სანამ ყავა გაცივდება

16,95 

მწერლებს ყოველ ეპოქაში ხელახლა უღვივდებათ ინტერესი ისეთი საკამათო და გადაუჭრელი საკითხის მიმართ, როგორიცაა დროში მოგზაურობის შესაძლებლობა. თანამედროვე იაპონელი დრამატურგი, ტოშიკაძუ კავაგუჩი (1971), დროთა კავშირის თემის ვარიაციას გვთავაზობს 2016 წელს იაპონურ ენაზე გამოცემულ სადებიუტო რომანში „სანამ ყავა გაცივდება“. რომანი, ერთი შეხედვით, მარტივი და კონკრეტული შეკითხვით იწყე ბა, რომელიც მის ეპიგრაფს წარმოადგენს და ერთგვარად აგვირგვინებს დროში მოგზაურობასთან დაკავშირებულ შეკითხვათა ჯაჭვს – ვისთან შეხვედრას ისურვებდა ადამიანი, რაიმე ზებუნებრივი გზით რომ შეეძლოს წარსულში ან მომავალში მოხვედრა? ამ კითხვაზე პასუხს იმ თავგადასავლებსა და ისტორიაში იპოვით, რომელთაც კავაგუჩი ქმნის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მყოფი განსხვავებული ასაკისა და პროფესიის სახასიათო პერსონაჟების მეტისმეტად ადამიანური განცდების შესახებ თხრობით.

ყვითელსახა

18,95 

რ. ფ. კუანგის რომანი „ყვითელსახა“ არის სატირული რომანი ლიტერატურის ინდუსტრიის, ინტელექტუალური საკუთრების მიტაცებისა და იდენტობის კრიზისის შესახებ. რომანის მთავარი გმირია ახალგაზრდა მწერალი ქალი, ჯუნი ჰეიუარდი, რომელსაც საგამომცემლო სივრცეში ფეხის მოკიდება უჭირს, განსხვავებით მისი ყოფილი კურსელის, კრიტიკოსებისა და გამომცემლების ფავორიტად ქცეული ავტორის, აზიური წარმოშობის ათენა ლიუსაგან, რაც ჯუნიში შურსა და უკმაყოფილებას აღვივებს. მოულოდნელი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ ჯუნი ათენას დაუმთავრებელ ხელნაწერს იგდებს ხელში, ტექსტში მცირე ცვლილებები შეაქვს და საკუთარი სახელით — ჯუნიპერ სონგის ფსევდონიმით — გამოსცემს. წიგნი დიდ წარმატებას მოიპოვებს, თუმცა ავტორობის შესახებ ეჭვები და ჯუნიზე სოციალური მედიის ზეწოლა თანდათან უფრო იზრდება. რომანი დაძაბულობითა და ირონიით აჩვენებს, როგორ შეიძლება წარმატების სურვილმა ადამიანს მორალური საზღვრებისთვის გადააბიჯებინოს და როგორ იქცევა სიმართლე, ავტორობა და იდენტობა თანამედროვე ლიტერატურულ სამყაროში მწვავე დაპირისპირების საგნად.

პირანეზი

16,95 

სიუზანა კლარკის „პირანეზი“ მკითხველს უნიკალურ, იდუმალ სამყაროში ამოგზაურებს. ეს უზარმაზარი სახლია, რომლის ქვედა სართულებიც ოკეანის საუფლოა, ზედა კი — ღრუბლებისა და ფრინველების საბრძანებელი. აქ დარბაზები სავსეა მშვენიერი ქანდაკებებით — ისინი, დროსთან ერთად გაქვავებულები, წყლის მოქცევის დროს უსიტყვო მცველებად დგანან. პირანეზი, რომლის ამბავიც დღიურების სახითაა მოთხრობილი, ამბობს, რომ სახლში სულ თხუთმეტნი არიან, რომელთაგანაც მხოლოდ ორია ცოცხალი, თვითონ და კიდევ ერთი — სხვა, შუახნის მამაკაცი, რომელიც დიადი საიდუმლოს ამოხსნას, დაკარგული ცოდნის პოვნას ცდილობს. სხვას პირანეზიც ეხმარება, თუმცა მათი ურთიერთობა მალევე იძაბება. პირანეზი ეჭვობს, რომ სახლი რეალურ სამყაროსთაა დაკავშირებული და ვინ იცის, იქნებ თავადაც სხვა, დავიწყებული ცხოვრების ნაწილი აღმოჩნდეს…

