2025
ქარიყლაპიას ზაფხული
9,90 ₾ანა ძმების, დანიელისა და ლუკასის მეზობელია. ბავშვები ერთად იზრდებიან, ერთად ატარებენ ზამთარ-ზაფხულებს. თუმცა ის ერთი, ყველაზე ცხელი და გრძელი ზაფხული მათთვის ბავშვობასთან გამოთხოვების მტკივნეული ხანა აღმოჩნდება, რასაც ამძაფრებს ბიჭების დედის ავადმყოფობა, პასუხგაუცემელი კითხვები, იმედგაცრუება… თუმცა ეს ტკივილი მათში ახალ უნარებს აღვიძებს – თანადგომას, სიმამაცეს, შეუპოვრობას.
გერმანელი ავტორის, იუტა რიხტერის ეს შესანიშნავი წიგნი მოგვითხრობს მეგობრობაზე, თანაგრძნობასა და ნუგეშზე, რაც ესოდენ აუცილებელია ცხოვრებისეულ ქარტეხილებთან გასამკლავებლად.
დიქტატორის ზარი
14,90 ₾ისმაილ კადარეს რომანი „დიქტატორის ზარი“ ერთ იდუმალებით მოცულ ამბავს იკვლევს – 1934 წელს იოსებ სტალინსა და პოეტ ბორის პასტერნაკს შორის შემდგარ ხანმოკლე სატელეფონო ზარს. ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო მოვლენიდან კადარე ქმნის ტექსტს, რომელიც ძალაუფლებაზე, ლიტერატურაზე და ხელოვანსა და ტირანიას შორის რთულ ურთიერთობაზე დაგვაფიქრებს.
მწერალი რომანში არ ცდილობს თავად საუბრის რეკონსტრუქციას, რომლის ზუსტი დეტალები დღემდე უცნობად რჩება. სამაგიეროდ, კადარე განიხილავს ამ ზარის რამდენიმე ინტერპრეტაციასა და მის შედეგებს სტალინური ეპოქის კონტექსტში. იკვლევს შიშებისა და ეჭვების იმ ატმოსფეროს, რომელიც საბჭოთა კავშირში ინტელექტუალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო; იკვლევს იმასაც, თუ როგორ შეეძლო პოლიტიკურ ძალაუფლებას, შემოქმედებითი ხელოვნების სფეროში შეჭრილიყო.
„დიქტატორის ზარი“ დახვეწილი და ღრმა ნაწარმოებია, რომელიც აზრის თავისუფალი გამოხატვისა და რეპრესიულ სახელმწიფოში ხელოვანთა როლის მარადიულ კითხვებს ეხმიანება.
ჩიკი გაქცევა ბერლინიდან
12,90 ₾ერთი მოპარული მანქანა, ორი „უვარგისი“ ბიჭი და გზა, რომელსაც, სინამდვილეში, არც დასაწყისი აქვს, არც დასასრული…
ვოლფგანგ ჰერნდორფის რომანი „ჩიკი“ ოჯახის, სკოლისა და საზოგადოებისგან გარიყული ორი მოზარდის შესახებ მოგვითხრობს. მაიკ კლინგენბერგს სკოლაში ვერავინ ამჩნევს. არც მაგარია, არც პოპულარული. უბრალოდ – არის, სანამ ზაფხულის არდადეგების პირველ დღეს მის სახლს მოპარული თუ ნათხოვარი „ლადით“ ჩიკი, უცნაური და თავნება თანაკლასელი, არ მოადგება და ერთმანეთისთვის თითქმის უცხო ბიჭები გზას არ დაადგებიან. არც ზუსტი გეგმა აქვთ, არც რუკა, არც ნებართვა და არც მიზანი. მიდიან და გზად მხოლოდ უცხო ადგილებს, უცხო გზებსა და უცხო ადამიანებს კი არა, უპირველესად, საკუთარ თავს ეცნობიან.
„ჩიკი“ იმ ჩარჩოების გარღვევის ამბავია, რომლებშიც ცხოვრება გვამწყვდევს. ეს არის ისტორია იმაზე, რომ მეგობარი შეიძლება იპოვო იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად ელი, და იმაზეც, რომ გზა ცხოვრების საუკეთესო მასწავლებელია.
