სეზანი
სანამ ვიყავი ნუცა
20,00 ₾მოგონილი ამბავი რომელიც არავისზე არ არის, მაგრამ თითქმის ყველა მკითხველი, სხვადასხვა ეპიზოდში საკუთარ თავს იპოვნის.
ამბავი რომელიც ვიღაცისთვის შეიძლება იყოს გასაღები, ვიღაცისთვის კი ტკივილის შეხსენება.
წიგნის თხრობა იწყება ეპიზოდით, სადაც მთავარი პერსონაჟი იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, მაგრამ ვერ ხვდება როგორაა აწმყო და წარსული ერთმანეთთან გადაჯაჭვული.
ამბის მთავარი პერსონაჟი, ნუცა, შექმნის წარმატებულ კარიერას ესპანეთში, მაგრამ ბავშობის ტრავმები: ემიგრაციაში მშობლების წასვლა და ბებიასთან გაზრდა, მოზარდობის ასაკში მამის გარდაცვალება, მტელი გაცნობიერებული ცხოვრება თითქმის დედის გარეშე ყოფნა, მის ცხოვრებას დაღს ასვამს და ტოქსიკურ სასიყვარულო ურთიერთობაში გახვევს, რომლის გადალახვაც წარმატებული ქალისთვისაც კი რთული გამოწვევა ხდება. ცხოვრება კი როცა არასწორი გზით მივდივართ ცდილობს შეგვაჩეროს სხვადასხვა დაბრკოლების გამოგზავნით. სწორედ ამ გამოწვევების წინაშე დგას ნუცა.. მის თავგადასსვალში ნახავთ კარგ მეგობრობას, ემიგრაციის პრობლემებს, ადამიანურ ტკივილებს, კულტურულ სხვაობებს და ბევრ საინტერესო ფაქტს რომლებიც მკითხველს გულგრილს ვერ დატოვებს.
იაპონური ექო
25,00 ₾მისუძუ კანეკო დღეს იაპონიაში ყველაზე ცნობილი საბავშვო პოეტია. მისი ლექსები სასკოლო სახელმძღვანელოებშიც არის შეტანილი და მსოფლიოს 13 ენაზეა თარგმნილი. მან სულ 26 წელი იცოცხლა, მაგრამ დაგვიტოვა დიდი პოეტური მემკვიდრეობა – 512 ლექსი. ისინი არაერთხელ გამოიცა კრებულების, ალბომების, ილუსტრირებული წიგნების სახით; ამ ძვირფას ნახატებიან წიგნში თავმოყრილია მისუძუს ბიოგრაფია, შემოქმედება და ლექსებთან დაკავშირებული ისტორია. მისი იაპონურენოვანი ვერსია იაპონიაშიც არის გამოცემული
ფიროსმანი – წიგნი-ალბომი (სამენოვანი)
150,00 ₾“სამენოვანი წიგნი-ალბომი: “”ნიკო ფიროსმანი – ცხოვრება და შემოქმედება””, ავტორი: თემო ჯაფარიძე.
წიგნის ქართველ, ფრანგ და ინგლისურენოვან მკითხველს საშუალება აქვს, გაეცნოს, აწ გარდაცვლილი მწერლისა და მხატვრის, თემო ჯაფარიძის ძალიან საინტერესო და სიღრმისეულ ნარკვევს ფიროსმანზე, რომელიც მან 1998 წელს დაწერა და მცირე კრებულად გამოსცა.
