Showing 106–140 of 1828 resultsSorted by latest

დიდი იმედები

24,95 

„დიდი იმედები ჩარლზ დიკენსის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ამაღელვებელი ნაწარმოებია. აქ თხრობა პირველ პირში მიმდინარეობს. რომანის მთავარი გმირი, ობოლი პიპი გვიყვება საკუთარ ამბავს – თუ როგორ ცხოვრობდა ერთ მყუდრო სოფელში დასა და სიძესთან ერთად, სანამ მის ცხოვრებაში უცნაური ადამიანები გამოჩნდებოდნენ, რათა მისთვის გული გაებზარათ იმედები ჩაესახათ, ერთგულება ეჩვენებინათ ანდა უმადურად ექციათ. დასაწყისშივე მკითხველის თვალწინ მოღუშული პეიზაჟი იშლება ჭაობები, სასაფლაო და ციხიდან გამოქცეული პატიმარი, რომელიც პატარა პიპს გზად გადაეღობება. მალევე ერთი, ამქვეყნიერებას მოწყვეტილი ქალი ბიჭს სახლში მიიწვევს და მშვენიერ ესტელას გააცნობს. აქედან პიპის უჩვეულო თავგადასავალი იწყება – უცნაური დამთხვევებითა და ფათერაკებით სავსე. ჰიპი ძალზე ემოციურად, სევდიანად და ირონიულად აღწერს მთელ ამბავს. ნაწარმოებში შეხვდებით ტრაგიკომიკურ სცენებსაც, კრიმინალურ დრამასაც, გოტიკურ პასაჟებსაც, სასიყვარულო ისტორიებსაც, იდეით შეპყრობილობასაც და სინდისის ქენჯნასაც. „დიდი იმედები“ ლიტერატურული ჟანრების, ანტაგონისტური პერსონაჟებისა და ემოციების ნამდვილი თაიგულია. „დიდმა იმედებმა“ არაერთი რეჟისორის ყურადღება მიიპყრო – მის მიხედვით გადაიღეს მრავალი ფილმი და დადგეს სპექტაკლები სხვადასხვა ენაზე.

რევოლუციების ეპოქა

29,95 

ფარიდ ზაქარიას “რევოლუციების ეპოქა“ საინტერესო მონაცემებითა და ფაქტებითაა სავსე. ნაშრომში ავტორი ოსტატურად იკვლევს ეპოქებსა და მოძრაობებს, რომლებმაც შეარყიეს დადგენილი ნორმები და თანამედროვე სამყარო ჩამოაყალიბეს. პირველი ნიდერლანდები იყო, სადაც მეჩვიდმეტე საუკუნეში საბანკო და საზღვაო საქმეებში გარდაქმნებმა ეს პატარა მიწა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი გახადა და შექმნა ისეთი პოლიტიკა, როგორიც დღეს არის დამკვიდრებული. უდიდესი ცვლილებები გამოიწვია ინდუსტრიულმა რევოლუციამ დიდ ბრიტანეთსა და შემდგომ უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში. საფრანგეთის სისხლიანი რევოლუცია კი გვიჩვენებს რადიკალური ცვლილებების საფრთხეს, რომლებიც ზემოდან ქვემოთ არის დაწესებული. ამის საბოლოო შედეგი, რაც მოჰყვა საფრანგეთის, რუსეთისა და ჩინეთის რევოლუციებს, იყო სოციალური ქაოსი და ფართოდ გავრცელებული ძალადობა. ისტორიული მოვლენების პარალელურად, ფარიდ ზაქარია იკვლევს დღევანდელ რევოლუციებს: გლობალიზაციას, ტექნოლოგიასა და იდენტობას. მიუხედავად მათი სარგებლიანობისა, გლობალიზაციამ და ტექნოლოგიურმა რევოლუციამ ღრმა რყევები და შფოთვა გამოიწვია ხალხში. და სულ უფრო მეტად იქცევა იდენტობა იმ ბრძოლის ველად, სადაც ოცდამეერთე საუკუნის პოლარიზებული პოლიტიკა იბრძვის.

