Тифлис и тифлисцы

50,00 

„წიგნი «Тифлис и тифлисцы» წარმოადგენს ტრილოგიას. ეს გახლავთ ერთგვარი სამთა ერთიანობა – ისტორია, ადგილები, ადამიანები. მასში მოთხრობილია ქალაქის ყოველდღიური ცხოვრება და მისი ტრანსფორმაცია. შინაარსი მოიცავთ რამდენიმე ეპოქას. ეს არის პერიოდი მე-19 საუკუნის დასაწყისიდან მე-20 საუკუნის მესამე დაკადამდე.
წიგნშნი მოთხრობილი არაერთ გამოჩენილ პიროვნებაზე, რომელთაც პართო აღიარება მოიპოვეს საქართველოს ფარგლებს გარეთ. მასში აღწერილია მათი თბილისური ცხოვრება, ყოფა, კავშირი ქალაქთან; ასევე არა ერთი ადამიანის ბედის ერთმანეთთან დაგაკვშირებასა იღბალის ხლართებზე. ამასთანავე, წიგნის ფურცლებზე აღწერილი მრავალი ფაქტი პირველად გახდება ცნობილი საზოგადოებისათვის.

ერობა, თვითმმართველობის რეფორმა საქართველოს რესპუბლიკაში 1918 (ტომი 1)

30,00 

წიგნში თავმოყრილია სტატისტიკური ინფორმაცია ადგილობრივ არჩევნებზე, რომლებიც 1917 წლის რევოლუციიდან საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამდე პერიოდში ტარდებოდა. ნაშრომის ბოლოს მიმოხილულია რეფორმის პრაქტიკაში განხორციელება, დემოკრატიულად არჩეული თვითმმართველობითი ინსტიტუტების მუშაობა და მათი ჩართულობა წინააღმდეგობის მოძრაობაში საბჭოთა ოკუპაციის პირველ წელს. ნაშრომი ეხება 1918-1920 წლების საერობო რეფორმას.

ჩემი თავგადასავალი და ზოგიერთნი მოგონებანი

20,00 

წიგნი “ჩემი თავგადასავალი და ზოგიერთნი მოგონებანი” 1921 წლიდან ბერლინში პოლიტიკურ ემიგრაციაში მცხოვრები ქალის, ქრისტინე (ბადუ) თოდუა-წულუკიძის მოგონებებს აერთიანებს. იგი თავის სოციალ-დემოკრატ მეუღლეს, მიხეილ წულიკიძეს გაჰყვა ემიგრაციაში და დასახლდა ბერლინში, სადაც ქრისტინემ უმაღლესი სამედიცინო განათლების მიღება და წარმატებული საექიმო პრაქტიკის მოწყობა შეძლო. მოგონებებში ის სწორედ თავისი ურთულესი ცხოვრებისეული გზის შესახებ მოგვითხრობს. ეს იმ იშვიათ შემთხვევათაგანია, როდესაც პოლიტიკური ემიგრაცია ქალის თვალთახედვით არის გადმოცემული.

აქვეა წარმოდგენილი ქრისტინე წულუკიძის ძმის, იონა თოდუას ე.წ. “გაქცევის დღური”. ლამის ყოველდღიური ჩანაწერები, რომლებიც 1921 წლის 6 მარტიდან 28 აპრილამდე იწერებოდა. ისინი ზედმიწევნითი სიზუსტით ასახავს ქრისტინე და მიხეილ წულუკიძეების საქართველოდან გადახვეწის ამბავს. იონა თოდუა ამ პერიოდში მათ თან ახლდა. ეს დღიური ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც ჩანაწერების გაკეთება მოგვიანებით კი არა, პროცესების კვალდაკვალ ხდებოდა.

პირისპირ, ზეპირი ისტორიები საბჭოთა ტერორზე 1 ტომი

25,00 

კრებული აერთიანებს ზეპირ ისტორიებს სოვლაბის საზოგადოებრივი არქივიდან. ინტერვიუები ჩაწერილია საბჭოთა რეჟიმის მიერ განხორციელებული ტერორის თითქმის ყველა ტალღის მსხვერპლთა შთამომავლებთან. პირველი ტომი აერთიანებს 26 ზეპირ ისტორიას სხვადასხვა სოციალური ფენის, პოლიტიკური მრწამსის თუ პროფესიის მქონე ადამიანებისგან. ასევე დაგეგმილია ამ სერიის მეორე და მესამე ტომების გამოცემა, რომლებიც 1980-იან წლების ბოლომდე პერიოდს მოიცავს.

