ადამიანის ოკულტური ანატომია

15,00 

ცნობილი მწერლის, ლექტორისა და მისტიკოსის მენლი პალ მერ ჰოლის „ადამიანის ოკულტური ანატომია“ პირველად 1929 წელს გამოქვეყნდა. ამ წიგნში ავტორმა შეკრიბა მსოფლიოში ცნობილი წიგნებისა და ხელნაწერების კოლექცია ალქიმიის, მისტიკისა და ოკულტიზმის შესახებ.
ავტორი განმარტავს ადამიანის სხეულს, როგორც ალეგორიულ პასუხს სამყაროს საიდუმლოებებზე და ცდილობს ახსნას სამყაროს ბუნება შინაგანად – ადამიანის სხეულში.
ქართულ ენაზე ამ წიგნის გამოჩენა მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან აქამდე არავის შეუხედავს ადამიანის ანატომიისთვის, ერთდროულად, ოკულტური ცოდნის, კლასიკური მეცნიერებისა და რელიგიების პრიზმაში.

ასტროლოგიური ნაშრომი

15,00 

ნიკოლას კულპეპერის აღნიშნული ნაწარმოები ღრმად ჩაგახედებთ 17 საუკუნის ასტროლოგიურ მიდგომებსა და შეხედულებებში. დაინახავთ რაოდენ ოსტატტურად იყენებდნენ დღეს თითქმის მივიწყებულ ჰორარულ ასტროლოგიას და ელექციებს. კერძოდ კი თქვენ იხილავთ
ამავე დროს გაგაოცებთ ანალიზის სიზუსტე და სიღრმე, დაინახავთ ასტროლოგიის სწორად გამოყენებით როგორ შეიძლება გაიიოლოს ადამიანმა ცხოვრება. ამ ნაშრომში მოცემულია მხოლოდ პრაქტიკა. მოკლე დეტალური თეზისები, რომლებიც პირდაპირ მაგალითებით გაგიხსნით თითოეულ პოსტულატს. აქვე მოცემულია დეტალური სქოლიოები, რაც გაგიადვილებთ გაიგოთ ასტროლოგიური ტერმინები და შეიძლება ითქვას ისწავლოთ ანბანური ასტროლოგიის გარკვეული საკითხები.
ამ წიგნის წაკითხვით კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რამდენად ზუსტ გამოთვლებს და წმინდა მათემატიკურ გაანგარიშებებს იყენებს ასტროლოგია ყოველი პროგნოზისას.

ალმასის სუტრა

12,00 

ბუდისტური სამყაროს ერთ-ერთ უძველეს და ღრმად პატივცემულ ტექსტად აღიარებული; ალმასის სუტრა; წარმოადგენს პრაჯნაპარამიტას („სრულყოფილი სიბრძნის“) ტექსტთა კორპუსის ნაწილს, რომელიც მაჰაიანური ბუდიზმის ცენტრალურ სწავლებებს განასახიერებს.
სუტრას უძველესი ბეჭდური ვერსია ჩინეთის დასავლეთ ნაწილში, დუნჰუანის მღვიმეებში აღმოაჩინეს, რომელიც 868 წლით თარიღდება. ეს ტექსტი მსოფლიოში ცნობილი უძველესი ბეჭდური წიგნია, რომელიც გაცილებით უსწრებს გუტენბერგის პრესას.
„ალმასის სუტრა“ წარმოადგენს დიალოგს ბუდასა და მის მოწაფეს სუბჰუთის შორის. იგი გადმოსცემს ბუდისტურ სწავლებას იმაზე, თუ როგორ უნდა განვთავისუფლდეთ საკუთარი „ეგოსგან“, ფორმისა და ობიექტური რეალობის ილუზიისგან.
წიგნში ასევე შესულია: 1. დჰარმა-ჩაკრა სუტრა, 2. გულის სუტრა, 3. ბუდას უკანასკნელი ქადაგება სიკვდილის წინ.

მაგია

15,00 

ჟან გასტონ ბურჟას „მაგია“ პირველად დაიბეჭდა პარიზში 1895 წელს. წიგნი წარმოადგენს ოკულტიზმის საფუძვლების მიმოხილვას, სადაც თქვენ იხილავთ ზოგად ცნობებს მაგიისა და პრაქტიკული მაგიის შესახებ.
რეალურად წიგნის შინაარსი მის სათაურზე მეტად მრავლისმომცველია. ავტორი განიხილავს მაგიის არა ვიწრო გაგებას (რაც გულისხმობს ასტრალური ძალების შესწავლასა და მართვას), არამედ აანალიზებს ოკულტური სწავლების მთელ სპექტრს.