რელიგია მოკლე ისტორია
16,90 ₾თავის წიგნში „რელიგია – მოკლე ისტორია“ რიჩარდ ჰოლოუეი გვთავაზობს ცივილიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საინტერესო ფენომენის – რელიგიის მოკლე, გონივრულ და ობიექტურ მიმოხილვას.
ავტორი ახლებურად აანალიზებს მსოფლიოს უმთავრესი რელიგიების (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი, ბუდიზმი, ჰინდუიზმი და სხვ.) განვითარების ისტორიას, მათ იდეებსა და გავლენას კულტურაზე, პოლიტიკასა და საზოგადოებაზე.
ის რელიგიას განიხილავს როგორც სოციალურ-სიმბოლურ ინსტრუმენტს, რომელიც ადამიანებს შიშთან, მარტოობასთან და გაურკვევლობასთან გამკლავებაში ეხმარება.
მიუხედავად თემის სირთულისა, ნაშრომის თხრობის სტილი გამოირჩევა სიმარტივით, ლაკონიურობითა და მოქნილობით. ავტორი, მიუხედავად იმისა, რომ თავად წლების განმავლობაში შოტლანდიური ეკლესიის მსახური იყო, გვერდს არ უვლის რელიგიის ბნელ მხარეებს — ძალადობას, დოგმატიზმს, დევნას, თუმცა არც მის ჰუმანურ ასპექტებს ტოვებს უყურადღებოდ.
სერია „მოკლე ისტორიები“ განკუთვნილია უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის ან, უბრალოდ, ცნობისმოყვარე მკითხველებისთვის, რომელთაც სურთ, ამა თუ იმ საკითხში გაიღრმავონ ცოდნა.
თეთრი მაგნოლია
14,95 ₾“აფხაზეთის ერთ პატარა, საიდუმლოებებით სავსე ქალაქში მხოლოდ მკვდარს შეუძლია, სიმართლე ხმამაღლა თქვას. ზღვის პირას, მაგნოლიების ასწლოვან პარკში, სწორედ მაშინ, როცა იქაურობა ბედნიერი ტურისტებით უნდა გაივსოს, საზარელი მკვლელობა ხდება. მსხვერპლი უცხო ახალგაზრდა ქალია, რომელსაც ადგილობრივებიდან მხოლოდ ერთი მდიდარი ოჯახი იცნობს. წარსული არასოდეს არ კვდება ჩუმად, ადრე თუ გვიან, ახმაურდება და ადამიანებს გაუგონარი სისასტიკისკენ უბიძგებს. ვინ არის ნამდვილი დამნაშავე და ვინ — ნამდვილი მსხვერპლი? თამარ ერაძე ფსიქოლოგიური თრილერის, დეტექტივისა და სასიყვარულო რომანის მოყვარულებს მომაჯადოებელ გამოცდილებას ჰპირდება. „თეთრი მაგნოლია” ტრილოგიის პირველი წიგნია.”
მარო მაყაშვილის დღიური
14,95 ₾მარო მაყაშვილის, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდა ქალის, დღიური რჩება ერთ-ერთ ყველაზე შთამაგონებელ ტექსტად, რომელშიც აღწერილია არა მხო- ლოდ 1921 წლის სამხედრო ვითარება, არამედ 16 წლის მოზარდის ცხოვრებაც. ამ წიგნში გაიცნობთ მაროს, არა მხოლოდ როგორც ეროვნულ გმირს, არამედ როგორც პირველი კურსის სტუდენტს, რომელსაც საფრანგეთში სამეურნეო საქმის სწავლა უნდა: „მე თვითონ მინდა ვიმუშაო ჩემ მიწა- წყალზედ~; გოგონას, რომელიც წითლდება, როცა უცნობ თეთრჩოხიანს გადაეყრება შემთხვევით: „კარგი სახე აქვს. ძალიანაც მინდა გავიცნო~; და მებრძოლს, ვისთვისაც სამშობლოზე ფიქრია მამოძრავებელი ძალა: „ეჰ! რა დროს პირად გრძნობებზეა ლაპარაკი. ამ დღეებში წყდება სა- ქართველოს ბედ-იღბალი… სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძო- ლებთ… რა არის უმაღლესი და ულამაზესი სამშობლოსადმი სიყვარუ- ლის გრძნობისა~. ეს გამოცემა კიდევ ერთხელ გააცოცხლებს გოგონას, რომელიც თავი- სუფლებისა და სამშობლოს სიყვარულის სიმბოლოდ იქცა; გოგონას, რომლის მთავარი იარაღიც სიმართლისა და ღირსების დაცვა იყო და რომელმაც გარდამტეხ დროს თქვა, მე იქ უნდა ვიყო, სადაც იღვრება თანამემამულეთა სისხლი და ცრემლიო.
