ჩემი პირველი ორენოვანი წიგნი

22,90 

„ჩემი პირველი ორენოვანი წიგნის“ დახმარებით ბავშვები გაიმდიდრებენ ლექსიკას და აღმოაჩენენ უცხო ენას! ქართულად და ინგლისურად შეისწავლიან პირველ სიტყვებს – ცხოველებს, ფრინველებს, რიცხვებს, ფერებს, ფორმებს, ტრანსპორტსა და საპირისპირო ცნებებს. ლამაზი ილუსტრაციებით გაფორმებული, ამ დიდი ზომის წიგნის გამოყენება პლაკატადაც შესაძლებელია. ის მცირე ასაკიდანვე ავითარებს სწავლის სიყვარულს, ვიზუალურ აღქმას, წარმოსახვას და ხელს უწყობს ენობრივ-გონებრივ განვითარებასა და ადრეული კითხვის უნარების ჩამოყალიბებას.

გააფერადე და გაერთე – მანდალა არტთერაპია ბავშვებისათვის + სტიკერები

9,90 

არტთერაპია ხელოვნებით მკურნალობას ნიშნავს. მისი ერთ-ერთი სახეა მანდალათერაპია, რომელიც სათავეს იღებს ინდუისტურ-ბუდისტური რელიგიური ტრადიციებიდან და მას „წმინდა ხელოვნებად“ მიიჩნევენ. მეცნიერულად დადგენილია, რომ არტთერაპია ბავშვს ხელს უწყობს: ნატიფი სამუშაოს შესრულებისა და გაფერადების პროცესში მიაღწიოს სიმშვიდეს და დაძლიოს სტრესი; გარკვეული ფორმებისა და ფერების საშუალებით გამოხატოს საკუთარი თავი; გაიუმჯობესოს ყურადღების კონცენტრაცია და დაკვირვების უნარი; განივითაროს ნებისყოფა, ხელისა და თვალის კოორდინაცია; განივითაროს გემოვნება, ხატოვანი აზროვნება და მეხსიერება.

გასაფერადებელი მანდალა არტთერაპია

9,90 

არტთერაპია ხელოვნებით მკურნალობას ნიშნავს. მანდალა მისი ერთ-ერთი სახეა მანდალათერაპია, რომელიც სათავეს იღებს ინდუისტურ-ბუდისტური რელიგიური ტრადიციებიდან და მას „წმინდა ხელოვნებად“ მიიჩნევენ. მეცნიერულად დადგენილია, რომ არტთერაპია ადამიანს ხელს უწყობს: ნატიფი სამუშაოს შესრულებისა და გაფერადების პროცესში მიაღწიოს სიმშვიდეს და დაძლიოს სტრესი; გარკვეული ფორმებისა და ფერების საშუალებით გამოხატოს საკუთარი თავი; გაიუმჯობესოს ყურადღების კონცენტრაცია და დაკვირვების უნარი; განივითაროს ნებისყოფა, ხელისა და თვალის კოორდინაცია; განივითაროს გემოვნება, ხატოვანი აზროვნება და მეხსიერება.

კაპიტან გრანტის შვილები 2 ნაწ.

6,90 

“კაპიტან გრანტის შვილები” ჟიულ ვერნის ტრილოგიის პირველი წიგნია (მეორე – “80 ათასი კილომეტრი წყალქვეშ”, მესამე – “იდუმალი კუნძული”). რომანში აღწერილი მიმზიდველი, უჩვეულო, გმირობის ტოლფასი მოგზაურობებისადმი ინტერესი დღემდე არ შენელებულა, რადგან მასში დასმული პრობლემები ჩვენს საუკუნეშიც არ არის გადაჭრილი. ამ წიგნით ქართველი მოზარდი, მის თანატოლ რობერტთან ერთად, აღმოაჩენს 37-ე პარალელზე მდებარე სამხრეთ ამერიკას, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას და სხვა კუნძულებს; …