თავისუფალი მასონობის დაკარგული გასაღებები

18,00 

თავისუფალი მასონობის დაკარგული გასაღებები, ჰირამ აბიფის საიდუმლო, არის კანადელი მისტიკოსის და თავისუფალი მასონის, მენლი პ. ჰოლის წიგნი, რომელიც პირველად 1923 წელს გამოქვეყნდა. ოკულტური და ეზოთერული ცნებების მიმართ ღრმა ცოდნით გამოჩენილი ჰოლი, ინიცირებულთა ჩახლართულ მოგზაურობას იკვლევს დაფარულ საზოგადოებაში. იგი უღრმავდება მასონობის განუყოფელ ეთიკურ პრინციპებს და იკვლევს დამახასიათებელ თვისებებს, რომლებიც მოწაფეებმა უნდა გამოიმუშაონ. მასონობა წარმოჩინდება, როგორც უბრალო ინსტიტუტზე აღმატებული, უძველესი ფილოსოფიური მისტერიებისა და ცერემონიების გამაგრძელებელი. ჰოლის განმარტებები ნათელს ჰფენს მუდმივ ელემენტებს, რომლითაც მასონთა თაობები არიან მოხიბლულნი. მოცემული წიგნი ემსახურება მასონური მსოფლმხედველობის დამაჯერებელ კვლევას, ასახავს მოგზაურობას ახალბედა საფეხურიდან დახელოვნებულ ადეპტამდე და რეზონანსში მოდის როგორც გამოცდილ წევრებთან, ასევე ცნობისმოყვარე დამკვირვებლებთან.

სიყვარულის და ქორწინების ეზოთერული ფილოსოფია

20,00 

დიონ ფორჩუნის “სიყვარულისა და ქორწინების ეზოთერული ფოლოსოფია”, მისი ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნაშორმია, სადაც იგი ქორწინებისა და სიყვარულის ოკულტურ მნიშვნელობას, სექსისა და პოლარობის პრინციპების გამოვლინებათა სახით აღწერს, როგორც უნივერსალურ ძალას, რომელიც სამყაროს უმაღლეს და უმდაბლეს სფეროებში თანაბრად ფუნქციონიბებს. ნაშრობში განხილული თემები მოიცავს სრულფოდილ ქორწინებას, სულთა შორის არსებულ “კარმულ კავშირებს”, ასევე იმას, თუ როგორც პოულობენ სულები თავიანთ მეწყვილეებს და რა იგულისხმება “ტყუპ სულებში.
წიგნი თანაბრად ეხება კონტრაცეპტივების, მასტურბაციისა და აბორტის თემებს, რომელიც ხშირად მოძველებულად საკითხებად ეჩვენებათ, მაგრამ ფორჩუნი საფუძვლად მტკიცე ეზოთერულ არგუმენტებს იყენებს, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თანამედროვე მორალის ჭკუათმყოფელლობას.
ეს წიგნი აუცილებელ ინფორმაციას შეიცავს ოკულტიზმით და ეზოთერიზმით დაინტერესებული ადამიანისთვის, რომელიც ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ასკექტით – სიყვარულით – არის დაინტერესებული.

იბნ არაბის მისტიკური ასტროლოგია

18,00 

XX საუკუნის ფილოსოფოსის, ხელოვნებათმცოდნისა და მთარგმნელის ტიტუს ბურჯჰარდტის ნაშრომი „იბნ არაბის მისტიკური ასტროლოგია“ ქართულად პირველად ითარგმნა.
ასტროლოგია მისტიკური ხელოცნებაა. იბნ არაბის “მეცნიერება ვარსკვლავებზე” მოიცავს ასტროლოგიურ და ასტრონომიუ ცოდნა, რომელიც ეგვიპტური, ელინური, ინდური და სპარსული ტრადიციების ღირსეული მემკვიდრეა, და რომელთა საფუძველიც, თავის მხრივ, სინკრეტული ნეოპლატონური და ჰერმეტული ფილოსოფიაა. ანდალუსიერლი სუფი მისტიკოსისა და დიდი შეიხის იბნ არაბის მსოფლმხედველობით დოქტრინა “როგორც ზემოთ, ისე ქვემოთ” მხოლოდ გამონათქვამი როდა, არამდე ცოცხალი ჭეშმარიტებაა, რომელიც სწორედ ამ წიგნით დასტურება.
ეს არის წიგნი კოსმოსზე, სადაც ყველაფერი განუფოფლად დაკავშირებულია, სადაც ღვთაებრივის გამოვლების არტიკულაიცა ასტროლოგიით ხდენა.
წიგნი რომელშიც მოცემულია მისტიკული ასტროლოგიის ძირითადი პრინციპები და ადამიანისა და ნებისმიერი ცოცხალისა და არსებულის დანიშნულება და მიზაინი – მიაღწიოს თავის სრულყოფილ ფორმასა და დანიშნულებას.
წიგნთან ერთად მოცემულია XII საუკუნის ილუსტრაცია, XVI საუკუნის სპარსული ხელნაწერიდან.