ჰობიტი
24,95 ₾ჯ.რ.რ. ტოლკინის ჯადოსნური ზღაპარი, რომელსაც მკითხველი საოცარ სამყაროში შეჰყავს და ჰობიტის ოდისეის მეგზურად აქცევს. „ჰობიტი“ პირველად 1937 წელს გამოიცა. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი თავდაპირველად ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი, შეუდარებელმა თხრობამ და საინტერესო ფოლკლორულმა ელემენტებმა ყველა ასაკის მკითხველის გული დაიპყრო. ბილბო აბგელს, ამ მორიდებულ, მაგრამ გაბედულ ჰობიტს, ჯადოქარი გენდალფი და ცამეტი ჯუჯა ფათერაკებით სავსე მოგზაურობაში იწვევენ: დატყვევებული ტროლები, მიწისქვეშა გვირაბებში მობინადრე გობლინები, მომხიბვლელი, მაგრამ საშიში ელფები და, რა თქმა უნდა, ბნელი, უძირო მღვიმე, სადაც ჰობიტი ისეთ განძს გადააწყდება, რომელიც მთელ სამყაროს შეცვლის. „ჰობიტი“ არის მოგზაურობის, სიმამაცის, მეგობრობისა და პიროვნული ზრდის ისტორია. ეს წიგნი მკითხველს არა მხოლოდ ჯადოსნური სამყაროს კარს უღებს, არამედ აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება პატარა არსება, უბრალო, შეუმჩნეველი ცხოვრებიდან, დიად გმირად იქცეს. „ჰობიტი“ უფრო მეტია, ვიდრე უბრალო ზღაპარი. ეს არის წიგნი, რომელმაც ახალ, ტოლკინისეულ, სამყაროს დაუდო სათავე.
ჰოთორნების მემკვიდრეობა
16,95 ₾“თამაშს წესები აქვს. თამაშს გამარჯვებული ჰყავს. ჯერ კიდევ გუშინ ობოლ გოგონას ძლივს გაჰქონდა თავი, მხოლოდ სტიპენდიის მიღებასა და ახალი ცხოვრების დაწყებაზე ოცნებობდა… მაგრამ უეცრად მრავალმილიარდიანი ქონების მემკვიდრე გახდა. მაგრამ მემკვიდრეობა რომ მიიღოს, ახირებული მილიარდერის თავსატეხების ამოხსნა და თამაში უწევს… და კიდევ ბრძოლა… ამჯერად ეივერიმ უნდა გაიგოს, რატომ აირჩია მილიარდერმა სწორედ ის და რატომ იყო დარწმუნებული, რომ ეივერ გრემბსი გააერთიანებდა ჰოთორნების გახლეჩილ ოჯახს?! “
მკვდარი სახლის ჩანაწერები
16,95 ₾„მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ეფუძნება ავტორის ციმბირის კატორღაში ყოფნის გამოცდილებას და არის ლიტერატურული ძიება იმისა, თუ როგორ შეიძლება გაუმკლავდე გაუსაძლის ყოფას იმ სივრცეში, სადაც ფიზიკური თავისუფლება შეზღუდულია. ალექსანდრ პეტროვიჩ გორიანჩიკოვი ცოლის მკვლელობისთვის ციმბირის სასჯელაღსრულებით ბანაკში, „მკვდარ სახლში“ იგზავნება. პატიმრები, რომელთაც გორიანჩიკოვი ხვდება, ინარჩუნებენ იმედს გარემოში, სადაც ყოველი დღე ერთია; გამოხატავენ თანაგრძნობას მაშინ, როცა თავად ყველაზე მეტად იტანჯებიან, და განიცდიან ღრმა სინანულსა და თვითგვემას წარსულში სასტიკი დანაშაულების ჩადენის გამო. დოსტოევსკი აღწერს ციხის რეალობას, იქაურ მონოტონურობასა და „უსარგებლო შრომას“… „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ არის მცდელობა გახსენებისა და გააზრების — როგორ შეიძლება ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტყვეობაში მყოფმა იპოვო შინაგანი თავისუფლების ფორმა. “