ჩემი პირველი ცოდნის წიგნი ელფი

29,00 

ფერადი და მიმზიდველი ილუსტრაციებით გაფორმებული „ჩემი პირველი ცოდნის წიგნი“ სავსეა საინტერესო ფაქტებითა და ინფორმაციით ყველაფერზე: ცხოველებიდან ადამიანის სხეულამდე, გამოგონებებიდან სპორტამდე, ისტორიიდან კოსმოსამდე… ის შედგენილია ადვილად გასაგები ენითა და სახალისო ფორმით. ნებისმიერი ბავშვის ყურადღებას მიიპყრობს საიდუმლო ჩანართები, რომლებსაც მოუთმენლად გახსნიან და ბევრ შეკითხვაზე პასუხს იპოვიან. მაგალითად, რატომ აქვს სპილოს პარტყუნა ყურები? რომელი დინოზავრი იკბინებოდა ყველაზე ძლიერად? რომელია ყველაზე სწრაფი ცხოველი? რატომ ქსოვს ობობა ქსელს? რატომ არის ჭექა-ქუხილი ხმაურიანი? რამდენ ხანს შეგვიძლია სუნთქვის შეკავება? ვინ გამოიგონა კომპიუტერი?.. ზოგიერთი ფაქტი და ისტორია კი, შეიძლება, მათთვის შთაგონების წყაროდაც იქცეს. პატარები გაიფართოებენ ცოდნას და გაიგებენ უფრო მეტს იმ საოცარი სამყაროს შესახებ, რომელშიც ვცხოვრობთ.

დინოზავრების სამყარო

24,95 

ამ არაჩვეულებრივი ნაკრების საშუალებით ცნობისმოყვარე პატარები იმოგზაურებენ პრეისტორიულ ხანაში, გაეცნობიან დინოზავრების სამყაროს და ერთმანეთს შეუთავსებენ სწავლასა და გართობას. ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული სავარჯიშოების 2 წიგნში შეასრულებენ სახალისო და საინტერესო დავალებებს, ყუთში კი აღმოაჩენენ დინოზავრების თემაზე შექმნილ ფერად სტიკერებს, მაგნიტურ დაფასა და 30 მაგნიტურ დინოზავრს

მაიმუნი მაკაკი და სხვა ამბები

17,00 

შვილის ბედნიერებასა და წარმატებაზე მშობლები მისი დაბადებიდანვე ზრუნავენ, რადგან სამომავლო წინსვლას დიდწილად განაპირობებს ის უნარ-ჩვევები, რომელთაც საფუძველი სკოლაში მისვლამდე ეყრება. 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მხატვრული ტექსტების შექმნა საკმაოდ რთულია, რადგან ავტორმა კარგად უნდა იცოდეს ბავშვის ასაკობრივი განვითარების ფსიქოლოგია, ზუსტად უნდა ითვალისწინებდეს სკოლამდელთა გონებრივ შესაძლებლობებსა და ინტერესებს. იაკობ გოგებაშვილის საბავშვო და საყმაწვილო პრემიის ლაურეატის, მასწავლებელთა ეროვნული პრემიის მფლობელის, თამარ ადამიას კიდევ ერთი შემეცნებითი წიგნი სწორედ ამ თავისებურებებით გამოირჩევა. მხიარული ამბები ბავშვს ამშვიდებს და ფერად სამყაროში ამოგზაურებს. მის წარმოსახვაში ცოცხლდებიან პერსონაჟები, იბადებიან აზრები და ბავშვი მშვიდად იძინებს. ამ ტექსტებით ბავშვები გაიმდიდრებენ სიტყვათა მარაგს, აიმაღლებენ ემოციურ ინტელექტს, ისწავლიან გააზრებას, განივითარებენ წარმოსახვას, ყურადღებას, სმენით მეხსიერებასა და მეტყველებას.

ა იწყებს ანბანს

14,00 

„ა იწყებს ანბანს“ კარგი დასაწყისი იქნება პატარებისთვის წიგნიერების სამყაროში სამოგზაუროდ. თუ ბავშვი ამ წიგნს ხუთი წლის ასაკში „წაიკითხავს“, მას სკოლაში მისვლისას საგრძნობლად გაუადვილდება წერა-კითხვის შესწავლა. გაოცდებიან მისი მასწავლებლები და მშობლები, რა იოლად აითვისა კითხვისა და წერის კომპეტენციაო… თუ ბავშვი ექვსი წლის ასაკში, ანუ როგორც სკოლის მოსწავლე, დედაენასთან ერთად ისარგებლებს ამ წიგნით, მარტივად აითვისებს ქართულად.

მსოფლიოს 10 ზღაპარი

4,90 

ამ კრებულში შეტანილია ბავშვებისთვის საყვარელი 10 უცხოური ზღაპარი, რომლებიც მათ აუცილებლად უნდა წაიკითხონ: „ცეროდენა“, „მძინარე მზეთუნახავი“, „მებადურისა და ოქროს თევზის ზღაპარი“, „თოვლის დედოფალი“, „გულადი თერძი“, „ზარმაცას თავგადასავალი“, „მხატვარი მელა“, „ალი ბაბა და ორმოცი ყაჩაღი“, „საგანძურის უძვირფასესი განძი“ და „პალე მარტოა ქვეყანაზე“.