პატარა წიგნი

23,00 

ეძღვნება ძვენს შვილებს, ყველა მეოცნებეს, მოგზაურს, რომელსაც სჯერა ამ სამყაროს ჯადოსნურობის

პატარა პრინცი დიდი ფორმატი

35,00 

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის “პატარა პრინცი” ყველაზე პოპულარული ფრანგულენოვანი წიგნი და ყველა დროის ბესტსელერია, თავად ავტორი კი საფრანგეთის რამდენიმე უმაღლესი ლიტერატურული ჯილდოს ლაურეატი. ნაწარმოების ნახევარზე მეტი ავტორის თავს გადამხდარი ისტორიებია, მათ შორის გულისამაჩუყებელი ამბავი მარტოობაზე, მეგობრობაზე, სიყვარულსა და სასოწარკვეთაზე, რასაც ის დედამიწაზე ჩამოვარდნილი პატარა პრინცის პირით ჰყვება.

ჯენტლმენი მოსკოვში

35,00 

ისე მოხდა, რომ ემორ ტოულსის “ჯენტლმენი მოსკოვში” რუსთავის მე-12 საპყრობილეში წავიკითხე.
თავისუფლებაზე მყოფი კაცისთვის წიგნს ბევრი რამის მიცემა შეუძლია, თუმცა ციხეში წიგნი, უპირველეს ყოვლისა, ოთხი კედლის ერთფეროვნებისგან სხვა სამყაროში გაქცევის საშუალებაა. ამ რომანმა ეს მისია საუკეთესოდ შეასრულა.
არსებობს წიგნები, რომელთა კითხვასაც დაიწყებ და როცა უბრუნდები, ხვდები, რომ წიგნში გადმოცემული ამბავია ის, რაც გაინტერესებს, გითრევს, გიზიდავს და ერთი სული გაქვს, გაარკვიო, ბოლოს სად მიგიყვანს.
არსებობს წიგნები, რომლებშიც პერსონაჟები, მათი შინაგანი სამყარო და ხასიათის სიღრმე არის ის, რაც მიმზიდველი და საინტერესოა.
ამ რომანს არ აკლია არც ერთი, არც მეორე. თუმცა ის, რაზეც მოვა სიამოვნების უდიდესი წილი მისი კითხვისას, იქნება თხრობის სინატიფე, რომელიც პირველივე გვერდებიდან მოგნუსხავს.
ეს არის წიგნი, რომელიც ერთდროულად გაგახსენებთ “ექიმ ჟივაგოს”, “უკანასკნელ იმპერატორს” და “გაქცევას შოუშენკიდან”.
საბოლოო ჯამში კი, “ჯენტლმენი მოსკოვში” არის კიდევ ერთი ძალიან კარგი რომანი მეგობრობასა და სიყვარულზე.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

უცნობი ქალის წერილი

11,95 

უცნობი ქალის წერილი” მე-20 საუკუნის უდიდესი მწერლის, შტეფან ცვაიგის, ყველაზე პოპულარული მოთხრობაა. მთელი მოთხრობა ერთი წერილია – ცნობილ მწერალ რ-ზე შეყვარებული უცნობი ქალის გულიდან ამოთქმული და ათრთოლებული ხელით დაწერილი წერილი. ვინ არის ეს ქალი? ბნელით მოსილი, ვნებით შეპყრობილი გოგონა წარსულიდან თუ, უბრალოდ, იდუმალი, უცნობი ქალი? ქალი, ვისთვისაც საყვარელ მამაკაცთან მორიგი შეხვედრისას ყველაფერი ნაცნობი და ამავე დროს, გამაოგნებლად ახალია..

ჰაიკუ

19,95 

იაპონური ჰაიკუ, მეჩვიდმეტე საუკუნეში შექმნილი იაპონური ტრადიციული ლექსი, მთელ მსოფლიოში დღემდე აღფრთოვანებას იწვევს. წიგნში წარმოდგენილია ჰაიკუს ოთხი უდიდესი ოსტატის – მაცუო ბაშოს. იოსა ბუსონის, კობაიასი ისას და მასაოკა შიკის ქართული თარგმანები. კრებულში მკითხველი არა მხოლოდ გაეცნობა უდიდესი პოეტების ნამუშევრებს, არამედ თვალს მიადევნებს ჰაიკუს თემატურ და ჟანრობრივ ცვლილებებს. ერთი შეხედვით მარტივი პოეტური ფორმა გამოხატავს პოეტის თვალით დანახულ სამყაროს, მის იმწამიერ შთაბეჭდილებას, მკითხველი კი თავად აკეთებს მოცემული სურათის ინტერპრეტაციას. სწორედ ამიტომ, ჰაიკუ ყოველი წაკითხვისას მკითხველში განსხვავებულ ემოციასა და ახალ-ახალი ინტერპრეტაციის სურვილს იწვევს.

