NONFICTION
ნიცშე რომ ნარვალი ყოფილიყო
22,95 ₾ნიცშე ფიქრობდა, რომ ცხოველები სიამოვნებასა და ტანჯვას ისევე ღრმად არ განიცდიან, როგორც ჩვენ, რადგან მათ ინტელექტი არ აქვთ. ნიცშეს ცხოვრება კი გვასწავლის, რომ მეტისმეტად ღრმა აზროვნება სულაც არაა ყოველთვის სასარგებლო.
როგორც ნიცშე ამბობდა, ცხოველისგან განსხვავებით ადამიანს უნდა სჯეროდეს, რომ მის არსებობას რაღაც მიზანი აქვს, თუმცა, ამგვარ ხედვას უბედურების მეტი არაფერი მოაქვს. ცხოველებს მიზეზშედეგობრივი დასკვნების გამოტანა არ სჭირდებათ, რადგან ისინი ასოციაციური განსწავლის ძალას ფლობენ – მაგალითად, მტრედები უკეთესი რადიოლოგები არიან მათი ასოციაციური განსწავლის უნარის დამსახურებით.
რა არის ინტელექტი? რა არის კარგი ადამიანის ინტელექტში? რა მოხდებოდა, ნიცშე რომ უფრო მარტივი ცხოველი ყოფილიყო? რა მოხდებოდა, მას რომ ყოფიერების არსზე დაფიქრება არ შესძლებოდა? არის თუ არა ჩვენი გონება ევოლუციის საბოლოო მიღწევა? ამ და სხვა კითხვებზე პასუხით, მეცნიერი ჯასტინ გრეგი ამტკიცებს, რომ ყველა ცხოველს აქვს ცნობიერება და სუბიექტური გამოცდილება; ისინი აღიქვამენ დროს და სახავენ სამომავლო გეგმებს, თუნდაც ეს გეგმები რამდენიმე წამს მოიცავდეს.
ახალი ფილოსოფიის მოკლე კურსი დეკარტიდან ვიტგენშტაინამდე
22,95 ₾ბრიტანელი ფილოსოფოსისა და მრავალი წიგნის ავტორის როჯერ სკრუტონის (1944 – 2020) „ახალი ფილოსოფიის მოკლე ისტორია“ ვრცელ პერიოდს მოიცავს და მასში წარმოდგენილია დასავლური ფილოსოფიის ყველა მთავარი მოაზროვნე, დეკარტით დაწყებული და ვიტგენშტაინით დამთავრებული. ავტორი განიხილავს დეკარტის, სპინოზას, ლაიბნიცის, ჰობსის, ლოკის, ბერკლის, ჰიუმის, კანტის, ჰეგელის, შოპენჰაუერის, კირკეგორის, მარქსის, ნიცშეს, მილის, ფრეგეს, ჰუსერლის, ჰაიდეგერის, ვიტგენშტაინის, ასევე სხვათა მოსაზრებებს და აცნობს მკითხველს ძირითად იდეებსა და არგუმენტებს, რომლებმაც განაპირობა თანამედროვე ფილოსოფიის ჩამოყალიბება. „მოკლე ისტორია“ დიდებული გზამკვლევია ყველასთვის, ვინც ფილოსოფიის ისტორიით ან ზოგადად ამ საგნითაა დაინტერესებული.
ევროპის დაბადება
24,95 ₾ევროპის დაბადება – ამ საეტაპო ნაშრომში ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი გამოჩენილი ფრანგი მედიევისტი ჟაკ ლე გოფი თანამედროვე ევროპის წარმოშობის საფუძვლებს იკვლევს. ავტორი, პოლიტიკური, სოციალური თუ კულტურული ცვლილებების შესახებ ისტორიული წყაროების ანალიზსა და ღრმა განსჯაზე დაყრდნობით გვიხსნის, როგორ ჩამოყალიბდა შუა საუკუნეებიდან თანამედროვე ევროპის სტრუქტურები და მახასიათებლები.
ლე გოფი სიღრმისეულად განიხილავს ევროპული კონტინენტის ათსაუკუნოვან პერიოდს: ინსტიტუციების, იდეებისა თუ ხალხთა ურთიერთობების მნიშვნელობას, რამაც დღევანდელი ევროპის არსი და რაობა განაპირობა.
ისტორიისა და პოლიტიკური რეფლექსიის გამაერთიანებელი ამომწურავი ნაშრომი საშუალებას გვაძლევს, წარსულის პრიზმაში გავიაზროთ ევროპული სამყაროს განვითარების პერსპექტივები და სამომავლო გამოწვევები.
