2026
იმპერია
19,00 ₾თანამედროვე შვეიცარიელი მწერლის, კრისტიან კრახტის რომანი „იმპერია“ მე-20 საუკუნის დამდეგს მომხდარ რეალურ ფაქტებს ეფუძნება და მოგვითხრობს გერმანელი ნატუროპათისა და ნუდისტის, აუგუსტ ენგელჰარდტის ფათერაკიან თავგადასავალზე. რაც ნაწარმოებში ამქვეყნიური სამოთხის ძიებით იწყება, თანდათან იძენს გროტესკულ, ხშირად კომიკურ განზომილებას და იქცევა ამბად ფანატიზმისა და სიგიჟის, გულუბრყვილობისა და სიხარბის, კოლონიალიზმისა და სისასტიკის შესახებ. როგორც გერმანელი მწერალი დანიელ კელმანი აღნიშნავს, „კრახტის ტექსტები სავსეა მელანქოლიური კომიზმით და მუდამ შეიცავს რაღაც საიდუმლოს, რომელსაც ბოლომდე ვერასოდეს ამოხსნი.“
მღვდლის ქალიშვილი
29,00 ₾„1984“-ისა და „ცხოველების ფერმის“ ავტორის, ჯორჯ ორუელის ადრეული რომანი „მღვდლის ქალიშვილი“ მოგვითხრობს პროვინციელი ანგლიკანელი კლერიკოსის ახალგაზრდა ასულის, დოროთი ჰეარის ცხოვრებაზე.
1935 წელს დაწერილი ეს ნაწარმოები მკვეთრად განსხვავდება ზემოხსენებული ორი წიგნისგან. მასში ორუელი ფსიქოლოგიური რეალიზმის ოსტატად გვევლინება. რომანის გმირი ღვთისმოსავი ახალგაზრდა ქალია, რომლის ცხოვრებაც მამისა და ეკლესიის მსახურებით, მოხუცებულთა დახმარებით შემოიფარგლება.
უბედური შემთხვევის შედეგად დოროთი მეხსიერებას კარგავს, რის შემდეგაც იწყება მისი ოდისეა სრულიად ახალ, უცხო გარემოში: უსახლკაროებსა და ქურდბაცაცებს შორის. საკუთარი თავისა და სამსახურის ძიებაში დოროთი ხან სვიის პლანტაციაზე ცდილობს ლუკმაპურის შოვნას, ხანაც მასწავლებლად მოეწყობა ერთ კერძო სკოლაში. საკუთარი თავის მოპოვების შემდეგ, ანუ მეხსიერების აღდგენისა და სარწმუნოების დაკარგვის შედეგად, იგი უბრუნდება ჩვეულ საცხოვრებელს, ჩვეულ გარემოს, ჩვეულ ვალდებულებებს; კვლავ გრძელდება უწყვეტი ჯაფით აღსავსე ყოფა, მაგრამ მისი ცხოვრება უკვე სხვაგვარი გამხდარა – იმედისა და რწმენის გარეშე.
მაცხოვარი
10,00 ₾დეკანოზ ალ. მენის წიგნში ,,მაცხოვარი“ მოკლედ და ლაკონურად არის გადმოცემული იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრება და სწავლება. იგი სახარებას ემყარება. ავტორი მკითხველს სახარების სამყაროს აზიარებს და სახარების მიხედვით, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე, მართებულად გადმოსცემს მსოფლიოში უდიდესი რელიგიის – ქრისტეანობის შემქმნელის მიწიერ ცხოვრებას და სულიერ სწავლებას ისე, როგორადაც შეიძლება რომ ხედავდეს მას ქრისტეს მიმდევარი.
წყარო და ტყის ბინადრები
6,50 ₾სახალისო ლექსები კითხვებით. წიგნის ილუსტრაციები დახატეს ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლი მე-11 კლასის მოსწავლეებმა.
სიყვარული
15,95 ₾სარა მესას ყველაზე ცნობილი რომანი „სიყვარული“ მრავალმხრივ საინტერესო ნაწარმოებია, მათ შორის სათაურითაც, რომელიც კონტრასტია იმისა, რასაც ეს სიტყვა გვპირდება – თითქოს თბილი, კლასიკური რომანტიკული ისტორიისათვის გვამზადებს, სინამდვილეში კი აღმოვაჩენთ მის არარსებობასა და აბსოლუტურ გაუფასურებას.
რომანის მთავარი გმირი, ნატი, საკუთარი სურვილით ქალაქიდან გადადის პატარა, თითქმის დაცარიელებულ სოფელში, სადაც ახალ ცხოვრებას იწყებს იმ იმედით, რომ საკუთარი წარსული დაივიწყოს და სულიერი სიმშვიდე მოიპოვოს, მაგრამ ძალიან მალე აღმოაჩენს, რომ მიზნის მიღწევა შეუძლებელია.