რიცხვთა წიგნი

32,00 

რიცხვების მაგია ადამიანებს ჯერ კიდევ იმ დროიდან აღაფრთოვანებდა, როდესაც მან რიცხვების წინასწარმეტყველების ღრმა მნიშვნელობა და შინაარსი გაშიფრა. ნუმეროლოგიის მეცნიერება ხსნის რიცხვების ოკულტურ მნიშვნელობას, მათ გავლენასა და კავშირს ადამიანის ცხოვრებასთან, ასევე გვიჩვენებს, როგორ განვსაზღვროთ ჩვენთვის იღბლიანი და მნიშვნელოვანი რიცხვები, სახელისა და საცხოვრებელი ადგილის რიცხვითი მნიშვნელობები და ხელსაყრელი დროები მნიშვნელოვანი გარიგებებისა და გადაწყვეტილებების მისაღებად. კაიროს მიერ ახსნილი ნუმეროლოგიის სისტემა, მარტივად გასაგებია და არ საჭიროებს ჩახლართულ მათემატიკურ გამოთვლებს. ეს სრული, შეუმცირებელი და ავტორიზებული გამოცემა საშუალებას მოგცემთ თავად გახდეთ ნუმეროლოგი, მოიპოვოთ პოპულარობა და თავიდან აგარიდოთ შარლატანების, მაწანწალებისა და უპასუხისმგებლო წინასწარმეტყველებების ხრიკები.

ტეტრაბიბლოსი

29,00 

კლავდიუს პტოლემეოსის „ტეტრაბიბლოსი“, ანუ „ოთხწიგნეული“, არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემორჩენილი უძველესი ტექსტი ასტროლოგიაზე, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში სარგებლობდა ბიბლიის ავტორიტეტით ასტროლოგთა შორის. ის, რაც პტოლემეუსის ტეტრაბიბლოსს გამოარჩევს სხვა ასტროლოგიური ტექსტებისგან, არის მეცნიერული მიდგომა. მათთვის, ვინც დაინტერესებულია ასტროლოგიით და მისი ისტორიული განვითარებით, ეს წიგნი არის უძველესი სიბრძნის, მეცნიერული სიმკაცრის და ნოვატორული მიდგომის გამაერთიანებელი.
წიგნი დაყოფილია, ოთხ ნაწილად, რომელთაგან თითოეული ასტროლოგიის კონკრეტულ ასპექტებს ეხება.
წიგნი I – ყურადღებას ამახვილებს ასტროლოგიის ფუნდამენტურ პრინციპებზე, მათ შორის პლანეტების, სახლებისა და ასპექტების გავლენაზე;
წიგნი II – იკვლევს ციური პოზიციების გავლენას ადამიანის მახასიათებლებზე და ტემპერამენტებზე;
წიგნი III – ჰოროსკოპის ინტერპრეტაცია ინდივიდის დაბადების მომენტისთვის;
წიგნი IV – განიხილავს ასტროლოგიურ ტექნიკას ცხოვრების კონკრეტული სფეროების გამოკვეთისთვის.

არბატელი: ძველთა მაგიის შესახებ

18,00 

მაგიის შესაებ დაწერილ წიგნთა შორის, “არბატელი” მრავალი თვალსაზრისით უნიკალური ნაშორმია. ოკულტური ტექსტების უმრავლესობისგან განსხვავებით, იგი მკაფიო, ლაკონური და დახვეწილი სტილითაა დაწერილი.
არბატელის მაგია სავსეა საოცრებებით და თავისუფალია ავადსახსენებელი მუქარისგან, რომელიც, როგორც წესი, ასეთი თემატიკის ტექსტებს თან ახლავს. მაგრამ, არბატელი სულაც არ ეხება მხოლოდ მაგიას. იგი სავსეა ყოველდღიური, ცხოვრებისეული სიბრძნით, მოყვასისადმი დახმარების მოწოდებით, ასევე დადებითი, მადლიერი განწყობის აუცილებლობით და დროის გონივრულად გამოყენებით. რაც მთავარაია, არბატელი გვასწავლის ვიყოთ ყურადღებით, ვეძიოთ სასწაულები და ღვთის მიერ ბოძებული ტალანტი.
არბატელი თავდაპირველად ანონიმური ავტორის მიერ 1575 წელს გამოიცა ლათინურ ენაზე, შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში. იგი 1655 წელს რობერტ ტურნერის მიერ პირველად ითარგმნა ინგლისურ ენაზე.