Showing all 2 resultsSorted by latest

ჰერმეტიზმი – ეგვიპტელების იდუმალი ფილოსოფია

18,00 

დიმიტრი სტრანდენის ეს ნაწარმოები, რომელიც განსაკუთრებით ღირებულია ეზოთერული საკითხებით დაინტერესებული საზოგადოებისთვის, მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდება მათთვის, ვინც დღეს დასავლურ ოკულტურ მაგიასა და ტრადიციებს ეცნობა, რადგანა ამ უკანასკნელის საფუძველი, სწორედ ჰერმეტული სწავლებებია.

მრავალი თვალსაზრისით, ჰერმეტიზმი, რომელიც თავისი არსით ფილოსოფიური სისტემააა, თანამედროვე მაგიური და მისტიკური ტრადიციების წინამორბედს წარმოადგენს, მისი წარმოშობა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 300 წლით ადრე თარიღდება. ჰერმეტული ტექსტები ნეოპლატონიზმის, გნოსტიციზმისა და ადრეული ქრისტიანობის კვალდაკვალ გაჩნდა, რომლებიც ღვთაებრივ თემატიკასთან დაკავშირებულ საკითხებთან ერთად, ალქიმიის, ასტროლოგიის, სიკეთისა და ბოროტების ბუნების შესახებ მოიცავდა ინფორმაციას.

ჰერმეტიზმი, რომელსაც ჰერმეს ტრისმეგისტუსის სწავლებას უწოდებენ, ორ ნაწილად იყოფა: პირველი გახლავთ ტექნიკური ნაწილი, რომლის მეშვეობითაც, მკითხველისთვის იოლდება სამყაროს სტრუქტურის არსის (ალქიმია, ასტროლოგია და თეურგია (ღვთაებრივი მაგია)) გაგება. ხოლო მეორე, „ფილოსოფიური“ ნაწილი, ზემოთ აღნიშნული ტრადიციის ძირითად იდეებს ავლენს, სადაც არაერთ ღირებულ დებულებას აღმოაჩენთ.

უარყოფილი მეცნიერებების კვლევა

18,00 

XIX საუკუნის მეორე ნახევარში „უმაღლესი მაგიის“ მიმდევრები იკვლევდნენ იმ ინტელექტუალურსა და რელიგიურ ტრადიციებს, რომლებიც ჯერ მიივიწყეს და უარყვეს, ხოლო მოგვიანებით, ბიბლიოფილური პრაქტიკისა და სპეციფიკური ცოდნის წყალობით, ხელახლა აღმოაჩინეს. წინამდებარე ნაშრომში განვიხილავთ ცნობილი „მაგის“ – სტანისლას დე გუაიტას (1861–1897) გარშემო შემოკრებილ მოაზრეთა წრეს.

გუაიტამ აზროვნების იდუმალი მხარე რენესანსისა და მოდერნის ეპოქის ტექსტების მდიდარი კოლექციის დახმარებით შეისწავლა და გაითავისა. მისი გარემოცვის თითოეული წევრი იზიარებდა ამ წიგნების ხელახალი გააზრების აუცილებლობას; მათ თანაბრად იზიდავდათ სხვადასხვაგვარი ნიშნები თუ სიმბოლოები, და საბოლოოდ, არაერთი ორდენისა თუ საიდუმლო საზოგადოების დამფუძნებლებადაც მოგვევლინენ.

სიცოცხლის იმ ფორმათა აღდგენას, რომელთაც „უმაღლესი მაგია“ განასხვავებდა, მივყავართ იმ რიტუალური როლების გადახედვისკენ, რომლებიც დიდი ხანია ელოდნენ ხელახალ შეფასებას. ეს გამოცემა ფასეული გზამკვლევია ყველასთვის, ვისაც დასავლური ეზოტერიზმის ისტორია, იდუმალი ტრადიციები და ინტელექტუალური საზოგადოებების ფორმირების პროცესი აინტერესებს.