„გაქცევა“, რომლითაც სიმშვიდის პოვნას ცდილობდა გმირი, რეალურად იწვევს მის იზოლაციას, უცნაურ ურთიერთობებს ადგილობრივებთან და დაუძლეველ შინაგან დაძაბულობას.
სოფელი, რომელიც თავიდან არაფრით გამორჩეული, წყნარი და უბრალოებით მიმზიდველი ჩანს, თანდათანობით ავლენს თავის მძიმე, გაუგებარ და ზოგჯერ შემაშფოთებელ სახეს. მკითხველი ხვდება, რომ ამ გარემოში ბევრი რამ რიგზე არ არის, თუმცა ბოლომდე უჭირს გააზრება, რა აღძრავს ამ განცდას – ზედაპირული საუბრები, ურთიერთობები, დაუწერელი და გაუგებარი წესები, უხილავი „სოციალური კონტროლი“ თუ კიდევ სხვა რამ.
ამ რომანში გადმოცემული სიყვარულის ისტორია არ ჰგავს ტრადიციულ რომანტიკულ ურთიერთობას – ესაა რთული, არაკომფორტული, ასიმეტრიული, მტკივნეული ურთიერთობა, ზოგჯერ კი ძალაუფლების, დამოკიდებულებისა და დომინაციის გამოვლენის ფორმა. გაუგებარი რჩება, რას ეძებს ქალი – სითბოს, აღიარებას, სტაბილურობას თუ მარტოობიდან თავის დაღწევის გზას. სწორედ ამ არამკაფიო მდგომარეობაში იბადება სასიყვარულო ურთიერთობა, რომელიც თავიდან თითქოს შვებას ჰგავს, მაგრამ ცოტა ხანი სჭირდება იმის გააზრებას, რომ აქაც ერთგვარ მსხვერპლად იქცევა.
შავი ქვიშა
15,95 ₾ხუან კარლოს მენდეს გედესის რომანი „შავი ქვიშა“ ვენესუელური ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნიმუშია, ეს არის გაფრთხილება, რომ წარსული არასოდეს კვდება, ადრე თუ გვიან, ჩვენი სურვილითა თუ ნების გარეშე გვიწევს მასთან პირისპირ შეჯახება. რომანში გადმოცემუხუან კარლოს მენდეს გედესის რომანი „შავი ქვიშა“ ვენესუელური ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნიმუშია, ეს არის გაფრთხილება, რომ წარსული არასოდეს კვდება, ადრე თუ გვიან, ჩვენი სურვილითა თუ ნების გარეშე გვიწევს მასთან პირისპირ შეჯახება.
რომანში გადმოცემულია მამის ოჯახიდან გაქცევა და მისი თანმდევი მოვლენები ერთი ჩვეულებრივი, უბრალო ოჯახის მაგალითზე. ეს, ერთი შეხედვით, ბანალური ღალატის ან მიტოვების ტრაგედია ტექსტში ბევრად უფრო ღრმა განზომილებას იძენს.
შვილი ცდილობს გაიგოს მამის კვალი, ჩასწვდეს მისი გადაწყვეტილების არსს. ეს ძიება ნელ-ნელა იქცევა დაუსრულებელ პროცესად – შეცდომებთან, ტკივილებთან, მორალურ თუ ნაკლებად მორალურ გადაწყვეტილებებთან თანაცხოვრებად. თუმცა, გარკვეულწილად, მამის გაგება საკუთარი თავის გაგებასაც ნიშნავს, ამიტომაც ღირს, თუნდაც ეს ძიება უშედეგო აღმოჩნდეს.
ნაწარმოებში გადმოცემული დრო „მარადიული აწმყოა“, ძველი შეცდომები ყოველდღიურად მეორდება, ოღონდ ადამიანის ფიქრებსა და მოგონებებში.
დაბოლოს, რას უნდა ნიშნავდეს შავი ქვიშა და ზღვა? რა სიმბოლური დატვირთვა აქვთ მათ? ნაწარმოებში რომ გარემო არ არის მხოლოდ ფონი, ცალსახაა.
ზღვას ერთდროულად შეუძლია ყველაფერი წაშალოს, გადარეცხოს, თუმცა, ამავე დროს, შეუძლია ნაპირზე გამორიყოს სიმართლე, რომლის დამალვასაც ადამიანი საგულდაგულოდ ცდილობს.