ჯაფარიძე მოგვითხრობს ხშირად ნაკლებად ცნობილ ბიოგრაფიულ დეტალებსა და ამბებს ფიროსმანის ცხოვრებიდან, და იმავდროულად, ცდილობს გაიაზროს ფიროსმანის ფენომენი და მისი შემოქმედება ფართო, ევროპულ კონტექსტში;
როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, “”ფიროსმანის ხელოვნებამ შექმნა საქართველოს სიმბოლო, მისი ერთგვარი ხატი და, იმავდროულად, თავად ფიროსმანი იქცა ხატად. უქონელი, მაგრამ სულიერად მდიდარი; გამჭრიახი, კეთილმოსურნეთა და არაკეთილმოსურნეთათვის თანაბრად გაუგებარი; ცხოვრების უსამართლობების პირისპირ უძლური და მაინც თავისი მოწოდების ერთგული; ღრმად ემოციური და სიტყვაძვირი; რთული ხასიათის და გულუბრყვილობამდე დიდსულოვანი – აი, ასეთია ფიროსმანი”
სიტყვა, როგორც მუსიკა და მოძრაობა – დასავლური ლიტერატურა მარიამ ალექსიძის შემოქმედებაში
85,00 ₾თსუ-ს პროფესორის, დავით მაზიაშვილის ახალ მონოგრაფიაში “სიტყვა, როგორც მუსიკა და მოძრაობა” შესწავლილი და გააზრებულია თანამედროვე ბალეტის ქართველი ქალი ქორეოგრაფის, მარიამ ალექსიძის შემოქმედებაში თანამედროვე ქორეოგრაფიით გარდასახული დიდი ლიტერატურული ტექსტები და ამ ტექსტების ქორეოგრაფიული მხატვრულ-გამომსახველობითი ფორმები. კერძოდ, ნაშრომში მრავალმხრივ და კომპლექსურად გამოკვლეულია დიდი ევროპელი მწერლებისა და მოაზროვნეების; ევრიპიდეს, ოვიდიუსის, ბოეთიუსის, დანტეს, შექსპირის, ჯეიმ ჯოისის და ქართველი პოეტი ქალის, მარიჯანის შემოქმედების რეცეფცია-ადაპტაციის და ინტერპრეტაციის საკითხები მარიამ ალექსიძის 2016-2024 წლების თანამედროვე ქართულ საბალეტო და ქორეოგრაფიულ წარმოდგენებში; “შექსპირი.სიყვარული”, “მეტამოროზები”, “მარიჯანის ოთახი”, “ლუჩიას ოთახი”, “12 პაემანი”, “ბეატრიჩე”, და “მედეა”./ Professor David Maziashvili’s new work Word as Music and Movement offers an in-depth analysis of the great world literary samples adapted by Mariam Aleksidze, the first Georgian female choreographer of contemporary ballet. More specifically, the book presents a multifaceted study of the European writers and philosophers, among them: Euripides, Ovid, Boethius, Dante, Shakespeare, James Joyce and Marijan, one of the first Georgian female poets, offering the insight into the reception-adaptation approach and their interpretation in Mariam Aleksidze’s contemporary Georgian ballet and choreography of 2016-2024 performances, namely: Shakespeare: Love, Metamorphoses, Marijan’s Room, Lucia’s Room, 12 Visits, Beatrice and Medea. The Giorgi Aleksidze Tbilisi Contemporary Ballet dancers will perform fragment from Mariam Aleksidze’s performances as part of the book presentation.
კარლო კაჭარავა – ავტობიოგრაფიის მითი
85,00 ₾“2024 წლის 7 თებერვალს კარლო კაჭარავას 60 წელი შეუსრულდებოდა… მისი შემოქმედებითი მემკვირდეობა, რომელიც აერთიანებს პოეტურსა და პროზაულ ტექსტებს, კრიტიკულ წერილებს, ჩანაწერების წიგნაკებს, ფერწერულ ტილოებსა და გრაფიკულ ნამუშევრებს, ჯერ კიდევ შესასწავლია და ლიტერატურისა და ხელოვნების მკვლევრებს ელოდება. მის დღიურებს თუკი გადაშლით, ჩანაწერებსა და ლექსებს შორის ნახავთ მის ნახატებს; დღიურების ვიზუალური მხარე იმდენად საინტერესოა, რომ კარლოს წიგნაკები გამოფენებზე გამოაქვთ, როგორც არტ-ობიექტები. კაჭარავას შემოქმედებაში ტექსტი და სურათი ერთმანეთის აღქმას აძლიერებს ისე, რომ შედეგი უფრო მეტია, ვიდრე, უბრალოდ ამ ორი კომპონენტის ჯამი.” – მთარგმნელი ნენე გიორგაძე. / On February 7, 2024, Karlo Kacharava would have turned 60… His creative legacy, which combines poetic and prose texts, critical writings, notebooks, paintings, and graphic works, is still to be studied and awaits researchers of literature and art. If you open his diaries, you will see his drawings among the notes and poems; The text and the image reinforce each other’s perception so that the result is more than just the sum of these two components.
