Carpe diem
ტრაქტატი ტოლერანტობის შესახებ
25,00 ₾…გაუგებარია, როგორ შეიძლება ერთმა მეორეს უთხრას: „ირწმუნე ის, რისიც მწამს, და რაც არ შეგიძლია, რომ ირწმუნო, თორემ მოკვდები… „ირწმუნე, თორემ მოგიძულებ; ირწმუნე, თორემ ყველანაირად გავნებ, როგორც შემეძლება; ურჩხულო, ჩემი რელიგიისა არა გწამს, მაშასადამე, რელიგია არ გაგაჩნია: ღირსი ხარ საშინლად მოგეპყრან სამეზობლოში, ქალაქში, პროვინციაში.“
ამგვარი საქციელი რომ ადამიანური სამართლიდან მომდინარეობდეს, მაშინ იაპონელი ჩინელს უნდა მტრობდეს, ჩინელი სიამელს ვერ იტანდეს; სიამელი დევნიდეს განგელს, ეს უკანასკნელი კი თავს ესხმოდეს ინდოელს; მონღოლი პირველსავე შემხვედრ მალაბარელს მკერდიდან გულს აგლეჯდეს, მალაბარელი სპარსელს ყელს ჭრიდეს, სპარსელი თურქს აღუვლენდეს წირვას: ხოლო ყველანი ერთად მუსრს ავლებდნენ ქრისტიანებს, რომლებიც მათ გარეშეც დიდი ხანია ერთმანეთს ჟლეტენ.
დიდი უცხოელი
25,00 ₾„ვფიქრობ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებითად, დღეს ჩვენ აღარ გვჯერა პოლიტიკური თავისუფლების, და ოცნება, ყბადაღებული ოცნება ბორკილახსნილ ადამიანზე დღეს უკვე სასაცილოდ იქცა. მრავალ ქიმერას შორის, რა დაგვრჩა ჩვენ? რამდენიმე სიტყვის ნაცარი. და ჩვენს შესაძლებლობას, ჩვენს დღევანდელ შესაძლებლობას, უკვე აღარ ვანდობთ არც საგნებს, არც ადამიანებს, არც ისტორიას, არც ინსტიტუციებს, ჩვენ მას ნიშნებს ვანდობთ.
სამყაროში, სადაც ღმერთი საბოლოოდ მკვდარია და სადაც იციან, მიუხედავად დაპირებებისა, მარჯვნიდან იქნება თუ მარცხნიდან, რომ ვეღარ იქნებიან ბედნიერები, ენა იქცევა ჩვენს ერთადერთ რესურსად, ერთადერთ წყაროდ. ჩვენი მეხსიერების ორმოში, და ჩვენს ყოველ სიტყვაში, ყოველ სიტყვაში, რომელიც ჩვენს თავში დაჭენაობს, გიჟად ყოფნის დიდებული თავისუფლება გვიბრუნდება. და შესაძლოა ამიტომაცაა, რომ ჩვენს ცივილიზაციაში შეშლილობის გამოცდილება გამორჩეულად მწარეა და გარკვეულწილად, ჩვენი ლიტერატურის საზღვარსაც წარმოადგენს, რომლის მიღმაც უღრანი ტყეა.
ტყუილია, რომ ენა საგნებს მიემართება იმისთვის, რათა ისინი თარგმნოს; საგნები, პირიქით, ენაში შეცულან და შეხვეულან ჩაძირული განძივით, ჩუმად, ზღვის დიად გრგვინვაში. სიტყვები, მათი შემთხვევითი შეხვედრა, მათი არევა, მათი პროტოპლაზმური ტრანსფორმაციები სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ერთდროულად ნამდვილი და ფანტასტიკური სამყარო იშვას, ჩვენს ბავშვობაზე ბევრად ძველი…“
მიშელ ფუკო
დიდი საიდუმლო
18,50 ₾რელიგიის, ფილოსოფიისა და მეცნიერების ყველა დიდი კითხვებიდან უდიდესია კითხვა თვით ცხოვრების საზრისის შესახებ. ბევრი პასუხი გასცა ამ კითხვაზე დოქტრინულმა რელიგიებმა, თუმცა მხოლოდ მისტიკოსებმა შეიცნეს დიდი საიდუმლო.
