ქართული
სირიუსი – წყვდიადში დაკარგულები
30,00 ₾მარიამ შვანგირაძემ ფსევდონიმად „სირიუსი“ აირჩია, “წყვდიადში დაკარგულები” ავტორისთვის სადებიუტო ნამუშევარია, რომელშიც მოვლენები კოსმოსში, პლანეტათაშორისი მოგზაურობისას ვითარდება და მკითხველს წინ დაუვიწყარი თავგადასავალი ელოდება. წიგნის რედაქტორი დავით ხარატიშვილია.
გონების პარაზიტები
19,95 ₾გიორგი ხარაიშვილის მოთხრობები მძაფრად ატმოსფერულია – თითქოს თვალები დახუჭეთ და ერთიანად გადაეშვით სივრცეში, რომელიც თან საშიშია, მაგრამ თან საოცრად მომნუსხველი. შეიძლება ეს ცივი ჰაერი ოთახში ნელ-ნელა იგრძნოთ და ავეჯსაც თითქოს შეუმჩნევლად დაედოს მკვდრისფერი.
კედელს მიღმა
19,95 ₾“კედელს მიღმა” ავტორის მესამე წიგნია – მოთხრობებისა და ავტობიოგრაფიული ჩანაწერების კრებული, რომელშიც დოკუმენტური სურათები და მხატვრული სახეები ერთმანეთს ოსტატურად ცვლის და ერწყმის, მკითხველის წინაშე კი მთელი ეპოქის დამტევი უზარმაზარი პანო ცოცხლდება.
თიბათვის ნისლი
17,95 ₾კრებულში შესულია სხვადასხვა დროს დაწერილი ლექსები და პოემა „ძე შეცდომილი, ძე მართალი“, რომელიც წიგნის შინაარსს ოსტატურად კრავს – მასში ზარივით რეკავს პოეტის სული და სულისკვეთება, მისი სევდა და ნუგეში.გიორგი შალამბერიძე მსახიობია. თუმცა, პოეზია მისთვის ის სცენაა, რომელზეც კი არ თამაშობს, არამედ ცხოვრობს – სიკვდილამდე დაჭიმული ვნებით და სიმართლით. მკითხველიც გრძნობს ამ ნამდვილობას და ნდობით მიჰყვება წიგნის აღმავალ დინებას.
უპირატესობათა სია
12,95 ₾„რა თქმა უნდა, შეგვიძლია ავირჩიოთ უკვე კარგად გამოცდილი და ბანალური გზა, ბოკო ჭიღლაძის რომანი მოვაქციოთ პირველი რომანის კატეგორიაში და ამ პერსპექტივიდან ვისაუბროთ ტექსტზე. ამას შეგვიძლია დავამატოთ ისიც, რომ ეს მისი, როგორც პოეტის, პირველი რომანია და ასე შევკრათ საბოლოო ჯამში არაფრისმთქმელი წრე, თუმცა, თავად წიგნი ამას არ იმსახურებს.
ცხადია, ასეთი მიდგომა ვერ ცვლის იმ მოცემულობას, რომ „უპირატესობათა სია“ ბოკო ჭიღლაძის პირველი რომანია და ამ წიგნში ყველაფერია, რაც ზოგადად თითქმის ყველა კარგ პირველ რომანში გვხვდება: ექსპერიმენტის სურვილი, საკუთარი გამოცდილების მაქსიმალურად გამოთქმის სურვილი და ამ გზით საკუთარი თავის ამოხსნა.