ქალები
18,00 ₾” ქალებიც შეიძლება გმირები იყვნენ! ფრენკისთვის ეს სიტყვები აღმოჩენა იყო. ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი გოგონას სამყარო 1965 წელს შეიცვალა, როცა ამერიკა-ვიეტნამის ომი დაიწყო და მისი საყვარელი ძმა ბრძოლის ველზე დაეცა. მას ახლა სულ სხვა მომავალი ელოდა – ომში მედდად წასვლა, ყოველდღე სიკვდილის პირისპირ დგომა და ათასობით დასახიჩრებული თანამემამულე ჯარისკაცების თუ ნაპალმით დამწვარი უდანაშუალო ვიეტნამელი ხალხის გადარჩენა. იქ ყოველი დღე სიკვდილ-სიცოცხლის ჭიდილი იყო, იქ მეგობრობას დიდი ფასი ჰქონდა. ეს არის ამბავი ქალისა, რომელმაც ომის საშინელებანი ნახა, გამოცადა საყვარელი ადამიანის ღალატი, ალკოჰოლისა და ფსიქოთროპული აბების დამანგრეველი ზემოქმედება და სამშობლოსთვის გაღებული მისი მსხვერპლის უარყოფა, მაგრამ ყველაფერი გადალახა. “
გრძნობათა აღზრდა
16,95 ₾„გრძნობათა აღზრდა“ გვიყვება ახალგაზრდა ინტელექტუალის ფრედერიკ მოროს შესახებ, რომელიც ცდილობს თავი დაიმკვიდროს საზოგადოებაში, იპოვოს ჭეშმარიტი სიყვარული და იცხოვროს იმ იდეალების გათვალისწინებით, რომლებიც წიგნებმა შეუქმნა. პარიზში მოგზაურობისას, მდინარე სენაზე, ფრედერიკი ხვდება თავისი თაყვანისცემის ობიექტს — მადამ არნუს. დაოჯახებული ქალის მიმართ გაჩენილი გრძნობა იდეალიზებულია ისევე, როგორც ფუჭი ოცნებებით ნასაზრდოები ფრედერიკის მსოფლაღქმა. თუმცა, საგულისხმოა, რომ ნაწარმოებში სიყვარული არაა გადამრჩენი ძალა, არც რევოლუციაა გარდამტეხი მოვლენა და არც გმირია „გმირი“. მწერალი განზრახ არღვევს პერსონაჟების განვითარების სქემას და გვიჩვენებს პიროვნული ზრდის იმ გეგმას, რომელიც არალინეალურია. ფლობერის სამწერლო ოსტატობის წყალობით კი, მე-19 საუკუნეში მცხოვრები ადამიანის კრიზისი 21-ე საუკუნეშიც ნაცნობი და გასაგებია. რომანტიკული ილუზიების დეკონსტრუქცია და ნაწარმოების დახვეწილი სტილი ქმნის ისეთი ლიტერატურული ტექსტის მოდელს, რომელიც არა მხოლოდ ეპოქის ანარეკლია, არამედ მკითხველის ემოციური ზრდის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაც. “
კაცი მოთამაშე
31,00 ₾გამოჩენილი ჰოლანდიელი ისტორიკოსის იოჰან ჰაიზინგას ეს წიგნი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანია მსოფლიო კულტუროლოგიაში.
