2026
ხელოვანის გზა
24,95 ₾არ აქვს მნიშვნელობა, რას საქმიანობთ, რამდენი წლის ხართ ან ცხოვრების რომელ გზას ადგახართ, ჯულია კემერონის მსოფლიო ბესტსელერი, „ხელოვანის გზა“ ცხოვრების თქვენი სურვილისამებრ წარმართვაში დაგეხმარებათ.
ჩვენ შემოქმედებითი არსებები ვართ, ამიტომ ჩვენი ცხოვრება ხელოვნების ნიმუშია. პრაქტიკაში მრავალგზის ნაცადი ინსტრუმენტებით კემერონი გვასწავლის, როგორ მივაკვლიოთ ჩვენს შინაგან შემოქმედებითობას და როგორ გამოვიყენოთ ეს უსაზღვრო ენერგია ჩვენი უზენაესი მიზნების მისაღწევად.
ჯადოსნური მთა
45,90 ₾გერმანული ლიტერატურის შედევრად აღიარებული რომანი „ჯადოსნური მთა” 1924 წელს გამოვიდა. თავად ავტორის შეფასებით, ეს წიგნი უაღრესად გერმანულია, თუმცა ევროპული განმანათლებლური, აღმზრდელობითი რომანის მოდერნიზაციადაც შეიძლება ჩაითვალოს და ცოტათი – მის პაროდიადაც.
მწერალი იკვლევს სიკვდილის პირისპირ მდგარი ადამიანისა და მისი ახლობლების ფსიქოლოგიას. მთავარი გმირის მსოფლმხედველობას თავდაყირა აყენებს სიკვდილის სიახლოვე, მისი სუნთქვა სიყვარულსაც კი განსხვავებულ ელფერს ანიჭებს.
ამ წიგნისთვის დამახასიათებელია აზრობრივი სიღრმე, მრავალპლანიანობა, დინჯი, აუჩქარებელი თხრობა, გამოკვეთილი ხასიათები და მწერლის ჰუმანური, ირონიანარევი დამოკიდებულება გმირების მიმართ.
დახვეწილი, მუსიკალურობამდე ამაღლებული, თუმცა ფრაზეოლოგიზმებისგან განტვირთული ენა და მონუმენტური ფორმა ინტელექტუალური რომანის ნიშან-თვისებებია, რომლის ერთ-ერთ ფუძემდებლადაც მსოფლიო ლიტერატურაში სწორედ თომას მანია მიჩნეული.
კილიმანჯაროს თოვლი
45,90 ₾ერნესტ ჰემინგუეის (1899-1961) მოთხრობების კრებული, სახელწოდებით „პირველი ორმოცდაცხრა“, პირველად 1938 წელს გამოქვეყნდა. 1987 წელს მისმა ამერიკელმა გამომცემელმა, „სკრიბნერსმა“, შეადგინა მოთხრობების სრული კრებული, რომელშიც შევიდა როგორც „პირველი ორმოცდაცხრა“, ისე ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილი და ასევე, მანამდე გამოუცემელი მოთხრობები. ქართველი მკითხველისთვის შეთავაზებული ეს გამოცემა აერთიანებს მწერლის ადრეულ მოთხრობებს, ანუ კრებულს „პირველი ორმოცდაცხრა“.
ჰემინგუეის, როგორც მწერლის, გენიალური სტილი ყველაზე უკეთ სწორედ მის მოთხრობებში გამოვლინდა: სხარტი, ძუნწი, დაწურული ფრაზებით სულ რამდენიმე გვერდზე გადმოცემულია ადამიანური ყოფის სისასტიკე და სინაზე, სასოწარკვეთილება და იმედი, ომით მიყენებული ტრავმა და რომანტიკული ურთიერთობა. ავტორი მკითხველს ხან ამერიკის პატარა ქალაქებში ამოგზაურებს, ხან ევროპის ქვეყნებში, ხანაც აფრიკის უსასრულო სავანაში. ქართველი მკითხველი შეხვდება ნიკ ადამსს – ავტორის ალტერ ეგოს – და შეიტყობს ბევრ ავტობიოგრაფიულ ეპიზოდს მწერლის ცხოვრებიდან.
დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი
25,90 ₾„დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ (1861) ფიოდორ დოსტოევსკის (1821- 1866) პირველი რომანია, რომელიც მან კატორღიდან დაბრუნების შემდეგ დაწერა. მთხრობელი ახალგაზრდა ლიტერატორია, ივანი, რომელსაც ავტორმა თავისი ბიოგრაფიის კონკრეტული შტრიხები უსახსოვრა, თუმცა ზუსტი ქრონოლოგიური ხაზის აღდგენა რთულია.