კარგი მწერალი წიგნიდან წიგნში ძუნწდება – თანდათან სულ უფრო და უფრო დოზირებულად იწყებს დეტალების გამჟღავნებას. მომავალ წიგნებში „უპირატესობათა სიის“ ავტორი, რომელიც, თავისთავად უკვე კარგი მწერალია, ასე მოიქცევა და ასეთი გულუხვი აღარ იქნება, თუმცა მანამდე მკითხველის წინაშე ეს წიგნია – სტილისტურად და შინაარსობრივად გაბედული ნამუშევარი. ერთი შეხედვით კამერული შინაარსის რომანი, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან დაკვირვებული მკითხველი კამერულ შინაარსს მიღმა დაინახავს ერთფეროვან ყოველდღიურობას, რომელშიც ვცხოვრობთ და რომელიც მრავალმხრივ ახდენს გავლენას.“ – დავით ქართველიშვილი
სტალინის გამბიტი
19,95 ₾ლაშა ტუღუში ფლობს დოქტორის ხარისხს პოლიტიკურ მეცნიერებებში, გახლდათ ფულბრაიტის სტიპენდიატი, ასევე მოწვეული მეცნიერი ვაშინგტონის ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში. იყო ყოველდღიური ქართული გაზეთის „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი და ინგლისურენოვანი საინფორმაციო პორტალის Democracy and Freedom Watch-ის რედაქტორი. ამჟამად არის ფონდ „ლიბერალური აკადემია თბილისის“ დირექტორი, თანათავმჯდომარეობს „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმს“, ასევე კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ავტორია არაერთი პუბლიკაციისა, მათ შორისაა სამეცნიერო კვლევები და ანალიტიკური ნაშრომები. „სტალინის გამბიტი“ მისი დებიუტია ლიტერატურაში.
„ეს არის პოლიტიკური რომანი. მასში ვითარდება ამბავი, რომელიც ან უკვე მოხდა, ან უნდა მოხდეს. მერე ფიქრობ, თუ უკვე მოხდა, აწი რაღა უნდა მოხდეს; მერე ხვდები, რომ ის, რაც აქ ხდება, სინამდვილეში ჯერ არ მომხდარა და მსჯელობას იწყებ, რა უნდა ვქნათ, რომ ასე არ მოხდეს.
ეს არის კინომოთხრობა. კადრები სწრაფად იცვლება. მოქმედება დინამიკურია. გახსოვს პერსონაჟების სახელები, გვარები, თანამდებობები, გავლენები. მერე ფიქრობ, ნამდვილად გახსოვს თუ არა; მერე იხსენებ, ცოცხლები არიან თუ გარდაცვლილები; მერე კითხულობ, რა უნდათ ცოცხლებს გარდაცვლილებისგან; მერე აღმოაჩენ, რომ ისინი არც არსებობდნენ და ჩვენ ვქმნიდით – მათივე სახელებით, გვარებით, თანამდებობებით.
ეს არის საგაზეთო რომანი. არა იმიტომ, რომ საგაზეთო ქრონიკისთვის დამახასიათებელი ენითაა დაწერილი, არამედ იმის გამო, რომ გაზეთისთვის ჩვეული დინამიკურობით ვითარდება; კალეიდოსკოპური სიჩქარით იცვლება პოლიტიკური მოვლენები; ხვდები, რომ მანიპულაცია მარტივი კომბინაციაა – ამბავი არც არსებობს, მას ჩვენ ვქმნით ან ჩვენთვის ქმნიან. ბოლოს საკუთარ თავს ეკითხები, „სტალინის გამბიტი“ პოლიტიკური რომანია თუ ანტირომანი?“
ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი
დათა თუთაშხია (II)
20,00 ₾თუ სხვებმა ვერ შესძლეს შენი სიმართლის დადგენა, თავად უნდა დაადგინო იგი. როცა სხვებს არ სურთ, დაგიბრუნონ წართმეული, მაშინ თავად უნდა დაიბრუნო იგი.
დათა თუთაშხია (I)
20,00 ₾თუ სხვებმა ვერ შესძლეს შენი სიმართლის დადგენა, თავად უნდა დაადგინო იგი. როცა სხვებს არ სურთ, დაგიბრუნონ წართმეული, მაშინ თავად უნდა დაიბრუნო იგი.
