ქაჯები, პატრიარქები და ერთი წიგნი

10,00 

რატომ იტყუებიან და ატყუებენ თავს ადამიანები მაშინაც კი როცა ეს არ მათ ვნებთ? ეს შეკითხვა „ქაჯები, პატრიარქები და ერთი წიგნი“-ს ერთ-ერთი მთავარი გამოცანაა. ამ უცნაური სათაურის მქონე წიგნის პერსონაჟები ქაჯეთის მაცხოვრებლები არიან, სადაც სიცრუით ქვეყნის მართვა, რელიგიური ფარისევლობა და სიმართლისგან დაცლილი ურთიერთობები ყოველდღიური მოცემულობაა. წიგნი დენთის კასრივით ასაფეთქებლად გამზადებულ გარემოში მოხვედრილი ადამიანების საბედისწერო და ხიფათიან თავგადასავალს მოგვითხრობს.

ლაიბნიცის ფილოსოფია

30,00 

ბერტრან რასელის „ლაიბნიცის ფილოსოფიის კრიტიკული ექსპოზიცია“ (1900) წარმოადგენს ლაიბნიცის ფილოსოფიის ორიგინალურ-კრიტიკულ ინტერპრეტაციას.

ამ წიგნის გამოჩენამდე დამკვიდრებული აზრის საწინააღმდეგოდ, ლაიბნიცის ფილოსოფია მასში წარმოდგენილია როგორ ლოგიკურად ორგანიზებული და პრინციპულად ერთიანი პროექტი. იმ კრიტიკის მიუხედავად, რაც რასელის ამ კვლევას მოჰყვა, დღემდე ფართოდ არის აღიარებული, რომ სწორედ ამ ნაშრომმა შეუწყო ხელი ლაიბნიცის როგორც ნაწილობრივ მივიწყებული და არასათანადოდ შეფასებული მოაზროვნის შემდგომ რეცეფციას; მის არჩევას არა მხოლოდ ახალი დროის ფილოსოფიის მნიშვნელოვან წარმომადგენლად, არამედ დასავლური ფილოსოფიის ისტორიის ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურად.

აბსოლუტური სიკეთის პირობები

30,00 

თქვენს წინაშეა გამოჩენილი რუსი ფილოსოფოსის, ინტუიტივიზმისა და პერსონალისტური ფილოსოფიის ცნობილი წარმომადგენლის, ნიკოლაი ლოსკის „აბსოლუტური სიკეთის პირობები“ (პარიზი, 1949), რომელიც ეძღვნება, მისივე თქმით, „ქრისტიანული ეთიკის სისტემას“.

პროკლეს მეტაფიზიკური სისტემის იდეური რეცეფცია და ტრანსფორმაცია

30,00 

წინამდებარე მონოგრაფიაში გამოკვლეულია პროკლეს მეტაფიზიკური სისტემის იდეური რეცეფცია და ტრანსფორმაცია დამასკიოსა და ფსევდო-დიონისე არეოპაგელთან. დღემდე არც ქართულ და არც საერთაშორისო მეცნიერებაში არ არსებობდა კვლევა, რომელიც ამ პროცესს ერთიანად გაანალიზებდა.

მოცემული ნაშრომი, მათ შორის, აღნიშნული დანაკლისის შევსებას ესწრაფვის.

ნაშრომს ასევე თან ახლავს დანართი, რომელშიც განთავსებულია 600 -ზე მეტი ბერძნული და ლათინურენოვანი ციტატა ზუსტი ქართული თარგმანებითურთ.

