საქართველოს რესპუბლიკა სამაგიდო თამაში 12+

50,00 

სამაგიდო თამაში „საქართველოს რესპუბლიკა – დამოუკიდებლობიდან დამოუკიდებლობამდე“, რომლის შექმნის იდეა გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში 2021 წელს, XI კლასის ისტორიის გაკვეთილზე დაიბადა, საინტერესო და სასარგებლოა არა მხოლოდ სკოლის მოსწავლეებისთვის, არამედ ქართველი საზოგადოებისთვისაც, რამდენადაც საქართველოში წარსულის ცოდნა ბევრისათვის ჯერ კიდევ ბუნდოვანია და ბევრი ისტორიულად მნიშვნელოვანი მოვლენა ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება. თამაშის მიზანი ამ ცოდნის სკოლის გარეთ გატანა და ისტორიის ყოველდღიურობის ნაწილად ქცევაა.

კონცეფციის მიხედვით, თამაში იმ 73 წელს მოიცავს, რომელიც ქვეყანამ 1918 წლის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენამდე განვლო. სწორედ ამიტომ, სათამაშო დაფაზე მოცემულია 73 უჯრა, ხოლო შეკითხვები, რომელთაც მოთამაშეებმა უნდა უპასუხონ, საქართველოს ისტორიის მხოლოდ აღნიშნულ პერიოდს უკავშირდება. თამაშს თან ახლავს წიგნი, რომელიც მკითხველს დამოუკიდებლობის მოპოვებისა და საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ მისი აღდგენის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს შეახსენებს. შესაბამისად, თამაშის სახელიც სწორედ ამ მოვლენებზე მიანიშნებს და მასში საქართველოს ისტორიის სხვა მნიშვნელოვანი ფაქტები განგებ არის გამოტოვებული.

თამაშის მომზადებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქრისტინე მაღლაკელიძემ, რომელიც სხვადასხვა ეტაპზე პროექტის განვითარებაში მონაწილეობდა.

ლარი ლუზერი ნამდვილი ჩემპიონი

14,90 

გაიცანით ლარი ლუზერი – ბიჭი, რომელსაც დაუდევრობის, ხათაბალაში გახვევის და ქაოსის მოწყობის ნიჭი აქვს. წინ გელოდებათ ბევრი…

კომიქსში შეხვდებით ლარის ოჯახს, შინაურ ცხოველებს, მის საყვარელ მეგობრებსა და არც ისე საყვარელ მტრებს!

გაფრთხილება! მოემზადეთ ბევრი სიცილისთვის..

მაგნიტური ანბანი

42,90 

თუ სკოლისთვის ემზადები, ან უკვე პირველკლასელი ხარ, ან სულაც სკოლობანას თამაში გიყვარს, სასკოლო დაფის მაგივრობას ეს ტრანსფორმერი ყუთი გაგიწევს, რომელიც მაგნიტურ დაფად გადაიქცევა; ქართული ანბანის სწრაფად და ხალისით შესწავლაში კი ყუთის მრავალფეროვანი კომპონენტები დაგეხმარება.

ყუთში დაგხვდება:

მაგნიტური ცალხაზიანი დაფა მარტივი დავალებების შესასრულებლად;
5 მაგნიტური დაფა წინასწარ განსაზღვრული სავარჯიშოებით;
66 მაგნიტური ასონიშანი;
40-გვერდიანი წიგნი ინსტრუქციითა და მზა სახალისო აქტივობებით;
ქართული ანბანის ილუსტრირებული პოსტერი.

მაგნიტური რიცხვები

42,90 

თუ სკოლისათვის ემზადები, ან უკვე პირველკლასელი ხარ, ან სულაც სკოლობანას თამაში გიყვარს, სასკოლო დაფის მაგივრობას ეს ტრანსფორმერი ყუთი გაგიწევს, რომელიც მაგნიტურ დაფად გადაიქცევა; მათემატიკის სწრაფად და ხალისით შესწავლაში კი ყუთის მრავალფეროვანი კომპონენტები დაგეხმარება.

ყუთში დაგხვდება:

მაგნიტური უჯრედებიანი დაფა მარტივი დავალებების შესასრულებლად;
8 მაგნიტური დაფა წინასწარ განსაზღვრული სავარჯიშოებით;
52 მაგნიტური რიცხვი და მათემატიკური სიმბოლო;
32-გვერდიანი წიგნი ინსტრუქციითა და მზა სახალისო აქტივობებით.

ჩემი პირველი სიტყვები საპირისპირო მნიშვნელობის 20 ფაზლი

22,90 

10-გვერდიანი წიგნი + 20 ფაზლი

პატარებს განუვითარებს მოტორულ და კონცენტრაციის უნარებს.

დააკვირდი ნახატებს და ისწავლე საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვები!

