ბატონი ზომერის ამბავი

19,00 

ბატონი ზომერი ცარიელი ზუგჩანთითა და უცნაური ჯოხით ხელში, ჩქარი ნაბიჯით, სიტყვის უთქმელად დაიარება სოფლიდან სოფელში, აჩრდილივით დაეხეტება ტყეში თუ ველზე, პატარა ბიჭის ოცნებებსა თუ სიზმრებში. როცა პატარა ბიჭი უკვე აღარ დაძვრება ხეებზე, იდუმალებით მოცული ბატონი ზომერი გაუჩინარდება. პატრიკ ზიუსკინდი 1949 წელს დაიბადა ამბახში, ბავარიაში. სწავლობდა ისტორიას მიუნხენსა და ექს-ან-პროვასში და თავიდან სცენარებს წერდა. 1984 წელს გამოქვეყნდა მისი მონოდრამა „კონტრაბასი“, 1985 წელს რომანი „სუნამო“, 1987 წელს „მტრედი“ და 1991 წელს „ბატონი ზომერის ამბავი“ (სამპეს ილუსტრაციებით). მისი ნაწარმოებები ორმოცდაათზე მეტ ენაზეა თარგმნილი. ფრანგი კარიკატურისტის, ჟან-ჟაკ სამპეს (1932–2022) პირველი ნამუშევრები იბეჭდებოდა L’Express-ში, 1978 წლიდან მოყოლებული მას ასეულობით კარიკატურა აქვს გამოქვეყნებული New Yorker-ში. მისი შემოქმედება მჭიდროდაა დაკავშირებული რენე გოსინისთან, მოდიანოსთან და პატრიკ ზიუსკინდთან. მის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდნენ ისეთი გმირები, როგორებიც არიან პატარა ნიკოლა, კატრინი, პატარა მოცეკვავე და ბატონი ზომერი.

საუკუნო უკუნი

29,90 

მინდია არაბული ლირიკულ კომიქსებს წლების განმავლობაში აქვეყნებდა
თავის ინსტაგრამ გვერდზე „საუკუნო უკუნი“, ამ კრებულში კი ეს ლექსები
ახალი რედაქციით, ბეჭდური ვერსიისთვის შესაბამისი სტილით არის
რედაქტირებული და გადახატული.
მოკლე და სხარტი კომიქს-პოეზია, რომელიც სახასიათო ნახატებითაა
გაჯერებული, პირველივე სტროფიდან იპყრობს მკითხველს და სიცილით,
ირონიითა და ოხუნჯობით ესაუბრება ისეთ მარადიულ თემებზე
როგორიცაა შეუმჩნევლობა და დაუფასებლობა, სიკვდილის მოლოდინი,
ვერახდენილი ნატვრები და სხვა.
„მინდია არაბულის ამ კრებულში ზღაპრის, მითის, სინამდვილის, სევდისა და
იუმორის შერწყმა ბადებს სრულიად ახალ ენას და შესაბამისად – სრულიად ახალ
სამყაროს, რომელშიც მე პირადად, სულ ორი დღე გავატარე, მაგრამ შანსი რომ
მქონდეს – მთლიანად გადავცხოვრდებოდი.“
ბექა ყორშია
ჟურნალისტი, მთარგმნელი

ქინდერლენდ

39,90 

1989 წელია, აღმოსავლეთ ბერლინის ერთი რიგითი სკოლის მეშვიდე კლასში მირკო ვაცკე სწავლობს – ბეჯითი მოსწავლე, რომლის ჟურნალშიც დაბალ ნიშანს ვერ ნახავთ. მისი ცხოვრება თავდაყირა დგება მაშინ, როცა სკოლისკენ მიმავალი ავტობუსი მარშრუტს იცვლის და შუა ქალაქში მარტოდ დარჩენილი მირკო სკოლის გზაზე პარალელურ კლასში ახლად გადმოსულ თანატოლ თორსტენს გადაეყრება. თორსტენი მირკოსგან განსხვავებით არც სწავლით და არც ყოფაქცევით გამოირჩევა, მაგრამ ეს გარემოება მათ ახლად გაჩენილ მეგობრობას ხელსაც არ უშლის.
მათი მეგობრობის პარალელურად ქალაქი ბერლინი ისტორიული ქარტეხილების წინაშე დგას, კედელი დანგრევის პირასაა და ეს ძვრები ემჩნევა ყველას მირკოს სკოლასა და სამეზობლოში.

THE FOREST OF MEMORIES

19,95 

“The Forest of Memories” is the debut novel of young Georgian writer Nato Kipiani, written in English. It is the story about loss, remorse and renunion. The author brilliantly and vividly describes the emotional struggle of Dylan or Genji, the protagonist, who spent his childhood in a village in southern Japan together with a neighbour boy Ayumu, his closest friend, but left there to another country after a painful tragedy of his life. Since then, he has been captured in the forest of memories with apparently no way out”, – Yasuhiro Kojima.