ქვიდან ნაჟური სისხლი

19,95 

მთარგმნელი: დარეჯან გარდავაძე

იბრაჰიმ ალ-ქუნი ლიბიელი არაბულენოვანი მწერალია. მან ბავშვობა უდაბნოში გაატარა, ასე აღმოჩნდა ეს სამყარო მის ნაწარმოებებშიც ღრმად ფესვგადგმული. “ქვიდან ნაჟური სისხლი“, როგორც ალ-ქუნის რომანების უმეტესობა, იკვლევს ადამიანებისა და უდაბნოს ბუნებას, მათ ფუნდამენტურ ურთიერთობას, რასაც გარდაუვალი ბედისწერა მართავს. აქ ერთმანეთში იხლართება მითოლოგიური ელემენტები, სულიერი ძიება და ეგზისტენციალური კითხვები.

რომანი მოგვითხრობს მარტოხელა ბედუინის, ასუფის, ამბავს. ის უდაბნოში განდეგილივით ცხოვრობს, თხებს მწყემსავს და ხანდახან კლდეზე ამოკვეთილი ნახატების სანახავად უცხოელები დაჰყავს. ასუფს სულიერი კავშირი აქვს უდაბნოსთან და განსაკუთრებით, მის ბინადარ ჯიხვსა და ქურციკთან, ადგილობრივ მითოლოგიაში წარმართულ ღმერთებსა და წმინდა რიტუალებთან რომ ასოცირდება. და როდესაც ორი მონადირე ჩამოდის და ასუფისგან მოითხოვს, რომ ჯიხვის საპოვნელად გაჰყვეს, ის ყველაფერს აკეთებს ამ არსებების დასაცავად. აქედან მოყოლებული, მკითხველი თვალს ადევნებს სიკეთისა და ბოროტების მარადიულ ბრძოლას – ერთ-ერთი მონადირე, სიმბოლური სახელით კაენ ადამი, გაუმაძღარი ხორცისმჭამელია; ასუფი ვეგე-ტარიანელი. ერთი უდაბნოში დაუნდობლად დაშლიგინებს, მეორე თავმდაბლად ცხოვრობს გარემოსთან შერწყმული.

მისტიციზმის, სუფიზმის, ისლამის, ძველი აღთქმისა და ტრადიციული შეხედულებების უბადლო შერწყმა რომანს განუმეორებელს ხდის.

კრებულში, ასევე, შესულია ნოველა “ენა“. ამ ნოველაშიც ალ-ქუნი უდაბნოს ცხოვრების გარშემო ტრიალებს; ასახავს, რა შედეგები მოჰყვება ადამიანის ძალაუფლებასა და ადამიანისავე დაუცველობას. ამასთან, ეს არის ამბავი მეტყველე- ბის ტვირთთან გამკლავებაზე.

იანვრის ლოცვები

19,00 

წინამდებარე წიგნი მოიცავს ავტორის მიერ ბოლო ორი წლის მანძილზე შექმნილ ლექსებს. მანამდე გამოიცა ია ხასაიას პოეტური კრებულები – „ლექსმა თქვასო“ (2002), „სულ მო სათქმელად“ (2017), „იყო, არადა“ (2019).

ზოგადად ია ხასაიას პოეზიისთვის დამახასიათებელია სათქმელის გარეგნულად ლაკონურ, ამავდროულად ძალიან ტევადი ფრაზებით გადმოცემა. მსუბუქი, თვითმყოფი ტაეპები ხშირად სულ რამდენიმე სიტყვაში იტევს ღრმად ფილოსოფიურ-ესთეტიკურ მსოფლაღქმას.

ერთი მოგზაური კატის ამბავი

21,95 

„ერთი მოგზაური კატის ამბავი“ თანამედროვე იაპონელი მწერალი ქალის, ჰირო არიკავას, ბესტსელერია, რომელმაც მსოფლიოს სხვადასხვა ეროვნების მილიონობით მკითხველის გული დაიპყრო.

ეს გახლავთ ახალგაზრდა კაცის, სატორუს, და მისი საყვარელი კატის, ნანას, ისტორია, რომელიც ცხოველისა და ადამიანის გასაოცარი მეგობრობისა და ერთგულების შესახებ მოგვითხრობს. ამბავს, ძირითადად, კატა გვიყვება და თავისი თვალით დანახულ სამყაროს გვიხატავს.