ოქტომბრის ერთ ეულ ღამეს

27,95 

“„ოქტობრის ერთ ეულ ღამეს“ ფანტასტიკური და იდუმალი სამყაროს კარიბჭე გაიხსნება და მკითხველი ალუზიების, ჯადოსნობის, მისტიკის, იუმორისა და ლიტერატურული მითების ნაირფერ სამყაროში აღმოჩნდება. ეს წიგნი ჰელოუინისთვის არის დაწერილი – სავსე მისტიკური ატმოსფეროთი, კაშკაშა ირონიითა და მაგიური ისტორიებით; ამ ამბის ყოველი გმირი საიდუმლოს მალავს, ხოლო ყოველი ღამე ახალი გამოცდის დასაწყისია… დიდი შერკინება ახლოვდება ბნელი კარიბჭის გამხსნელებსა და დამხურავებს შორის, მაგრამ მანამდე უნდა გაირკვეს, ვინ გამღებია და ვინ დამხურავი. ამის გასარკვევად მთხრობელს – ერთგულ, გონებამახვილ, ზოგჯერ ბრაზიან ძაღლს უნდა დაემგზავროთ ლონდონის მრავალსუნიან და ნისლიან გარეუბნებში, დღისით თუ ღამით… თუმცა, უფრო ღამით. უნდა შეხვდეთ იდუმალ, თუმცა ნაცნობ პერსონაჟებს (თქვენ აუცილებლად ამოიცნობთ მათ), რომლებიც ამ ამბავში თავ-თავიანთ შინაურ ცხოველებთან ერთად მონაწილეობენ. ჰელოიუნის ღამე ახლოვდება და… მაშ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება როჯერ ზელაზნის მისტიკურ და ჯადოსნურ სამყაროში!

კუპატას თავგადასავალი

19,95 

ყველა ჩვეულებრივი ძაღლი არაჩვეულებრივია, ყველა არაჩვეულებრივი ძაღლი – ჩვეულებრივი. ეს წიგნიც ასეთ ძაღლზეა – ჩვეულებრივზე და თან არაჩვეულებრივზე. კუპატა ცხოვრობდა ბათუმში, ულამაზეს ზღვისპირა ქალაქში, სადაც მზრუნველმა ადამიანებმა მას ქუჩაში სახლი დაუდგეს. არ მოგესმა – მანამდე კუპატა მიუსაფარი იყო, ერთი იმათგანი, ძალიან ბევრს რომ ვხედავთ ჩვენ გარშემო, მაგრამ… დიდი ხნის განმავლობაში ამჩნევდნენ თანაქალაქელები ძაღლის უცნაურ ჩვევას – ის ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელებთან დგებოდა და ყეფით ანიშნებდა მძღოლებს, ბავშვები გაეტარებინათ. ასე გაიცნო მთელმა ქალაქმა და მერე უკვე მთელმა ქვეყანამაც ჭკვიანი, მამაცი და კეთილი კუპატა, რომელიც ამიერიდან ამ წიგნის ფურცლებიდან გააგრძელებს ცხოვრებას და სიკეთის თესვას თავის მეგობრებთან – ყველა მიუსაფარი ძაღლის ძიძა გულოსთან, მენაყინესთან, კნუტ კნატისთან, ავთოს ავტოსთან და სხვებთან ერთად.

