Showing all 3 resultsSorted by latest

ფსიქოტროპი

15,00 

“დრამატურგიით დაინტერესება ჩემმა მეგობრებმა განაპირობეს. დიდი ხნის წინ, ამ საქმეში

გამოუცდელს სრული ნდობა გამომიცხადეს და პიესის დაწერა მთხოვეს. წერის და ფიქრის

პროცესშიც ჩემს გვერდით იყვნენ და ის შიშიც გადამალახინეს, რაც საერთოდ, პირველად

მომხდარ ამბებს ახლავს. ასე დაიბადა „ბამბაზიის სამოთხე“ და ჩემი მეგობრები კი –

რეჟისორი გიორგი სიხარულიძე და რეჟისორი (და იმ დროს მსახიობიც) იოანე ხუციშვილი,

თეატრის ჯადოსნურ და ურთულეს სამყაროში ჩემს მუდმივ მეგზურებად იქცნენ. ამ კრებულში

შესული პიესების უმრავლესობა სწორედ სხვადასხვა თეატრის დაკვეთითაა დაწერილი,

შესაბამისად, ისინი დაიდგა კიდეც სცენაზე. ამ მხრივ განსაკუთრებით ნაყოფიერი გიორგი

სიხარულიძესთან ურთიერთობა აღმოჩნდა – ჩვენ თითქმის ათ სპექტაკლზე ვიმუშავეთ და

ერთად გავიარეთ ის ძნელი და საინტერესო გზა, რაც პირველი რემარკიდან იწყება და

ფიცარნაგის ზღურბლთან მთავრდება. ეს იყო (და არის) დიდი თანამოაზრეობის,

თავისუფლების და საერთო იდეალების მიმართ ერთგულების ვნებით დამუხტული

შემოქმედებითი დრო, რის გამოც მუდმივად მადლიერი ვიქნები ღვთისაც და ამ

ადამიანებისაც.- ნინია სადღობელაშვილი

რჩეული

20,00 

ამ კრებულში თავი მოიყარა პოეტის თითქმის მთელმა შემოქმედებამ, რომელიც როგორც თემატურად, ასევე ჟანრობრივად განსხვავებულ ნიმუშებს მოიცავს. კრებულს წინ უძღვის ამონარიდები ქართველი კრიტიკოსების ნააზრევიდან ლია სტურუას შემოქმედებაზე. ამ ფრაგმენტებზე თვალის გადავლებაც კი ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პოეტი მეოცე საუკუნის ქართული მწერლობის განვითარების ძირითადი გეზის განსაზღვრისთვის: სტურუას ან აკრიტიკებენ, ან უპირობოდ აღიარებენ, მაგრამ მთავარია, რომ ვერც მაქებარნი და ვერც დამწუნებელნი მისი შემოქმედებისადი გულგრილნი ვერასოდეს რჩებიან.

ქართული პოეზიის ანთოლოგია – 12 ქალი პოეტი

30,00 

წინამდებარე კრებული 12 ქართველი თანამედროვე პოეტი ქალის ლექსებს აერთიანებს. პოეზიის სამშობლოდ მიჩნეულ ქვეყანაში პოეტების სიმრავლე არავის უკვირს, თუმცა ნებისმიერი ახალი კრებული კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ხოლმე ქართული პოეზიის სივრცეებს, მის აქტუალობას და მარადისობის მძლავრ ანარეკლებს მასში. 12 პოეტი ქალი – სხვადასხვა თაობის, განსხვავებული ხმისა და სათქმელის, თვითმყოფადი მხატვრული სამყაროს შემოქმედია. მათი ფიზიკური და მეტაფიზიკური სამშობლო საქართველო და ქართული ენაა. სწორედ ამ წიაღიდან იშლება მათი მხატვრული აზროვნების ჰორიზონტები, რომლებიც თანამედროვე გლობალური სამყაროს ტკივილებს ირეკლავს.