ნანა ქუჩის კატაა, რომელსაც სატორუ თავისი ავტომობილის კაპოტზე პოულობს და უმეგობრდება. ერთ დღესაც, როცა აღმოაჩენს, რომ კატა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულა, შეიფარებს და მასზე ზრუნვას იწყებს. ხუთწლიანი ბედნიერი თანაცხოვრების შემდეგ სატორუ ნანასთან ერთად სამოგზაუროდ მიდის, რათა მისთვის ახალი, სანდო პატრონი იპოვოს, რადგან მისი ცხოვრების გარემოებები მათ შემდგომ ერთად ცხოვრებას შეუძლებელს ხდის.

ამ მომენტიდან მოყოლებული, მკითხველის თვალწინ ცოცხლდებიან იაპონიის ულამაზესი, საინტერესო ხედები, სატორუს ბავშვობის ტკბილ­მწარე მოგონებები და ძვირფასი ადამიანები, რითაც, საბოლოოდ იქმნება ისტორია, რომელიც გაცილებით მეტია, ვიდრე, უბრალოდ, პატრონისა და მისი კატის მოგზაურობის ქრონიკა.

საქართველოს რესპუბლიკა სამაგიდო თამაში 12+

50,00 

სამაგიდო თამაში „საქართველოს რესპუბლიკა – დამოუკიდებლობიდან დამოუკიდებლობამდე“, რომლის შექმნის იდეა გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში 2021 წელს, XI კლასის ისტორიის გაკვეთილზე დაიბადა, საინტერესო და სასარგებლოა არა მხოლოდ სკოლის მოსწავლეებისთვის, არამედ ქართველი საზოგადოებისთვისაც, რამდენადაც საქართველოში წარსულის ცოდნა ბევრისათვის ჯერ კიდევ ბუნდოვანია და ბევრი ისტორიულად მნიშვნელოვანი მოვლენა ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება. თამაშის მიზანი ამ ცოდნის სკოლის გარეთ გატანა და ისტორიის ყოველდღიურობის ნაწილად ქცევაა.

კონცეფციის მიხედვით, თამაში იმ 73 წელს მოიცავს, რომელიც ქვეყანამ 1918 წლის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენამდე განვლო. სწორედ ამიტომ, სათამაშო დაფაზე მოცემულია 73 უჯრა, ხოლო შეკითხვები, რომელთაც მოთამაშეებმა უნდა უპასუხონ, საქართველოს ისტორიის მხოლოდ აღნიშნულ პერიოდს უკავშირდება. თამაშს თან ახლავს წიგნი, რომელიც მკითხველს დამოუკიდებლობის მოპოვებისა და საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ მისი აღდგენის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს შეახსენებს. შესაბამისად, თამაშის სახელიც სწორედ ამ მოვლენებზე მიანიშნებს და მასში საქართველოს ისტორიის სხვა მნიშვნელოვანი ფაქტები განგებ არის გამოტოვებული.

თამაშის მომზადებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქრისტინე მაღლაკელიძემ, რომელიც სხვადასხვა ეტაპზე პროექტის განვითარებაში მონაწილეობდა.

გან-ქორწინების ფსიქოლოგია

20,00 

ეს წიგნი წარმოადგენს ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკის, დაკვირვებების და შთაბეჭდილებების პირველ მცირე ილუსტრაციას. აქ მოყვანილი საქმეები, სიტუაციები და პერსონაჟები არ არის გამოგონილი,თუმცა წარმოდგენილია სახეცვლილი და კონფიდენციალობის სრული დაცვით.