კვენტინ ტარანტინო – ინტერვიუები
25,00 ₾ტარანტინო იმ გამორჩეულად შემოქმედებით ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც ერთი და იმავე აზრის გადმოცემაც კი განსხვავებული, მსმენელისთვის დახვეწილი და დამატყვევებელი ფორმით შეუძლიათ. ამასთან, ეს ინტერვიუები მრავალთაგან სწორედ იმიტომ შეირჩა, რომ ისინი ყველაზე ღრმა, ინფორმაციული და გამომხატველობითია. ტარანტინო ინარჩუნებს ნამდვილი კინომოყვარულის ღრმა მგრძნობელობას და ხელშესახებ, თითქმის ბავშვურ რწმენას კინოს მიმართ, რაც მას თავისუფლებას ანიჭებს.
ქართველი მხატვრები პარიზში
120,00 ₾წიგნი ეძღვნება ქართველ მხატვრებს, რომლებიც მე-20 საუკუნის დასაწყისში სხვადასხვა წელს, სხვადასხვა მისიით ჩავიდნენ პარიზში. ზოგმა რამდენიმე წელი დაჰყო იქ, ზოგმა – მთელი შემდგომი ცხოვრება. ამის მიუხედავად, მათი სახელები სამუდამოდ დაუკავშირდა ქალაქს, რომელიც განსაკუთრებით იმ, ე.წ. „შეშლილ წლებში“ ხელოვნებისა და კულტურის ცენტრს წარმოადგენდა (როგორც კირილე ზდანევიჩი წერს, „ატრიალებდა კულტურის ბორბალს“). ალბომში წარმოდგენილნი არიან: ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, შალვა ქიქოძე, ელენე ახვლედიანი, ქეთევან მაღალაშვილი, კირილე ზდანევიჩი, ილია ზდანევიჩი, ფელიქს ვარლამიშვილი, მიხეილ ბილანიშვილი, ვერა ფაღავა, ვანო ენუქიძე, სკულპტორი იაკობ ნიკოლაძე და აგრეთვე, ნიკო ფიროსმანი (ეს უკანასკნელი არასოდეს ყოფილა პარიზში, მაგრამ მისი სახელი ლეგენდითა თუ სხვადასხვა ფაქტით დაუკავშირდა ამ ქალაქს). წიგნში განხილულია თითოეული მათგანის როლი და მნიშვნელობა მე-20 საუკუნის ქართულ და ზოგ შემთხვევაში, ფრანგულ ხელოვნებასთან და კულტურასთან მიმართებით;
ხეების იდუმალი ცხოვრება
15,00 ₾“ამ მსოფლიო ბესტსელერში გერმანელი მეტყევე და მკვლევარი, პიტერ ვოლებენი გვიზიარებს თავის ღრმა ცოდნასა და სიყვარულს ტყის მიმართ და გვიხსნის სიცოცხლის, სიკვდილისა და განახლების გასაოცარ, ჩვენთვის აქამდე უცნობ პროცესს. ხეების მეგობრობის, ცხოვრების წესის, მათი თანაცხოვრებების შესახებ შეძენილი ცოდნა მკითხველს სულ სხვა თვალით დაანახებს ტყეს და ძირფესვიანად შეუცვლის ამ იდუმალი სამყაროს აღქმას.