ბედნიერი ადგილი

16,95 

“ჰარიეტმა და უინმა ერთმანეთი კოლეჯში გაიცნეს. მათ იდეალურ წყვილად მიიჩნევენ, თუმცა ყველაფერი თავდაყირა დგება — შეყვარებულები ერთმანეთს შორდებიან. უცნაური ამ ამბავში კი ის არის, რომ მათი დაშორების შესახებ მეგობრებმა არაფერი იციან. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც ჰარიეტი და უინი ერთ ოთახში ბინავდებიან კოტეჯში, კურსელების შეკრებაზე, რომელმაც ერთ კვირას უნდა გასტანოს. ესაა მათი ბოლო ზაფხული „ბედნიერ ადგილას“, რადგან ზღვისპირა კოტეჯი, სადაც წლების განმავლობაში ისვენებდნენ, იყიდება. მრავალწლიანი სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ, საინტერესოა, შეძლებს თუ არა წყვილი, კვლავ წყვილად მოაჩვენოს თავი მეგობრებს.”

ოლივ კიტერიჯი

16,95 

“ამერიკელმა მწერალმა ელიზაბეტ სტრაუტმა „ოლივ კიტერიჯისთვის“ პულიცერის პრემია მიიღო. ეს არის მოკლე მოთხრობების კრებული, რომელთაგანაც თითოეული, პირდაპირ თუ ირიბად, უკავშირდება მენში მცხოვრებ მკაცრ, მომთხოვნ და მტკიცე ნებისყოფის ქალს, ოლივს. ეს არის პორტრეტი უბრალო და, იმავდროულად, შთამბეჭდავი ყოველდღიურობის, ადამიანების, დანაკარგების და იმ აზრთა ნაკადის, რომელიც ჩვენს გონებაში ყოველდღიურად ირევა. ერთ პატარა ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს სირთულეების მიმართ მედეგობა აერთიანებთ. თუმცა ოლივი ყველაზე ღრმად ჩადის პრობლემის არსში და გულწრფელი ძალისხმევით ცდილობს მათთან გამკლავებას. აქ არ გველოდება მოულოდნელობები — ოლივ კიტერიჯი არ გადაინაცვლებს ნათელ მხარეს, არ ხდება უკეთესი ადამიანი კლასიკური გაგებით, მაგრამ ჩვენ ვიწყებთ მის თანაგრძნობას და, რაც ყველაზე უცნაურია, ვხედავთ საკუთარ თავს მასში. მოთხრობების ზოგიერთი გმირი მხოლოდ ერთხელ ჩნდება, მაგრამ სკოლის ყოფილი მასწავლებელი, ოლივი, რომლის სახელიც, შესაძლოა, მხოლოდ ერთ წინადადებაში ისმოდეს, მუდმივად იქაა. შუახანს მიტანებული ქალი იმ სივრცის ნაწილი ხდება, რომელშიც მისი ენერგია, დრო და ცხოვრება ირევა. “

ხვალ და ხვალ და ხვალ

16,95 

“ზამთრის ერთ სუსხიან დღეს ბავშვობის მეგობრები ვიდეოთამაშის შექმნას გადაწყვეტენ. ასე იწყება მათი თანამშრომლობა ვიდეოთამაშების დიზაინის რთულ და მშვენიერ სამყაროში, რომელიც ბარიერებითაა აღსავსე. სირთულეებითაა დატვირთული როგორც თავად ვიდეოთამაშის შექმნის პროცესი, ისე ორ ამბიციურ ხელოვანს შორის ურთიერთობა, რომელიც ხანდახან ტოქსიკურობის ზღვარს სცდება. ეს არის ამბავი ერთდროულად ვიდეოთამაშებსა და შექსპირზე, ტრაგედიებსა და „ილიადაზე“, პიროვნულ მეგობრობასა და საქმიან დაპირისპირებაზე. წიგნი დააინტერესებს ყველას, იმის მიუხედავად, ხშირად თამაშობენ ვიდეოთამაშებს თუ ცხოვრებაში ერთხელაც არ უცდიათ.”