რომანი სოციალურ უთანასწორობაზეა _ როგორ ილახება ინდივიდის ბედი და თავმოყვარეობა, როცა საშუალო და დაბალი ფენის ადამიანებს ეგოიზმითა და ცინიზმით, გონებითა და ფულით აღჭურვილი გარეწარი უპირისპირდება.
რომანში ორი სიუჟეტური ხაზია, რომლებიც მოულოდნელად იკვეთება და აჩენს გარკვეულ ინტრიგას, რაც მთელ ტექსტს მიყვება და ითრევს მკითხველს.
ავტორი, რა თქმა უნდა, დამცირებულებისა და შეურაცხყოფილების, პატარა ადამიანების მხარესაა. ისინი უძლურნი არიან დიდი, დამანგრეველი ძალის პირისპირ, თუმცა მორალური გადარჩენის შესაძლებლობა მაინც რჩებათ, რადგან დოსტოევსკისეული ქრისტიანული ხედვა ყოველთვის ინდივიდის პირადი ძალისხმევისკენაა მიმართული.
გადარჩებიან თუ ვერა დოსტოევსკის დამცირებული და შეურაცხყოფილი გმირები, მაშინ როცა ბოროტების დამარცხების საშუალება მათ არა აქვთ? ღრმა თანაგრძნობითა და სიყვარულით დაწერილი ეს რომანი ამ კითხვაზეც იძლევა პასუხს.
დანიშნულნი
45,90 ₾„დანიშნულნი“ იტალიური რომანტიკული ლიტერატურის შედევრია. გოეთეს სიტყვებით, ეს არის რომანი, რომელიც „აღემატება ყველაფერს, რაც ამ ჟანრში ოდესმე შეგვხვედრია“. სიუჟეტი ვითარდება XVII საუკუნის ლომბარდიაში, ესპანური მმართველობის პერიოდში და შეყვარებულების, რენცოსა და ლუჩიას სევდიან ამბავს მოგვითხრობს. წყვილის ჯვრისწერას წინ აღუდგება დონ როდრიგო, ადგილობრივი ფეოდალი, რომელიც ბოროტად იყენებს ძალაუფლებას და სამოქალაქო თუ საეკლესიო ხელისუფლების წარმომადგენლებს თავისი გავლენის ქვეშ აქცევს. რენცო და ლუჩია არაერთ სიძნელეს გადალახავენ – საყოველთაო შიმშილს, მილანის აჯანყებებს, შავი ჭირის ეპიდემიას… ბოლოს, ხანგრძლივი განშორების შემდეგ, განგება ისევ შეახვედრებს ერთმანეთს მილანის ლაზარეთში, საიდანაც მათი ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება…
ალესანდრო მანძონი (1785-1873) იტალიური ლიტერატურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ერთიანი იტალიური ენის ჩამოყალიბებაში. ისტორიული რომანი „დანიშნულნი“ მანძონის შემოქმედების მწვერვალია და იტალიური რიზორჯიმენტოს სიმბოლოდ ითვლება.
ბურდღუნა ბრუნოს ერთგული მეგობრები
19,90 ₾ბურდღუნა ბრუნოს მოსაწყენად არ სცალია. ერთგულ მეგობრებთან ერთად ხან ფეხბურთს თამაშობს, ხან პონების ფერმაში სეირნობს, ხანაც დაბადების დღის წვეულებას აწყობს. თუმცა, მეგობრები მხოლოდ ლხინში კი არა, განსაცდელშიც ერთად უნდა იყვნენ, მაგალითად, მაშინ, თუ ქარიშხალი სახლს დაგინგრევს და ახლის აშენება მოსალოდნელ გრიგალამდე უნდა მოასწრო.
ბურდღუნა ბრუნოს და მისი ერთგული მეგობრების მხიარული ამბები გრძელდება.
ტექსტიცა და ილუსტრაციებიც გერმანელ ავტორს, დანიელ ნაპს ეკუთვნის.
