სკანდინავიური მითები და ლეგენდები

20,00 

სკანდინავიური მითოლოგია გერმანულ-სკანდინავიური მითოლოგიის ერთ-ერთი განშტოებაა, რომლის ჩამოყალიბებაც დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნეში დაიწყო და ქრისტიანობის გავრცელებამდე გრძელდებოდა. თავად გერმანიკული ტომების მითოლოგიის შესახებ შემონახული ცნობები ძალიან მცირე და ფრაგმენტულია, იმ დროს, როდესაც სკანდინავიური მითოლოგია – ღმერთები, არსებები, კოსმოგონია, სამყაროს მოდელი და ესქატოლოგია – დაწვრილებითაა აღწერილი შუა საუკუნეების ლიტერატურულ წყაროებსა და ძველ ისლანდიურ ტექსტებში, რომლებიც XIII საუკუნეშია ჩაწერილი და ედები ეწოდება.

სკანდინავიური მითოლოგიის ძლიერმა ტრადიციებმა ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია თანამედროვე ფენტეზის ჟანრის განვითარებაზე და კერძოდ, ისეთი ცნობილი მწერლების შემოქმედებაზე, როგორებიცაა: ჯონ რონალდ ტოლკინი, ჯორჯ მარტინი, ჯოან როულინგი და სხვები.

სკანდინავიური მითები ქართულ ენაზე პირველად იბეჭდება. დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველი მკითხველიც დიდი ინტერესით გაეცნობა ამ მშვენიერ სამყაროს და წიგნში მისთვის უამრავ საინტერესო და ნაცნობ სიუჟეტს აღმოაჩენს არა მხოლოდ მსოფლიო ლიტერატურიდან, არამედ ქართული ფოლკლორიდანაც.

პოემები

20,00 

თუკი დღეს უილიამ შექსპირის მნიშვნელობა პირველ რიგში მისი უდიდესი დრამატურგიული მიღწევებით განისაზღვრება, თანამედროვეთა თვალში იგი პირველ რიგში პოეტი იყო, თანაც საოცრად ჰარმონიული და თავისუფლად მოაზროვნე. მისი პოეტური ტექსტები აზრისა და გრძნობების ნამდვილი გამოხატულებაა, რომელშიც ადამიანური ვნებები ღვივის, ხოლო სამყარო მთავარი გმირების ბედისწერას ატრიალებს.
საშუალება გვაქვს ქართულ ენაზე გავეცნოთ დიდი ინგლისელი პოეტის ყველა პოემის ტექსტს, რომელიც არაჩვეულებრივად და დიდი პროფესიონალიზმით თარგმნეს: მედეა ზაალიშვილმა, ჯემალ აჯიაშვილმა და გიორგი ნიშნიანიძემ.

ბრეიგელის მთვარე

4,90 

“ბრეიგელის მთვარე”, შეიძლება ითქვას, მოულოდნელი რომანია, მოულოდნელად ერთი ამოსუნთქვით დაიწერა კიდეც. არ ვიცი რამდენად შევძელი ჩანაფიქრის შესრულება, ანუ მხატვრულ ტექსტად ქცევა ჩემი ფიქრისა თუ წარმოსახვისა. ამას, იმედია, მკითხველი განსჯის. სწორედ მას – მკითხველს მინდა ერთი ფრანგი პოეტის სიტყვებით მივმართო, გაჩუქებულ წიგნს რომ წააწერა: ვისურვებდი, ისეთივე სიამოვნებით წაგეკითხოთ ეს წიგნი, როგორითაც მე მას ვწერდი…

ფაუსტი

27,00 

გოეთეს ფილოსოფიური დრამა „ფაუსტი“ გერმანული ლიტერატურის ერთ-ერთი მწვერვალია, რომელზეც ავტორი 60 წლის განმავლობაში მუშაობდა. ნაწარმოების მთავარი გმირი, ცნობილი ჯადოქარი და მისანი, ზოგადსაკაცობრიო მისწრაფებებს გამოხატავს. ეს გახლავთ შემეცნების დაუძლეველი წყურვილი, ცხოვრების ემპირიული მხარის შეცნობა და სწორედ ამის გამო იგი ახალი ეპოქის მთავარი გმირების: ჰამლეტის, დონ ჟუანისა და ჰონ კიხოტის გვერდით იკავებს ადგილს.