Showing 36–70 of 1828 resultsSorted by latest

დასაბამი

29,95 

ამ წიგნით გვინდა თვალი გადავავლოთ აბორიგენი მოსახლეობის ყოფასა და ბუნებრივ გარემოს, რომელშიც ცხოვრობენ და, რომელიც, თავის მხრივ, მათში ცოცხლობს. ქედს ვიხრით ამ ხალხის ბრძოლისა და გამძლეობის წინაშე. ნაწარმოები ეძღვნება კულტურათა იმ სიბრძნეს, რომელმაც მნიშვნელოვანი ცოდნა შეიძლება შეგვძინოს ჩვენი პლანეტის მოვლა-პატრონობის საქმეში.

ტიბეტური სიკვდილის წიგნი

24,95 

Bardo Thödol ტიბეტური სიბრძნის უმაღლესი მემკვიდრეობაა, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში მონასტერში ინახებოდა. მე-20 საუკუნეში ის პირველად ითარგმნა დასავლურ სამყაროში. კარლ გუსტავ იუნგმა მასში ადამიანის ფსიქიკის არქეტიპული რუკა ამოიცნო, ხოლო ბიტ-თაობისთვის ალენ გინზბერგისა და ტიმოთე ლირისათვის, წიგნი გარდამავალ განზომილებათა გზამკვლევად იქცა, ცნობიერების ახალი სივრცეების აღმოსაჩენად.

Bardo Thödol – ჩემი მუდმივი თანამგზავრი გახლდათ, მას ვუმადლი უამრავ შთამაგონებელ იდეასა და აღმოჩენას, აგრეთვე საკუთარი სულიერი ინტუიციის საწყისების განმტკიცებას.

კარლ გუსტავ იუნგი

კარლ გუსტავ იუნგის ფსიქოლოგიურიკომენტარის თარგმანის კონსულტანტი გია ეძგვერაძე

ჯადოსნური მთა

45,90 

გერმანული ლიტერატურის შედევრად აღიარებული რომანი „ჯადოსნური მთა” 1924 წელს გამოვიდა. თავად ავტორის შეფასებით, ეს წიგნი უაღრესად გერმანულია, თუმცა ევროპული განმანათლებლური, აღმზრდელობითი რომანის მოდერნიზაციადაც შეიძლება ჩაითვალოს და ცოტათი – მის პაროდიადაც.
მწერალი იკვლევს სიკვდილის პირისპირ მდგარი ადამიანისა და მისი ახლობლების ფსიქოლოგიას. მთავარი გმირის მსოფლმხედველობას თავდაყირა აყენებს სიკვდილის სიახლოვე, მისი სუნთქვა სიყვარულსაც კი განსხვავებულ ელფერს ანიჭებს.
ამ წიგნისთვის დამახასიათებელია აზრობრივი სიღრმე, მრავალპლანიანობა, დინჯი, აუჩქარებელი თხრობა, გამოკვეთილი ხასიათები და მწერლის ჰუმანური, ირონიანარევი დამოკიდებულება გმირების მიმართ.
დახვეწილი, მუსიკალურობამდე ამაღლებული, თუმცა ფრაზეოლოგიზმებისგან განტვირთული ენა და მონუმენტური ფორმა ინტელექტუალური რომანის ნიშან-თვისებებია, რომლის ერთ-ერთ ფუძემდებლადაც მსოფლიო ლიტერატურაში სწორედ თომას მანია მიჩნეული.

კილიმანჯაროს თოვლი

45,90 

ერნესტ ჰემინგუეის (1899-1961) მოთხრობების კრებული, სახელწოდებით „პირველი ორმოცდაცხრა“, პირველად 1938 წელს გამოქვეყნდა. 1987 წელს მისმა ამერიკელმა გამომცემელმა, „სკრიბნერსმა“, შეადგინა მოთხრობების სრული კრებული, რომელშიც შევიდა როგორც „პირველი ორმოცდაცხრა“, ისე ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილი და ასევე, მანამდე გამოუცემელი მოთხრობები. ქართველი მკითხველისთვის შეთავაზებული ეს გამოცემა აერთიანებს მწერლის ადრეულ მოთხრობებს, ანუ კრებულს „პირველი ორმოცდაცხრა“.

ჰემინგუეის, როგორც მწერლის, გენიალური სტილი ყველაზე უკეთ სწორედ მის მოთხრობებში გამოვლინდა: სხარტი, ძუნწი, დაწურული ფრაზებით სულ რამდენიმე გვერდზე გადმოცემულია ადამიანური ყოფის სისასტიკე და სინაზე, სასოწარკვეთილება და იმედი, ომით მიყენებული ტრავმა და რომანტიკული ურთიერთობა. ავტორი მკითხველს ხან ამერიკის პატარა ქალაქებში ამოგზაურებს, ხან ევროპის ქვეყნებში, ხანაც აფრიკის უსასრულო სავანაში. ქართველი მკითხველი შეხვდება ნიკ ადამსს – ავტორის ალტერ ეგოს – და შეიტყობს ბევრ ავტობიოგრაფიულ ეპიზოდს მწერლის ცხოვრებიდან.

დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი

25,90 

„დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ (1861) ფიოდორ დოსტოევსკის (1821- 1866) პირველი რომანია, რომელიც მან კატორღიდან დაბრუნების შემდეგ დაწერა. მთხრობელი ახალგაზრდა ლიტერატორია, ივანი, რომელსაც ავტორმა თავისი ბიოგრაფიის კონკრეტული შტრიხები უსახსოვრა, თუმცა ზუსტი ქრონოლოგიური ხაზის აღდგენა რთულია.

რომანი სოციალურ უთანასწორობაზეა _ როგორ ილახება ინდივიდის ბედი და თავმოყვარეობა, როცა საშუალო და დაბალი ფენის ადამიანებს ეგოიზმითა და ცინიზმით, გონებითა და ფულით აღჭურვილი გარეწარი უპირისპირდება.

რომანში ორი სიუჟეტური ხაზია, რომლებიც მოულოდნელად იკვეთება და აჩენს გარკვეულ ინტრიგას, რაც მთელ ტექსტს მიყვება და ითრევს მკითხველს.

ავტორი, რა თქმა უნდა, დამცირებულებისა და შეურაცხყოფილების, პატარა ადამიანების მხარესაა. ისინი უძლურნი არიან დიდი, დამანგრეველი ძალის პირისპირ, თუმცა მორალური გადარჩენის შესაძლებლობა მაინც რჩებათ, რადგან დოსტოევსკისეული ქრისტიანული ხედვა ყოველთვის ინდივიდის პირადი ძალისხმევისკენაა მიმართული.

გადარჩებიან თუ ვერა დოსტოევსკის დამცირებული და შეურაცხყოფილი გმირები, მაშინ როცა ბოროტების დამარცხების საშუალება მათ არა აქვთ? ღრმა თანაგრძნობითა და სიყვარულით დაწერილი ეს რომანი ამ კითხვაზეც იძლევა პასუხს.

დანიშნულნი

45,90 

„დანიშნულნი“ იტალიური რომანტიკული ლიტერატურის შედევრია. გოეთეს სიტყვებით, ეს არის რომანი, რომელიც „აღემატება ყველაფერს, რაც ამ ჟანრში ოდესმე შეგვხვედრია“. სიუჟეტი ვითარდება XVII საუკუნის ლომბარდიაში, ესპანური მმართველობის პერიოდში და შეყვარებულების, რენცოსა და ლუჩიას სევდიან ამბავს მოგვითხრობს. წყვილის ჯვრისწერას წინ აღუდგება დონ როდრიგო, ადგილობრივი ფეოდალი, რომელიც ბოროტად იყენებს ძალაუფლებას და სამოქალაქო თუ საეკლესიო ხელისუფლების წარმომადგენლებს თავისი გავლენის ქვეშ აქცევს. რენცო და ლუჩია არაერთ სიძნელეს გადალახავენ – საყოველთაო შიმშილს, მილანის აჯანყებებს, შავი ჭირის ეპიდემიას… ბოლოს, ხანგრძლივი განშორების შემდეგ, განგება ისევ შეახვედრებს ერთმანეთს მილანის ლაზარეთში, საიდანაც მათი ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება…

ალესანდრო მანძონი (1785-1873) იტალიური ლიტერატურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ერთიანი იტალიური ენის ჩამოყალიბებაში. ისტორიული რომანი „დანიშნულნი“ მანძონის შემოქმედების მწვერვალია და იტალიური რიზორჯიმენტოს სიმბოლოდ ითვლება.

ბურდღუნა ბრუნოს ერთგული მეგობრები

19,90 

ბურდღუნა ბრუნოს მოსაწყენად არ სცალია. ერთგულ მეგობრებთან ერთად ხან ფეხბურთს თამაშობს, ხან პონების ფერმაში სეირნობს, ხანაც დაბადების დღის წვეულებას აწყობს. თუმცა, მეგობრები მხოლოდ ლხინში კი არა, განსაცდელშიც ერთად უნდა იყვნენ, მაგალითად, მაშინ, თუ ქარიშხალი სახლს დაგინგრევს და ახლის აშენება მოსალოდნელ გრიგალამდე უნდა მოასწრო.

ბურდღუნა ბრუნოს და მისი ერთგული მეგობრების მხიარული ამბები გრძელდება.
ტექსტიცა და ილუსტრაციებიც გერმანელ ავტორს, დანიელ ნაპს ეკუთვნის.

იატი განხორციელების კოდი დაა სინათლის ალქიმია

34,00 

ავტორი იკვლევს უძველეს დამწერლობებსა და სიმბოლურ სისტემებს, განსაკუთრებული აქცენტით დავიწყებულ ასო „იატიზე“ (Ѣ), რომელიც უკავშირდება შვიდი მუდრის ბეჭდურ სისტემას. წიგნში გაანალიზებულია კავშირი ასოებს, ბგერებს, ჩაკრებსა და რიცხვებს შორის, როგორც ერთიანი სიმბოლური კოდის ნაწილები. ნაშრომი წარმოადგენს მცდელობას დაინახოს უხილავი კავშირები სხეულს, ცნობიერებასა და მატერიას შორის.