ქალაქის უნდო გალავანი
32,90 ₾ჰარუკი მურაკამი თავის ახალ რომანში კვლავაც აგრძელებს ხილულ სინამდვილეში ჩამალული მისტიკისა და მისტიკაში ჩამალული მოუხელთებელი რეალობის კვლევა-ძიებას. ქართველ მკითხველს უყვარს მისი მოულოდნელი, გონებამიუწვდომელი პარალელური სამყაროები, უცხო განზომილებები, სადაც პერსონაჟის „მე“ გარდაიქმნება და სხვა სივრცის ნაწილი ხდება. იქ ავლენს გმირი საკუთარ ქვეცნობიერში დაფარულ მისწრაფებებს; ცდილობს, გაარკვიოს, როგორ გააგრძელოს ცხოვრება უკან, ყოველდღიურობაში დაბრუნების შემდეგ, იმ ახალ ცოდნასთან ერთად, რომელზეც მანამდე ხელი არ მიუწვდებოდა. მისტიკურ სამყაროში ხეტიალის მერე კი მის სიცოცხლეში ერთგვარი „თვალახელილობის“ ეტაპი იწყება. სწორედ ასეთი „გასხივოსნების“ ისტორიაა პანდემიის დროს დაწერილი „ქალაქის უნდო გალავანიც“, რომლის იდეაც მურაკამის 40 წლის განმავლობაში არ ასვენებდა და რომლის შუახნის გმირიც სიყმაწვილეში დაკარგულ შეყვარებულს სხვა განზომილებაში დაეძებს. უნდოდ აგებული, პარსონაჟთა წარმოსახვით შექმნილი ქალაქი, სადაც ადამიანებს ჩრდილები არ გააჩნიათ, უცებ რეალური, ცოცხალი სხეული ხდება, ცნობიერებას იძენს და მუდმივად იცვლის სახეს, რომ არ გაქრეს, იარსებოს და თავისი ბინადრები არსად გაუშვას. მას გარს ისეთი გალავანი არტყია, რომლიდან გამოღწევაც, შეიძლება, სიცოცხლის ფასად დაგიჯდეს. ამ წიგნში ადამიანები ხორცშესხმულ გარდაცვლილებს ელაპარაკებიან, ბიბლიოთეკის თაროებზე შენახულ, მანათობელი კვერცხის ფორმის ძველ სიზმრებს ხელებით კითხულობენ, თავიანთ შიშებს ებრძვიან და სიყვარულს ელტვიან. ჰარუკი მურაკამიმ მსოფლიო ლიტერატურა ისეთი უჩვეულო მსოფლხედვის პერსონაჟებით დაასახლა, არავის რომ არ ჰგვანან: ვატანაბე, ტორუ ოკადა, კაფ(უ)კა, ტენგო, მიდორი, კუმიკო და ა. შ. თუმცა, ამ წიგნის მთავარ გმირებს სახელი არ გააჩნიათ. რატომ? ამას მკითხველი თავად უნდა მიხვდეს. 76 წლის ჰარუკი მურაკამი არ ღალატობს ახალგაზრდობაში მიღებულ გადაწყვეტილებას, თავი მხოლოდ მწერლობით ირჩინოს. საკუთარი ნიჭითა და შრომით მართლაც მოიპოვა კეთილდღეობა, რადგან მისი ყველა წიგნი ბესტსელერია. ჰარუკი მურაკამის ნაწარმოებები ორმოცდაათზე მეტ ენაზეა თარგმნილი. იგი მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. ბოლო ხანს კი მიენიჭა ჰანს კრისტიან ანდერსენის პრემია, რომლის ლაურეატებს შორისაც არიან კარლ უვე კნაუსგორი, ისაბელ ალიენდე და სალმან რუშდი.
ადი მთაზე სახარებლად
23,90 ₾ჯეიმს ბოლდუინის ბრწყინვალე სამწერლო შესაძლებლობების ერთ-ერთი დასტურია მისი სადებიუტო რომანი „ადი მთაზე სახარებლად“. სიუჟეტი ჯონ გრაიმსის ბავშვობასა და მის ოჯახზე გვიყვება. ჯონი მამის, გაბრიელის მსგავსად მქადაგებელი უნდა გახდეს. ამ უკანასკნელის მიმართ კი, რომლის ფანატიზმსაც ოჯახისთვის ძალადობის გარდა არაფერი მოუტანია, ჯონის სიძულვილი იმდენად ძლიერია, რომ მტკიცედ განუზრახავს თავისი ცხოვრება სხვაგვარად წარმართოს. მწერალი წიგნის საწვავად საკუთარი ბავშვობის მოგონებებსა და განცდებს იყენებს. როგორც ამბობდა, უნდოდა გარკვეულიყო იმაში, რამაც ყველაზე მეტად დააზიანა და აქ მამამისი იგულისხმება.
