აჩვენებს %d შედეგს

ვეფხისტყაოსანი მეგრულად

99,00 

„1921 წელს თებერვალში, აფხაზეთში ბოლშევიკური რუსეთის საოკუპაციო ჯარის დივიზია შემოიჭრა. კაკა ჟვანია თავისი 80-კაციანი რაზმით უკან იხევდა, თან მტრის მოქმედებას სწავლობდა. ენგურთან თავისი რაზმით სოფელ ჯვარისკენ გაემართნენ, ტყეებში მორები დაჭრეს, ტივები შეკრეს და მორების განასხვლევი ტოტები ზედ ტივების ერთ ბოლოში დაალაგეს!

რუსებმა მდინარის გადმოლახვა კილომეტრნახევრიან ფონზე შუაღამეს დაიწყეს. როცა დივიზიის პირველი ჯგუფები გადავიდნენ ნაპირზე რუხის ციხესთან, სწორედ მაშინ დაეშვნენ კაკა ჟვანიას ქართველი ჯარისკაცები ცეცხლმოკიდებული ტივებით, ხუთვაზნიანი შაშხანების გრიალით და ყიჟინათი! გაყინულ წყალში, სწრაფი დინების პირობებში, ხელჩაკიდებული ოკუპანტები დაიბნენ, მწყობრი რიგები აერიათ, ხელები გაუშვეს ერთმანეთს და… ორი კვირის მანძილზე გამოჰქონდა მდინარეს და ზღვას დამხრჩვალი ბოლშევიკი ჯარისკაცები. დივიზიამ 3 ათასამდე მებრძოლი დაკარგა! სამეგრელოში კი ხმა გავარდა: კაკა ჟვანიამ კაციჭამია ბოლშევიკები ამოხოცაო!

კაკა ჟვანია გადაურჩა 1924, 1937-1938 წლების რეპრესიებს, 1952 წლის მეგრელთა საქმეს. იცოცხლა 1973 წლამდე. ბოლშევიკების წინააღმდეგ ჩატარებული მისი ბრწყინვალე სამხედრო ოპერაციაზე საუბარიც კი აიკრძალა. მხოლოდ 90-იანი წლების დასაწყისში დაიწერა მისი გმირობის ამბავი!

კაკამ 80 წლის ასაკში დაიწყო ვეფხისტყაოსნის მეგრულად თარგმნა. 1966 წლის რუსთაველის საიუბილეო თარიღისთვის დაასრულა, თუმცა სიკვდილამდე მის სრულყოფაზე ზრუნავდა. მისი ნაშრომით აღფრთოვანებული კონსტანტინე გამსახურდია თარგმანის წიგნად გამოცემას შეჰპირდა. არ გამოვიდა! და აჰა, იბეჭდება კაკა ჟვანიას თარგმნილი ყილოშტყებამი!“ – ვახში ჟვანია.