პეტერ ვოლებენი დაიბადა 1964 წელს, ბონში, გერმანიაში. სატყეო მეცნიერებათა უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ მან ოც წელზე მეტხანს იმუშავა ტყის მართვის უწყებებში. დღეს კი გერმანიაში მისსავე დაარსებულ ტყის აკადემიას უძღვება და გამოსცემს ჟურნალს სახელწოდებით “”ვოლებენის სამყარო”” (Wohllebens Welt). ბუნებისა და გარემოს დაცვის ორგანიზაციების მრავალი ჯილდოს მფლობელი ვოლებენი ხშირად მონაწილეობს ტელეგადაცემებში და სისტემატურად კითხულობს ლექციებს ბუნების დაცვის საკითხებზე.
ეს წიგნი 2015 წელს გამოვიდა, მალევე ითარგმნა მრავალ ენაზე და ბევრ ქვეყანაში გახდა ბესტსელერი. წიგნის პოპულარობას კიდევ უფრო შეუწყო ხელი 2020 წელს ნეტფლიქსის მიერ გადაღებულმა ამავე სახელწოდების ფილმმა.
“
ვაჟა-ფშაველა დროისა და სივრცის მიღმა – Vazha Pshavela Outside time and space
25,00 ₾ვაჟამ ქართულ ფოლკლორულ ტრადიციას თანამედროვე ლიტერატურული ფორმა შესძინა. მე-19 საუკუნის ალბათ ყველაზე დიდი ქართველი პოეტი ისეთი ეპიკური ნაწარმოებების ავტორია, როგორიცაა; ”ალუდა ქეთელაური” (1888), სტუმარ-მასპინძელი (1893) და გველისმჭამელი (1901), მასვე ეკუთვნის არაერთი მოთხრობა, მცირე ზომის ლექსი თუ პუბლიცისტური წერილი. / A new era in Georgian culture was created by the poetry of Vazha Pshavela. Vazha became more than just another poet great enough to be known by his first name alone. Heroes in his poems are not just self-personifications. Aluda Ketelauri (1888) introduces the theme of conflict between individual morality and the commune’s imperative. His poetry reached a zenith with Host and Guest (1893), where the clash between laws of blood feud and laws of hospitality drives the protagonists to isolation and death. In the 1970s, Aluda Ketelauri, Host and Guest, and The Snake-Eater were merged into one stark and terrifying Symbolist film by Tengiz Abuladze, Invocation.
სტალინი, წითელი მეფის კარი – ტომი II
25,00 ₾ეს საყოველთაოდ აღიარებული ბიოგრაფიული წიგნი სტალინის ძალაუფლებაში ყოფნის პერიოდსა და მის გარემოცვაზე, სრულად გარდაქმნის ჩვენს წარმოდგენას საბჭოთა დიქტატორის, მარქსისტი ლიდერის და რუსეთის „მეფის“ შესახებ. უახლეს ისტორიულ კვლევაზე დაყრდნობით, საიმონ სებაგ მონტეფიორე ნათელს ჰფენს სტალინის ბურუსით მოცულ სამყაროში დამკვიდრებულ შიშსა და ღალატს, მასში არსებულ პრივილეგიესა და გარყვნილებას, ოჯახური ცხოვრების ამბებსა და ცივსისხლიან სისასტიკეს. სიღრმისეულ სამეცნიერო კვლევაზე დაფუძნებული, დამაჯერებლად და მკაფიოდ მოთხრობილი ისტორია თანამედროვე ისტორიული ლიტერატურის კლასიკა იქცა. მონტეფიორე აღწერს, თუ როგორ განაპირობა სტალინის ფანატიკურმა მარქსიზმმა, მისმა მრავალმხრივმა ნიჭიერებამ და ამავდროულად, ნაკლოვანებით აღსავსე ხასიათმა, მისი ბევრი ტრიუმფი და დანაშაული. მონტეფიორე ქმნის ინტიმურ პორტრეტს კაცისას, რომელიც ისეთივე რთული და ადამიანურია, რამდენად სასტიკი და შემზარავი.