ძარცვა ერთი სიყვარულის ამბავი

16,95 

“არც ვიცი, არის ვითომ ჩემი ამბავი ისეთი მნიშვნელოვანი, ტრაგედიად რომ ჩაითვალოს? ისე, რა აღარ შემემთხვა. რის მოყოლასაც ვაპირებ, რა თქმა უნდა, სიყვარულის ამბავია, მაგრამ ეგ რომ დაიწყო, ჩემი უბედურებების ნახევარი უკვე დატრიალებული იყო. იმ დროისთვის მარტო ჩემი რვა წლის ბიჭი კი არ მყავდა დაკარგული; სიდნეიში, სადაც ოდესღაც ისეთი სახელი მქონდა, ბევრი მხატვარი რომ ვერც იოცნებებს, სახლიც დავკარგე და სახელოსნოც”, — ასე იწყება ბუკერის პრემიის ორგზის ლაურეატის, ავსტრალიელი მწერლის პიტერ კერის რომანი მსოფლიო ლიტერატურაში ერთ-ერთ საოცარ სიყვარულის ამბავზე, ქალისა და მამაკაცის, ძმების, ხელოვნების სიყვარულზე. ერთ დროს ცნობილი მხატვარი მაიკლ ბოუნი და მისი აუტისტი ძმა გვიამბობენ იმ თავგადასავალს, მათ ცხოვრებაში ერთი ქალის გამოჩენას რომ მოჰყვა.

რომეო და ჯულიეტა

14,95 

მსოფლიო ლიტერატურის ყველაზე სახელგანთქმული შეყვარებულების, რომეოსა და ჯულიეტას, ხანმოკლე ვნებისა და ტრაგიკული აღსასრულის ამბავი ნებისმიერმა იცის, მაგრამ ბევრმა მხოლოდ მეორადი წყაროდან – ფილმიდან, სპექტაკლიდან, ადაპტირებული ვერსიიდან. პირველწყაროს ხელში ასაღებად მკითხველს ბევრი წინაღობის გადალახვა უწევს. ერთ-ერთი ფორმაა – „რომეო და ჯულიეტა“ პიესაა (და არა რომანი), თანაც ალაგ-ალაგ გალექსილი. სხვა წინაღობა ავტორია – შექსპირი კლასიკოსია (და არა თანამედროვე), ეს კი, უმეტესად, რთულ და მოსაწყენ საკითხავს მოასწავებს.

მოთხრობები

24,95 

ედგარ ალან პო — ამერიკელი მწერალი, ესეისტი, გოტიკური ტრადიციის ერთ-ერთი უდიდესი გამგრძელებელი და, ამავე დროს, ინოვატორი — კლასიკურ გოტიკას ახალ, ფუნდამენტურად განსხვავებულ განზომილებაში აქცევს. თუ ადრეული გოტიკა ხშირად ემყარებოდა გარეგნულად შემზარავ გარემოსა და ზედაპირულ შიშებს, პოს შემოქმედებაში ეს ატმოსფერო გმირების შიდა, ფსიქოემოციური ტრავმებისა და ცნობიერების რღვევის გამომსახველ ხერხად იქცევა. მისთვის მისტიკა აღარ არის მხოლოდ საშიშ ამბავთან დაკავშირებული ეფექტი — იგი ადამიანური იდენტობის ჩამოშლის, შინაგანი ქაოსისა და დაუდგენელი სიმართლის ინტელექტუალური გამოხატულება ხდება. პოს სპეციალურ გამოცემაში შეკრებილია მწერლის 15 მოთხრობა, რომელთა ახალი ქართული თარგმანი მკითხველს ავტორის მწერლური ოსტატობისა და სტილის უკეთ გაცნობის საშუალებას მისცემს.