გამოგონილი საყვარელი

13,95 

,,გამოგონილი საყვარელი” წარმოადგენს ფრანგი კლასიკოსის ონორე დე ბალზაკის (1799-1850) ფსიქოლოგიურ მოთხრობას კრებულიდან ,,ადამიანური კომედია”.

შიში

6,00 

“ოთხმაგი მკვლელობა. ოთხი გარდაცვლილი. პირველ მსხვერპლს დანარჩენებისგან წლები აშორებს, მაგრამ ყველაფერი ერთი პიროვნების ხელით ხდება და ერთი იარაღით კეთდება. მკვლელის ვინაობას, რამდენიც არ უნდა ეცადოთ, ვარაუდითაც კი ვერ გამოთვლით. მხოლოდ ბოლო გვერდებზე ამოიკითხავთ და გაოცდებით! “

პატარა პრინცი (10+)

8,95 

სერია “მოსწავლის არჩევანი” გთავაზობთ ქართული და მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს, რომლებიც ამ პროექტში მოზარდთა ასაკის, ინტერესებისა და უნარების გათვალისწინებით არის დაჯგუფებული. სერიაში შესულია როგორც სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული ნაწარმოებები, ასევე ე.წ. კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა, წიგნები, რომელთა გაცნობა მოზარდს შეაყვარებს კითხვას და მნიშვნელოვნად გააფართოებს მის თვალსაწიერს. წიგნები დაყოფილია 6 ჯგუფად კლასების მიხედვით, თითოეულ მათგანს ერთვის სახალისო სავარჯიშოები…

უსიხარულო მეფე

14,95 

ჟან ჟიონო მე-20 საუკუნის ფრანგული ლიტერატურის გამორჩეული ფიგურაა. პროვანსში დაბადებული მწერლისთვის სწორედ ეს რეგიონი და სოფლური ყოფა გახდა შთაგონების წყარო. მწერალი 1939 წელს ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე, თუმცა, მეორე მსოფლიო ომის წინ არაპოპულარული პაციფისტური შეხედულებებს გამო, არ მიანიჭეს. სამაგიეროდ, 1990 წლიდან მისი სახელობის პრემია Le Prix Jean Giono გადაეცემათ მაღალი ლიტერატურული ღირებულებების ერთგულებით გამორჩეულ მწერლებს. საფრანგეთის ტრიევის ოლქის ერთ შორეულ სოფელში ზამთრის მოქუფრულ დღეებში სოფლის მცხოვრებნი უკვალოდ ქრებიან. ჟანდარმერიის კაპიტანი ლანგლუა ცდილობს გაარკვიოს ამ გაუჩინარებათა საიდუმლო. ყველაფერი კი ასე დაიწყო: თავიდან პერსონაჟი იყო ხე _ წიფელი, მერე მოულოდნელად დანაშაული იხსნება _ ხის ტოტოებში გვამი აღმოჩნდება. ჯერ ხე იყო, მერე მსხვერპლი. მსხვერპლს მოჰყვება მკვლელი, მკვლელს _ განმსჯელი. და ეს რომანი დამნაშავის განმსჯელზეცაა. და კიდევ, ეს უსიხარულო მეფის უჩვეულო თავგადასავალია!

შარლ პეროს ზღაპრები (6+)

8,95 

ერიაში “მოსწავლის არჩევანი” შესულია როგორც სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული ნაწარმოებები, ასევე კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა. წიგნები დაყოფილია 4 ასაკობრივ ჯგუფად. თითოეულ მათგანს ერთვის სახალისო სავარჯიშოები – კითხვარები და კროსვორდები, რაც უბიძგებს მოზარდს, უფრო დაკვირვებით წაიკითხოს წიგნი და კარგად გაიაზროს მისი შინაარსი.

ბედნიერი ადგილი

16,95 

“ჰარიეტმა და უინმა ერთმანეთი კოლეჯში გაიცნეს. მათ იდეალურ წყვილად მიიჩნევენ, თუმცა ყველაფერი თავდაყირა დგება — შეყვარებულები ერთმანეთს შორდებიან. უცნაური ამ ამბავში კი ის არის, რომ მათი დაშორების შესახებ მეგობრებმა არაფერი იციან. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც ჰარიეტი და უინი ერთ ოთახში ბინავდებიან კოტეჯში, კურსელების შეკრებაზე, რომელმაც ერთ კვირას უნდა გასტანოს. ესაა მათი ბოლო ზაფხული „ბედნიერ ადგილას“, რადგან ზღვისპირა კოტეჯი, სადაც წლების განმავლობაში ისვენებდნენ, იყიდება. მრავალწლიანი სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ, საინტერესოა, შეძლებს თუ არა წყვილი, კვლავ წყვილად მოაჩვენოს თავი მეგობრებს.”

