2025
კომუნისტების მიერ აკრძალული საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის დამდეგამდე
36,60 ₾ამ წიგნით 1943-1956 წლებში საქართველოს საშუალო სკოლების უფროს კლასებში ისწავლებოდა საქართველოს ისტორია.
1956 წელს წიგნი ამოიღეს სასწავლო პროგრამიდან და კრემლის ბრძანებით ,,დაატუსაღეს”.
1956 წლიდან წიგნს არ ენახა დღის სინათლე.
და დღეს ის გვიბრუნდება. გვიბრუნდება პირვანდელი სახით. დღევანდელი გადმოსახედიდან ცოტა ძველმოდურად ნაწერი, ცოტა ხარკმოხდილი, მაგრამ ალალი, მართალი, საქართველოს სიყვარულით და სიამაყით გასხივოსნებული
ვარსკვლავქვეშეთში
20,00 ₾ერეკლე ბეჟუაშვილის ლექსების, მოთხრობების, მინიატურების, ჰაიკუების, პროზაული ტანკების და ჩანაწერების კრებული. ერეკლე ბეჟუაშვილი 2010 წლის 12 ივლისს დაიბადა ქალაქ თელავში. არის რამდენიმე რომანისა და ასობით ლექსის ავტორი. მისი სადებიუტო, სათავგადასავლო წიგნი, “ტიბეტური საგანძური”, ბესტსელერად დასახელდა.
BTS: კეი-პოპის კერპი
29,00 ₾სამხრეთკორეული პოპჯგუფი, რომლის დიდება კორეის საზღვრებს გასცდა და თანდათანობით მთელი მსოფლიო დაიპყრო, ფენომენალურ მოვლენად მიიჩნევა მუსიკალურ ინდუსტრიაში. BTS არა მხოლოდ კეი-პოპის კერპია მგზნებარე და განსაკუთრებულად ერთგული ფანკლუბებით, არამედ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი კორეული მუსიკალური ჯგუფი, რომელმაც მილიონობით ადამიანის გულებში შეაღწია.
ედრიენ ბესლის ეს ბიოგრაფიული წიგნი BTS-ის თავბრუდამხვევ გზაზე მოგვითხრობს – გზაზე, რომელიც ჯგუფის შვიდმა წევრმა გაიარა პრაქტიკანტებიდან მსოფლიო ვარსკვლავობამდე; კორეული გასართობი შოუებიდან მსოფლიოს უდიდეს არენებამდე. აქ წაიკითხავთ, როგორ მოახერხა სამხრეთკორეულმა პოპჯგუფმა მსოფლიოს დაპყრობა და რამ განაპირობა მისი თავბრუდამხვევი წარმატება.
გარიგება, შეხვედრა
24,95 ₾გელა ჩქვანავას ახალი წიგნი მის ორ მცირე რომანს, „გარიგებასა“ და „შეხვედრას“ აერთიანებს.
„გარიგება“ შუახნის მარტოხელა ქალის, მედეას, ამბავს გვიყვება, რომელიც ზღვისპირა ქალაქში გადაწყვეტს დასვენებას და იქ გატარებული დღეები მისთვის ერთი მხრივ წარსულთან დაბრუნების, მეორე მხრივ კი განუხორციელებელი სურვილებისა და ახალი გადაწყვეტილებების სივრცედ იქცევა. ტექსტი სავსეა მსუბუქი სევდით, ირონიითა და ცხოვრების უბრალო, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალებით.
სხვისი კლასი
19,95 ₾ბავშვობის მეგობრები წლების მერე, დაკრძალვაზე კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს, რათა
უკანასკნელ გზაზე გააცილონ კლასელი, რომელიც ქმარმა მოკლა. დაკრძალვიდან
წამოსვლის შემდეგ ქალები თავიანთ სკოლაში შედიან, საკლასო ოთახში მერხებთან
სხდებიან და საკუთარ ამბებს ჰყვებიან.
მათი ამბები არაერთ მძიმე ბრძოლასა და დაცემაზეა, მაგრამ ასევე წამოდგომასა და
ცხოვრების გაგრძელებაზე. „სხვისი კლასი“ თანამედროვე ქართველი ქალების ყოფის
ანარეკლია – შეულამაზებელი და მძიმე, თუმცა იმედითა და გამარჯვებით სავსეც.
სიმსივნის წინააღმდეგ მებრძოლი ქალი, რომელმაც ტკივილი რწმენად გარდაქმნა და
გაიმარჯვა; ნარკოდამოკიდებული და კრიმინალი ქმრისგან თავდაღწეული ქალი, რომელმაც
დამოუკიდებლად წამოიწყო საქმე და წარმატების ისტორია დაწერა; ემიგრანტი ქალი,
რომელმაც, სხეულისა და სულის ტკივილის მიუხედავად, შინ, სამშობლოსა და ოჯახში
დაბრუნების გზა იპოვა – ასეთი ამბებით ავტორი მკითხველს აჩვენებს, რომ გადარჩენა და
წარმატება სიყვარულით, შრომისმოყვარეობით, არდანებებით და თავგანწირვითაა
შესაძლებელი.