ნაწარმოები იმდენად მძაფრად აღწერს მთავარი პერსონაჟის ემოციებსა და ვნებებს, რომ მხოლოდ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რას განიცდიდა ახალგაზრდა ბოლდუინი.
რა არის თავისუფლება
41,00 ₾ხშირად ფიქრობთ თავისუფლებაზე? როგორ განსაზღვრავთ მას? რას ნიშნავს თქვენთვის თავისუფლება?
თავის ახალ წიგნში „რა არის თავისუფლება?“ ტიმოთი სნაიდერი ჩვეული სიღრმითა და ორიგინალობით განსაზღვრავს თავისუფლებას, არა როგორც ბოროტების, ძალადობის ან ჩაგვრის არარსებობას, არამედ როგორც პოზიტიურ ღირებულებას;
ფილოსოფოსებისა და პოლიტიკური დისიდენტების ნამუშევრებზე დაყრდნობით, თანამედროვე მოაზროვნეებთან საუბრებისა და საკუთარ გამოცდილების საფუძველზე, სნაიდერი აღწერს, რა გვჭირდება თავისუფლებისათვის და რისი მიღწევა შეგვიძლია, თუ თავისუფალნი ვიქნებით.
თარგმნა და შენიშვნები დაურთო ხატია დეკანოიძემ.
დიდი საიდუმლო
18,50 ₾რელიგიის, ფილოსოფიისა და მეცნიერების ყველა დიდი კითხვებიდან უდიდესია კითხვა თვით ცხოვრების საზრისის შესახებ. ბევრი პასუხი გასცა ამ კითხვაზე დოქტრინულმა რელიგიებმა, თუმცა მხოლოდ მისტიკოსებმა შეიცნეს დიდი საიდუმლო.
წინამდებარე წიგნი წარმოადგენს ცხოვრების აზრის ისტორიული ძიების მიმოხილვას იმ კაცის მიერ, რომელიც იყო მისტიკოსისა და რეალისტის უცნაური ნაზავი, იმავდროულად – მსოფლიოში ცნობილი დრამატურგი და ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის სფეროში, ოდესღაც ბელგიელ შექსპირად აღიარებული. თუმცა იმდენი რამ მოხდა თანამედროვე სამყაროში მისი გარდაცვალების შემდეგ (1949 წ.), რომ დღეს მისი შემოქმედება თითქმის დავიწყებულია, მისი პიესები აღარ იდგმება, ეს წიგნი კი მხოლოდ მის ბიოგრაფიებში ფიგურირებს. არსებითად კი, „დიდი საიდუმლო“ იგნორირებული შედევრია.
მრავალგზიანი სახლი
26,90 ₾შარმეინ ბეიკერისთვის დიდი ბიძია უილიამის პატარა სახლის მოვლა ადვილი უნდა ყოფილიყო. საქმე იმან გაართულა, რომ მისთვის “დიდი ბიძია უილიამი” სხვებისთვის სამეფო კარის ჯადოქარი ნორლანდია. პატარა სახლი კი — დროსა და სივრცეს ამრუდებს, მისი კარი მრავალ გზას ხსნის: საძინებლისკენ, სამზარეულოსკენ, მთისქვეშა ქვაბულებისკენ, სამეფო რეზიდენციისკენ და ხანაც წარსულისკენ.
ამ კარის შეღებით შარმეინმა არა მარტო სახლზე აიღო პასუხისმგებლობა, არამედ ერთობ ჯადოსნურ მაწანწალა ძაღლზე, ჯადოქრის გონებაგაფანტულ შეგირდსა და მეფისთვის ფრიად მნიშვნელოვანი დოკუმენტების დასტაზეც.
მისივე წყალობით გადაეყარა თავზარდამცემ ლაბაკს, გააღიზიანა პატარა ლურჯი არსებების მთელი ტომი და განძზე გაჩაღებული ძიების შუაგულშიც ამოყო თავი. მეფე და მისი ასული სასოწარკვეთით ეძებენ ზღაპრულ ელფთაძღვენს და დასახმარებლად გრძნეულ სოფისაც კი უხმობენ. და სადაც სოფია, იქვე ახლოს ხომ ჯადოქარი ჰაული და ცეცხლის დემონი კალციფერიც იქნებიან? რა თქმა უნდა, ასეთი მაგიური ოჯახის მონაწილეობით ქაოსი და მოულოდნელი აღმოჩენები სრულიად გარდაუვალია.