პორნოგრაფია

14,95 

“ვიტოლდ გომბროვიჩის რომანი „პორნოგრაფია“ ფილოსოფიური რეალიზმის ნიმუშია, რომლის თხრობაც მეორე მსოფლიო ომის ფონზე, პოლონეთში ვითარდება. სიუჟეტის ცენტრში ორი შუახნის მამაკაცი დგას. ვიტოლდი და ფრედე რიკი ახალგაზრდა კაროლსა და ჰენიას შორის „ეროტიკული ინტრი გის“ ინსცენირებას ცდილობენ. ფრედერიკი, ნიჰილიზმით შეპყრო ბილი ათეისტი, პროცესის აქტიური მაკონტროლებელია, ვიტოლდი კი მთხრობელი, რომელიც რომანში მოქმედი პირიცაა და მოვლენე ბის მორალური შემფასებელიც. მათი ქმედებები, ერთი მხრივ, ავ ლენს ობსესიურ ლტოლვას ახალგაზრდობისა და ცხოვრების ვნებია ნობისადმი, ხოლო, მეორე მხრივ, ცხადყოფს ძალაუფლებისადმი მისწრაფებას, რომელიც მანიპულაციის გზით ხორციელდება. რომანი არ გვთავაზობს მზა პასუხებსა და „მორალურ დასკვნებს“, ის ირონიითა და შიშით მიგვანიშნებს ჩვენში არსებულ იმ ბნელ წერტი ლებზე, რომლებიც ხშირად კულტურის, ეთიკისა და სიყვარულის სახელში ინიღბებიან.”

ის, რაც ჩვენ შორისაა

16,95 

დედის უკიდეგანო სიყვარული, მარწუხივით სულისშემხუთავი; სიყვარული, რომელიც ყოველივე იმას გიკრძალავს და გაკარგვინებს, რაც გახარებს და გიყვარს; და მეამბოხე გოგონა, რომელიც ცდილობს თავი დააღწიოს დედის ყოვლისმომცველ კონტროლს, მაგრამ მარცხდება. მარცხდება ორივე, დედაც და შვილიც… და ერთხელაც დგება შურისძიების დღე _ სასტიკი და წარმოუდგენელი, მაგრამ არის რაღაც, რაც ქალიშვილმა არ იცის და არც არასოდეს გაუმხელს დედა, რადგან სიმართლე მათ სახლში სიცრუეზე სახიფათოა.

ოლივ კიტერიჯი

16,95 

“ამერიკელმა მწერალმა ელიზაბეტ სტრაუტმა „ოლივ კიტერიჯისთვის“ პულიცერის პრემია მიიღო. ეს არის მოკლე მოთხრობების კრებული, რომელთაგანაც თითოეული, პირდაპირ თუ ირიბად, უკავშირდება მენში მცხოვრებ მკაცრ, მომთხოვნ და მტკიცე ნებისყოფის ქალს, ოლივს. ეს არის პორტრეტი უბრალო და, იმავდროულად, შთამბეჭდავი ყოველდღიურობის, ადამიანების, დანაკარგების და იმ აზრთა ნაკადის, რომელიც ჩვენს გონებაში ყოველდღიურად ირევა. ერთ პატარა ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს სირთულეების მიმართ მედეგობა აერთიანებთ. თუმცა ოლივი ყველაზე ღრმად ჩადის პრობლემის არსში და გულწრფელი ძალისხმევით ცდილობს მათთან გამკლავებას. აქ არ გველოდება მოულოდნელობები — ოლივ კიტერიჯი არ გადაინაცვლებს ნათელ მხარეს, არ ხდება უკეთესი ადამიანი კლასიკური გაგებით, მაგრამ ჩვენ ვიწყებთ მის თანაგრძნობას და, რაც ყველაზე უცნაურია, ვხედავთ საკუთარ თავს მასში. მოთხრობების ზოგიერთი გმირი მხოლოდ ერთხელ ჩნდება, მაგრამ სკოლის ყოფილი მასწავლებელი, ოლივი, რომლის სახელიც, შესაძლოა, მხოლოდ ერთ წინადადებაში ისმოდეს, მუდმივად იქაა. შუახანს მიტანებული ქალი იმ სივრცის ნაწილი ხდება, რომელშიც მისი ენერგია, დრო და ცხოვრება ირევა. “