წინამდებარე წიგნი წარმოადგენს ცხოვრების აზრის ისტორიული ძიების მიმოხილვას იმ კაცის მიერ, რომელიც იყო მისტიკოსისა და რეალისტის უცნაური ნაზავი, იმავდროულად – მსოფლიოში ცნობილი დრამატურგი და ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის სფეროში, ოდესღაც ბელგიელ შექსპირად აღიარებული. თუმცა იმდენი რამ მოხდა თანამედროვე სამყაროში მისი გარდაცვალების შემდეგ (1949 წ.), რომ დღეს მისი შემოქმედება თითქმის დავიწყებულია, მისი პიესები აღარ იდგმება, ეს წიგნი კი მხოლოდ მის ბიოგრაფიებში ფიგურირებს. არსებითად კი, „დიდი საიდუმლო“ იგნორირებული შედევრია.
ლაიბნიცის ფილოსოფია
30,00 ₾ბერტრან რასელის „ლაიბნიცის ფილოსოფიის კრიტიკული ექსპოზიცია“ (1900) წარმოადგენს ლაიბნიცის ფილოსოფიის ორიგინალურ-კრიტიკულ ინტერპრეტაციას.
ამ წიგნის გამოჩენამდე დამკვიდრებული აზრის საწინააღმდეგოდ, ლაიბნიცის ფილოსოფია მასში წარმოდგენილია როგორ ლოგიკურად ორგანიზებული და პრინციპულად ერთიანი პროექტი. იმ კრიტიკის მიუხედავად, რაც რასელის ამ კვლევას მოჰყვა, დღემდე ფართოდ არის აღიარებული, რომ სწორედ ამ ნაშრომმა შეუწყო ხელი ლაიბნიცის როგორც ნაწილობრივ მივიწყებული და არასათანადოდ შეფასებული მოაზროვნის შემდგომ რეცეფციას; მის არჩევას არა მხოლოდ ახალი დროის ფილოსოფიის მნიშვნელოვან წარმომადგენლად, არამედ დასავლური ფილოსოფიის ისტორიის ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურად.
პროკლეს მეტაფიზიკური სისტემის იდეური რეცეფცია და ტრანსფორმაცია
30,00 ₾წინამდებარე მონოგრაფიაში გამოკვლეულია პროკლეს მეტაფიზიკური სისტემის იდეური რეცეფცია და ტრანსფორმაცია დამასკიოსა და ფსევდო-დიონისე არეოპაგელთან. დღემდე არც ქართულ და არც საერთაშორისო მეცნიერებაში არ არსებობდა კვლევა, რომელიც ამ პროცესს ერთიანად გაანალიზებდა.
მოცემული ნაშრომი, მათ შორის, აღნიშნული დანაკლისის შევსებას ესწრაფვის.
ნაშრომს ასევე თან ახლავს დანართი, რომელშიც განთავსებულია 600 -ზე მეტი ბერძნული და ლათინურენოვანი ციტატა ზუსტი ქართული თარგმანებითურთ.
სოციოლოგიის მეთოდის წესები
25,00 ₾ემილ დიურკემი, ფრანგი სოციოლოგი და ფილოსოფოსი, ფრანგული სოციოლოგიის ფუძემდებელი, თხზულებაში „სოციოლოგიის მეთოდის წესები“ საგანგებოდ იკვლევს იმ მეთოდსა და წესებს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია სოციალური მოვლენების განსაკუთრებული ბუნების შეცნობა და შეფასება.
გონის ფილოსოფია
58,00 ₾წიგნში წარმოდგენილია ჰეგელის კაპიტალური ნაშრომის “ფილოსოფიურ მეცნიერებათა ენციკლოპედიის” მესამე ნაწილი “გონის ფილოსოფია”
კაცი მოთამაშე
31,00 ₾გამოჩენილი ჰოლანდიელი ისტორიკოსის იოჰან ჰაიზინგას ეს წიგნი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანია მსოფლიო კულტუროლოგიაში.
ის კულტურის რაობას უაღრესად ორიგინალური კუთხით დაგვანახებს. ავტორი ახერხებს, მწყობრი და თანმიმდევრული ხედვა შეუხამოს ნათელ და გასაგებ სტილს, რაც წიგნს სახალისო საკითხავს ხდის. მკითხველი არამარტო ახლებურად დაინახავს კულტურის არსს, არამედ უამრავ მნიშვნელოვანს და საინტერესოს გაიგებს მსოფლიოს სხვადასხვა ხალხის წესსა და ტრადიციებზე.