ქალაქი – საქალაქო თვითმმართველობის რეფორმა და მუნიციპალური პოლიტიკა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1917-1921

25,00 

ნაშრომში გამოკვლეულია საქალაქო თვითმმართველობის რეფორმა და მისი მუშაობის ისტორია — მათ შორის, რუსეთის იმპერიის პერიოდში ჩატარებული არჩევნები. აქვე გაანალიზებულია შეზღუდული თვითმმართველობები, რომლებიც საქართველოს რამდენიმე ქალაქს რუსეთის იმპერიის არსებობისა და 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდგომ პერიოდში მიენიჭა.

ასევე მიმოხილულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ განხორციელებული თვითმმართველობის რეფორმა და დეცენტრალიზაცია. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ურბანულ სივრცეებზე და დემოკრატიულად არჩეული თვითმმართველობის ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე. ნაშრომში საქართველოს ქალაქებში ჩატარებული თვითმმართველობათა არჩევნების რამდენიმე ციკლიცაა გაანალიზებული.

ჩემი თავგადასავალი

15,00 

სიღნაღელი გლეხი, მიხეილ ნატროშვილი მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა. ტყვედ ჩავარდნის შემდეგ მან ვერმახტის ლეგიონში დაიწყო სამსახური, რის გამოც ის 1945 წელს, სახლში დაბრუნების შემდეგ შორეულ აღმოსავლეთში გადაასახლეს. შრომა-გასწორების კოლონიაში მან შვიდი წელი გაატარა, რის მერეც სახლში დაბრუნების უფლება მიეცა.

მემუარები დაწერილია ქიზიყურ დიალექტზე და გარდა ომის ამბებისა, დეტალურად აღწერს საზღვარგარეთ ყოფნის შთაბეჭდილებებსა და საბჭოთა გულაგს.

ჩემი მოგონებები

20,00 

არაქელა ოქუაშვილი მუშა-ხალხოსანი, სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი უხუცესი წევრი გახლდათ. მუშათა მოძრაობაში დიდი ავტორიტეტის მქონეს, შემდგომში „სტალინის მასწავლებლის“ სახელითაც იცნობდნენ. მრავალჯერ დაპატიმრებული და გადასახლებული არაქელა 1905 წლიდან ურყევი ბოლშევიკი იყო, თუმცა 1921 წელს მისი და „მოსწავლის“ გზები გაიყო.

1930-იანი წლების შუა პერიოდში დაწერილი ეს მემუარები 1937-1938 წლების დიდი ტერორის დროს ავტორის დახვრეტის შემდეგ საიდუმლოდ ინახებოდა და ის პირველად ამ გამოცემის სახით დაიბეჭდა.

ძენი და წერის ხელოვნება

16,95 

„ძენი და წერის ხელოვნება“ შთამბეჭდავი წიგნია, რომელშიც განუმეორებელი რეი ბრედბერი გვიზიარებს მთელი ცხოვრების განმავლობაში დაგროვილ სიბრძნესა და გამოცდილებას. ამ წიგნში შესული ესეები ოცდაათი წლის განმავლობაში, სხვადასხვა დროსაა დაწერილი, განსაკუთრებული აღმოჩენების გამოსახატად. აქ წაიკითხავთ პრაქტიკულ რჩევებს წერის ხელოვნების შესახებ – როგორ ვიპოვოთ ორიგინალური იდეები, როგორ დავხვეწოთ საკუთარი სტილი და ხმა. გარდა ამისა, რეი ბრედბერი გვიზიარებს საინტერესო ამბებს საკუთარი ცხოვრებიდან და კარიერიდან – როგორი იყო რომანების, მოთხრობების, ლექსების, ფილმებისა და პიესების ავტორის გრძელი და უჩვეულო გზა. „ძენი და წერის ხელოვნება“ უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ სახელმძღვანელო დამწყები მწერლებისთვის: ესაა წერით მოგვრილი სიხარულის შესახებ დაწერილი წიგნი, რომელიც შთაგვაგონებს და გვახსენებს ლიტერატურის მნიშვნელობასა და ძალას. იგი ერთდროულად აღვიძებს ჩვენში მწერალს, რომელიც მზადაა, წეროს გატაცებით და მკითხველს, რომელიც ახალ ტექსტებთან შეხვედრას მოუთმენლად ელოდება. „როდესაც სიკვდილი სხვებს შეაჩერებს, თავ-პირის მტვრევით გავარდით საბეჭდი მანქანისკენ.“