The Professor

12,00 

The Professor was the first novel written by Charlotte Brontë.She submitted the manuscript for publication in 1847,at the same time that her sisters found piblishers for their novels Agnes Grey and Wuthering Heights.The Professor was rejected for publication during the author’s llifetime but was published posthumously in 1857,with a preface by her husband,Arthur Bell Nicholls.The Professor was based on Brontes experiences in Brussels as a pupil and teacher at Constantin Heger’s school for girls

კარლო კაჭარავა – ავტობიოგრაფიის მითი

85,00 

“2024 წლის 7 თებერვალს კარლო კაჭარავას 60 წელი შეუსრულდებოდა… მისი შემოქმედებითი მემკვირდეობა, რომელიც აერთიანებს პოეტურსა და პროზაულ ტექსტებს, კრიტიკულ წერილებს, ჩანაწერების წიგნაკებს, ფერწერულ ტილოებსა და გრაფიკულ ნამუშევრებს, ჯერ კიდევ შესასწავლია და ლიტერატურისა და ხელოვნების მკვლევრებს ელოდება. მის დღიურებს თუკი გადაშლით, ჩანაწერებსა და ლექსებს შორის ნახავთ მის ნახატებს; დღიურების ვიზუალური მხარე იმდენად საინტერესოა, რომ კარლოს წიგნაკები გამოფენებზე გამოაქვთ, როგორც არტ-ობიექტები. კაჭარავას შემოქმედებაში ტექსტი და სურათი ერთმანეთის აღქმას აძლიერებს ისე, რომ შედეგი უფრო მეტია, ვიდრე, უბრალოდ ამ ორი კომპონენტის ჯამი.” – მთარგმნელი ნენე გიორგაძე. / On February 7, 2024, Karlo Kacharava would have turned 60… His creative legacy, which combines poetic and prose texts, critical writings, notebooks, paintings, and graphic works, is still to be studied and awaits researchers of literature and art. If you open his diaries, you will see his drawings among the notes and poems; The text and the image reinforce each other’s perception so that the result is more than just the sum of these two components.

ვაჟა-ფშაველა დროისა და სივრცის მიღმა – Vazha Pshavela Outside time and space

25,00 

ვაჟამ ქართულ ფოლკლორულ ტრადიციას თანამედროვე ლიტერატურული ფორმა შესძინა. მე-19 საუკუნის ალბათ ყველაზე დიდი ქართველი პოეტი ისეთი ეპიკური ნაწარმოებების ავტორია, როგორიცაა; ”ალუდა ქეთელაური” (1888), სტუმარ-მასპინძელი (1893) და გველისმჭამელი (1901), მასვე ეკუთვნის არაერთი მოთხრობა, მცირე ზომის ლექსი თუ პუბლიცისტური წერილი. / A new era in Georgian culture was created by the poetry of Vazha Pshavela. Vazha became more than just another poet great enough to be known by his first name alone. Heroes in his poems are not just self-personifications. Aluda Ketelauri (1888) introduces the theme of conflict between individual morality and the commune’s imperative. His poetry reached a zenith with Host and Guest (1893), where the clash between laws of blood feud and laws of hospitality drives the protagonists to isolation and death. In the 1970s, Aluda Ketelauri, Host and Guest, and The Snake-Eater were merged into one stark and terrifying Symbolist film by Tengiz Abuladze, Invocation.

სტალინი, წითელი მეფის კარი – ტომი I

25,00 

ეს საყოველთაოდ აღიარებული ბიოგრაფიული წიგნი სტალინის ძალაუფლებაში ყოფნის პერიოდსა და მის გარემოცვაზე, სრულად გარდაქმნის ჩვენს წარმოდგენას საბჭოთა დიქტატორის, მარქსისტი ლიდერის და რუსეთის „მეფის“ შესახებ. უახლეს ისტორიულ კვლევაზე დაყრდნობით, საიმონ სებაგ მონტეფიორე ნათელს ჰფენს სტალინის ბურუსით მოცულ სამყაროში დამკვიდრებულ შიშსა და ღალატს, მასში არსებულ პრივილეგიესა და გარყვნილებას, ოჯახური ცხოვრების ამბებსა და ცივსისხლიან სისასტიკეს. სიღრმისეულ სამეცნიერო კვლევაზე დაფუძნებული, დამაჯერებლად და მკაფიოდ მოთხრობილი ისტორია თანამედროვე ისტორიული ლიტერატურის კლასიკა იქცა. მონტეფიორე აღწერს, თუ როგორ განაპირობა სტალინის ფანატიკურმა მარქსიზმმა, მისმა მრავალმხრივმა ნიჭიერებამ და ამავდროულად, ნაკლოვანებით აღსავსე ხასიათმა, მისი ბევრი ტრიუმფი და დანაშაული. მონტეფიორე ქმნის ინტიმურ პორტრეტს კაცისას, რომელიც ისეთივე რთული და ადამიანურია, რამდენად სასტიკი და შემზარავი.

