული მწერალი რომანში მისთვის კარგად ნაცნობ, 60-იანი წლების ამერიკელი ახალგაზრდების ცხოვრებას აღწერს. წიგნი გვაფიქრებს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: თვითგამორკვევის კრიზისი, კლასობრივი უთანასწორობა, ოჯახური ძალადობა და ზრდასრულობის სირთულეები.
რომანი14 წლის პონიბოი კარტისისა და მისი მეგობრების ამბავს მოგვითხრობს. პონიბოისთვის სამყარო ორ ბანაკად იყოფა – შეძლებულ სოცებად და ღარიბ გრიზერებად. პონიბოი ამაყობს, რომ გრიზერია და ყოველთვის მზადაა თავისი საძმოს დასაცავად, თუმცა, სხვებისგან განსხვავებით, მუდამ აწუხებს ეგზისტენციალური კითხვა: რა ყოფს და რა აერთიანებს ადამიანებს?
1983 წელს ფრენსის ფორდ კოპოლამ რომანის მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო. ეკრანიზაცია (“The Outsiders”), წიგნის მსგავსად, საკულტო ნამუშევრად იქცა და დღემდე ახალგაზრდების ერთ-ერთი საყვარელი კინოფილმია.