ბებიამ მთხოვა, თქვენთვის მეთქვა, რომ ბოდიშს იხდის
14,95 ₾ელსას, საოცრად საზრიან გოგონას, თავისი სუპერგმირი ჰყავს – ბებია, სხვათა აზრით, უხიაგი, სინამდვილეში კი სიმართლის მთქმელი და წესების მოყვარულების, პედანტების დაუძინელბელი მტერი… კიდევ, ბებიას ზღაპრების მოყოლა უყვარს: მის ზღაპრულ ქვეყანაში რაინდებიც არიან და ურჩხულებიც, პრინცებიც და პრინცესებიც, კეთილებიც და ბოროტებიც, მაგრამ, როგორც ყველა ზღაპარში, იმ ქვეყანაშიც სიყვარული და მეგობრობა იმარჯვებს. ბებიამ ასწავლა ელსას თანაგრძნობა, მეგობრობა, ერთგულება და, რაც მთავარია, მიტევება.
ბასრი საგნები
14,95 ₾კამილ პრიკერი, ჩიკაგოს ერთ-ერთი რიგითი გაზეთის არც ისე მოწინავე რეპორტიორი, ბრწყინვალე კარიერასა და მაღალ ხელფასზე ოცნებობს და მარჯვე შემთხვევაც მიეცა – ერთ პატარა ქალაქში ვიღაც მანიაკი პატარა გოგონებს ხოცავს და კამილმა მკითხველს სენსაციური ამბები ამ ქალაქში დაიბადა და გაიზარდა და კარგად იცის, ვინ რისი გამკეთებელია, ვინ არ არის წმინდა სულის… ისიც დიდი მონდომებით შეუდგება მკვლელობების დეტალების გამოქექვას და მისი კოშმარიც აქედან იწყება, კოშმარი, რომლისგანაც თავის დაღწევას, ვინ იცის, მოახერხებს?
საუბრები ლეოსთან
14,95 ₾“საუბრები ლეოსთან”” განსაკუთრებული წიგნია – მასში მოთხრობილი ამბავი ერთდროულად სადაცაა და რთულიც, იდეალისტურიც და მტკივნეულად რეალურიც. ეს არის ერთი კაცისა და მისი ცოლის ისტორია, რომლებიც სრულიად მოულოდნელი მძიმე განაჩენის წინაშე აღმოჩნდნენ: ქალს უკურნებელი სენი – კიბოს დიაგნოზი დაუდგინეს. ნაცნობების ხელშეწყობითა და ბედის წყალობით, ჩვენი მიზანდასახული მთხრობელი თანამოაზრე მენტორთა და კონსულტანტთა გუნდს კრებს. მერე ლეოს ხვდება, რომელთან ერთადაც თავისი ცოლის – კლერის განკურნების რთულ საქმეს იწყებს
დაფლული გოლიათი
14,95 ₾ამბის სათავეში მოხუცი ცოლ-ქმარია და თხრობაც მათით იწყება. ნუთუ ყოველთვის ასე ცხოვრობდნენ – ორნი, თემის კიდეზე? ან იქნებ უწინ ყველაფერი სრულიად განსვავებულად იყო? ან იქნებ… ვინ იცის? რომანის დასაწყისშივე უამრავი კითხვა ჩნდება და პასუხის ძიება გაიძულებს, მთავარ გმირებს იმ მოგზაურობაში გაჰყვე, რომელიც მათ შვილის საძიაებლად წამოიწყეს. არნახული მიწები, უცნობი ხალხი, მითოლოიური პერსონაჟები… ყველას თავისი მისია აქვს და – სიმართლეც.მთავარი მაიცნ სხვა რამეა და ის სწორედ ამ წიგნის ფურცლებზე გელოდებათ.