ახალგაზრდა სტალინი

25,00 

” საიმონ სებაგ მონტეფიორე ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ავტორიტეტული ისტორიკოსია. იგი არაერთი მსოფლიო ბესტსელერის ავტორია როგორც დოკუმენტური პროზის, ისე მხატვრული ლიტერატურის ჟანრში და მისი წიგნები 48 ენაზეა გამოცემული.
განსაკუთრებით საგულისხმოა მონტეფიორეს წვდომა სტალინის ეპოქის არქივებთან. 90-იანი წლების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში, მას საშუალება ჰქონდა ემუშავა საბჭოთა კავშირის უშიშროების იქამდე დახურულ არქივებში, მოსკოვსა თუ თბილისში.
„ახალგზარდა სტალინი“ ბიოგრაფიული ნარკვევია და მასში თავმოყრილია საზოგადოებისთვის უცნობი და გაუხმაურებული ისტორიები, რომლებიც მთლიანად დოკუმენტურ მასალებს ეყრდნობა. ამ მასალების კვლევას მონტეფიორემ ათ წელზე მეტი მოანდომა.
მონტეფიორე გვიყვება ქარიზმატული, ტურბულენტური ხასიათის მქონე, სიღარიბეში დაბადებული ბიჭის ამბავს, რომელსაც მისმა აღზრდამ დაღი დაასვა. ბევრი უჩვეულო ნიჭით დაჯილდოებული სტალინი რომანტიკოსი და პოეტი იყო, სწავლობდა სასულიერო აკადემიაში, თუმცა ცხოვრების მთავარი მიზანი გულანთებული და დაუნდობელი რევოლუციის როლში ჰპოვა. ეს არის წიგნი მის ურთიერთობებზე მეგობრებთან და მტრებთან, საყვარლებთან, მეფის საიდუმლო პოლიციასთან. ეს არის წიგნი, რომელიც გვიყვება, როგორ გამოძერწა სტალინმა საბჭოთა კავშირი მისი სასტიკი ხასიათის კვალდაკვალ.
„ახალგაზრდა სტალინი“ 2007 წელს გამოიცა და არაერთი პრესტიჟული პრემია დაიმსახურა. მონტეფიორეს წიგნების ჩამონათვალში შედის: „ეკატერინე დიდი და პოტიომკინი“; „სტალინი: წითელი მეფის კარი“; „იერუსალიმი: ბიოგრაფია“; „რომანოვები: 1613-1918 წწ.“ და სხვა.
საიმონმა დოქტორის ხარისხი კემბრიჯის უნივერსიტეტში მიიღო და ლიტერატურის სამეფო საზოგადოების წევრია. ცხოვრობს ლონდონში.

დედა-შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი

12,00 

“წიგნში გაერთიანებულია ლანა ღოღობერიძის ახალი, სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის, “”დედა-შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი”” სცენარი და ლანას დედის, ნუცა ღოღობერიძის, ერთ-ერთი პირველი ქართველი ქალი რეჟისორის მოთხრობები, რომელიც მან 10 წლიანი გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ დაწერა.

როგორც ზაირა არსენიშვილი წერდა თავის რეცენზიაში – “”ეს მოთხრობები ჩვენი ისტორიის, ჩვენი ლიტერატურის შენაძენია, თავისი დოკუმენტური უტყუარობით და მწერლური ოსტატობით. ავტორისთვის დამახასიათებელი ლაკონიური თხრობა და სიწრფელე კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის ჩრდილოეთის უცხო და მკაცრ გარემოში გადასახლებული ქალების გაუსაძლის ყოფას. და რაც ასე მნიშვნელოვანია და ღირებული, ეს მოთხრობები გისახავს რწმენას, რომ ყველა ვითარებაში, უმძიმესი განსაცდელის დროსაც, ადამიანს ძალუძს ღირსეულად გაუძლოს ჭირთათმენას და დარჩეს ადამიანად.”

დავითი და გოლიათი

20,00 

“მალკომ გლედველი „ნიუ-იორკ თაიმსის“ ხუთი ბესტსელერის ავტორია. ის ხშირად წერს ჟურნალისთვის „ნიუ-იორკერი“.
მის წიგნებს ამერიკულ უნივერსიტეტებში ასწავლიან მარკეტინგის, სოციოლოგიის, ისტორიის, პოლიტოლოგიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტებზე. გლედველი ასევე მოხვდა ჟურნალ „თაიმის“ 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის, როგორც ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესო მოაზროვნე.

