დღიურები, საუბრები (ოთხ წიგნად, ყუთში)
300,00 ₾
| ავტორი | ანა კალანდაძე |
|---|---|
| გამომცემლობა | ინტელექტი |
| ენა | ქართული |
| გამოცემის წელი | 2026 |
| გარეკანი | ყუთი |
| ISBN | 99303 |
მხოლოდ 1 ცალია მარაგში
არტიკული:
99303
კატეგორია: ახალი წიგნები, ბიოგრაფია/ავტობიოგრაფია, პუბლიცისტიკა, სასაჩუქრე გამოცემები
აღწერა
1993 წლის 31 მარტს ვესტუმრე. გამოიტანა ლურჯყდიანი რვეული, რომლიდანაც 1946 წლის 25 მაისს წაიკითხა ლექსები. ნელ-ნელა გადაფურცლა და დამათვალიერებინა. თვალი მოვკარი: რამდენიმე ლექსი ვერტიკალურად იყო გადახაზული. დავინტერესდი, ეს ლექსები შემდეგ გამოაქვეყნა თუ არა, მაგრამ რვეული არ მომაწოდა და მეც ვერ გამოვართვი. სხვა, ნებისმიერ ავტორთან, რა თქმა უნდა, თავს არ შევიკავებდი, მაგრამ ეს ხომ ანა იყო! შეთავაზებით კი შევთავაზე – ეს რვეული ცალკე წიგნად გამოვცეთ-მეთქი, მაგრამ არ დამეთანხმა. ანას გარდაცვალების შემდეგ, დღიურებს რომ ვკითხულობდი, ეს ლურჯი რვეული იქვე იდო. წავიკითხე სამოცდაათამდე რვეული, მაგრამ არ ვისარგებლე შემთხვევით და 1946 წლის იღბლიან რვეულში არ ჩავიხედე. ეს ხომ ანაა!