პინოკიოს თავგადასავალი

6,90 

,,პინოკიოს თავგადასავალი‘‘ ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო და გულისამაჩუყებელი კლასიკური საბავშვო ზღაპარია ხის კაცუნაზე. იგი 240 ენაზეა თარგმნილი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის პოპულარობას. ამ სასაცილო ისტორიას ხის კაცუნაზე, რომელიც ოცნებობს გახდეს ნამდვილი ბიჭი, უკვე მრავალი წელია ყველგან ინტერესით კითხულობენ. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ მარტოხელა მოხუცმა ოსტატმა, ჯეპეტომ, მოლაპარაკე ხის ნაჭრიდან თოჯინა გამოთალა. გრძელცხვირა პინოკიო ცოტა მავნე, მაგრამ კეთილი ხის კაცუნაა; ურჩი, ჯიუტი და დაუდგრომელია, თუმცა ამავდროულად – ძალიან მგრძნობიარეც. ზარმაც პინოკიოს არ უნდა სკოლაში სიარული, უყვარს ტყუილები, რის გამოც, ისედაც გრძელი ცხვირი კიდევ უფრო ეზრდება. იგი ხშირად ხვდება უსიამოვნებებშიც: ცბიერი მელა და კატა მოატყუებენ, ციხეშიც ჩასვამენ, სახედრადაც გადაიქცევა და ბოლოს, მშიერი ზვიგენიც გადაყლაპავს. ამასობაში პინოკიო გაიაზრებს სიკეთისა და კარგი საქციელის ფასს და მიხვდება, როგორ უნდა აიხდინოს სანუკვარი ოცნება.

უსახლკარო

6,90 

ფრანგი რომანისტი ჰექტორ მალო (1830-1907) ამ წიგნში პატარა ბიჭის, რემის, თავგადასავალს გვიყვება. რემიმ არ იცის, ვინ არიან მისი მშობლები და მათ ეძებს საფრანგეთსა და ინგლისში. ამ ქვეყნებში მასთან ერთად თქვენც იმოგზაურებთ; გაეცნობით უბ­რალო ხალხის ყოფას, ადათ-წესებს; გაიგებთ, როგორია ცხოვ­რება იქ, სადაც ადამიანურ ღირსებაზე მაღლა ფული დგას. ფულის გამო ადამიანები სჩადიან დანაშაულს, ივიწყებენ ნათესაურ მოვალეობას, კეთილშობილებას…

5 ბავშვი და ის

8,90 

ინგლისელი კლასიკოსი საბავშვო მწერლის, ედიტ ნესბიტის ეს წიგნი მოგვითხრობს ხუთი ბავშვის უჩვეულო ისტორიაზე. ისინი ქვიშის კარიერზე გადაეყრებიან ელფს, რომელიც დღეში ერთ სურვილს უსრულებს. ბავშვები ისეთ სურვილებს იგონებენ, რომ მუდამ გაუგებრობაში ეხვევიან და წინააღმდეგობების გადალახვა უწევთ. მწერალი ურჩევს მათ: „იყავით ფრთხილები თქვენს სურვილებში, რადგან ყოველ სურვილს უარყოფითი მხარეც აქვს“. პატარა მკითხველი, პერსონაჟებზე დაკვირვებისკვალდაკვალ, თანდათან ხვეწს წარმოსახვის უნარს, ეცნობა ბუნების კანონებს, რეალიზდება საკუთარ ფანტაზიებში და ყოველგვარი ნოტაციის გარეშე აცნობიერებს: რას ნიშნავს გულწრფელობა, პასუხისმგებლობა, მშობლებისა და დედმამიშვილების სიყვარული… ამ წიგნის მიხედვით გადაღებულია ფილმი.

პატარა პრინცი

6,90 

ბავშვებს პატიებას ვთხოვ, რადგან ეს წიგნი ზრდასრულ ადამიანს მივუძღვენი. საამისოდ სერიოზული მიზეზი მქონდა _ ის ჩემი საუკეთესო მეგობარია, და კიდევ ის ყველაფერში ერკვევა, საბავშვო წიგნებშიც კი და ბოლოს, ის საფრანგეთში ცხოვრობს. ამ ქვეყანაში ახლა შიმშილი და სიცივეა, ამიტომ მას გამხნევება სჭირდება. და თუ ეს ყველაფერი მე არ მამართლებს, მაშინ ამ წიგნს ვუძღვნი ჩემს უფროს მეგობარს, რომელიც ოდესღაც პატარა ბიჭი იყო. დიახ, ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, თუმცა ეს ძალიან ცოტას თუ ახსოვს. ამგვარად, ჩემს მიძღვნას ასე შევცვლი: ლეონ ვერტს, როცა ის ბავშვი იყო.