გლედველის „დავითი და გოლიათი“ სრულიად მოულოდნელი წიგნია, ტექსტი, რომელიც კვებავს როგორც გონებას, ისე გულს. წიგნში თავმოყრილ ამბებს აერთიანებს იდეა, რომ ხანდახან ნაკლოვანება უპირატესობაა და ხანაც პირიქით, უპირატესობა – ნაკლია. თუმცა, ამ ამბებს კიდევ – რაღაც ისეთი აკავშირებს, რაც წარუშლელ შთაბეჭდილებას და გავლენას ახდენს მკითხველზე, და აღაფრთოვანებს მას.„როცა ამ წიგნს კითხულობ, ისეთი განცდა გეუფლება, რომ მთებს გადადგამ, გოლიათებს მოერევი… ნამდვილად დამაინტრიგებელი და შთამაგონებელია“ – წერდნენ კრიტიკოსები.”

UNLOCKING THE DOOR კარს მიღმა

25,00 

ორენოვანი გამოცემა, რომელიც პირველას 2018 წელს დაიბეჭდა, მოიცავს ერლომ ახვლედიანის, გურამ რჩეულიშვილის, ლაშა თაბუკაშვილის, გოდერძი ჩოხელისა, და აკა მორჩილაძის მოთხრობებსა და პიესებს, რომლებიც ითარგმნა ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ. This bi-lingual edition first published in 2018 includes
works by Erlom Akhvlediani, Guram Rcheulishvili, Lasha Tabukashvili, Goderdzi Chokheli and Aka Morchiladze and their English translations made by students
studying Georgian at Oxford University.

გზაზე

24,95 

ამერიკელი მწერალი და პოეტი ჯეკ კერუაკი (1922-1969) ბიტ-მოძრაობის პიონერია. „გზაზე“ კერუაკის საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება. რომანი ძალიან სწრაფად – სამ კვირაში დაიწერა, თუმცა მისი გამოქვეყნება ავტორმა მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ – 1957-ში მოახერხა. „გზაზე“ ავტობიოგრაფიული წიგნია. სალ ფარადაიზი (რომლის პროტოტიპი თავად ჯეკ კერუაკია) შეერთებულ შტატებსა და მექსიკაში მოგზაურობს. მისი ლეგენდარული ოდისეა ამერიკული ლიტერატურის კლასიკად იქცა. წიგნი, რომელსაც გამოქვეყნებისას კრიტიკოსების უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, დღეს მეოცე საუკუნის ასი საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანის სიაშია შეტანილი.

დჰარმის მაწანწალები

22,95 

„ბავშვობაში ორეგონში სულაც არ ვგრძნობდი თავს ამერიკელად. ჩემთვის უცხო იყო პროვინციული იდეალები, სექსთან დაკავშირებული აკრძალვები… მაგრამ შემდეგ ბუდიზმი აღმოვაჩინე და მივხვდი, რომ ადრეც მიცხოვრია, მრავალი საუკუნის წინ, ახლა კი მაშინდელი შეცდომებისა და შეცოდებებისთვის ვისჯები. ასეთი ხვედრი მერგო – დავბადებულიყავი ამერიკაში, სადაც ვერავინ ხალისობს და არავის არაფრის სწამს, განსაკუთრებით კი თავისუფლების“. ეს ჯეფი რაიდერის, „დჰარმის მაწანწალების“ ერთ-ერთი მთავარი გმირის სიტყვებია, რომლებიც ამ წიგნის სულისკვეთებას საუკეთესოდ გამოხატავს. ჯეკ კერუაკმა წიგნი 1958 წელს გამოაქვეყნა. ერთი წლით ადრე რომანი „გზაზე“ გამოიცა, რომლის ერთგვარ გაგრძელებასაც წარმოადგენს „დჰარმის მაწანწალები“. ეს რომანი, ისევე, როგორც „გზაზე“, ავტობიოგრაფიულია – გმირების უმრავლესობას რეალური პროტოტიპი ჰყავს. ბუდიზმით გატაცებული რეი სმიტი (კერუაკი) და მისი მეგობარი პოეტები ცდილობენ, სულიერი სიმშვიდე ცივილიზაციისგან შორს, მთებში ხეტიალითა და მედიტაციით მოიპოვონ.

აღმოსავლური სიბრძნე და თანამედროვეობა

20,95 

როგორია სინამდვილეში რეალობა? როგორც ქმნის ინდივიდის საზოგადოებასთან ურთიერთობის მცდელობები რეალობის ცრუ აღქმას? სად მთავრდება საზოგადოება და სად იწყება პიროვნება?
ალან უოტსი ამ სკანდალურ ლექციათა კრებულში დასავლური ცივილიზაციის ყველაზე წმინდად მიჩნეულ ცნებებს თავდაყირა აყენებს და თხრობის, ერთდროულად, პროვოკაციული და მხიარული მანერით მკითხველს უბიძგებს, გათავისუფლდეს თავიანთივე შექმნილი ილუზიებისგან, იცხოვროს უფრო ღრმა და, ამავე დროს, მშვიდი, მარტივი ცხოვრებით.

