ფენტეზის ბიბლიოთეკა
ფავნის ლაბირინთი
29,00 ₾ზღაპრები სტყუიან! ყოველ შემთხვევაში, ის ზღაპრები, რომლებსაც ბავშვობაში გვიყვებოდნენ. ისინი გვიმალავდნენ სიმართლეს, რომ სამყარო არ არის შავ–თეთრი, რომ ურჩხულები ხშირად ადამიანის სახით ჩნდებიან და არჩევანი ზოგჯერ წარმოუდგენლად რთულია. მაგრამ არსებობს ზღაპრები, რომლებიც სარკესავითაა – ისინი სასტიკ, მაგრამ აუცილებელ სიმართლეს გვიყვებიან. „ფავნის ლაბირინთი“ სწორედ ასეთი სარკეა. ის არ გპირდებათ კომფორტს, ის გპირდებათ სიმართლეს – მტკივნეულ, მაგრამ განმწმენდელ სიმართლეს ადამიანური სულის ბუნებაზე.
ეს უბრალოდ წიგნი როდია. ეს იშვიათი ლიტერატურული მოვლენაა, სადაც ბნელი ფენტეზი, ისტორიული დრამა და ფილოსოფიური იგავი ერთმანეთს ერწყმის და ქმნის შედევრს, რომელიც თაობებს შთააგონებს – გილიერმო დელ ტოროს გენიალური წარმოსახვა და კორნელია ფუნკეს უბადლო პროზა ძერწავს სამყაროს, რომელიც ერთდროულად სასტიკიცაა და მშვენიერიც, ტრაგიკულიც და იმედით სავსეც. ეს არის გამოცდა, რომელიც თქვენს წარმოდგენებს სიკეთესა და ბოროტებაზე თავდაყირა დააყენებს. და ის თქვენ გელით.
მეოთხე ფრთა
45,00 ₾ოცი წლის ვაიოლეტ სორენგეილი მწიგნობრობისთვის ემზადებოდა, სურდა, წიგნებს შორის ეცხოვრა და ისტორია ეკვლია, მაგრამ ნავარის არმიის გენერალ-მაიორმა, მისმა უდრეკმა და შვილისთვისაც კი ულმობელმა დედამ მას სხვა ბედი არგუნა: ვაიოლეტი უნდა ჩადგეს ასობით სხვა კანდიდატს შორის, რომლებიც ნავარის ელიტის, დრაკონის მხედრების რიგებში მოსახვედრად იბრძვიან.
როცა სხვებზე პატარა და მყიფე ხარ, ყოველ ნაბიჯზე სიკვდილია ჩასაფრებული და შეიძლება, ყოველი ამოსუნთქვა უკანასკნელი იყოს. დრაკონები სუსტ ადამიანებს არ ირჩევენ – ისინი მათ ფერფლად აქცევენ.
კადეტების უმეტესობა ვაიოლეტს სასიკვდილოდ გაიმეტებდა, მეტოქე რომ ჩამოეშორებინა და ამით თავისი შანსები გაეზარდა. ზოგი კი იმიტომ ემტერება, რომ ის დედამისის შვილია. მათ შორისაა ზეიდენ რიორსონი – მხედართა კვადრანტის ყველაზე ძლიერი და დაუნდობელი ფრთამეთაური.
გადასარჩენად ვაიოლეტს სწორედ ის იარაღი დასჭირდება, რასაც სხვებზე უკეთ ფლობს – განსწავლულობა და გონიერება. მაგრამ კოლეჯის კედლებს გარეთაც ომი სულ უფრო მძვინვარებს, სამეფოს დამცავი ბარიერები სუსტდება და ვაიოლეტი ხვდება, რომ მმართველები საზარელ საიდუმლოსა და ღალატს მალავენ. ასეთ დროს სამყაროსა და ადამიანს მხოლოდ საარაკო თავგანწირვა, მეგობრობა და სიყვარული თუ იხსნის.
ბასგიათის სამხედრო სასწავლებლიდან გამოსასვლელად კი მხოლოდ ორი გზა არსებობს: იფრინო ან მოკვდე.