„სხვისი კლასის“ ამბები, სინამდვილეში, თითოეული ჩვენგანის ამბებია, ჩვენი მეგობრებისა
და თანაკლასელების.
პატარა ქალაქის დიდი ისტორიები
14,95 ₾რეალური ამბები რეალური ხალხით. მოქმედება იტალიის პატარა ქალაქში ხდება. ვცდილობ დავინახო ყოველდღიურობაში ბედნიერება, ვიპოვო ის. ამის გაზიარებას ვცდილობ ჩემს მკითხველთან. მოქმედება ხდება იტალიის რომაელების მიერ დაარსებულ პატარა ქალაქში. შუა საუკუნეების შემდეგ ამ პატარა ქალაქში არაფერი შეცვლილა. იგი მდებარეობს ალპების ლამაზი ქედის დოლომიტების ძირში ვენეციიდან ერთი საათის სავალზე. მიუხედავად იმისა, რომ ის კლასიკური გაგებით კუნძულს არ წარმოადგენს, თავისი არსითა და სტილით ნამდვილ კუნძულს წააგავს. იგი გრძელი ხეობის ბოლოს მდებარეობს ამაღლებულ ადგილას. ამბები, რომელსაც გიყვებით რეალურია, ჩემი კუთხით დანახული. მოქმედი პერსონაჟები რეალური ხალხია. ამის დამადასტურებლად მათი ფოტოებიც, ისევე, როგორც ლოკაციები ილუსტრაციებად თან გასდევს ნოველებს. ამ პატარა ქალაქს გააჩნია თავის, ქვის გალავნით შემოღობილი, ისტორიული ცენტრი. ამ ისტორიულ ცენტრში მხოლოდ რვაასი ადამიანი ცხოვრობს. აი, ეს ხალხია მოქმედი პირი ნოველების, ისევე, როგორც ბარები და პატარა რესტორნები თავიანთი საუცხოო წითელი ღვინით. სასიამოვნო კითხვას გისურვებთ.
თავისუფლებაზე
24,95 ₾წიგნში თავმოყრილია ამონარიდები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწერლის, „1984“-სა და „ცხოველების კარ-მიდამოს“ ავტორის, ჯორჯ ორუელის რომანებიდან, ესეებიდან, სტატიებიდან… კამილა შამსმა, წიგნის შემდგენელმა, ეს ნაწყვეტები გააერთიანა თავისუფლების თემის გარშემო და კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა, რამდენად მნიშვნელოვანია სიტყვის, აზრის, პოლიტიკური თუ პიროვნული თავისუფლება. „ჯორჯ ორუელი თავისუფლებაზე“ დღევანდელ სისტემურ პროპაგანდასაც პასუხობს, რადგან ენა არ არის უბრალოდ კომუნიკაციის საშუალება, ესაა თავისუფალი აზროვნების საყრდენი. ავტორი გვახსენებს, რომ პრესა, წიგნები და ინტელექტუალური სივრცეები საჭიროებენ თავისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მწერალს წართმეული ექნება საკუთარი შესაძლებლობის, წარმოსახვისა და აზრის გამოთქმის უფლება
იების სამაროვანი
16,95 ₾„იების სამაროვნის“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, შავი ყვავი, ამ მოთხრობების კრებულის სხვა პერსონაჟების გულებში ჩაბუდებული ბოროტების ერთადერთი მოწმეა. ის ხედავს ოკეანის ნახვაზე მეოცნებე ბიჭუნას, რომელიც ტკივილსა და ტანჯვაში იზრდება; ხედავს სიყვარულის სამსხვერპლოზე მოტანილ ოცნებებსა და სიცოცხლეს, მამაკაცსაც, რომელმაც მოკლა და დაფლა საკუთარი სინდისი და შემდეგ მთელი ცხოვრება წარსულის აჩრდილისგან გარბის…
წიგნი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ გულგრილობა ყველა ჯალათზე უმოწყალო მკვლელია, რომ სამყარო აუცილებლად მიგიყვანს შენს ჩრდილებთან, რათა დაინახო, გაიგო და გამოისყიდო შენი დანაშაული, რადგან ყველა ქმედება ექოსავით გვიბრუნდება უკან. წიგნი მოგვითხრობს დანაშაულზე, დიდ სიყვარულზე, პატიებასა და სამყაროს ამოუცნობ და უცვლელ სამართალზე.