დინოზავრების სამყარო

24,95 

ამ არაჩვეულებრივი ნაკრების საშუალებით ცნობისმოყვარე პატარები იმოგზაურებენ პრეისტორიულ ხანაში, გაეცნობიან დინოზავრების სამყაროს და ერთმანეთს შეუთავსებენ სწავლასა და გართობას. ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული სავარჯიშოების 2 წიგნში შეასრულებენ სახალისო და საინტერესო დავალებებს, ყუთში კი აღმოაჩენენ დინოზავრების თემაზე შექმნილ ფერად სტიკერებს, მაგნიტურ დაფასა და 30 მაგნიტურ დინოზავრს

თბილისი წიგნი + 40 ფაზლი ფიგურებით

27,90 

10-გვერდიანი წიგნი დაგეხმარება, დაათვალიერო თბილისის შთამბეჭდავი ნაგებობები, ქანდაკებები და ისტორიული ღირსშესანიშნაობები.
40-ნაწილიანი ფაზლი
10 დასადგმელი ფიგურა

კოსმოსი წიგნი + 40 ფაზლი ფიგურებით

27,90 

10-გვერდიანი წიგნი დაგეხმარება, ისწავლო ფერები, ფორმები, რიცხვები და კოსმოსთან დაკავშირებული სიტყვები.
40-ნაწილიანი ფაზლი
10 დასადგმელი ფიგურა

დინოზავრები წიგნი + 40 ფაზლი ფიგურებით

27,90 

10-გვერდიანი წიგნი დაგეხმარება, გაიცნო დინოზავრები და ისწავლო მათ საცხოვრებელ გარემოსთან დაკავშირებული სიტყვები.
40-ნაწილიანი ფაზლი
10 დასადგმელი ფიგურა

ვისწავლოთ ქართული წიგნი-ჩანთა

27,95 

ვისწავლოთ ქართული იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ მიხედვით ეს თვალწარმტაცი წიგნი-ჩანთა სწორედ შენთვისაა. ის ჯერ ასოების კითხვა-გამოწერას გასწავლის, შემდეგ კი უამრავ თავშესაქცევს გთავაზობს – სავარჯიშოებს, ანდაზებს, მოთხრობებს. სავარჯიშოები რომ უფრო ხალისხიანად გააკეთო, ამისათვის ჩანთაში გამოსაჭრელი ანბანი, დაფა, ფლომასტერი და საშლელიც დაგხვდება. ასე რომ, შენ და ეს საოცარი ნაკრები ნამდვილად დამეგობრდებით. აბა, შენ იცი!

ვისწავლოთ: წერა, კითხვა თვლა,საათის ცნობა

27,95 

ჩვენს ჩანთაში ორი წიგნი, გამოსაჭრელი ანბანი, არითმეტიკულ ციფრები, საათი და ორი საწერი დაფაა. ეს წიგნები თქვენს პატარას დაეხმარება, ისწავლოს წერა-კითხვა, თვლა, საათის ცნობა, შეძლებს ერთმანეთისგან განასხვაოს ფერები და ფიგურები. იგი ხალისით შეასრულებს ჩვენ მიერ შედგენილ სახალისო და შემეცნებით სავარჯიშოებს. ჩანთაში დევს ორი დაფა, ერთი ქართული ანბანის, მეორე კი ციფრების დასაწერად გამოიყენეთ. საათი-სათამაშო კი უნიკალური საშუალებაა საათის ცნობის შესასწავლად.

პრინცესების სასახლე წიგნი და 3D მოდელი

45,95 

ამ საოცარ და სატარებლად მოსახერხებელ ყუთში აღმოაჩენთ წიგნსა და ასაშენებელი სასახლის მოდელს,

სათამაშო ოთახებით, ნამდვილი პრინცესის შესაფერისი საგნებითა და დეტალებით. უმშვენიერესი პრინცესა ჯადოსნურ სასახლეში, მდიდრულ მეჯლისზე წასვლას აპირებს. მასთან ერთად დაელოდეთ ზღაპრულ ეტლს, გააღეთ დიდებული დარბაზის კარი და შეაბიჯეთ მეჯლისზე,

თოვლის გუნდას დომინო

19,95 

დომინოს თამაში კიდევ უფრო სახალისო ხდება შენთვის, რადგან ამჯერად სათამაშო ფიგურებზე შენი საყვარელი გმირები – თოვლის გუნდა და მისი მეგობრები – გელოდებიან!

Treasure Chest Middle Ages

56,00 

From the queen in her castle to the plowman in his field, the whole rich and varied tapestry of medieval life is laid out in this book. With stylish illustrations, and a wealth of hands-on projects to get to grips with, readers will be immersed in every aspect of the Middle Ages. Make 6 amazing card models. Includes 48-page book and 89 model pieces.

After Dinner Games for not so responsible adults

45,00 

Box: Indulge in a night of fun and frolics with this box of Fabulous After Dinner Games for Not So Responsible Adults. Guaranteed to make any evening completely different from the dinner parties your parents used to attend, this set comes with a book of instructions to play classic games, not to mention twists on old favourites and a few cheeky drinking games. Also included are a set of 100 game cards and over 60 forfeit cards to add some good old embarrassment to your nights in. For once, you’ll actually find it fun to be an adult! Book: Prepare for a fantastic evening of spectacular games! Inside, you’ll find details of everything to host an hilarious grown-up evening, from classic guessing games to somewhat-safe drinking games. For once, you’ll actually find it fun to be an adult!