წვიმის წვეთი პაკი

8,90 

აკაკი დაუშვილის ზღაპარი „წვიმის წვეთი პაკი“ მარტივი, ბავშვებისთვის იოლად აღსაქმელი სიუჟეტითა და საუცხოო ილუსტრაციებით გამოირჩევა. მისი ერთ-ერთი მთავარი ღირსება ორიგინალური ფაბულა და საინტერესო პერსონაჟების სიმრავლეა. ერთ ღრუბლიან დღეს წვიმის წვეთი, სახელად პაკი, გოგონა მარიცას ქოლგაზე მოადენს ტყაპანს და მთავარი ამბებიც სწორედ აქედან იწყება.

ზღაპარში ბევრი საინტერესო ეპიზოდია, რომელიც პატარა მკითხველს ხან ცრემლს მოჰგვრის, ხან – ღიმილს. ნაწარმოებს შემეცნებით-საგანმანათლებლო დატვირთვაც აქვს, რადგან ბავშვებს სხვადასხვა ბუნებრივ მოვლენაზე უამბობს და ხელს უწყობს მათი წარმოსახვის განვითარებას. აქ ადამიანებს, ცხოველებსა და გამოგონილ არსებებს შორის ზღვარი იშლება. ეს ზღაპარი ბავშვებს ცნობისმოყვარეობასა და სიკეთის კეთების სურვილს აღუძრავს.

წადი, საითაც გული გაგიწევს

12,00 

ცნობილი იტალიელი მწერლის სუზანა ტამაროს ეს წიგნი გამოცემისთანავე ბესტსელერად იქცა და მრავალ ენაზე ითარგმნა (დღემდე გაყიდულია 16 მილიონი ეგზემპლარი). ავტორი ცხოვრების არსსა და აზრზე უბრალოდ და ლაკონიურად წერს, თუმცა მძაფრ ემოციებს იწვევს. წიგნი ეხება თაობებს შორის ურთიერთობებსა და ამ ურთიერთობებში წარმოქმნილ კრიზისებს, აღზრდის პრობლემებს, რელიგიის გავლენას, საზოგადოებრივ მარწუხებს, ქალთა უფლებებსა და მარადიულ ღირებულებებს… ნაწარმოებს ფონად გასდევს მე-20 საუკუნის მნიშვნელოვანი მოვლენები: ომები, ფაშიზმი, კომუნიზმი, რევოლუციები… სათაურში ნახსენები გული მავანთათვის მხოლოდ სხეულის ორგანოა, ავტორის რწმენით კი, არჩევანის წინაშე მდგარმა ადამიანმა სწორედ გულისთქმას უნდა მისდიოს.

წისქვილი ფლოსზე

13,00 

ქართულ ენაზე პირველად გაეცნობით ცნობილ ინგლისელ მწერალს, ჯორჯ ელიოტს. დიკენსისა და თეკერეის ეპოქაში მისი გამოჩენა სენსაცია იყო. ეს რომანი მწერლისდროინდელი ინგლისის რეალური ცხოვრების ანარეკლია. აქ ვერ ნახავთ გამოგონილ სვლებს და დამაბნეველ ინტრიგებს. მდინარე ფლოსის ფონზე, რომელსაც ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა აქვს, ავტორი ღრმა ფსიქოლოგიურ ანალიზს გვაწვდის გმირების პირად ცხოვრებაზე, მათ შინაგან განცდებზე, ცხოვრებისეულ შეხედულებებსა და კანონებზე, რომელიც, მათი აზრით, „თაღლითებზე ზრუნვისთვისაა შექმნილი“. ჩვენ თვალწინ კინოკადრივით ერთმანეთს ენაცვლება რომანის მთავარი გმირის, მეგის ცხოვრება. აუცილებლად გაგიჩნდებათ კითხვები: რატომ გრძნობს ის სხვებთან შედარებით უპირატესობას? ეს ენერგიული, ფეთქებადი ხასიათის ქალიშ ვილი, რატომ ვერ იტანს მეშჩანებს? რატომ ამბობს უარს ნამდვილ სიყვარულზე?.. მწერალი მეგის აფრთხილებს: „ასეთ ხალხში ცხოვრება გაგიჭირდებათ. თქვენ ყოველგვარი მშვენიე რებისა და კეთილშობილებისგან ყრუ კედელი გმიჯნავთ და დაი ხუთებით“. მიუხედავად დრამატიზმისა, რომანი გაჯერებულია ხალასი იუმორით. და ბოლოს, ალბათ, შეეგუებით დასასრულს და საკუთარ თავს ჰკითხავთ, შეეძლო კი მწერალს რომანი სხვაგვარად დაესრულებინა?