ამბები დრაკონებზე
23,90 ₾კრებული აერთიანებს სხვადასხვა ავტორის მიერ სხვადასხვა დროს დაწერილ მოთხრობებს, რომლებიც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ სამყაროში გვამოგზაურებენ, მაგრამ ერთ თემაზე გვიყვებიან — დრაკონებზე.
წიგნში თავმოყრილია როგორც კლასიკური ტექსტები, ისე XXI საუკუნის გამორჩეული ავტორების მრავალფეროვანი ინტერპრეტაციები — აქ შეხვდებით სახიფათო
ლეგენდებსაც და ზღაპრულ, თბილ, სევდიან და საოცრებით სავსე ამბებსაც.
მოთხრობები გვაცნობენ ბეოვულფისა და ლორდ დანსენის მძვინვარე ურჩხულებს, დაიანა უინ ჯონსისა და კენეთ გრემის ცოტა სასაცილო არსებებს, ელიზაბეთ ბეარისა და სარა მონეტის მშვენიერ და მითიურ ნამარხებს, ფენტეზის უკვე კლასიკოსად ქცეული ლე გუინისა და ტანით ლის მიერ დანახულ მზაკვარ მტერს.
“ამბები დრაკონებზე” გვახსენებს, რომ დრაკონი მხოლოდ მითოლოგიური ქმნილება კი არა, უსაზღვრო ფანტაზიის სიმბოლოა — და ყოველ ახალ მოთხრობაში თავიდან იძენს ფორმასა და მნიშვნელობას.
იატი განხორციელების კოდი დაა სინათლის ალქიმია
34,00 ₾ავტორი იკვლევს უძველეს დამწერლობებსა და სიმბოლურ სისტემებს, განსაკუთრებული აქცენტით დავიწყებულ ასო „იატიზე“ (Ѣ), რომელიც უკავშირდება შვიდი მუდრის ბეჭდურ სისტემას. წიგნში გაანალიზებულია კავშირი ასოებს, ბგერებს, ჩაკრებსა და რიცხვებს შორის, როგორც ერთიანი სიმბოლური კოდის ნაწილები. ნაშრომი წარმოადგენს მცდელობას დაინახოს უხილავი კავშირები სხეულს, ცნობიერებასა და მატერიას შორის.
ლავინია
18,95 ₾ლათინთა მეფის, ლათინუსის, ერთადერთმა ასულმა, ლავინია იცის, რომ მისი ბედი წინასწარმეტყველებებითაა განსაზღვრული: ის უცხოტომელს უნდა მისთხოვდეს, რის გამოც მისი სამშობლო სისხლიან ომში ჩაერთვება. როდესაც ტროელი გმირი, ენეასი, იტალიის ნაპირს მიადგება ქალაქის დასაარსებლად, ადგილობრივების მხრიდან მას დიდი წინააღმდეგობა შეხვდება, თუმცა მთავარი ქალაქის, ლავრენტუმის, სამეფო ოჯახში ენეასს მშვენიერი გულშემატკივარიც გამოუჩნდება. ლავინია — ვერგილიუსის ლეგენდარული ნაწარმოების უმნიშვნელო გმირი, რომელიც დუმილისთვის იყო განწირული — ხმას იმაღლებს ამერიკელი მწერლის წყალობით და თავად მოგვითხრობს სიყვარულისა და ომის, არჩევანის სიმძიმისა და ბედისწერის დაუვიწყარ ამბავს.
კუპატას წიგნი გასაფერადებელი
12,95 ₾კუპატა − ჩვეულებრივი და თანაც არაჩვეულებრივი ძაღლი − ბავშვის ერთგული მეგობარია. ეს გასაფერადებელი შენთვის შეიქმნა. გააფერადე კუპატა და მისი მეგობრები, მათთან ერთად გატარებული ყველა თავგადასავალი ხომ ჯადოსნური და დაუვიწყარია! აქვე დაგხვდება სტიკერები, რომელთაც სურვილისამებრ გამოიყენებ!
მემო თამაში – კუპატასთან ერთად
12,95 ₾მეხსიერების (მემო) თამაში ერთ-ერთი საყვარელი თამაშია ყველა ასაკის ადამიანისთვის. ის ავითარებს დაკვირვების უნარსა და ვიზუალურ მეხსიერებას. კუპატას მეხსიერების თამაშში 40 (20 წყვილი) ბარათია. თამაშის მთავარი მიზანია რაც შეიძლება მეტი წყვილის ბარათის პოვნა.