სტალინი, წითელი მეფის კარი – ტომი I
25,00 ₾ეს საყოველთაოდ აღიარებული ბიოგრაფიული წიგნი სტალინის ძალაუფლებაში ყოფნის პერიოდსა და მის გარემოცვაზე, სრულად გარდაქმნის ჩვენს წარმოდგენას საბჭოთა დიქტატორის, მარქსისტი ლიდერის და რუსეთის „მეფის“ შესახებ. უახლეს ისტორიულ კვლევაზე დაყრდნობით, საიმონ სებაგ მონტეფიორე ნათელს ჰფენს სტალინის ბურუსით მოცულ სამყაროში დამკვიდრებულ შიშსა და ღალატს, მასში არსებულ პრივილეგიესა და გარყვნილებას, ოჯახური ცხოვრების ამბებსა და ცივსისხლიან სისასტიკეს. სიღრმისეულ სამეცნიერო კვლევაზე დაფუძნებული, დამაჯერებლად და მკაფიოდ მოთხრობილი ისტორია თანამედროვე ისტორიული ლიტერატურის კლასიკა იქცა. მონტეფიორე აღწერს, თუ როგორ განაპირობა სტალინის ფანატიკურმა მარქსიზმმა, მისმა მრავალმხრივმა ნიჭიერებამ და ამავდროულად, ნაკლოვანებით აღსავსე ხასიათმა, მისი ბევრი ტრიუმფი და დანაშაული. მონტეფიორე ქმნის ინტიმურ პორტრეტს კაცისას, რომელიც ისეთივე რთული და ადამიანურია, რამდენად სასტიკი და შემზარავი.
ახალგაზრდა სტალინი
25,00 ₾” საიმონ სებაგ მონტეფიორე ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ავტორიტეტული ისტორიკოსია. იგი არაერთი მსოფლიო ბესტსელერის ავტორია როგორც დოკუმენტური პროზის, ისე მხატვრული ლიტერატურის ჟანრში და მისი წიგნები 48 ენაზეა გამოცემული.
განსაკუთრებით საგულისხმოა მონტეფიორეს წვდომა სტალინის ეპოქის არქივებთან. 90-იანი წლების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში, მას საშუალება ჰქონდა ემუშავა საბჭოთა კავშირის უშიშროების იქამდე დახურულ არქივებში, მოსკოვსა თუ თბილისში.
„ახალგზარდა სტალინი“ ბიოგრაფიული ნარკვევია და მასში თავმოყრილია საზოგადოებისთვის უცნობი და გაუხმაურებული ისტორიები, რომლებიც მთლიანად დოკუმენტურ მასალებს ეყრდნობა. ამ მასალების კვლევას მონტეფიორემ ათ წელზე მეტი მოანდომა.
მონტეფიორე გვიყვება ქარიზმატული, ტურბულენტური ხასიათის მქონე, სიღარიბეში დაბადებული ბიჭის ამბავს, რომელსაც მისმა აღზრდამ დაღი დაასვა. ბევრი უჩვეულო ნიჭით დაჯილდოებული სტალინი რომანტიკოსი და პოეტი იყო, სწავლობდა სასულიერო აკადემიაში, თუმცა ცხოვრების მთავარი მიზანი გულანთებული და დაუნდობელი რევოლუციის როლში ჰპოვა. ეს არის წიგნი მის ურთიერთობებზე მეგობრებთან და მტრებთან, საყვარლებთან, მეფის საიდუმლო პოლიციასთან. ეს არის წიგნი, რომელიც გვიყვება, როგორ გამოძერწა სტალინმა საბჭოთა კავშირი მისი სასტიკი ხასიათის კვალდაკვალ.