სატანის ელექსირები

12,00 

ეს რომანი ქართულ ენაზე პირველად გამოდის. რასაკვირველია, ჩვენს უახლოეს წარსულში, მკაცრი ცენზურის გამო, მას არავინ თარგმნიდა, რადგან რომანში ჭარბადაა რელიგიური თემატიკა, დამაბნეველი სიუჟეტები, ფანტასმაგორიული გარემოებები, დაუოკებელი ლტოლვისა თუ შემზარავი დანაშაულების მაგალითები. ავტორის დახვეწილი ფანტაზია მხოლოდ ინსტრუმენტია ადამიანის პიროვნების შინაგანი სამყაროს ამოსაცნობად, რომელიც ირაციონალური, იდუმალი ძალების ხელშია და საკუთარ ინსტინქტებსა და მაღალზნეობრივ მორალს შორის იხლიჩება. რომანს ლაიტმოტივად გასდევს მეორე „მეს“ თემა. ავტორი არაერთხელ მიმართავს იტალიური რენესანსის უდიდეს მხატვარს ლეონარდო და ვინჩის და ამგვარად ე.წ. რენესანსული მითის შემოქმედად გვევლინება. არც ისაა შემთხვევითი, რომ რომანის მთავარი გმირის, მედარდუსის სულიერი მოძღვარი მისი მოსახელეა. ეს უკანასკნელი ცდილობს, მედარდუსი სექსუალურ ექსცესებს თავისი შორსმჭვრეტელური სუბლიმაციის პათოსით აარიდოს. სწორედ ასეთი პათოსით საუბრობს ზიგმუნდ ფროიდი თავის ფსიქოანალიტიკურ ეტიუდში ლეონარდო და ვინჩის იდუმალ გენიაზე! ამ რომანის მიხედვით 1976 წელს რეჟისორმა მანფრედ პურცერმა გადაიღო ამავე სახელწოდების ფილმი.

რებუსებიანი წიგნი

5,90 

ჩემს კრებულში შემეცნებითი ხასიათის ილუსტრირებული რებუსი-ზღაპრებია თავმოყრილი და განკუთვნილია დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებმაც ეს-ესაა წერა-კითხვა ისწავლეს. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ბავშვები (და არა მარტო ბავშვები) წაკითხულიდან 10 პროცენტს იმახსოვრებენ, დათვალიერებისას – 30 პროცენტს, მოსმენისას კი მხოლოდ – 20 პროცენტს. სწორედ ეს ფაქტორი გავითვალისწინე ჩემს ზღაპრებსა და მეთოდიკაში, რომელსაც უკვე მრავალი წელია, პრაქტიკაში ვიყენებ.

მოთხრობები და იგავები

5,90 

წიგნი განკუთვნილია 6–7 წლის ბავშვებისთვის, რომლებმაც ეს–ესაა წერა–კითხვა ისწავლეს და მის განმტკიცებას ცდილობენ. მასწავლებლებს შეუძლიათ კრებულში თავმოყრილი მოთხრობებისა და იგავების კლასგარეშე საკითხავად გამოყენება. ტექსტები სრულად ითვალისწინებს მოსწავლის უნარ–ჩვევებსა და შესაძლებლობებს ამ ასაკში. გააზრებულ კითხვას აადვილებს მარტივი ტექსტები და შესაბამისი ლექსიკა. ქართული ფოლკლორის მოტივებზე აგებული მოთხრობები და იგავები ბავშვს დაეხმარება ფანტაზიის განვითარებაში, ლექსიკური მარაგის გამდიდრებასა და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში

ტელევიზორთან

6,90 

ცნობილი ბერძენი მწერლის, ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის ლაურეატის, მაკის ციტასის ეს არაჩვეულებრივი წიგნი ჩვენს თანამედროვე ცხოვრებაზეა; იმაზე, თუ რამდენად დიდ გავლენას ახდენს ადამიანებზე ელექტრონული მოწყობილობები. დიდი ეკრანის წინ, ჯადოსნური ამბების ყურებაში, დიდებსაც და პატარებსაც გვავიწყდება, როგორია რეალური, ეკრანს მიღმა ცხოვრება – ნამდვილი ცხოვრება! წიგნში მოთხრობილია ტელევიზორზე მიჯაჭვულ ოჯახზე, მაგრამ, ერთ დღესაც, ხდება ძალიან მნიშვნელოვანი რამ და ყველაფერი იცვლება.