ცხოვრება შიშს მიღმა
16,95 ₾ჩვენ მუდმივ შიშსა და ღელვას განვიცდით: ვინმეს მოხიბვლას ვცდილობთ ან ისეთ რამეზე ვშფოთავთ, რაც არ გვეხება. ღელვა და ხალისი ვერ თანაარსებობს, შედეგად კი ხალისისთვის ჩვენს ცხოვრებაში ადგილი აღარ რჩება. თუ კარგად დააკვირდები, ყოველწამიერად, დაინახავ, რამდენ რამეს აკეთებ, არ აკეთებ, ამბობ და არ ამბობ, საიმისოდ, რომ დაუმტკიცო საკუთარ თავსა და სხვებს რაღაც „შენზე“; დაინახავ საჭიროებას, რომ აღგიქვამდნენ „ასეთად“ და ეცდები, თავიდან აირიდო, რომ აღგიქვამდნენ „ისეთად“. თუკი ამ წიგნს მხოლოდ თეორიულად არ მიუდგები და ეცდები, გამოიყენო, როგორც ინსტრუმენტი, აღმოაჩენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ორი რეალობა (არჩევანი) გაქვს – „ნიღბიანი“ და „უნიღბო“, შიშით და შიშს მიღმა…
ფაქტოლოგიურობა
16,95 ₾“როდესაც გლობალური ტენდენციების შესახებ მარტივ შეკითხვებს ვსვამთ, მუდმივად არასწორ პასუხებს ვიღებთ. იმდენად არასწორს, რომ ალბათ, შემთხვევითობის პრინციპით, შიმპანზეებიც კი ჟურნალისტებზე, ნობელის პრემიის ლაურეატებსა და ბანკირებზე უკეთეს შედეგებს აჩვენებენ. ფაქტოლოგიურობაში მსოფლიო ჯანდაცვის ექსპერტი და TED-ის საერთაშორისოდ აღიარებული მომხსენებელი, ჰანს როსლინგი, თავის ორ ნაცად პარტნიორთან – ანასთან და ულასთან – ერთად აღნიშნული მოვლენის რადიკალურად განსხვავებულ ახსნას გვთავაზობს.
კაცი, სახელად უვე
14,95 ₾ფრედრიკ ბაკმანი შვედი მწერალი და ბლოგერია. ახალგაზრდობაში ღვთისმეტყველებას სწავლობდა, მაგრამ მიატოვა და სატვირთოს მძღოლობა არჩია, მერე ჟურნალისტობა… ამ წიგნის პერსონაჟი მის ბლოგში დაიბადა _ ათას მკითხველზე მეტმა ხმა მისცა, რომ დაწერილიყო რომანი კაცზე, სახელად უვე. უვე ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობია _ ის ჩვენი ნათესავია, მეზობელი, მეგობარი… აუტანელი ხასიათი აქვს, ადამიანები არ უყვარს… ასე გვგონია, სანამ კარგად გავიცნობთ… და ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩენთ, რომ მას დიდი და კეთილი გული აქვს. ხელმარჯვეც არის. რა ქნას, თუ ვერ იტანს უგერგილო, უქნარა ადამიანებს! უბრალოდ, მას წესრიგი უყვარს _ ყველაფერში… სიტყვაძუნწიც არის, სამაგიეროდ, გაჭირვებაში არავის მიატოვებს. რა საჭიროა ლაქლაქი, ზნეობასა და ადამიანობაზე ლაპარაკი?! მთავარია, საქმე… და ისიც ეხმარება ყველას, უპატრონო კატაც შეიფარა, მართალია, ბუზღუნ-ბუზღუნით, მაგრამ მაინც… იმიტომ, რომ მას ცხოველებიც უყვარს. ასეთია უვე – მარტოსული დიდი ადამიანი.
ქალბატონი თაგვის სახლი
19,95 ₾მოდი, ვნახოთ და ვითამაშოთ პატარა ხალისიანად გაატარებს დროს ქალბატონი თაგვის სახლში დამალული უამრავი ნივთის მოძებნისას. შეიხედე 50-ზე მეტი სამალავის მიღმა და დაეხმარე ქალბატონ თაგვს მეჯლისისთვის სამზადისში.
Тбилиси
25,00 ₾Восхитительное путешествие по изумительному городу Начни путешествие с этим албомом, знакомься с особенным городом, расположенным на перекрестке различных культур,и собственными глазами убедись в том,сколь чудесным образом переплетаются в Тбилиси европейские и азиатские обычяи.Этот албом послужит наилучшим путеводителем по столице грузии.