სხვისი ცოლი და ქმარი საწოლქვეშ
11,95 ₾წიგნი რუსულიდან თარგმნა პაატა ჩხეიძემ. ფიოდორ დოსტოევსკის მოთხრობა „სხვისი ცოლი და ქმარი საწოლქვეშ“ სატირულ-იუმორისტული ნაწარმოებია, თუმცა თავისი არსით ძალზე დრამატულია და „საშიში“ გრძნობის − ეჭვიანობის მსხვერპლზე გვიამბობს. გაეცანით ივან ანდრეევიჩის თავგადასავალს და გაიგეთ, რა შეიძლება გააკეთებინოს ეჭვიანობამ ადამიანს, სად შეიძლება აღმოჩნდეს, თუ რისხვამ დააბრმავა და რაციონალური განსჯის უნარი დააკარგვინა? სად და… არც მეტი, არც ნაკლები, სხვისი ცოლის საწოლქვეშ!
სიკვდილის დროს ყველა მარტოა
18,00 ₾“გასული საუკუნის 40-იანი წლები, ფაშიზმის ზეობის ხანა. ნაცისტები ზედიზედ იპყრობენ ევროპას, უკვე პარიზშიც შევიდნენ და გერმანელები ზეიმობენ _ მათი ფიურერი უძლეველია, ის დღენიადაგ თავის ხალხზე ფიქრობს, იმ დღეზე ოცნებობს, როცა არიელები მსოფლიოზე გაბატონდებიან. ჯერი ახლა ინგლისზეა და მასაც მოუვლის. აი, ასეთ დროს ერთი უბრალო მუშის ჩუმი ამბოხი მოსვენებას დაუკარგავს მესამე რაიხის დიდჩინოსნებს. ვინ არის ეს თავხედი, რომ დადის და აღმაშფოთებელი მოწოდებებით აჭრელებულ ღია ბარათებს ავრცელებს?! შეშლილია თუ მავნებელი?! ოტო კვანგელმა ერთადერთი ვაჟი დაკარგა ნაცისტების წამოწყებულ ამ სასტიკ ომში და ცოლთან ერთად ომი გამოუცხადა ნაციზმს, მაგრამ მის თანამემამულეებს დახშული აქვთ ყური და დაბრმავებული აქვთ თვალები… ჯერჯერობით. ჰანს ფალადას კვანგელების ისტორია არ გამოუგონებია _ ის ღია ბარათები გესტაპოს არქივშია შემონახული.”
კუდგრძელა წრუწუნას ნაამბობი და სხვა მოთხრობები (10 წლიდან)
7,90 ₾ბავშვობა ის საძირკველია, რომელზეც ადამიანის მთელი შემდგომი ცხოვრება შენდება; რომელიც ხშირად სიცოცხლის ბოლომდე განსაზღვრავს მის ხასიათს და წარმართავს მის მოქმედებას. ეს კარგად იცოდა თედო რაზიკაშვილმა (1869-1922 წწ.). მან შეკრიბა და გამოსცა ქართული ხალხური ზღაპრების დიდებული კრებული. მარტო ეს ღვაწლი იკმარებდა მწერლის სახელის უკვდავსაყოფად, თუმცა მან თავისი ინდივიდუალური შემოქმედებითაც გაამდიდრა ბავშვების სულიერი სამყარო.
ჭკვიანი ბასარა და სხვა მოთხრობები (10 წლიდან)
6,90 ₾იროდიონ ევდოშვილის საბავშვო მოთხრობებს დღემდე არ დაუკარგავს მიმზიდველობა. ამ სევდიანი და სიკეთით სავსე მოთხრობების წაკითხვისას ხან თვალები აგიცრემლდებათ, ხან რომელიმე ცხოველისა თუ ბავშვის მწარე ხვედრი აგიჩუყებთ გულს, ხან კი პერსონაჟების ერთგულებითა და გონიერებით გაოცდებით.
წიგნში შეტანილია მწერლის ყველა რჩეული საბავშვო მოთხრობა.