იგავ-არაკები

5,90 

იგავ–არაკი არზრდის საუკეთესო საშუალებად მიაჩნდათ დიდ სულხან საბა ორბელიანს, იაკობ გოგებაშვილსა და სხვა სწავლულებს. ამ წიგნში შეტანილი საინტერესო ტექსტები ბავშვებს ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში, ფანტაზიის განვითარებასა და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში დაეხმარება. მასწავლებლებს შეუძლიათ ეს წიგნი კლასგარეშე საკითხავად გამოიყენონ, ამას გარდა იგავ–არაკების შინაარსი დისკუსიების წარმართვის შესაძლებლობასაც იძლევა.

ჩემი პირველი სახელმძღვანელო 6 წელი

13,90 

დაწყებითი კლასის პედაგოგთა რჩევებისა და კონსულტაციების შედეგად შეიქმნა ეს წიგნი, რომელშიც თავმოყრილია პირველკლასელის შესაძლებლობებზე გათვლილი სახალისო შემეცნებითი სავარჯიშოები,ღია და დახურული რებუსები, დასრულებული და დაუსრულებელი ტექსტები, აგრეთვე, მათემატიკური და მართლწერის სავარჯიშოები. ყოველი თემის ბოლოს მოცემულია შეფასების სკალა, რომელიც პედაგოგს (მშობელს) მოსწავლის მიერ ათვისებული მასალის შეფასებაში დაეხმარება.

რაკრაკ–რუკრუკა ამბები

6,90 

რაკრაკ-რუკრუკა ამბები~ ისეთ მოთხრობებსა თუ ზღაპრებს აერთიანებს, რომლებსაც, გინდა, არ გინდა, სწრაფად ჩაარაკრაკებ. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ პატარა ამბებია, მეორე _ ადვილად წასაკითხია და მესამეც, ცოტა არ იყოს, სასაცილო და უცნაური პერსონაჟებითაა სავსე. თანაც, ეს პერსონაჟები შენხელა გოგონები და ბიჭები არიან.

ჯაყოს ხიზნები

9,90 

მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“ გამოცემისთანავე საყო­ველთაო განხილვის საგნად იქცა. გულახდილობისთვის მწერალს ბევრიც აქებდა და ბევრიც აძაგებდა, ზოგი კი ამ ნაწარმოების შე­მოქმედებიდან ამოშლას ურჩევდა. ყველაფერს დავთმობ, მაგრამ ჯაყოს ვერავინ გამამეტებინებსო, ამბობდა პასუხად მწერალი, რო­მელმაც შესანიშნავად განაგრძო და განავითარა რეალიზმის ტრა­დიციები ახალ რეალობაში. იგი აღწერს მიზეზებს, რომლებიც ერის დაცემასა და მის სახიფათო მომავალს განსაზღვრავს, მაგრამ, ამავე დროს, მოვლენათა მიღმა იკითხება ის ზოგადი კანონზომიერებებიც, რომელთა წინაშე ადამიანი, უმეტესწილად, უძლურია. შესაძლებე­ლია, უკიდურეს სულიერ-ხორციელ დაცემას პიროვნების აღზევება მოჰყვეს?.. „ტრაგიკული ისტორიული მოვლენები, არეულობები და უბედურებები იმისთვის გადაგვხდება თავს, რათა საკუთარ თავში ვიპოვოთ სულიერი ძალა და აქედან წარვმართოთ ჩვენი აღორძინება თავისუფლად, ვაჟკაცურად და აქტიურად. უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მივაპყროთ იმას, თუ რა დავკარგეთ“, წერს მწე­რალი და სვამს მარადიულ შეკითხვებს: რა არის ჭეშმარიტება? სად არის სამართალი? რა არის ცხოვრება?.. პასუხები ადამიანის სულში უნდა იშვას, როგორც პირმშო, როგორც სულიერი ყოფიერების გა­მართლება.

ცერცვისტოლა ამბები

8,90 

მინიატიურების ამ კრებულში შეხვდებით უცნაური სახელების მქონე უცნაურ ადამიანებს, რომლებსაც მზე და მთვარე ერთად დაუდით ეზოში, რომელთა არც ჩრდილები და არც სხეულები სააქაოსი არ არიან. უდროობიდან, უჟამობიდან მოვიდნენ და ისევ უდროობასა და უჟამობაში გადაბარგდნენ თავიანთი რძე-ნისლიანი განთიადებითა და უსიამოვნო ღამეებით. შეიტყობთ მათ სიხარულსა და ტკივილზე, მათ დამოკიდებულებაზე სამყაროს მიმართ. ისინი უხვი შინაგანი ბუნებით გაგაოცებენ. შეხვდებით ერთი ცულის ტარზე მცხოვრებ ცოლ-ქმარს, სიტყვის კაც სისოის, …

წაუკითხე შენს პატარას 2 წელი

15,00 

ამ შესანიშნავად ილუსტრირებულ ზღაპრებში გათვალისწინებულია ორი წლის ბავშვის ასაკობრივ-ფსიქოლოგიური თავისებურებანი. ეს არის ხუთი სახალისო თავგადასავალი, რომელიც თქვენს პატარას ასწავლის სხვადასხვა თამაშს, ზრდილობას, დროულად დაძინებას, გააცნობს ცხოველებს. გარდა ამისა, ამ წიგნით ბავშვი ისწავლის ბევრ ახალ სიტყვას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გარემოში ადაპტაციისათვის.