„ახალგაზრდა სტალინი“ 2007 წელს გამოიცა და არაერთი პრესტიჟული პრემია დაიმსახურა. მონტეფიორეს წიგნების ჩამონათვალში შედის: „ეკატერინე დიდი და პოტიომკინი“; „სტალინი: წითელი მეფის კარი“; „იერუსალიმი: ბიოგრაფია“; „რომანოვები: 1613-1918 წწ.“ და სხვა.
საიმონმა დოქტორის ხარისხი კემბრიჯის უნივერსიტეტში მიიღო და ლიტერატურის სამეფო საზოგადოების წევრია. ცხოვრობს ლონდონში.
თბილისის ინტერიერები – ოთხენოვანი
70,00 ₾“… თბილისი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია მსოფლიოში. ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარეობამ განაპირობა კიდეც მისი განუმეორებელი ეკლექტური ესთეტიზმი. არტნუვო, ნეობაროკო, ფსევდომავრიტანული სტილი, საბჭოთა პერიოდის ფუნქციონალიზმი – მცირე ჩამონათვალია იმ არქიტექტურული მიმდინარეობებისა, რომლებიც ორგანულად ერწყმის ერთმანეთს და თბილისის მთლიანობას ქმნის. ეს ფოტოალბომი ათი წლის მანძილზე მოძიებული და თავმოყრილი მასალის საფუძველზე შეიქმნა. იგი გვაძლევს ექსკლუზიურ შესაძლებლობას, შევიხედოთ ამ უძველესი ქალაქის სახლებში, ვნახოთ, როგორ ცხოვრობენ თბილისელები, შევიგრძნოთ ისიც, თუ რას ნიშნავს თბილისური ინტერიერი, მისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალიზმით, ექსტრავაგანტურობით, სისადავითა და ზომიერი პათოსით”.
ჩემი ცხოვრების ფილმები
20,00 ₾“რაზეა ეს წიგნი?
კინოზე, მის მშვენიერებასა და მისი შექმნის სირთულეებზე.
წიგნი აერთიანებს ფრანსუა ტრიუფოს სხვადასხვა დროს დაწერილ სტატიებს, სადაც მთავარი გმირები მისი საყვარელი რეჟისორები და მათი საკულტო ფილმებია. ფოტოებში, თითქმის ყველა მათგანი, კინოკამერასთან დგას, ყველა ფოტოში იგრძნობა მათი განსაცდელი; მათი ბიოგრაფიიდან ვიგებთ, რამდენად რთულ საქმეს არიან შეჭიდებულები და როგორ იბრძვიან იმისთვის, რომ ყოველი ფილმი წარმატებული იყოს.”
დედა-შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი
12,00 ₾“წიგნში გაერთიანებულია ლანა ღოღობერიძის ახალი, სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის, “”დედა-შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი”” სცენარი და ლანას დედის, ნუცა ღოღობერიძის, ერთ-ერთი პირველი ქართველი ქალი რეჟისორის მოთხრობები, რომელიც მან 10 წლიანი გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ დაწერა.
როგორც ზაირა არსენიშვილი წერდა თავის რეცენზიაში – “”ეს მოთხრობები ჩვენი ისტორიის, ჩვენი ლიტერატურის შენაძენია, თავისი დოკუმენტური უტყუარობით და მწერლური ოსტატობით. ავტორისთვის დამახასიათებელი ლაკონიური თხრობა და სიწრფელე კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის ჩრდილოეთის უცხო და მკაცრ გარემოში გადასახლებული ქალების გაუსაძლის ყოფას. და რაც ასე მნიშვნელოვანია და ღირებული, ეს მოთხრობები გისახავს რწმენას, რომ ყველა ვითარებაში, უმძიმესი განსაცდელის დროსაც, ადამიანს ძალუძს ღირსეულად გაუძლოს ჭირთათმენას და დარჩეს ადამიანად.”