განწყობის ფსიქოლოგია

19,20 

წიგნი ქართული ფსიქოლოგიური სკოლის ფუძემდებლის დიმიტრი უზნაძის ძირითადი ნაშრომია, რომელშიც ჩამოყალიბებულია განწყობის ფსიქოლოგიის მთავარი დებულებები. დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიურმა მემკვიდრეობამ ფართო აღიარება მოიპოვა როგორც ჩვენში, ისე საზღვარგარეთ და ხელი შეუწყო ფსიქოლოგიური მეცნიერების განვითარებას მრავალ ქვეყანაში. ეს გამოცემა ძვირფასი შენაძენია ფსიქოლოგიითა და ფილოსოფიით დაინტერესებული მკითხველისთვის.

MEMENTO MEMORIAS

19,95 

ეს წიგნი არ არის ქრონოლოგიური ამბების ჯაჭვი. ეს უფრო მეხსიერების ფრაგმენტებია: ზოგჯერ ლექსი, ზოგჯერ ჩურჩული, ზოგჯერ სიმღერა, ზოგჯერ – უცხო ქალაქის კაფედან წამოღებული შაქრის ციცქნა შეკვრა, ზოგჯერ კი კარის ხმაურით დაკეტვა.
დემენცია აქ არა მხოლოდ სამედიცინო დიაგნოზია, არამედ ლექსად ქცეული სიჩუმეც, რომელიც შლის დედისა და შვილის საერთო ენას. და რადგან სიჩუმეს სიტყვა ვერ ერევა, მწერალი აშიშვლებს ერთადერთ იარაღს – წერას. წერა, როგორც უმნიშვნელოვანესის დამოწმება, რომ სიყვარული მაშინაც ცოცხალია, როცა სახელიც არ გვახსოვს მისი, ვინც გვიყვარდა.
ნატო ინგოროყვას პოეზია არ ცდილობს დაგვამშვიდოს. ის არ გვპირდება გამოსავალს. პირიქით – ის გვაჩვენებს, როგორ შევეჩვიოთ გარდაუვალს, როგორ დავიტიროთ ხმამაღლა და ვილაპარაკოთ უხმოდ. როგორ გავიხსენოთ ისინი, ვინც ჯერ გვახსოვს და როგორ ვწეროთ მათზე, ვისაც აუცილებლად დავივიწყებთ.
Memento Memorias – ეს არის წიგნი, რომელიც გვასწავლის: ის, ვინც დავიწყებას ებრძვის, ჯერ კიდევ სრულად ცოცხალია. შესაბამისად, პოეზია უკვდავებისთვისაა განწირული.
ეს წიგნი არ არის ქრონოლოგიური ამბების ჯაჭვი. ეს უფრო მეხსიერების ფრაგმენტებია: ზოგჯერ ლექსი, ზოგჯერ ჩურჩული, ზოგჯერ სიმღერა, ზოგჯერ – უცხო ქალაქის კაფედან წამოღებული შაქრის ციცქნა შეკვრა, ზოგჯერ კი კარის ხმაურით დაკეტვა.
დემენცია აქ არა მხოლოდ სამედიცინო დიაგნოზია, არამედ ლექსად ქცეული სიჩუმეც, რომელიც შლის დედისა და შვილის საერთო ენას. და რადგან სიჩუმეს სიტყვა ვერ ერევა, მწერალი აშიშვლებს ერთადერთ იარაღს – წერას. წერა, როგორც უმნიშვნელოვანესის დამოწმება, რომ სიყვარული მაშინაც ცოცხალია, როცა სახელიც არ გვახსოვს მისი, ვინც გვიყვარდა.
ნატო ინგოროყვას პოეზია არ ცდილობს დაგვამშვიდოს. ის არ გვპირდება გამოსავალს. პირიქით – ის გვაჩვენებს, როგორ შევეჩვიოთ გარდაუვალს, როგორ დავიტიროთ ხმამაღლა და ვილაპარაკოთ უხმოდ. როგორ გავიხსენოთ ისინი, ვინც ჯერ გვახსოვს და როგორ ვწეროთ მათზე, ვისაც აუცილებლად დავივიწყებთ.
Memento Memorias – ეს არის წიგნი, რომელიც გვასწავლის: ის, ვინც დავიწყებას ებრძვის, ჯერ კიდევ სრულად ცოცხალია. შესაბამისად, პოეზია უკვდავებისთვისაა განწირული.