კუკარაჩა და სხვა მოთხრობები

9,90 

ყველასათვის საყვარელი მწერლის, ნოდარ დუმბაძის ამ კრებულში შესულია 16 მოთხრობა, რომლებიც შედარებულია მწერლის ხელნაწერთან და დაიბეჭდა ცენზურის გარეშე. კრებული მოიცავს როგორც საბავშვო, ისე საყმაწვილო საკითხავ მოთხრობებს: ძაღლი, ხაზარულა, ბოშები, დიდრო, დედა, უმადური, მონატრება, თემურლენგი, ასტვაწ! ინჩუ ჰამარ!, ნუ გააღვიძებ, სასაფლაო, სისხლი, HELLADOS, ჭინკები, გული და კუკარაჩა. ნოდარ დუმბაძის უნიკალური წერის სტილისა და გამორჩეული, სევდანარევი იუმორის წყალობით, ყველა ასაკის მკითხველი სიამოვნებას იღებს მისი შემოქმედებით, თუმცა, სიამოვნებასა და ღიმილთან ერთად დუმბაძის მოთხრობებს მუდმივად თან გასდევს სევდა, ნაღველი და ცრემლი. მისი ნაწარმოებები გაჟღენთილია სიყვარულით, თანაგრძნობით და ყველა სხვა ადამიანური სიკეთით.

კაპიტან გრანტის შვილები 1 ნაწ.

6,90 

“კაპიტან გრანტის შვილები” ჟიულ ვერნის ტრილოგიის პირველი წიგნია (მეორე – “80 ათასი კილომეტრი წყალქვეშ”, მესამე – “იდუმალი კუნძული”). რომანში აღწერილი მიმზიდველი, უჩვეულო, გმირობის ტოლფასი მოგზაურობებისადმი ინტერესი დღემდე არ შენელებულა, რადგან მასში დასმული პრობლემები ჩვენს საუკუნეშიც არ არის გადაჭრილი. ამ წიგნით ქართველი მოზარდი, მის თანატოლ რობერტთან ერთად, აღმოაჩენს 37-ე პარალელზე მდებარე სამხრეთ ამერიკას, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას და სხვა კუნძულებს; შეიძენს ახალ ცოდნას, ისწავლის სიკეთისა და ბოროტების გარჩევას, მოყვასის სიყვარულს; მიხვდება, რაში გამოიხატება ადამიანის სიმამაცე და გამბედაობა, უდრეკი ნებისყოფა, საქმისადმი ერთგულება… ამ უკვდავი რომანის ახალი, თანამედროვე ლიტერატურული ენით დაწერილი თარგმანი – მნიშვნელოვანი კომენტარებით, ჟიულ ვერნის მიერ შედგენილი რუკე-ბითა და მისი თანამედროვე მხატვრის, ედუარდ რიოს ილუსტრაციებით – თვით “კომპიუტერის” ბიჭებსაც დააინტერესებს და მათ ახალი იდეებისა და ოცნებებისაკენ უბიძგებს.

80 დღე დედამიწის გარშემო

7,90 

,80 დღე დედამიწის გარშემო” სათავგადასავლო ჟანრის ფუძემდებლის , ჟიულ ვერნის ერთ–ერთი საუკეთესო რომანია. ნაწარმოებში აღწერილია ლონდონელი ექცენტრიკული მამაკაცის, ფილეას ფოგის უჩვეულო მოგზაურობის ისტორია დედამიწის გარშემო, თავის ფრანგ მსახურ, ჟან პასპარტუსთან ერთად. წიგნში იგრძნობა ფრანგი მწერლის ცოცხალი, დახვეწილი იუმორი და თხრობის არაჩვეულებრივი სტილი.

სპილო ბაბარის თავგადასავალი

5,90 

ფერადი, ილუსტრირებული ეს წიგნი მეგობრობაზეა, სიყვარულზეა, ადამიანთა და ცხოველთა ურთიერთობებზე მოგვითხრობს. შენ წარმოიდგინე, ისეთ უზარმაზარ ცხოველსაც კი, როგორიც სპილოა, ჩვენი თანადგომა სჭირდება. ბაბარის ისტორია ნათელი მაგალითია იმისა, რომსპილომაც შეიძლება თავი პატარა, ჭიანჭველისოდენა არსებად იგრძნოს, თუ მარტოდმარტო დარჩება; და პირიქით, მეგობრების თანადგომითა და დახმარებით მთელი სასპილოების მეფეც კი გახდეს.

