ჩეჩნეთის ომი ჩეჩენი ქალები

19,90 

2002 წელს ჩრდილოეთ კავკასიაში ლტოლვილთა ბანაკებში გატარებულ პერიოდში ჯო საკომ ათობით ინტერვიუ ჩაწერა ჩეჩენ ქალებთან, რომელთა მონათხრობის მიხედვითაც შექმნა დოკუმენტური კომიქსი. ეს ნაშრომი არა მხოლოდ მორიგ ჯერზე ავლენს რუსულ სამხედრო აგრესიას 90-იანი წლების კავკასიაში, არამედ მიმოიხილავს უფრო ადრეულ ისტორიულ პერიპეტიებსაც და გვიჩვენებს, რომ რუსეთის მიერ მცირერიცხოვანი ერების გენოციდს საუკუნოვანი ისტორია აქვს.
მალტური წარმოშობის ამერიკელი მხატვარი და ჟურნალისტი ჯო საკო ლიტერატურის დოქტორი და გუგენჰაიმის სტიპენდიანტია, რომელიც 1980-იანი წლებიდან დღემდე აქტიურად აქვეყნებს გრაფიკულ მოთხრობებსა და რეპორტაჟებს. მისი დოკუმენტური პროზა გამდიდრებულია დინამიური და ექსპრესიული – ფრანცისკო გოიას, ოტო დიქსისა და რობერტ კრამბის სტილით შთაგონებული ილუსტრაციებით, შედეგად, საკოს წიგნებს ხშირად თავზარდამცემი ეფექტი აქვს და მასთან ზიარებისას ბევრი მკითხველისთვის წარმოდგენა კომიქსზე, როგორც ლიტერატურულ ჟანრზე, თავდაყირა დგება. სიღრმისეული თხრობისა და გამომსახველობითი ფორმების შესაშური სინთეზის გამო, ჯო საკო ლიტერატორთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიიჩნევა გრაფიკული ჟურნალისტიკის ფუძემდებლად და კომიქს-ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ავტორად.

საუკუნო უკუნი

29,90 

მინდია არაბული ლირიკულ კომიქსებს წლების განმავლობაში აქვეყნებდა
თავის ინსტაგრამ გვერდზე „საუკუნო უკუნი“, ამ კრებულში კი ეს ლექსები
ახალი რედაქციით, ბეჭდური ვერსიისთვის შესაბამისი სტილით არის
რედაქტირებული და გადახატული.
მოკლე და სხარტი კომიქს-პოეზია, რომელიც სახასიათო ნახატებითაა
გაჯერებული, პირველივე სტროფიდან იპყრობს მკითხველს და სიცილით,
ირონიითა და ოხუნჯობით ესაუბრება ისეთ მარადიულ თემებზე
როგორიცაა შეუმჩნევლობა და დაუფასებლობა, სიკვდილის მოლოდინი,
ვერახდენილი ნატვრები და სხვა.
„მინდია არაბულის ამ კრებულში ზღაპრის, მითის, სინამდვილის, სევდისა და
იუმორის შერწყმა ბადებს სრულიად ახალ ენას და შესაბამისად – სრულიად ახალ
სამყაროს, რომელშიც მე პირადად, სულ ორი დღე გავატარე, მაგრამ შანსი რომ
მქონდეს – მთლიანად გადავცხოვრდებოდი.“
ბექა ყორშია
ჟურნალისტი, მთარგმნელი

ქინდერლენდ

39,90 

1989 წელია, აღმოსავლეთ ბერლინის ერთი რიგითი სკოლის მეშვიდე კლასში მირკო ვაცკე სწავლობს – ბეჯითი მოსწავლე, რომლის ჟურნალშიც დაბალ ნიშანს ვერ ნახავთ. მისი ცხოვრება თავდაყირა დგება მაშინ, როცა სკოლისკენ მიმავალი ავტობუსი მარშრუტს იცვლის და შუა ქალაქში მარტოდ დარჩენილი მირკო სკოლის გზაზე პარალელურ კლასში ახლად გადმოსულ თანატოლ თორსტენს გადაეყრება. თორსტენი მირკოსგან განსხვავებით არც სწავლით და არც ყოფაქცევით გამოირჩევა, მაგრამ ეს გარემოება მათ ახლად გაჩენილ მეგობრობას ხელსაც არ უშლის.
მათი მეგობრობის პარალელურად ქალაქი ბერლინი ისტორიული ქარტეხილების წინაშე დგას, კედელი დანგრევის პირასაა და ეს ძვრები ემჩნევა ყველას მირკოს სკოლასა და სამეზობლოში.