თამაში რიოში მარგალიტებით
25,90 ₾ჰერმან ჰესეს (1877-1962) – გერმანელ-შვეიცარიელ მწერალს, პოეტსა და მხატვარს – ნობელის პრემია მიენიჭა 1946 წელს.
ჰერმან ჰესე მე-20 საუკუნის დასაწყისის გერმანიაში არსებულ პოლიტიკურ, ინტელექტუალურ თუ მორალურ კრიზისს იმ ზოგადსაკაცობრიო იდეის რაკურსიდან ხედავს, რაც მის უკანასკნელ რომანში – „თამაში რიოში მარგალიტებით“ – „დიდი მეტაფორის“ სახით გაცხადდება.
ჰესეს „თამაშის“ მთავარ იდეად ჰარმონიისა და სრულყოფილებისკენ ადამიანის სწრაფვა მიაჩნია, რომანის გმირის, იოზეფ კნეხტის, ფილოსოფიურ არსს კი მწერალი ურთერთსაპირისპირო საწყისების ბრძოლაში და მათ გაერთიანებაში ხედავს.
ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი, ტიმოთი ლირი, ფიქრობს, რომ ჰერმან ჰესემ თავის ბოლო რომანში ნათელმხილველის გუმანით იმ ჯადოსნური, ინტელექტუალური მანქანის არსებობა იწინასწარმეტყველა, რომლის დახმარებითაც პოსტინდუსტრიულ ეპოქაში შესაძლებელი გახდა აზრების დიგიტალურ ნიშნებად გარდაქმნა. ტიმოთი ლირის აზრით, „თამაშის დიდი მეტაფორის“ გაშიფვრის შედეგად, 1976 წელს, ვიხილეთ ის ნაყოფი ცნობადის ხისა, რომელსაც „APPLE“ ჰქვია.
გადაარჩინე დედამიწა. 100 რამ, რაც უნდა იცოდე
22,90 ₾ფერადი, შთამბეჭდავი ილუსტრაციები
ბავშვისთვის იოლად აღსაქმელი ტექსტები
გასაოცარი ფაქტები დედამიწის შესახებ
სასარგებლო რჩევები
Maid in Tiflis
17,90 ₾აკა მორჩილაძის Maid in Tiflis ამბებითა და თავგადასავლებით დახუნძლული რომანია. ავტორი ამჯერად ორი თბილისელი ბიჭის თბილისურ მეგობრობაზე მოგვითხრობს.
თორმეტი წიგნისგან შედგენილ რომანში თბილისურ-ჰოლანდიურ-სანტაესპერანსულ-ლენინგრადული ამბები ძალიან ბუნებრივად და ჩვეულებრივად უკავშირდება და აგრძელებს ერთმანეთს.
აქ წაიკითხავთ სრულიად სხვადასხვანაირად და ძალზე საინტერესოდ მოთხრობილ სასიყვარულო ამბებს ვარსქენ პიტიახშისა და დედოფალი შუშანიკის ისტორიიდან მოყოლებული პლეხანოველი მოგელასა და შირაზის ვარდის და ბარნოველი ლევიკოსა და ხუთი საბჭოელი ქალის თავგადასავლებით დამთავრებული.
ზამთრის ზღაპარი
14,95 ₾დღესასწაულების აღნიშვნის დროა! ეს წიგნი ნამდვილად გაახარებს პატარა მხატვრებს თავისი 20 მშვენიერი პოსტერით, რომლებიც შეგიძლია ამოიღო, შენი გემოვნებით გააფერადო და კედელზე ჩამოკიდო.
დინო-დინოზავრები
14,95 ₾მოემზადე გიგანტურ დინოზავრებთან ერთად! ეს წიგნი ნამდვილად გაახარებს პატარა მხატვრებს თავისი 20 მშვენიერი პოსტერით, რომლებიც შეგიძლია ამოიღო, შენი გემოვნებით გააფერადო და კედელზე ჩამოკიდო.
