2025
წერილები
20,00 ₾,,ლევანი ღრმად მორწმუნე ადამიანია; მისი მსოფლხედველობა, ერისა და კაცობრიობის ისტორიის ხედვა, განმსჭვალულია მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ბიბლიური კონცეფციით. ამიტომ ის ვერ ხედავს ერის გადარჩენის სხვა გზას, გარდა ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებების დაცვისა და ხელახლა დამკვიდრებისა.
სწორედ ესაა მისი პოეზიის, პუბლიცისტიკის, ეპისტოლარული ჟანრის ნაწარმოებების, დღიურების, მისი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწეობის გამჭოლი ხაზი.
მსოფლიოსა და საქართველოში ნორმად დამკვიდრებული ყალბი პოლიტკორექტულობა, რომლის უკან სულიერი სიცარიელე, აგრესიული ათეიზმი და ჰედონიზმი იმალება, სპობს და ანადგურებს ადამიანის სულიერი განვითარების, მისი განღმრთობის შესაძლებლობას.” – სოსო მანჯავიძე
ფსიქოტროპი
15,00 ₾“დრამატურგიით დაინტერესება ჩემმა მეგობრებმა განაპირობეს. დიდი ხნის წინ, ამ საქმეში
გამოუცდელს სრული ნდობა გამომიცხადეს და პიესის დაწერა მთხოვეს. წერის და ფიქრის
პროცესშიც ჩემს გვერდით იყვნენ და ის შიშიც გადამალახინეს, რაც საერთოდ, პირველად
მომხდარ ამბებს ახლავს. ასე დაიბადა „ბამბაზიის სამოთხე“ და ჩემი მეგობრები კი –
რეჟისორი გიორგი სიხარულიძე და რეჟისორი (და იმ დროს მსახიობიც) იოანე ხუციშვილი,
თეატრის ჯადოსნურ და ურთულეს სამყაროში ჩემს მუდმივ მეგზურებად იქცნენ. ამ კრებულში
შესული პიესების უმრავლესობა სწორედ სხვადასხვა თეატრის დაკვეთითაა დაწერილი,
შესაბამისად, ისინი დაიდგა კიდეც სცენაზე. ამ მხრივ განსაკუთრებით ნაყოფიერი გიორგი
სიხარულიძესთან ურთიერთობა აღმოჩნდა – ჩვენ თითქმის ათ სპექტაკლზე ვიმუშავეთ და
ერთად გავიარეთ ის ძნელი და საინტერესო გზა, რაც პირველი რემარკიდან იწყება და
ფიცარნაგის ზღურბლთან მთავრდება. ეს იყო (და არის) დიდი თანამოაზრეობის,
თავისუფლების და საერთო იდეალების მიმართ ერთგულების ვნებით დამუხტული
შემოქმედებითი დრო, რის გამოც მუდმივად მადლიერი ვიქნები ღვთისაც და ამ
ადამიანებისაც.- ნინია სადღობელაშვილი
ბახტრიონი დახატული ლეგენდა
25,00 ₾ვაჟა-ფშაველას პოემის “ბახტრიონი” მიხედვით შექმნილი ილუსტრირებული პოემა. “ბახტრიონის” წინამდებარე ტექსტი ემყარება 1956 წლის გამოცემას. ილუსტრაციების ავტორი – ჟუჟა ქემოკლიძე
ფრანგი ქალები არსუქდებიან
50,00 ₾მირეი გილიანო ნამდვილი ფრანგი ქალია, რომელიც მსოფლიოს უმხელს ცნობილ პარადოქსს: რატომ რჩებიან მისი თანამემამულენი ყველის, და არა ვარჯიშისა და დიეტების მოყვარულები, სიბერემდე კი – გამხდრები და ენერგიულები.
იგი პარიზში „ვევ კლიკოს“ შამპანურის სახლის პრეს-ატაშეობიდან ამ კორპორაციის ამერიკული ფილიალის პრეზიდენტობამდე დაწინაურდა. და, უნდა ითქვას, რომ მისი ასაკის გათვალისწინებით, შესანიშნავ ფორმაშია.
თუმცა ეს ყოველთვის ასე როდი იყო. ახალგაზრდობაში მან ერთი წელი შეერთებულ შტატებში გაატარა, მიეძალა სწრაფ კვებას და სამშობლოში ისეთ არასასიამოვნო ფორმაში დაბრუნდა, რომ მამამისმა შეხვედრისას კარტოფილის ტომარა უწოდა. სორბონაში შემდგომმა სწავლამ, უფრო სწორად, უნივერსიტეტისკენ მიმავალ გზაზე საკონდიტროებმა კვლავ შეუშალა მას ხელი ძველი ფიგურის დაბრუნებაში. შემდეგ მირეის დაეხმარა ექიმი მაიერი (რომელსაც ექიმ-სასწაულს უწოდებს). მან შესთავაზა წონის დაკლების პროგრამა, რომლის წყალობითაც დაუბრუნდა თავის ადრინდელ წონას და ფიგურას. გილიანო ამ წესებს მუდმივად იცავს. მან ცხოვრების მანძილზე დააგროვა საკუთარი საიდუმლოებები და ხრიკები (როგორც თვითონ უწოდებს), პირადი დაკვირვებები ფრანგი ქალების ყოფა-ცხოვრების თაობაზე და გაუზიარა მსოფლიოს თავის წიგნში „ფრანგი ქალები არ სუქდებიან“. მსოფლიო მასშტაბით წიგნის სამი მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.