ის კულტურის რაობას უაღრესად ორიგინალური კუთხით დაგვანახებს. ავტორი ახერხებს, მწყობრი და თანმიმდევრული ხედვა შეუხამოს ნათელ და გასაგებ სტილს, რაც წიგნს სახალისო საკითხავს ხდის. მკითხველი არამარტო ახლებურად დაინახავს კულტურის არსს, არამედ უამრავ მნიშვნელოვანს და საინტერესოს გაიგებს მსოფლიოს სხვადასხვა ხალხის წესსა და ტრადიციებზე.
ეს წიგნი უკვე მესამე ქართული გამოცემაა; თარგმანი გასწორდა და გამდიდრდა ახალი კომენტარებით.
პოლიტიკურად ცხოვრების შეძლება
16,60 ₾წინამდებარე ნაშრომი კონკრეტული ფილოსოფოსის თქმის გაგრძელების მცდელობით იწერებოდა; მცდელობა, რომელიც, როგორც შედეგმა აჩვენა, მცდელობისავე საზღვრებში დარჩა. ნაშრომი 2021 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად წარვადგინე.
მას აქეთ მოყოლებული არასდროს მიფიქრია მისი გამოქვეყნება; ბოლოში გასულს მთელი სისრულით ამიმხედველდა მოუაზრებლად დარჩენილის მთქმელი სიჭარბე მცდელობის შიგნით მოაზრებულზე. მაგრამ დროში ყოფნის თავისებურებება თანდათანობით იმასაც გვახვედრებს, რომ მოაზრებულს და უფრო ხშირად, მოაზრებულის უკიდურეს პირობითობას, წინ ყოველთვის მოუაზრებლად დარჩენილის ამოუწურაობა უსწრებს; ამ მიხვედრას ეკუთვნის ჩემი გადაწყვეტილება, რომ წარმოდგენილმა ტექსტმა დღის შუქი იხილოს.
ნაცადის მხოლოდ წერტილის შემდგომ გაშლილი სფერო ახლა ფილოსოფიის გულისხმიერებით თქმის აუცილებლობითაა; გულისხმიერება, რომელიც დასაბამიერი ფიქრის უდრტვინველ გულთან (ἀτρεμὲς ἧτορ) მიბრუნებით შესაძლებლობს. ხანდახან ხდება ისეც, რომ მცდელობას მოყოლებული უშედეგობები მოულოდნელად ყველაზე აუცილებელს გვიაშკარავებენ. – ავტორი.
დამალული განძი – გზამკვლევი ბავშვის შინაგან სამყაროში
34,95 ₾„დამალული განძი” ვაიოლეტ ოკლანდერის კიდევ ერთი საჩუქარია იმ თერაპევტებისთვის, რომლებიც ბავშვებთან, მოზარდებთან და ოჯახებთან მუშაობენ. ისევე როგორც წიგნში „ფანჯრები ჩვენი ბავშვებისკენ”, ვაიოლეტი აქაც უამრავი ამბის საშუალებით, თეორიისა და გამოცდილების თანაბარი აღწერით გვახედებს თავის მუშაობაში. ეს წიგნი თვალნათლივ წარმოგვიდგენს, როგორ გამოვიყენოთ გეშტალტ-თერაპიის პრინციპები ბავშვების ცხოვრების შესაცვლელად. კარენ ფრაიდი, ფსიქოლოგიის დოქტორი, ლოს ანჯელესი, კალიფორნია.
თანამგრძნობი
29,90 ₾„თანამგრძნობი“ ვიეტნამელ-ამერიკელი პროფესორისა და მწერლის, ვიეტ თჰან ნგუიენის სადებიუტო რომანია, რომელიც 2016 წელს პულიცერის პრემიისა და სხვა არაერთი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელი გახდა. ავტორი 4 წლის იყო, როცა 1975 წელს თავის ოჯახთან ერთად ვიეტნამისა და მშობლიური ქალაქის, ბონ-მე-თხუოტის დატოვება მოუწია და ამერიკაში, ლტოლვილთა ბანაკში აღმოჩნდა.