მეზღაპრის გზა

14,95 

„მეზღაპრის გზა”” ზაალ სამადაშვილის უკანასკნელი წიგნია, რო მელიც თავად შეადგინა, როგორც ერთ გრძელ ისტორიად წა საკითხი ამბების კრებული. ასეც გამოვიდა — „მეზღაპრის გზა~ ამბების წიგნია, მთელი ცხოვრების განმავლობაში გადახდენილი, განცდილი და მეხსიერებაში ღრმად ჩაბეჭდილი ამბების წიგნი. მის გვერდებზე შემო ნახულია ადამიანები და მათი ხასიათები, შენობები, უბნები და ქუჩები და მათი — დღეს უკვე მხოლოდ ძველი თაობის თბილი სელებისთვის ნაცნობი — სახელები, ქალაქი, რომელშიც მიედინებოდა მწერლის ბავშვობა, სიჭაბუკე და სიჭარმაგე, ადგილები, რომელთა სახება ხან სიზმრებად მოფარფატდება მას თან, ხან სევდიან ფიქრებად, ხან მონატრებად და ხანაც დაუძლეველ სურვილად, სამუდამოდ აღბეჭდოს ისინი ტექსტებში, შეინახოს თავისთვის და შთამომავლობისთვის, ახალთაობელებისთვის. მერე კი გვამოგზაუროს ამ ამბებში „მალაკნის ბაზრიდან”” „ჩაის სახლამდე~, „ხაზის რადიოდან”” აუდიოკასეტაზე ჩაწერილ ტომ უეიტსის მუსიკამდე და თავად იყოს მეგზური გრძელ გზაზე, რომელიც გაიარა სასურველი მიზნის მიღწევამ

შემოდგომის სიცივეები

15,95 

აგათა კრისტის, დეტექტიური ჟანრის აღიარებულ მწერალს, შესანიშნავად იცნობს ჩვენ მკითხველი. მის წიგნებს ყველა ასაკის დეტექტივების მოყვარული კითხულობს, ასეთი პოპულარობის საიდუმლო კი მის სამწერლო ოსტატობაშია. დეტექტიური პროზის დედოფალმა ლიტერატურული მოღვაწეობის 50-ზე მეტი წლის განმავლობაში სამოცზე მეტი დეტექტივი, უამრავი მოთხრობა და რამდენიმე პიესა დაწერა. მისი მოთხრობები, რომანებისგან განსხვავებით, არც ისე ცნობილი იყო და იშვიათადაც ითარგმნებოდა, თუმცა ავტორის დიდ ნაწარმოებებს არც ერთი არ ჩამოუვარდება არც სიუჟეტის სიმძაფრით და არც მაძებრების გამჭრიახობით. ამ კრებულში გამოქვეყნებული მოთხრობები სწორედ ამის დასტურია. თქვენ კვლავ შეხვდებით შეუდარებელ ერკიულ პუაროს, გონიერ მის მარპლს, უშიშარ ტომისა და ტაპენსს თუ დინჯ ჯენტლმენ სატერთუეითს.

მარცხი და ამბოხი

18,95 

“დედაქალაქი დაეცა. ბნელკაცი ჩრდილის ტახტზე ზის და რავკას მართავს. ახლა ქვეყნის ბედი მზის გამომწვევლის, დევნილი მეკვლისა და ოდესღაც დიადი და მაგიური, ახლა კი დანაწევრებული არმიის ნარჩენებზეა დამოკიდებული. ალინას მოუწევს ახალი კავშირების დამყარება, სანამ მალთან ერთად მოროზოვას უკანასკნელ გამაძლიერებელს იპოვის. ამასობაში ბნელკაცის საიდუმლოების ამოხსნისას აღმოაჩენს წარსულს, რომელიც სამუდამოდ შეცვლის იმ კავშირებსა და ძალას, რომელსაც ფლობს. მხოლოდ ფასკუნჯი დგას რავკასა და ნგრევას შორის და რომ იპოვოს კიდეც, შეიძლება იმ მომავლად დაუჯდეს, რომლისთვისაც იბრძვის. “