ეს წიგნი უკვე მესამე ქართული გამოცემაა; თარგმანი გასწორდა და გამდიდრდა ახალი კომენტარებით.
პოლიტიკურად ცხოვრების შეძლება
16,60 ₾წინამდებარე ნაშრომი კონკრეტული ფილოსოფოსის თქმის გაგრძელების მცდელობით იწერებოდა; მცდელობა, რომელიც, როგორც შედეგმა აჩვენა, მცდელობისავე საზღვრებში დარჩა. ნაშრომი 2021 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად წარვადგინე.
მას აქეთ მოყოლებული არასდროს მიფიქრია მისი გამოქვეყნება; ბოლოში გასულს მთელი სისრულით ამიმხედველდა მოუაზრებლად დარჩენილის მთქმელი სიჭარბე მცდელობის შიგნით მოაზრებულზე. მაგრამ დროში ყოფნის თავისებურებება თანდათანობით იმასაც გვახვედრებს, რომ მოაზრებულს და უფრო ხშირად, მოაზრებულის უკიდურეს პირობითობას, წინ ყოველთვის მოუაზრებლად დარჩენილის ამოუწურაობა უსწრებს; ამ მიხვედრას ეკუთვნის ჩემი გადაწყვეტილება, რომ წარმოდგენილმა ტექსტმა დღის შუქი იხილოს.
ნაცადის მხოლოდ წერტილის შემდგომ გაშლილი სფერო ახლა ფილოსოფიის გულისხმიერებით თქმის აუცილებლობითაა; გულისხმიერება, რომელიც დასაბამიერი ფიქრის უდრტვინველ გულთან (ἀτρεμὲς ἧτορ) მიბრუნებით შესაძლებლობს. ხანდახან ხდება ისეც, რომ მცდელობას მოყოლებული უშედეგობები მოულოდნელად ყველაზე აუცილებელს გვიაშკარავებენ. – ავტორი.
სამყარო როგორც ნება და წარმოდგენა ტ.II
58,00 ₾არტურ შოპენჰაუერის ,,გენიალურ-ფილოსოფიური და ყოველგვარ ქებაზე მაღლა მდგომი” (ჟან პოლი) ,,სამყარო როგორც ნება და წარმოდგენა” გამოიცა 1818 წელს,გერმანიაში. ,,ფრანკფურტელი განდეგილის” პესიმისტური ფილოსოფიით მოხიბლულნი იყვნენ დიდი ადამიანები.ნიცშე წერდა – ,,ვეკუთვნი შოპენჰაუერის იმ მკითხველებს,რომლებმაც მისი პირველი გვერდების წაკითხვისთანავე ,უეჭველად იციან,რომ ყველა გვერდს წაიკითხავენ და მის წარმოთქმულ ყოველ სიტყვას მოისმენენ.თავიდანვე ვენდე მას და ეს ნდობა ახლაც ისეთივეა…”
ფიხტეს ეთიკა
16,60 ₾ნაშრომი ეძღვნება გერმანული კლასიკური იდეალიზმის ერთ-ერთი წარმომადგენლის, ი. გ. ფიხტეს ფილოსოფიის ანალიზს.
ავტორის მიზანია აჩვენოს, თუ რა ლოგიკური აუცილებლობით მივიდა ფიხტეს სახით კანტისშემდგომი იდეალისტური ფილოსოფია დიალექტიკის თეორიის შექმნამდე, რა პერსპექტივებს ატარებდა ფიხტეს დიალექტიკის სუბიექტურ-იდეალისტური თეორია ობიექტურ-იდეალისტური ხაზით განვითარების თვალსაზრისით და რა რაციონალურ მომენტებს შეიცავდა ეს თეორია მატერიალისტურ საფუძველზე გადასამუშავებლად;
ნაშრომში გაანალიზებულია აგრეთვე, ზნეობის პრინციპის ფიხტესეული დაფუძნება და ნაცადია მასში არსებული რაციონალური მომენტების წარმოჩენა.
იდეოლოგიის ამაღლებული ობიექტი
38,00 ₾სლოვენი ფილოსოფოსი და ფსიქოანალიტიკოსი სლავოი ჟიჟეკი თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი და პოპულარული მოაზროვნეა. იდეოლოგიის და სუბიექტის თემის გააზრებას ეძღვნება წინამდებარე წიგნი “იდეოლოგიის ამაღლებული ობიექტი”. ამ წიგნმა ჟიჟეკს საერთაშორისო აღიარება მოუპოვა.