წიგნის პირველ გვერდებზე აღწერილი ამბებიც 1975 წელს იწყება. ჩრდილოეთ ვიეტნამის არმიამ სამხრეთ ვიეტნამის დედაქალაქი საიგონი აიღო. ქალაქი ქაოსმა, შიშმა და სასოწარკვეთამ მოიცვა. მცხოვრებლები აშშ-ს საელჩოს შენობას თავშესაფრის მიღების იმედით მიაწყდნენ. მთხრობელი პირველ პირში, დაუფარავად, ყოველგვარი შესავლის გარეშე გვეპატიჟება თავის წინააღმდეგობებით აღსავსე შინაგან სამყაროში: როგორია, იყო ჯაშუში, ჩანერგილი პასიური აგენტი, ორსახოვანი კაცი, ორი გონების პატრონი; როგორია, მუდმივად იხლიჩებოდე პოლიტიკურ შეხედულებებსა და პირად გრძნობებს შორის.
ნგუიენის სამწერლო ენა ჩანერგილი ჯაშუშის ცხოვრებასავით მძაფრია, უწყვეტად მიედინება; გაიძულებს, არ მოდუნდე, ფხიზლად გეჭიროს თვალი, შეინარჩუნო კრიტიკული აზროვნების უნარი, მაგრამ, ამავდროულად, არ დაკარგო უმთავრესი – თანაგრძნობის განცდა, რადგან მთხრობელის წინააღმდეგობრივი ცხოვრება ანარეკლია მისივე ორ ნაწილად გაყოფილი და ერთმანეთთან დაპირისპირებული სამშობლოსი და ხალხისა, რომელიც, თავის მხრივ, გარესამყაროს მიერ თავსმოხვეული პოლარიზაციის მსხვერპლია.
უკანონოდ შობილთა ნიშნით
17,90 ₾რომანში მოქმედება ვითარდება გამოგონილ სახელმწიფოში, რომელიც აერთიანებს მეოცე საუკუნის ევროპული ქვეყნების დიქტატურის, კერძოდ, ჰიტლერის დროინდელი გერმანიის, აგრეთვე საბჭოთა რეჟიმის ნიშნებს. სახელმწიფო იდეოლოგია – ეგრეთ წოდებული ეკვილიზმი – ამკვიდრებს ადამიანების იდენტობას, გამორიცხავს ერთი კონკრეტული პიროვნების განსხვავებას მეორისგან და ერთგვაროვან მასად აღიქვამს ხალხს. ეს არის სახელმწიფო, რომლის სათავეშია დიქტატორი პადუკი. რომანის მთავარი პერსონაჟი, სახელგანთქმული ფილოსოფოსი ადამ კრუგი, პადუკის თანაკლასელი იყო და ბავშვობაში დასცინოდა მას – გომბეშოს ეძახდა. და ახლა, როცა პადუკი დიქტატორი გახდა, ის ეძებს ბერკეტს, რათა გავლენიანი პროფესორი კრუგი სახელმწიფო იდეოლოგიის სამსახურში ჩააყენოს.
საინტერესოა, რომ რომანის დასაწყისში კრუგი მომაკვდავ ცოლთან საუბარში ამბობს, პოლიტიკა არ მაინტერესებსო. თუმცა, ეს ფაქტი არც დიქტატორისთვის და არც სახელმწიფო იდეოლოგიისთვის მის მიმართ გამოყენებული რეპრესიის მუხრუჭად ვერ იქცევა. ჯერ კრუგის ახლო გარემოცვას აპატიმრებენ, მერე კი – თვითონ მასაც.
წრიპა ბიჭის დღიური ტვინის გაუნძრევლად (18)
11,90 ₾გრეგ ჰეფლის არასდროს ეხალისებოდა სკოლაში სიარული. ამიტომაც არ ადარდებს დიდად, ქალაქის მერია სკოლის დახურვას რომ გადაწყვეტს.
თუმცა მალე იგებს, რომ მასა და მის საუკეთესო მეგობარს, როული ჯეფერსონს სხვადასხვა სკოლაში გაანაწილებენ. შეძლებენ გრეგი და მისი მეგობრები სკოლა სამუდამო დახურვისგან გადაარჩინონ?