ალან უოტსი დასავლეთში აღმოსავლური სიბრძნისა და მემკვიდრეობის ერთ-ერთი გამორჩეული ინტერპრეტატორია. უოტსი საოცარი სიცხადით გვიამბობს იმ აღმოსავლური ფილოსოფიების შესახებ, რომლებმაც თანამედროვე ადამიანის სულიერების ფორმირებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.
უოტსის თქმით, ადამიანი იტანჯება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ზედმეტად სერიოზულად უყურებს იმას, რაც, მისი აზრით, ღმერთებმა გასართობად შექმნეს.
თუ მზად ხართ, ამოყოთ თავი ისეთი კითხვების მორევში, რომლებსაც მზა პასუხები არ აქვს, ჩაეფლოთ დროის მიღმა არსებულ ცნებებში და თქვენს ცნობიერებას ოდნავ გაფართოების შანსი მაინც მისცეთ (რადაც არ უნდა დაგიჯდეთ ეს), “აღმოსავლური სიბრძნე და თანამედროვეობა” სწორედ თქვენთვისაა.

საქმიანობა, სახელად ცხოვრება – ჩეზარე პავეზე

24,95 

„საქმიანობა, სახელად ცხოვრება“ – ჩეზარე პავეზეს პირადი დღიურია, რომელიც მოიცავს 1935 წლიდან 1950 წლამდე პერიოდს. წიგნში თავმოყრილია ინტიმური ჩანაწერები, ფიქრები, განცდები და ის ინტელექტუალური კვლევები, რომლებსაც ავტორი თავისი ცხოვრების ბოლო 15 წლის განმავლობაში აგროვებდა.დღიური მკითხველს უშუალოდ აცნობს პავეზეს შინაგან სამყაროს – მარტოობის იმ განცდას, რომელიც მუდამ თან სდევდა, მუდმივ სწრაფვას შემოქმედებითობისკენ, ადამიანებთან ურთიერთობის სირთულეებს.

პირადი ჩანაწერების გარდა პავეზეს დღიური იმ სასტიკ და დაუნდობელ სამყაროს ცხადყოფს, რომელშიც თავად ცხოვრობდა – წერს ომზე, ფაშიზმზე, იტალიაზე…
ეს წიგნი ღრმად ემოციური და ინტელექტუალურად დახუნძლული ქრონიკაა ადამიანისა, რომელიც მუდმივად ეძებდა სიცოცხლის მნიშვნელობას, თუმცა შვებას კი ვერ მიაგნო.

ქართული ლექსი 20 საუკუნე

19,95 

ეს წიგნი XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთგვარი გზამკვლევია. სწორედ გზამკვლევი და არა შედევრების კრებული, რადგან მასში, მეტ-ნაკლები სისრულით, გასულ საუკუნეში ქართული ლექსის განვითარების გზაა წარმოჩენილი, ეს გზა კი ყოველთვის აღმავალი არ იყო. ქართული ლექსის თემატური თუ დროის გარკვეული მონაკვეთით შემოსაზღვრული ანთოლოგიები აქამდეც გამოცემულა, მაგრამ ეს კრებული ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ქართველი პოეტის მიერ წინა საუკუნის პოეზიის მთელი სიგრძე-სიგანით დანახვისა და გააზრების პირველი მცდელობაა.

ანბანის თაიგულის გასაფერადებელი წიგნი

14,00 

თქვენთვის მოვამზადეთ გრიგოლ ტატიშვილის “ქართული ანბანის თაიგულის” (1902 წელი) მიხედვით გამოცემული ანბანის ასოების გასაფერადებელი წიგნი.