ბედნიერი პრინცი (9 წლიდან)
8,90 ₾ხალხური ზღაპრების შეგროვებისა და გამოცემების კვალდაკვალ, მე-19 საუკუნეში მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსებმა შექმნეს შესანიშნავი ლიტერატურული ზღაპრები. მათ შორისაა ოსკარ უაილდის ზღაპრები, რომლებშიც ის მაღალმხატვრული ენით გვიხატავს სამყაროს სურათსა და ადამიანის შინაგანი განცდების მშვენიერებასა თუ სიღატაკეს. გვასწავლის, რომ არასოდეს უნდა თქვა არასოდეს; რომ ცხოვრება ჩვენი საქციელის შესაბამისად გვექცევა; რომ ურთიერთთანაგრძნობის გარეშე, მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვით, ჩვენს სულებს კარგი არაფერი დაემართება;
წერილები დაჩის (13 წლიდან)
9,90 ₾ოტია იოსელიანის „წერილები დაჩის“ ეპისტოლური ჟანრის კრებულია. როგორც ავტორი შესავალ ნაწილში აღნიშნავს, მსგავსი შინაარსის ნაწარმოებები არაერთ დიდ მწერალს შეუქმნია, მაგრამ იმ „წინა კაცებმა“ თავიანთი ბილიკები და გზები გაჭრეს, ჩვენ კი „ჩვენს გზას ვეძებთ, ჩვენს ბილიკს ვიკაფავთ და ჩვენი გასასვლელი უნდა ვიპოვოთ“. წერილების ადრესატი თითქოს მწერლის ვაჟი დაჩია, მაგრამ ნოველების სახით დაწერილი ბარათები სცდება ერთი კონკრეტული პიროვნების საზღვრებს და არა მარტო ახალგაზრდა თაობის, არამედ ყველა ასაკის მკითხველს მოიაზრებს.
365 სავარჯიშო ქართულ ენაში
13,90 ₾ეს წიგნი იმ ბავშვებისთვისაა, რომლებმაც წერა-კითხვა უკვე ისწავლეს და ამ ცოდნის განმტკიცება სჭირდებათ. წიგნში მოცემულია მრავალფეროვანი სავარჯიშოები დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის: კროსვორდები, ასოების ცხრილში სიტყვების ამოცნობა, ნახატების გაფერადება, შესაბამისი წინადადებების დაწერა, ერთნაირი და საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვების ამოცნობა და ერთმანეთთან დაკავშირება, ტექსტების გააზრება და შეკითხვებზე პასუხის გაცემა, გამოტოვებული ასოების ჩაწერა, სიტყვების გამოცნობა, ბგერითი შედენილობით ერთნაირი სიტყვების გააზრება და სხვადასხვა კონტექსტში სწორად გამოყენება, მხოლობით რიცხვში მოცემული სიტყვების მრავლობით რიცხვში გადაყვანა და პირიქით, არასწორად მოცემული წინადადებების გააზრება და გასწორება და სხვ.
„365 სავარჯიშო ქართულ ენაში“ ხელს უწყობს ლექსიკური მარაგის გამდიდრებას და შემდეგი უნარების განვითარებას:
ნატიფი მოტორიკა
მეტყველება
წარმოსახვა
ყურადღება
აზროვნება
მეხსიერება
პანი
12,90 ₾ხანგრძლივი ლიტერატურული მოღვაწეობის მანძილზე კლასიკოსი მწერალი ადამიანის ცნობიერების ასპექტებს იკვლევდა. კნუტ ჰამსუნმა პირველმა გამოიყენა შინაგანი მონოლოგისა და ცნობიერების ნაკადის ტექნიკები, რითაც საფუძველი ჩაუყარა ფსიქოლოგიურ და მოდერნისტულ პროზას, რომლის დადასტურებაცაა ეს რომანი. დიდერიკისა და იზელინის მსგავსად, მწერალმა შექმნა თავისი მითოლოგია, რომლის დახმარებითაც მთავარი პერსონაჟი თავისი ნაკლის გაცნობიერებას ცდილობს. პანი რთული ამოცანაა, რომლის ამოხსნაც ყველას როდი შეუძლია.
ჩვენ, ყველანი…
23,30 ₾რომანში მოქმედება ერთ პროვინციულ ქალაქში ხდება, სადაც ყველაფერი ერთი შეხედვით ერთფეროვანია, თუმცა მაინც უზადო სიჭრელით გამოირჩევა. სიუჟეტის მთავარი ხაზი ორი, თითქმის თანადროული ისტორიაა, რომლებსაც უცნაური, მაგრამ მეტად სახასიათო ცხოვრებისეული ჯაჭვები კრავს. ეს არის ორი ისტორია იმაზე, რომ წლობით ნაგროვებ დარდს ბედნიერების წამები აქარწყლებს. საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველანი ხილული თუ უხილავი ძაფებით ვართ ერთმანეთთან გადაჯაჭვულები. რომანი „ჩვენ, ყველანი…“ დაგვაფიქრებს საკუთარ არჩევანსა და, რაც მთავარია, ჩვენს ადგილზე საზოგადოებაში.