წერა

16,95 

„წერა“ მე-20 საუკუნის ფრანგი მწერლის, მარგერიტ დიურასის ლიტერატურული თეორიაა. ავტორი ამ ნაწარმოებით ერთგვარად აჯამებს საკუთარ შემოქმედებასა და მხატვრულ აზროვნებას, რაც იმავდროულად, მის ლიტერატურულ აღსარებადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. აქ მწერალი წიგნის მნიშვნელობაზე, წერის თავისებურებებსა და შემოქმედებითი პროცესისადმი საკუთარ დაკვირვება-გამოცდილებებზე ჰყვება, თავისი აღქმა-შეფასებებით კი სრულიად განსხვავებულ წარმოდგენას გვიქნის წერის ხელოვნებაზე. „მგონია, ბევრი ადამიანი ვერ გადაიტანდა და გაექცეოდა იმას, რასაც აღვწერ. ალბათ ამიტომაა, რომ ყველა ვერ გახდება მწერალი. დიახ. ესაა განმასხვავებელი ნიშანი. ესაა სიმართლე. მეტი არაფერი. წერას ეჭვი გაწყებინებს. მწერლად ეჭვი გაქცევს.

ითაკა

18,95 

ოდისევსი ჩვიდმეტი წლის წინ წავიდა ტროაში საომრად და თან წაიყვანა კუნძულ ითაკის ყველა ბრძოლისუნარიანი მამაკაცი. შინ არავინ დაბრუნებულა და სამეფოს მართვა ქალებმა იკისრეს. სასახლეში პენელოპეს თავხედი საქმროები გაუთავებლად ნადიმობენ და ოდისევსის ქონებას ანადგურებენ. არც ერთი მათგანი არ არის ოდისევსის სწორი, რომ მის ტახტს დაეპატრონოს, მაგრამ მაინც იცდიან, იცდიან… ელოდებიან ქალის არჩევანს… სწორედ მარტოდ დარჩენილი ქალებისა და მათი სათაყვანო ღმერთქალების არჩევანი შეცვლის ამ კუნძულზე მოვლენათა მსვლელობას.

მამლუქი

11,90 

„მამლუქის“ სიუჟეტი დასავლეთ საქართველოს პატარა ქალაქის მკვიდრი ბიჭის, ბესოს გარშემო ვითარდება. საბჭოთა სამხედრო სამსახურის გაწვევით ავღანეთში აღმოჩენილი ბესო უცნაური შემთხვევის წყალობით გადაურჩება სიკვდილს. ამ შემთხვევის მიზეზი ისლამ სულთანოვია, ქირბალის ხანების შთამომავალი, საბჭოთა რეჟიმის მიერ გადასახლებული და შემდეგ თბილისიდან დასავლეთის იმ პატარა ქალაქში განდევნილი ბრძენკაცი, სადაც ბესოს ოჯახი ცხოვრობს. ისლამს კინოსტუდია აბარია. თანაქალაქელებს უჩვეულო, კარჩაკეტილ კაცად მიაჩნიათ, მაგრამ ბესოს მასთან განსაკუთრებული, საბედისწერო სიახლოვე აკავშირებს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შავბნელი დრო დგება, ქვეყანა აირევა. ისლამ სულთანოვი აღმოსავლური სიდინჯით და შორსმჭვრეტელი თვალით აკვირდება ყველაფერს და ბესოს ხშირად არიგებს, მის ცხოვრებას მიმართულებას აძლევს.

„მამლუქი“ პირველად 2009 წელს გამოიცა. 2010 წელს მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „წლის საუკეთესო ქართული რომანის“ პრემია.

წრიპა ბიჭის დღიური: დიდი დავიდარაბა (წიგნი 19)

11,90 

გრეგ ჰეფლის სული ეხუთება. ის ნამდვილი კატასტროფის რეცეპტს აღმოაჩენს, რომელიც ერთ პატარა სახლში შეყრილი ახლო ნათესავების, გაუთავებელი კინკლაობისა და აუტანელი სიცხისგან შედგება.

ამ წიგნში კიდევ ერთ რეცეპტს ეძებენ. ბებოს ცნობილი გუფთის ინგრედიენტები დიდხანს საგულდაგულოდ იყო დამალული. შეძლებს გრეგი თავისი ოჯახის ყველა საიდუმლოს ამოხსნას მანამ, სანამ არდადეგები დასრულდება?