თუ ეს გრეგის ცხოვრებაში საერთოდ ახალი თავის დასაწყისია?
წერილი ოქროსფერი მარკით
12,90 ₾ათი წლის ოდრი ავადმყოფ დედასა და უმცროს და-ძმაზე ზრდასრულივით ზრუნავს. გოგონა დედის ავადმყოფობის ამბავს ყველას საგულდაგულოდ უმალავს, მოსაც კი – გულკეთილ ფოსტალიონს, რომელიც პატარა კოლექციონერს ყოველ მისვლაზე ნაირ-ნაირი მარკებით ასაჩუქრებს.
ყველაფერი იცვლება, როდესაც ქუჩის გადაღმა იდუმალი მეზობელი გადმოდის, ოქროსფერმარკიანი წერილის აღმოჩენა კი ოდრის მამის მოძებნისკენ უბიძგებს და ხიფათით სავსე თავგადასავალში ამოაყოფინებს თავს.
პატარა გოგოს გულწრფელი მონათხრობი ფაქიზად ააშკარავებს იმ სირთულეებს, ტკივილებსა და პასუხისმგებლობებს, რომლებსაც სხვებზე მზრუნველი ბავშვები აწყდებიან. წიგნი ფარულ გმირებზე გვიყვება და სიყვარულის, მეგობრობის, გამბედაობისა და თანადგომის ძალას შეგვახსენებს.
დეტექტივობანა ამოხსენი თავსატეხები, გამოიძიე დანაშაული
8,90 ₾ყურადღება, ყურადღება!
ცნობილი დეტექტივი დამხმარეს ეძებს, რომელიც მასთან ერთად დანაშაულებს გამოიძიებს. თავსატეხების ამოხსნა თუ გეხერხება, მაშინ საუკეთესო კანდიდატი ხარ! შენ ნამდვილად შეძლებ დეტექტივის დახმარებას და 60 საიდუმლო დანაშაულის გამოძიებას.
აბა, მზად ხარ იპოვო დამნაშავეები?
მოიმარჯვე ფანქარი, წინ უამრავი გამოსაძიებელი საქმე გელოდება!
1Q84
44,90 ₾თანამედროვე იაპონელი მწერლის, ჰარუკი მურაკამის სამნაწილიანი რომანი „1Q84“ 2009-2010 წლებში გამოვიდა იაპონურ ენაზე და მაშინვე მსოფლიო სენსაციად იქცა: სასიყვარულო თავგადასავლის, მისტიკის, ფენტეზის უცნაური ნაზავი, ასევე უცნაურად დაკავშირებული ჯორჯ ორუელის „1984“-თან, გამოსვლიდან ერთ თვეში მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა და მსოფლიო აღიარება მოიპოვა.
ქალაქი ტოკიო, 1984 წელი…
ნაწარმოების მთავარი პერსონაჟები, ახალგაზრდა მწერალი-რედაქტორი ტენგო კავანა და სპორტული ინსტრუქტორი აომამე, 1984-დან 1Q84-ში მოხვდებიან – დროში, სადაც ორუელისეული „დიდი ძმა“ ყოველთვის ახერხებს თვალთვალს და თავისი „გრძელი ხელებით“ ყველგან სწვდება…
როგორ განვითარდება მოვლენები, შეძლებენ თუ არა პერსონაჟები შიშითა და ხიფათით სავსე სამყაროდან თავის დაღწევას, ამას მკითხველი ტრილოგიის ბოლოს შეიტყობს.
დანიელ ფიფია – ბულათია
14,95 ₾ეს წიგნი გია ხარჩილავას ხსოვნას ეძღვნება. ისიც, როგორც დანიელ ფიფია, იყო წალენჯიხიდან და მთელი თავისი საქმიანობით რუსულ ტოტალიტარიზმს ებრძოდა. მან ერთადერთმა გაიმარჯვა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, იყო არჩეული მერი და ერთადერთ ოპოზიციურ მუნიციპალიტეტში შექმნა უნიკალური, სამოდელო კოალიციური თვითმმართველობა, სადაც პრიორიტეტად განათლება შეირჩა. ეს გამარჯვება ისტორიაში შევა, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით მრავალპარტიული მმართველობის მოდელი.