მდოგვის მარცვალი
42,00 ₾რა ხდება, როც მარცვალი ხედ იქცევა? ესეც იგივე ნაწილია. მარცვალი უნდა მოკვდეს – მხოლოდ ასე გადაიქცევა ის ხედ. ღმერთი მოკვდა სამყაროში. მას არ შეუძლია განზე დარჩეს, ის მასშია, ის ჩაიკარგა მასში. აი, რატომ არ შეგიძლიათ ღმერთის მოძებნა. თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ ჰიმალაიში, მექაში, კაშში, ანდა სადაც გნებავთ, მაგრამ ვერსად იპოვით მას, რადგან ის აქ არის, ყოველთვის! – ზუსტად ისე, როგორც მარცვალი ცოცხლობს მთელ ხეში. ახლა უკვე მარცვლის მოძებნა შეუძლებელია, რადგან იგი მოკვდა ამ ყოფიერებაში და კოსმოსი გახდა. ის არ არის განყენებული რამ. ის არ ჰგავს დურგალს, რომელიც რაღაცას ქმნის და ხდება განყენებული. ეს შეუძლებელია, ღმერთი მარცვალს ჰგავს, მისგან ხე იზრდება, მაგრამ ის ხეში ქრება. თქვენ ღმერთის პოვნა შეგიძლიათ მხოლოდ მაშინ, როცა ხე გაქრება.
Treasures of Medieval Georgian Christian Art
135,00 ₾წიგნი მკითხველს აცნობს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცულ შუა საუკუნეების საქართველოს ჭედურ და ფერწერულ ხატებს, ტიხრული მინანქრისა და ლითონმქანდაკებლობის უნიკალურ ნიმუშებს და სხვ. ნაშრომში მოთხრობილია ამ კოლექციის ისტორია და წარმოჩენილია მათ შესახებ დეტალური ინფორმაცია. ექსპონატები, მათი მნიშვნელობით, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ზოგადქრისტიანული სასულიერო კულტურის გამორჩეული ეგზემპლარებია. წიგნი გათვლილია როგორც სპეციალისტებისათვის, ასევე მკითხველთა ფართო წრისათვის.
ტყის ბაღის ზღაპრები
20,00 ₾3 წლის წინ, მოულოდნელად, ტყის საბავშვო ბაღში დავიწყე მუშაობა აღმზრდელ-პედაგოგად ანუ ტყედაგოგად. ამ წიგნით ტყეში ნანახი ამბების გაზიარება მოვინდომე, ცოტა ფანტაზიაც დავამატე და ამ მომენტისთვის ეს გამოვიდა. ალბათ კიდევ გავაგრძელებ…
მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები ჩემი პატარა მეგობრების და ყველა იმ ადამიანის, ვისაც ტყის ბაღის სამყაროს არსებობისთვის ოდესმე ერთი აგური მაინც დაუდია. ასაწყობი ფაზლივით სულ ნაწილებად ვაგროვებდი ყველა სითბოსა და სიყვარულს, რომელიც ტყის ბაღის ,,ველური ბავშვებისგან“ იფრქვეოდა.
ქართული უტოპია – საბჭოთა სამეცნიერო ფანტასტიკური მწერლობა
20,00 ₾სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრი ქართულ მწერლობაში საბჭოთა რეჟიმის პერიოდში გამოჩნდა და მჭიდროდ დაუკავშირდა სოცრეალისტურ ლიტერატურას. სწორედ ეს გარემოება აქცევს ქართულ სამეცნიერო ფანტასტიკურ რომანებსა და მოთხრობებს ღირებულ ისტორიულ წყაროდ, რადგან მათი მეშვეობით ქვეყნის უახლოეს წარსულს უნიკალური პერსპექტივიდან შეგვიძლია შევავლოთ თვალი.
ნექსუს საინფორმაციო ქსელების მოკლე ისტორია ქვის ხანიდან ხელოვნურ ინტელექტამდე
27,90 ₾ამბებმა გაგვაერთიანა.
წიგნები იდეებისა და მითოლოგიების გავრცელებაში დაგვეხმარა.
ინტერნეტმა უსასრულო ცოდნის საცავი გაგვიხსნა.
ალგორითმმა ჩვენი საიდუმლოებები შეისწავლა.
რა ცვლილებებს მოიტანს ხელოვნური ინტელექტი?
Nexus მოგვითხრობს საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნის ისტორიას ქვის ხანიდან ხელოვნურ ინტელექტამდე და გვიჩვენებს:
როგორ აყალიბებდა ინფორმაციის გავრცელება საზოგადოებებს
და პოლიტიკურ სისტემებს;
როგორ აკონტროლებს, ავრცელებს და თავის სამსახურში აყენებს ინფორმაციას ძალაუფლება;
როგორ მივიდა საზოგადოება დეზინფორმაციის უკონტროლო გავრცელებისა და პოპულიზმის აღზევებამდე.