ბიძია ტომის ქოხი

10,90 

ამ წიგნით ვეცნობით აფრო-ამერიკელების მონობის საშინელ წლებს, რომელიც აშშ-ს ისტორიის სამარცხვინო ფურცელია. მტკიცე ხასიათის ბიძია ტომი გამძლეობის, პატიოსნების, მეგობრობის, ერთგულების, სიკეთის განსახიერებაა, თუმცა კრიტიკოსები ხშირად საყვედურობენ შემგუებლობისა და მორჩილების გამო. ტომმა კარგად იცის, რომ მას იყიდიან ან გაყიდიან, აწამებენ, მაგრამ მტკიცე სულს ვერავინ შეუბღალავს. ალბათ, ამიტომაც 2006 წელს ბიძია ტომი 101 ყველაზე გავლენიან ლიტერატურულ პერსონაჟს შორის დასახელდა.

შექსპირი ბავშვებისათვის

7,90 

შექსპირის ნაწარმოებებს მართლაც სამართლიანად უწოდეს „ყველაზე მდიდრული, ყველაზე წმინდა, ყველაზე სრულყოფილი, რითაც კი შეიძლება გენიოსი ოდესმე ყოფილიყო შთაგონებული… ისინი ბიბლიის გვერდით, ყველაზე საპატიო ადგილს იკავებს ინგლისური ლიტერატურის კლასიკოსთა შორის… მაგრამ შექსპირი წერდა დიდებისთვის და თან ისეთი სიტყვებით, რომელთა გაგებაც ბავშვებს უჭირთ. სწორედ ამიტომ შევადგინეთ ეს კრებული. შექსპირის პიესების საინტერესო და ლამაზი ისტორიები აქ ისეთი მარტივი ფორმით არის გადმოცემული, რომ პატარებიც შეძლებენ გაგებას და თან სიამოვნებითაც წაიკითხავენ.

საშობაო სიმღერა

7,90 

1843 წელს გამოცემული „საშობაო სიმღერა“ დღემდე მთელ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საშობაო ნაწარმოებია. მართალია, ჩარლზ დიკენსმა თხზულებას სიმღერა დაარქვა, თავებს კი – სტროფები, მაგრამ ამბავი შობის მოჩვენებებზე პროზად მოგვითხრო. ეს წიგნი მარადიულ ფასეულობებზეა: მოყვასის სიყვარულზე, ადამიანურ თანაგრძნობაზე, გულწრფელ სიკეთეზე… ხშირად ამბობენ, რომ ადამიანი არ იცვლება, ამ ნაწარმოებში კი ავტორი საპირისპიროს ამტკიცებს – იცვლება, მთავარია, მოინდომოს….

წაუკითხე შენს პატარას 3 წელი

15,00 

ამ შესანიშნავად ილუსტრირებულ ზღაპრებში გათვალისწინებულია სამი წლის ბავშვის ასაკობრივ-ფსიქოლოგიური თავისებურებანი. ეს არის ხუთი სახალისო თავგადასავალი, რომელიც თქვენს პატარას ასწავლის ზრდილობას, დროულად დაძინებას, გააცნობს ცხოველებს. გარდა ამისა, ამ წიგნით ბავშვი ისწავლის ბევრ ახალ სიტყვას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გარემოში ადაპტაციისათვის.

საფრთხობელა მაფრთხობელა და სხვა მოთხრობები

8,90 

ზღაპარი ის ლამაზი სამყაროა, სადაც იოლად შეაღწევ, თუ ფერადი ოცნებებით ფრთაშესხმული ხარ. ამ ჯადოსნურ სივრცეში მოგზაურობის გარეშე ჩვენი ბავშვობა უმზეო და უხეში იქნებოდა. თუკი ერთხელ მაინც გინატრიათ, ლაჟვარდებში ჩიტივით ლაღად გენავარდათ, მაშინ ეს წიგნი აუცილებლად დაგაინტერესებთ. მისი წაკითხვისას კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ მეგობრობით, ერთმანეთის თანადგომითა და სიყვარულით შური და მტრობა უსათუოდ დამარცხდება. როგორც ერთ-ერთი ზღაპრის მთავარი პერსონაჟი, საფრთხობელა მაფრთხობელა, გვარწმუნებს, ამქვეყნად „ჩიტებსა და საფრთხობელებსაც კი გასაყოფი არაფერი აქვთ“.