ეფუთიში გოშინა
19,95 ₾გიორგი სიჭინავა (1942-2025) გახლავთ მეგრულენოვანი მწერლობის ყველაზე თანამედროვე და ყველაზე გამორჩეული, სიცოცხლეშივე კლასიკოსად ქცეული წარმომადგენელი. თუკი ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ სასიცოცხლო პრობლემების წინაშე მდგარ მეგრულ ენას შეეხიდა და ახალი სული ჩაბერა, ეს სწორედ სიჭინავაა.
გიორგი სიჭინავა დაიბადა ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში. ახალგაზრდობაშივე ის აფხაზეთში გადასახლდა, სადაც საკმაოდ აქტიურ სამწერლო და ჟურნალისტურ ცხოვრებას ეწეოდა. გახლდათ ჟურნალ „რიწას“ რედაქტორი, არაერთი მოთხრობისა და ესსეს ავტორი. აფხაზეთის კონფლიქტის შემდგომ მწერალი თბილისში სახლდება და აქ აგრძელებს ლიტერატურულ მოღვაწეობას, გამოსცემს გაზეთ „აღდგომას“. აქვე, სიჭინავა აარსებს ჟურნალ „აია“-ს, რომელიც ხდება მეგრულენოვანი ავტორების მთავარი პლაცდარმი, ჟურნალიდან ვეცნობით როგორც ფოლკლორულ, ასევე მხატვრულ მარგალიტებს. აღსანიშნავია, რომ გიორგი სიჭინავას სახელს უკავშირდება 1924 წელს ბოლშევიკების მიერ დახვრეტილი პოეტის, დანიელ ფიფიას გაცნობა საზოგადოებისთვის და მისი აქამდე უცნობი შედევრების: პოემებისა და მოთხრობების გამოქვეყნება. ამავე პერიოდში ის გამოსცემს „ნანაში ნინა“-ს, ე.წ. დედაენას მეგრელი ბავშებისთვის, იბეჭდება მისი ლექსების არაერთი კრებული. XXI საუკუნის გარიჟრაჟზე, 2000 წელს გიორგი სიჭინავას რედაქტორობით გამოდის პირველი სრულად მეგრულენოვანი ლიტერატურული ჟურნალი „ირიათონი“. მწერლის კალამს ეკუთვნის ტრილოგია „უტუ მიქა“, რომელიც სამეგრელოს აჯანყების საინტერესო და აქამდე უცნობ დეტალებს აცნობს მკითხველს.
წინამდებარე კრებული გახლავთ მცდელობა მკითხველისთვის გიორგი სიჭინავას მეგრულენოვანი მემკვიდრეობის სრული მოცულობით გაცნობისა. წიგნში შესულია ავტორის პროზა და პოეზია სრულად, ასევე აფორიზმები და „ვაღურიაშ დჷნაჩინა“ (ვაღურიას დანაბარები), ნაწყვეტი „უტუ მიქა“-დან, სადაც ტრილოგიის ერთ-ერთი საკვანძო გმირის, ვაღურია ქარდას ფილოსოფიური ნააზრევებია გადმოცემული.
ამერიკული კომფორტ ფუდი
39,95 ₾რომელი საჭმელი ასოცირდება თქვენთვის ამერიკულ კულინარიასთან? ჩემთვის ეს უპირობოდ ბურგერია. ამით გავიცანი ეს ქვეყანა ჯერ კიდევ საქართველოში მცხოვრებმა. ამერიკელები ყველაზე ხსირად სწორედ ბურგერებს მიირთმევენ. როგორ ამზადებენე, ეგსხვა ამბავია და ამაზე დეტალურად წიგნში წაიკითხავთ. ასევე აღმოაჩენთ სხვა კერძებს, რასაც აქაურები ყოველდღიურად ან დღესასწაულებზე მიირთმევენ,ისტორიებს, თუ როგორც შემოვიდა და საფუძვლიანად დამკვიდრდა ეს კერძები რაციონში. ზოგი კერძო ოდნავ გადახალისებული და გამარტივებულია.