ზიარი
ქართველი ერის ჩამოყალიბება
20,00 ₾წიგნი გვიყვება საქართველოს ისტორიას დასაბამიდან 1994 წლამდე და განიხილავს, თუ როგორ იქმნებოდა ქართველი ხალხის იდენტობა და თვითაღქმა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა XIX და XX საუკუნეებს – თვითმყოფადობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას და იმ კულტურულ, სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებს, რომლებმაც განსაზღვრა ქართველების როლი და მდგომარეობა.
ცეცხლი და მახვილი კავკასიაში
31,60 ₾ლუიჯი ვილარი (1876-1959) იყო იტალიელი ისტორიკოსი, დიპლომატი, ჟურნალისტი და მოგზაური. მან 1905 წელს იმოგზაურა კავკასიაში, რომელიც იმ დროს რევოლუციასა და ეთნიკურ დაპირისპირებას მოეცვა. ვილარი ჩავიდა გურიის რესპუბლიკაში, კარგა ხანს დარჩა ბათუმში, ქუთაისსა და ტფილისში, მოიარა ბაქო, ერივანი და ნახიჩევანიც. ყველგან ხვდებოდა მაღალჩინოსნებსაც და უბრალო ხალხსაც, ესაუბრებოდა სამხედროებს, პოლიციელებს, სასულიერო პირებსა თუ მეწარმეებს, აკვირდებოდა ხალხის ყოფასა და წეს-ჩვეულებებს. “ცეცხლი და მახვილი კავკასიაში” პირველად ითარგმნა ქართულად და საინტერესო იქნება ამ ეპოქით დაინტერესებული ყველა მკითხველისათვის.
1924 წლის აჯანყება: საქართველო და დემოკრატიული სოციალიზმის დაბადება
20,00 ₾1924 წლის ეროვნული აჯანყების 100 წლისთავთან დაკავშირებით გამომცემლობა „ზიარი“ გთავაზობთ ერიკ ლის ახალ წიგნს „1924 წლის აგვისტოს აჯანყება – საქართველო და დემოკრატიული სოციალიზმის დაბადება“.
წიგნში დიდი ადგილი ეთმობა 1921-1924 წლების პერიოდს, აღწერილია ბოლშევიკთა ქმედებები და ქართველი ხალხის წინააღმდეგობა, რომელიც წინ უძღოდა აჯანყებას. ასევე განხილულია საქართველოს დაპყრობის თაობაზე ევროპელი სოციალ-დემოკრატების პოზიცია, განსაკუთრებით იმ დელეგაციის წევრებისა, რომლებიც 1920 წელს ესტუმრნენ საქართველოს.
ავტორი მკითხველს აცნობს 1924 წლის ეროვნული აჯანყებისა და, განსაკუთრებით, მისი სასტიკად ჩახშობის გავლენას ევროპაში მემარცხენე მოძრაობაზე. წიგნში აღწერილია აჯანყების მიმდინარეობა და ჩახშობა და ის გამოძახილი, რომელიც ამ მოვლენებს მოჰყვა ევროპაში.
ჩვენ ვართ საქართველო
14,00 ₾ეს არის ძალიან საინტერესო და ღრმა ანალიზი საქართველოს აწმყოსა და მომავალზე. განათლება, მეცნიერება, კანონის უზენაესობა, მთავრობის მკაფიო გეგმა და პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე – ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხები, რომელიც დასმულია ამ წიგნში. ეს ყველაფერი გვჭირდება, რომ ჩვენს ნიჭიერ ახალგაზრდებს აქ შევუქმნათ შესაძლებლობები და ემიგრაცია შევაჩეროთ. და რაც მთავარია, შენი ქვეყანა შენს თავზე უფრო უნდა გიყვარდეს!