წიგნში მარტივი ტექნიკისა და დახვეწილი, იოლი რეცეპტების გამოყენებით შეგიძლიათ სამუდამოდ მოიცილოთ ზედმეტი წონა ცხოვრების სიხარულისა და გასტრონომიული სიამოვნებების შეწირვის გარეშე…
სტრესის დაძლევის 5 ნაბიჯი
50,00 ₾ადიტი ნერურკარი გახლავთ ექიმი, ტელეჟურნალისტი და სპიკერი. განათლება მიღებული აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტში. მან სტრესისა და გადაწვის მართვის კლინიკური მიდგომა შექმნა მას შემდეგ, რაც საკუთარ კვლევაში გასაოცარი აღმოჩენა გააკეთა: მიუხედავად იმისა, რომ სტრესი ექიმთან ვიზიტების თითქმის 80%-ში მონაწილეობს, ექიმების მხოლოდ 3% გვთავაზობს სტრესის მართვას. დოქტორ ნერურკარის ნაშრომი ამ ხარვეზს ავსებს.
თავისი ოცწლიანი კლინიკური გამოცდილების საფუძველზე, პაციენტებში სტრესის დონის ცვალებადობაზე დაკვირვების შედეგად დოქტორმა ნერურკარმა შექმნა მიდგომა, რომელიც სამეცნიერო თვალსაზრისით, დასაბუთებული, ეფექტური, პრაქტიკული და შეუფასებელია.
სტრესისა და გადაღლისადმი დოქტორ ნერურკარის მიერ გადამუშავებული მიდგომა ახლა უკვე ხელმისაწვდომია მის წიგნში „სტრესის დაძლევის 5 ნაბიჯი“. წიგნი ხაზს უსვამს მის ხუთ მცირე, მაგრამ ძლიერ ცვლილებას აზროვნებისა და თხუთმეტ სტრატეგიას მათთვის, ვისაც სტრესისა და გადაწვის სამუდამოდ დაძლევა სურს.
ტრაქტატი ტოლერანტობის შესახებ
25,00 ₾…გაუგებარია, როგორ შეიძლება ერთმა მეორეს უთხრას: „ირწმუნე ის, რისიც მწამს, და რაც არ შეგიძლია, რომ ირწმუნო, თორემ მოკვდები… „ირწმუნე, თორემ მოგიძულებ; ირწმუნე, თორემ ყველანაირად გავნებ, როგორც შემეძლება; ურჩხულო, ჩემი რელიგიისა არა გწამს, მაშასადამე, რელიგია არ გაგაჩნია: ღირსი ხარ საშინლად მოგეპყრან სამეზობლოში, ქალაქში, პროვინციაში.“
ამგვარი საქციელი რომ ადამიანური სამართლიდან მომდინარეობდეს, მაშინ იაპონელი ჩინელს უნდა მტრობდეს, ჩინელი სიამელს ვერ იტანდეს; სიამელი დევნიდეს განგელს, ეს უკანასკნელი კი თავს ესხმოდეს ინდოელს; მონღოლი პირველსავე შემხვედრ მალაბარელს მკერდიდან გულს აგლეჯდეს, მალაბარელი სპარსელს ყელს ჭრიდეს, სპარსელი თურქს აღუვლენდეს წირვას: ხოლო ყველანი ერთად მუსრს ავლებდნენ ქრისტიანებს, რომლებიც მათ გარეშეც დიდი ხანია ერთმანეთს ჟლეტენ.
დიდი უცხოელი
25,00 ₾„ვფიქრობ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებითად, დღეს ჩვენ აღარ გვჯერა პოლიტიკური თავისუფლების, და ოცნება, ყბადაღებული ოცნება ბორკილახსნილ ადამიანზე დღეს უკვე სასაცილოდ იქცა. მრავალ ქიმერას შორის, რა დაგვრჩა ჩვენ? რამდენიმე სიტყვის ნაცარი. და ჩვენს შესაძლებლობას, ჩვენს დღევანდელ შესაძლებლობას, უკვე აღარ ვანდობთ არც საგნებს, არც ადამიანებს, არც ისტორიას, არც ინსტიტუციებს, ჩვენ მას ნიშნებს ვანდობთ.
სამყაროში, სადაც ღმერთი საბოლოოდ მკვდარია და სადაც იციან, მიუხედავად დაპირებებისა, მარჯვნიდან იქნება თუ მარცხნიდან, რომ ვეღარ იქნებიან ბედნიერები, ენა იქცევა ჩვენს ერთადერთ რესურსად, ერთადერთ წყაროდ. ჩვენი მეხსიერების ორმოში, და ჩვენს ყოველ სიტყვაში, ყოველ სიტყვაში, რომელიც ჩვენს თავში დაჭენაობს, გიჟად ყოფნის დიდებული თავისუფლება გვიბრუნდება. და შესაძლოა ამიტომაცაა, რომ ჩვენს ცივილიზაციაში შეშლილობის გამოცდილება გამორჩეულად მწარეა და გარკვეულწილად, ჩვენი ლიტერატურის საზღვარსაც წარმოადგენს, რომლის მიღმაც უღრანი ტყეა.
ტყუილია, რომ ენა საგნებს მიემართება იმისთვის, რათა ისინი თარგმნოს; საგნები, პირიქით, ენაში შეცულან და შეხვეულან ჩაძირული განძივით, ჩუმად, ზღვის დიად გრგვინვაში. სიტყვები, მათი შემთხვევითი შეხვედრა, მათი არევა, მათი პროტოპლაზმური ტრანსფორმაციები სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ერთდროულად ნამდვილი და ფანტასტიკური სამყარო იშვას, ჩვენს ბავშვობაზე ბევრად ძველი…“
მიშელ ფუკო