ბებიამ მთხოვა, თქვენთვის მეთქვა, რომ ბოდიშს იხდის

14,95 

ელსას, საოცრად საზრიან გოგონას, თავისი სუპერგმირი ჰყავს – ბებია, სხვათა აზრით, უხიაგი, სინამდვილეში კი სიმართლის მთქმელი და წესების მოყვარულების, პედანტების დაუძინელბელი მტერი… კიდევ, ბებიას ზღაპრების მოყოლა უყვარს: მის ზღაპრულ ქვეყანაში რაინდებიც არიან და ურჩხულებიც, პრინცებიც და პრინცესებიც, კეთილებიც და ბოროტებიც, მაგრამ, როგორც ყველა ზღაპარში, იმ ქვეყანაშიც სიყვარული და მეგობრობა იმარჯვებს. ბებიამ ასწავლა ელსას თანაგრძნობა, მეგობრობა, ერთგულება და, რაც მთავარია, მიტევება.

დაფლული გოლიათი

14,95 

ამბის სათავეში მოხუცი ცოლ-ქმარია და თხრობაც მათით იწყება. ნუთუ ყოველთვის ასე ცხოვრობდნენ – ორნი, თემის კიდეზე? ან იქნებ უწინ ყველაფერი სრულიად განსვავებულად იყო? ან იქნებ… ვინ იცის? რომანის დასაწყისშივე უამრავი კითხვა ჩნდება და პასუხის ძიება გაიძულებს, მთავარ გმირებს იმ მოგზაურობაში გაჰყვე, რომელიც მათ შვილის საძიაებლად წამოიწყეს. არნახული მიწები, უცნობი ხალხი, მითოლოიური პერსონაჟები… ყველას თავისი მისია აქვს და – სიმართლეც.მთავარი მაიცნ სხვა რამეა და ის სწორედ ამ წიგნის ფურცლებზე გელოდებათ.

კაცი, სახელად უვე

14,95 

ფრედრიკ ბაკმანი შვედი მწერალი და ბლოგერია. ახალგაზრდობაში ღვთისმეტყველებას სწავლობდა, მაგრამ მიატოვა და სატვირთოს მძღოლობა არჩია, მერე ჟურნალისტობა… ამ წიგნის პერსონაჟი მის ბლოგში დაიბადა _ ათას მკითხველზე მეტმა ხმა მისცა, რომ დაწერილიყო რომანი კაცზე, სახელად უვე. უვე ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობია _ ის ჩვენი ნათესავია, მეზობელი, მეგობარი… აუტანელი ხასიათი აქვს, ადამიანები არ უყვარს… ასე გვგონია, სანამ კარგად გავიცნობთ… და ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩენთ, რომ მას დიდი და კეთილი გული აქვს. ხელმარჯვეც არის. რა ქნას, თუ ვერ იტანს უგერგილო, უქნარა ადამიანებს! უბრალოდ, მას წესრიგი უყვარს _ ყველაფერში… სიტყვაძუნწიც არის, სამაგიეროდ, გაჭირვებაში არავის მიატოვებს. რა საჭიროა ლაქლაქი, ზნეობასა და ადამიანობაზე ლაპარაკი?! მთავარია, საქმე… და ისიც ეხმარება ყველას, უპატრონო კატაც შეიფარა, მართალია, ბუზღუნ-ბუზღუნით, მაგრამ მაინც… იმიტომ, რომ მას ცხოველებიც უყვარს. ასეთია უვე – მარტოსული დიდი ადამიანი.

დეიზი ჯოუნსი და ექვსეული

16,95 

“როკჯგუფი “დეიზი ჯოუნსი და ექვსეული” ნამდვილი ლეგენდა გახდა, მისი სოლისტი კი, დეიზი, თავისი დროის კერპი. თითქმის ყველა გოგონა ოცნებობს იყოს ისეთივე მომხიბლავი და ნიჭიერი, როგორიც დეიზი ჯოუნსია… მაგრამ პოპულარობის ზენიტში, 1979 წელს, ჯგუფის ერთიანობას ბზარი შეეპარა, პირდაპირ მათ ბოლო, ივლისის კონცერტზე. თვით ათწლეულის შემდეგაც არ არის ცნობილი განხეთქილების მიზეზი, მაგრამ “დეიზი ჯოუნსი და ექვსეული” მთელ მსოფლიოს ახსოვს. მათი ურთიერთობა ვნების, სკანდალებისა და როკ-ენ-როლის ისტორიაა, გამოცანა, სავსე სიყვარულით, ეჭვიანობით, ფიზიკური თუ სულიერი ტკივილითა და მშვენიერი მუსიკით, რომელმაც მილიონების გული დაიპყრო. დადგა საიდუმლოებისთვის ფარდის ახდის დრო..