ავტორი იკვლევს ინფორმაციისა და სიმართლის, ბიუროკრატიისა და მითოლოგიის, სიბრძნისა და ძალაუფლების რთულ ურთიერთობას და ცდილობს აგვიხსნას, რა გამოწვევების წინაშე დგას კაცობრიობა, როცა მთელ თავის ინფორმაციას ახალ, ყოვლისმომცველ და „მოაზროვნე“ საინფორმაციო ქსელს, ხელოვნურ ინტელექსტს ანდობს.
ისტორიკოსის და ფილოსოფოსის, იუვალ ნოახ ჰარარის ბესტსელერები: „საპიენსი“, „ჰომო დეუსი“; „21 გაკვეთილი 21-ე საუკუნისთვის“, „საპიენსის“ ციკლის გრაფიკული რომანები, თარგმნილია მსოფლიოს 65 ენაზე და გაყიდულია 50 მილიონზე მეტი ეგზემპლარი.
იუვალ ნოახ ჰარარი ისრაელში დაიბადა, დოქტორის ხარისხი ოქსფორდის უნივერსიტეტში მიიღო. ასწავლიდა იერუსალიმის უნივერსიტეტში, ამჟამად კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით კითხულობს ლექციებს საკუთარ წიგნებში განხილულ თემებზე.
დამკვირვებელი
16,90 ₾„მე ვბრუნდებოდი 24 წლის შემდეგ, მაგრამ არა საქართველოში, არამედ მის ნარჩენში და ყოფილში, როგორც აქ უწოდებდნენ იმას, რაც ადრე საქართველო იყო.“
დესპოტის თითქმის ნახევარსაუკუნოვანმა მმართველობამ ამ ქვეყნისგან მხოლოდ აჩრდილი, ზონებად დანაწევრებული და იდიოტებით დასახლებული ტერიტორია დატოვა. უცვლელობის, მიწისქვეშ მალვისა და სიყალბის ოცდაოთხმა წელიწადმა ქართველებს – ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ – მომავლის შეგრძნება დაუკარგა. თბილისი გვირაბების ქალაქადაა ქცეული, ქვეყნის მკვიდრნი კი ზეცად ამაღლებულ ბაბას ეთაყვანებიან. ამ ვითარებაში, თითქოს მოულოდნელად, არჩევნების არჩევნები ინიშნება – გამოკითხვა, რომელშიც ქვეყნის მოსახლეობამ უნდა აირჩიოს, სურს თუ არა, არჩევნები იმართებოდეს. ამ პროცესზე დასაკვირვებლად კი მსოფლიოში გაბნეულ ქართველებს იწვევენ. მათ საკუთარი თვალით უნდა იხილონ სამშობლო, რომლის მცხოვრებლებიც აღარ აღიქმებიან თანამემამულეებად; დედაქალაქი, რომლისგანაც ძველებური თითქმის აღარაფერია შემორჩენილი; ენაც კი, რომელიც ყველას ერთი ჰქონდა, სხვაგვარად ჟღერს.
„დამკვირვებელი“ აღწერს დრო-სივრცეში დაკარგულ რეალობას, რომელსაც არა დისტოპიის, არამედ შავბნელი სარკის ეფექტი აქვს და დამთრგუნველი სიმძაფრით გვიჩვენებს დიდ გეოპოლიტიკურ ქარცეცხლებს შორის მოქცეული პატარა ქვეყნის პერსპექტივას.
5 პოემა
19,95 ₾აღიარებულია, რომ გალაკტიონის ყოვლისმომცველ გავლენას ყველაზე მეტად ბესიკ ხარანაულმა დააღწია თავი. ენისა და ინტონაციების ახალ შესაძლებლობათა მიგნებით. გავლენის ახალი წყაროს შექმნით, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მის სახელს უკავშირდება. ყოფითი ამბების/საგნების იმგვარ პოეტურ სიმბოლოებად გადაქცევით, რომელიც მაგიურ სენტენციებად აგვეკვიატა ყველას 60 წელზე მეტია.
ამ წიგნში „ძველი ბესიკი“ კი არ არის, არამედ უფრო Kharanauli classics. ამ ორ სიტყვას ქართულადაც დავწერდი, მაგრამ უცებ ავტორიტეტული უცხოური გამოცემის გარეკანად წარმოვიდგინე. „იდეები უნდა ეყაროს, იდეებს არ უნდა დაუყენო წინ რამე“ – მითხრა ერთხელ ბესიკ ხარანაულმა.
ზვიად კვარაცხელია