ფრაგმენტები ბუსთანიდან
11,95 ₾საადი შირაზელი კლასიკური სპარსული ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელია. მისი ლირიკული და დიდაქტიკური შემოქმედება ფართოდ არის ცნობილი პოეტის მშობლიურ ირანსა და ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ტკბილმოუბარი საადის (როგორც ირანში უწოდებენ) ორი დიდაქტიკური თხზულება — „ბუსთანი“ და „გოლესთანი“, ასევე მისი მრავალრიცხოვანი ყაზალები, რობაიები და სხვა პოეტური ტექსტები სპარსული ლიტერატურის ოქროს ფონდს განეკუთვნება. განსაკუთრებით პოპულარულია მისი სენტენციები და ერთგვარი აფორიზმები, რომელსაც თვალსაჩინო ადგილი უჭირავს სპარსულ მეტყველებაში. საადის შეგონებანი ირანელი კაცისთვის ჭირსა და ლხინში გამოსაყენებელ ფრაზებად იქცა.
„ბუსთანი“, შუა საუკუნეების სპარსული ლიტერატურის არაერთი ნიმუშის მსგავსად, საერთო სიუჟეტით შეკრული ერთი მთლიანი თხზულება კი არ არის, არამედ სხვადასხვა საკითხთა შესახებ შექმნილ იგავთა ერთიანობაა. როგორც წესი, ყოველი თავის დასაწყისში ავტორი მსჯელობს რომელიმე საკითხის შესახებ, ხოლო შემდეგ მოჰყავს მასთან დაკავშირებული იგავები.
წინამდებარე წიგნში წარმოდგენილი რჩეული იგავები ამოკრებილია „ბუსთანის“ რამდენიმე კარიდან. საადის შეგონებათა დიდ ნაწილს, ჟამთასვლის მიუხედავად, ყავლი არ
გასვლია. როგორც ცნობილია, შუა საუკუნეების აღმოსავლეთში საადის პოემა ხელიდან ხელში გადადიოდა და მასზე თაობები იზრდებოდა. ასწლეულთა მიუხედავად, „ბუსთანს“ არც თანამედროვე ეპოქაში მოჰკლებია მკითხველი.
კოქტეილის წვეულება
18,95 ₾ტ. ს. ელიოტის „კოქტეილის წვეულება“ 1948 წელს დაიწერა, 1949 წელს ედინბურგის ფესტივალზე დაიდგა და 1950 წელს გამოქვეყნდა. პიესა მე-20 საუკუნის დრამატურგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნიმუშს წარმოადგენს, სადაც სალონური კომედიის მსუბუქი და თითქოს შემთხვევითი ფორმა თანდათანობით ღრმა სულიერ და ფილოსოფიურ კვლევად გარდაიქმნება. „კოქტეილის წვეულება“ იმ პერიოდში დაიწერა, როდესაც ელიოტის მიზანი პოეტური დრამის აღდგენა და კულტურულ სივრცეში ქრისტიანული აზროვნების დაბრუნება იყო. 1949 წელს წაკითხულ ლექციაში ტ. ს. ელიოტმა დაადასტურა, რომ პიესის ცენტრალური სიუჟეტური მოტივი – ქალი, რომელიც ქმრის გადასარჩენად სიკვდილს თანხმდება, – ევრიპიდეს ტრაგედიას, „ალკესტისს“, ეფუძნება.
ქაჯები, პატრიარქები და ერთი წიგნი
10,00 ₾რატომ იტყუებიან და ატყუებენ თავს ადამიანები მაშინაც კი როცა ეს არ მათ ვნებთ? ეს შეკითხვა „ქაჯები, პატრიარქები და ერთი წიგნი“-ს ერთ-ერთი მთავარი გამოცანაა. ამ უცნაური სათაურის მქონე წიგნის პერსონაჟები ქაჯეთის მაცხოვრებლები არიან, სადაც სიცრუით ქვეყნის მართვა, რელიგიური ფარისევლობა და სიმართლისგან დაცლილი ურთიერთობები ყოველდღიური მოცემულობაა. წიგნი დენთის კასრივით ასაფეთქებლად გამზადებულ გარემოში მოხვედრილი ადამიანების საბედისწერო და ხიფათიან თავგადასავალს მოგვითხრობს.