თენგიზ აბულაძე – ანარეკლები
30,00 ₾წიგნზე მუშაობა ნანა ჯანელიძემ და ნინო ნატროშვილმა 1994 წელს დაიწყეს, თენგიზ აბულაძის გარდაცვალების შემდეგ. მიზეზი მარტივი იყო: აღმოჩნდა, რომ ფილმების გარდა, მისი პიროვნება არსად იყო აღბეჭდილი, არც ფირზე, არც ინტერვიუებში, არც პირად არქივში, არც ჩანაწერებში. ამიტომ გადაწყდა, რომ მისი ანარეკლები მოეძებნათ მათში, ვისთანაც მეგობრობდა და მუშაობდა. სხვების თვალით დანახული თენგიზ აბულაძე დიდ მუხტს შეიცავდა, ამ მოგონებებით კი ქართული კინოს ისტორია დაიხატა, “მაგდანას ლურჯადან” – “მონანიებამდე” პერიოდი, რომელსაც “ოქროს ხანას” უწოდებენ
ქართული პოეზიის ანთოლოგია – Anthologie de la poesie Georgienne
30,00 ₾ანთოლოგია მოიცავს პერიოდს იაკობ ცურტაველიდან – ბესიკ ხარანაულამდე
დავითი და გოლიათი
20,00 ₾“მალკომ გლედველი „ნიუ-იორკ თაიმსის“ ხუთი ბესტსელერის ავტორია. ის ხშირად წერს ჟურნალისთვის „ნიუ-იორკერი“.
მის წიგნებს ამერიკულ უნივერსიტეტებში ასწავლიან მარკეტინგის, სოციოლოგიის, ისტორიის, პოლიტოლოგიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტებზე. გლედველი ასევე მოხვდა ჟურნალ „თაიმის“ 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის, როგორც ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესო მოაზროვნე.
გლედველის „დავითი და გოლიათი“ სრულიად მოულოდნელი წიგნია, ტექსტი, რომელიც კვებავს როგორც გონებას, ისე გულს. წიგნში თავმოყრილ ამბებს აერთიანებს იდეა, რომ ხანდახან ნაკლოვანება უპირატესობაა და ხანაც პირიქით, უპირატესობა – ნაკლია. თუმცა, ამ ამბებს კიდევ – რაღაც ისეთი აკავშირებს, რაც წარუშლელ შთაბეჭდილებას და გავლენას ახდენს მკითხველზე, და აღაფრთოვანებს მას.„როცა ამ წიგნს კითხულობ, ისეთი განცდა გეუფლება, რომ მთებს გადადგამ, გოლიათებს მოერევი… ნამდვილად დამაინტრიგებელი და შთამაგონებელია“ – წერდნენ კრიტიკოსები.”
კანარის ჩიტი
15,00 ₾ეს წიგნი, სრულად ილუსტრირებული საშობაო ზღაპარი ბავშვებისთვის, წმინდა ნინოს სახელობის ფოკის დედათა მონასტრის პროექტია.
UNLOCKING THE DOOR კარს მიღმა
25,00 ₾ორენოვანი გამოცემა, რომელიც პირველას 2018 წელს დაიბეჭდა, მოიცავს ერლომ ახვლედიანის, გურამ რჩეულიშვილის, ლაშა თაბუკაშვილის, გოდერძი ჩოხელისა, და აკა მორჩილაძის მოთხრობებსა და პიესებს, რომლებიც ითარგმნა ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ. This bi-lingual edition first published in 2018 includes
works by Erlom Akhvlediani, Guram Rcheulishvili, Lasha Tabukashvili, Goderdzi Chokheli and Aka Morchiladze and their English translations made by students
studying Georgian at Oxford University.