მუცალი
24,95 ₾გივი მარგველაშვილი (1927 – 2020) – მწერალი, ფილოსოფოსი, ენათმეცნიერი – დაიბადა 1927 წელს ბერლინში, ქართველი ემიგრანტების ოჯახში. მამა, ტიტე მარგველაშვილი, ისტორიკოსი და ფილოსოფოსი იყო. ის ბერლინის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა და ქართულ ემიგრაციას ედგა სათავეში. 1946 წელს მამა-შვილი მარგველაშვილები საბჭოთა სპეცსამსახურმა მოიტაცა. მამა იმავე წლის შემოდგომაზე დახვრიტეს, ხოლო შვილი ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში თითქმის ორწლიანი პატიმრობის შემდეგ თბილისში გადმოიყვანეს. გივი მარგველაშვილი წლების მანძილზე ასწავლიდა გერმანულ და ინგლისურ ენებს თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტში, ხოლო 1971 წლიდან გერმანიაში დაბრუნებამდე მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში მუშაობდა.
რომან „მუცალს“ უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს პოსტმოდერნისტულ ნაწარმოებთა შორის. ეს თხზულება 1991 წელს დაიბეჭდა გერმანიაში, ხოლო მისი ქართული თარგმანი 2001 წელს გამოიცა. რომან „მუცალისათვის“ ამოსავალ ტექსტებად იქცა „მერანი“ და „ალუდა ქეთელაური“.
პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალისტური სულისკვეთება
17,95 ₾გერმანელი სოციოლოგის მაქს ვებერის (1864-1920) „პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალისტური სულისკვეთება“ 1905 წელს გამოიცა და რელიგიური სოციოლოგიის ფუძემდებლურ ნაშრომად არის მიჩნეული. ვებერი იკვლევს და ცდილობს, პასუხი გასცეს კითხვას: რატომ განვითარდა მოდერნული კულტურა დასავლეთ ევროპაში და არა, მაგალითად, ჩინეთსა და ინდოეთში და როგორ ყალიბდებოდა შრომის ეთიკა საუკუნეების განმავლობაში. ამ კითხვაზე პასუხს ის დასავლურ რაციონალიზმში ეძებს და შესაბამისად, დასავლური რაციონალური აზროვნების თავისებურებებს იკვლევს. ვებერის თვალსაზრისით, პროტესტანტულ ეთიკასა და კაპიტალიზმს შორის მჭიდრო კავშირია. პროტესტანტული, შესაბამისად, კალვინისტური მხოფლმხედველობა და კაპიტალის დაგროვების კაპიტალისტური პრინციპი, ისევე როგორც მოგების რეინვესტიცია, ინდუსტრიალიზაციის საფუძვლად ჩამოყალიბდა.
ეკონომიკის მოდერნულ ეთოსსა და ასკეტური პროტესტანტიზმის რაციონალურ ეთიკას შორის კავშირის კვლევა ამ კითხვაზე პასუხის გაცემის მცდელობაა. ავტორი ამტკიცებს, რომ კაპიტალის მფლობელებს, უმეტესად, პროტესტანტები წარმოადგენდნენ, კათოლიკეები კი, რომლებიც ჰუმანიტარულ განათლებას ანიჭებდნენ უპირატესობას, გერმანიის შრომით საქმიანობაში ნაკლებად იღებდნენ მონაწილეობას. ავტორის მიზანი კულტურის ყოვლისმომცველი ანალიზი არ გახლავთ, მისი კვლევის საგანი გარკვეული რელიგიური და ეკონომიკური პირობების თანხვედრაა.
მორალური წერილები ლუკილიუსს
17,95 ₾„მორალური წერილები ლუკილიუსს“ ცნობილი რომაელი ფილოსოფოსის, პოეტის, სახელმწიფო მოღვაწის, სტოიციზმის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის, ლუციუს ანეუს სენეკას (ძვ. წ. 4 – ახ. წ. 65) ნაშრომია. რომის იმპერიის ცნობილი პოეტისა და სახელმწიფო მოღვაწის, ლუკილიუს უმცროსისადმი გაგზავნილი წერილები ზნეობის საკითხებს ეხება. ავტორი მსჯელობს მეგობრობის, კეთილშობილების, თავისუფლების, სიკვდილ-სიცოცხლის შესახებ; გვთავაზობს რჩევებს, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა; ხსნის, რა არის ფილოსოფია და რას მატებს ის კაცთა მოდგმას.