ვისწავლოთ ქართული წიგნი-ჩანთა
27,95 ₾ვისწავლოთ ქართული იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ მიხედვით ეს თვალწარმტაცი წიგნი-ჩანთა სწორედ შენთვისაა. ის ჯერ ასოების კითხვა-გამოწერას გასწავლის, შემდეგ კი უამრავ თავშესაქცევს გთავაზობს – სავარჯიშოებს, ანდაზებს, მოთხრობებს. სავარჯიშოები რომ უფრო ხალისხიანად გააკეთო, ამისათვის ჩანთაში გამოსაჭრელი ანბანი, დაფა, ფლომასტერი და საშლელიც დაგხვდება. ასე რომ, შენ და ეს საოცარი ნაკრები ნამდვილად დამეგობრდებით. აბა, შენ იცი!
ვისწავლოთ: წერა, კითხვა თვლა,საათის ცნობა
27,95 ₾ჩვენს ჩანთაში ორი წიგნი, გამოსაჭრელი ანბანი, არითმეტიკულ ციფრები, საათი და ორი საწერი დაფაა. ეს წიგნები თქვენს პატარას დაეხმარება, ისწავლოს წერა-კითხვა, თვლა, საათის ცნობა, შეძლებს ერთმანეთისგან განასხვაოს ფერები და ფიგურები. იგი ხალისით შეასრულებს ჩვენ მიერ შედგენილ სახალისო და შემეცნებით სავარჯიშოებს. ჩანთაში დევს ორი დაფა, ერთი ქართული ანბანის, მეორე კი ციფრების დასაწერად გამოიყენეთ. საათი-სათამაშო კი უნიკალური საშუალებაა საათის ცნობის შესასწავლად.
რა მოხდება პოლარულ დათვს რომ მოვეფერო?
17,95 ₾გადაწიე მოძრავი ნახატები და ნამდვილად გაოცდები… ამ ზღაპრულ, სახალისო წიგნში შეხვდები და შეეხები საყვარელ ცხოველებს. ბოლოში კი დიდი სიურპრიზი გელის!
რა მოხდება ვეფხვს რომ შევუღიტინო?
17,95 ₾გადაწიე მოძრავი ნახატები და ნამდვილად გაოცდები… ამ ზღაპრულ, სახალისო წიგნში შეხვდები და შეეხები საყვარელ ცხოველებს. ბოლოში კი დიდი სიურპრიზი გელის!
რა მოხდება გოჭუნას რომ მოვფხანო?
17,95 ₾გადაწიე მოძრავი ნახატები და ნამდვილად გაოცდები… ამ ზღაპრულ, სახალისო წიგნში შეხვდები და შეეხები საყვარელ ცხოველებს. ბოლოში კი დიდი სიურპრიზი გელის!
უფლის ტვირთი – ლენი ბელარდოს სახარება
28,00 ₾“უფლის ტვირთი, ანუ ლენი ბელარდოს სახარება” ტელესერიალ “ახალგაზრდა პაპის” გმირების და, უპირველეს ყოვლისა კი, თავად ახირებული ლენი ბელარდოს ბრწყინვალე, დახვეწილი, ირონიული, მეამბოხური, მოულოდნელობებით აღსავსე მოსაზრებების, სენტენციების და დიალოგების ნაკრებია, პაოლო სორრენტინოს გულწრფელი და ორიგინალური შესავლით.
სპეციალური შეთავაზება – “ყინულისა და ცეცხლის სიმღერა” სრულად
150,00 ₾ჯორჯ რ. რ. მარტინის ეპიკური სერია. (სატახტოთა თამაში, მეფეთა ჯახი, ხმლების გრიგალი, ყვავების ნადიმი, დრაკონებთან ცეკვა) ზამთრის ქარები ჯერ არ გვაქვს 🙂
როინ მეტრეველი – საისტორიო ნარკვევები III
49,95 ₾წინამდებარე გამოცემაში შესულია აკადემიკოს როინ მეტრეველის მიერ უკანასკნელ პერიოდში გამოქვეყნებული ისტორიული ნარკვევები.