ირინკას დღიური

20,00 

“ირინკას დღიური” წარმოადგენს თხუთმეტი წლის მოზარდის სულიერი სამყაროს ამსახველ დოკუმენტს, სადაც 1989-1990 წლების პირადი განცდები და ყოველდღიური ცხოვრების წვრილმანები ჰქმნიან ეპოქის სურათს. მოზარდი გოგონა ირინკა გამოგონილ მეგობარს, სახელად პაკოს, წერილების საშუალებით უზიარებს თავის ფიქრებს და ემოციებს. ის განსაკუთრებული სიფაქიზით აღწერს პირველი სიყვარულის განცდას, მეგობრობის ფასს და ოჯახური ურთიერთობების სირთულეებს. ირინკა ასევე აანალიზებს საკუთარ გრძნობებს და ურთიერთობებს, წერილებში განსაკუთრებული სიზუსტით აღწერს ყოველდღიურ მომენტებს – სკოლიდან სახლში დაბრუნებას, მეგობრებთან შეხვედრებს, ოჯახურ საუბრებს, რაც მის ჩანაწერებს განსაკუთრებულ სიცოცხლისუნარიანობას სძენს. დღიურში აღწერილი პირადი განცდები – მონატრება, სიყვარული, იმედგაცრუება, სიხარული – წარმოადგენს იმ ემოციურ ფონს, რომელზეც იხატება მოზარდის ფსიქოლოგიური პორტრეტი. საკუთარი გრძნობების ანალიზი და რეფლექსია – მოვლენების გააზრება, ჰქმნის მოზაიკას, სადაც ყოველი წვრილმანი დეტალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მთლიანი სურათის შექმნაში. ეს დღიური წარმოადგენს არა მხოლოდ მოზარდის პირად ჩანაწერებს, არამედ ტექსტს, რომელიც ასახავს ახალგაზრდა ადამიანის სულიერ ზრდას, მის ურთიერთობას გარე სამყაროსთან და საკუთარ თავთან. წიგნში კარგად ჩანს, თუ როგორ აისახება საზოგადოებრივი ცვლილებები ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ირინკას მგრძნობიარე დამოკიდებულება სოციალური პრობლემებისადმი, მისი ინტერესი თანამოქალაქეების ბედის მიმართ და თანაგრძნობის უნარი წარმოაჩენს მას, როგორც მოაზროვნე ახალგაზრდას, რომელიც აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე. ეს არის წიგნი, რომელიც გვაჩვენებს, როგორ ყალიბდება პიროვნების სოციალური ცნობიერება მოზარდობის ასაკში.

ძალაუფლება და პროგრესი

29,90 

კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ყოველგვარი ტექნოლოგიური ცვლილება – იქნება ეს შუა საუკუნეებში სოფლის მეურნეობის გაუმჯობესება, ინდუსტრიული რევოლუცია თუ თანამედროვე ხელოვნური ინტელექტი – განიხილებოდა კეთილდღეობის უპირველეს მამოძრავებელ ძალად, რომელსაც საზოგადოებისთვის სიკეთე მოაქვს. თუმცა, სინამდვილეში, ტექნოლოგია ვითარდება იმის მიხედვით, თუ რა სურთ და რის სჯერათ ძლევამოსილ ადამიანებს – გამორჩეულებს სიმდიდრით, სოციალური სტატუსითა თუ პოლიტიკური გავლენით. დანარჩენებისთვის – ანუ უმეტესობისთვის – პროგრესი ილუზიაა.

დარონ აჯემოღლუ და საიმონ ჯონსონი, ეკონომიკის დარგში 2024 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები, გვთავაზობენ ეკონომიკისა და ისტორიის გაბედულ ინტერპრეტაციას, ძირს უთხრიან მიღებულ აზრს იმის შესახებ, როგორ მუშაობს ეკონომიკა და აღწერენ, ვინ სარგებლობს კეთილდღეობით და ვინ რჩება კეთილდღეობის მიღმა.

ავტორები გვთავაზობენ ხედვას, როგორ უნდა გადაიხედოს და შეიცვალოს ტექნოლოგიების განვითარების გზა, რათა ნამდვილი, საყოველთაო კეთილდღეობით მთელმა საზოგადოებამ ისარგებლოს.

მოკლე ინტერვიუები ამაზრზენ კაცებთან

29,90 

ამ კრებულით დევიდ ფოსტერ უოლესი უშიშრად და სრული თავდაჯერებით არღვევს მხატვრული ლიტერატურის ყველა შესაძლო საზღვარს. წიგნის სათაური თითქოს საკმარის მინიშნებას გვაძლევს, მაგრამ ის ბევრად მეტია – მის ყველა კუთხეში აბზაცებს შორის ჩამალულ მოულოდნელობებს ვაწყდებით.

მოკლე ინტერვიუებში დახატული „ამაზრზენი“ პორტრეტები ხშირად ძალიან ნაცნობია და ფამილარულისა და გამაოგნებლის ზღვარზეც გადის. აღსარებითი გულწრფელობით გამოძერწილი უზუსტესი დეტალები ზომიერადაა გაზავებული ავტორის იუმორით, რაც ტექსტებს დამატებით გემოს სძენს. ის, რასაც ფოსტერ უოლესი ამ კრებულით აღწევს, დიდი მწერლის ნიჭისა და შესაძლებლობების სრულყოფილი გამოვლინებაა, რომელიც მკითხველისთვის რთული, მაგრამ შეუდარებელი საჩუქარია.

„და ისიც არასოდეს მოსვლიათ აზრად, რომ, საკუთარი განსხვავებულობის ასე რომ სჯერათ, მაგიტომაც არაფრით განსხვავდებიან სხვებისგან.“