ჩამოყალიბდით

29,95 

თქვენ ხართ თქვენი ბრენდის საუკეთესო სტრატეგი! დიდი იდეების უმეტესობა დიდ ბრენდებად იმიტომ ვერ იქცევა, რომ ადამიანებმა არ იციან, საიდან დაიწყონ ან, უბრალოდ, ჩამოუყალიბებლად იწყებენ და საკუთარ ბედს ნაუცბათევ გადაწყვეტილებებს მიანდობენ ხოლმე. სუნ ძი „ომის ხელოვნებაში“ ამბობს, გამარჯვებული რაზმები ბრძოლას შეტაკებების წინ იგებენ და არა მათი მიმდინარეობისასო. ასეა ბრენდინგშიც – რაც უფრო უკეთ მომზადებული ხვდებით ბრძოლას, მით მეტია თქვენი ბიზნესიდეის დიდ ბრენდად ქცევის შანსი. ბრენდის სტრატეგიის ეს პრაქტიკული გზამკვლევიც სწორედ ამ ბრძოლისთვის თქვენს მზადებას ემსახურება.

აღთქმები

23,95 

„აღთქმები“ გაგრძელებაა 1985 წელს გამოქვეყნებული და მთელ მსოფლიოში აღიარებული დისტოპიისა „მხევლის წიგნი“, მისი დაწერა მწერალს გადააწყვეტინა, მისივე სიტყვებით, მკითხველთა აურაცხელმა გამოხმაურებამ და იმ სამყარომ, რომელშიც ვცხოვრობთ. უამრავი ლიტერატურული ჯილდოსა და პრემიის ლაურეატი მწერლის, მარგარეტ ეტვუდის ამ უმნიშვნელოვანეს რომანს 2019 წელს ბუკერის პრემია მიენიჭება. „მხევლის წიგნმა“ გალაადის პირქუშ კედლებში მოქცეული სულის შემხუთველი და ძალ- მომრეობით სავსე სამყაროს ხმები დაუტოვა მკითხველს. ოცდაათი წლის შემდეგ და- წერილ „აღთქმებში“ ამ კედლების შიგნით უცნაურად გადაიკვეთება ისტორია სამი ქა- ლის, რომლებიც, თითქოს სხვადასხვა გზით მიდიან, მაგრამ ერთ დიდ საიდუმლოში ერ- თიანდებიან. ეს საიდუმლო ძალაუფლების მრუდე სახის გამოაშკარავებაა, რაც წარმო- უდგენელ გაბედულებას და თავგანწირვასაც კი მოითხოვს. მარგარეტ ეტვუდი გალაადში გვაბრუნებს და გვიჩვენებს, რომ სიმართლე ყოველთვის პოულობს გზას, თუმცა ძალადობრივ სისტემაში ეს განსაკუთრებით ძვირად ფასობს. „აღთქმები“ სამი დაუმორჩილებელი ქალის მიერ მოყოლილი ერთი ამბავია სიმამაცეზე, ძალაუფლებასა და იმედზე.

ჭეშმარიტების სამყაროში

12,00 

დიდი მოაზროვნის, გიორგი გურჯიევის წიგნი „ჭეშმარიტების სამყაროში“ სრული სახით პირველად იბეჭდება ქართულ ენაზე. იგი წარმოადგენს გამომცემლობა „სფინქსის” მიერ 1982 წელს შვეიცარიაში გერმანულ ენაზე გამოცემული წიგნის სრულ ქართულ თარგმანს.

ამ თხზულებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს გიორგი გურჯიევის შემოქმედებაში – მასში მკითხველი გაეცნობა ავტორის მსოფლმხედველობას, მის შეხედულებებს, სამუშაო პრინციპებსა და მეთოდებს.

ეს წიგნი მკითხველს დიდ სარგებლობასა და სიკეთეს მოუტანს; ავტორისეული გამოცდილების, რჩევა-დარიგებებისა და მითითებების გათვალისწინება მას დაეხმარება ყოველდღიური საქმიანობის უკეთ წარმართვაში, ცხოვრებისეული პრობლემებისა თუ მისთვის საინტერესო მრავალი საკითხის წარმატებით გადაწყვეტაში.

ზილხა

19,95 

ათასწლოვანი მუხის ფესვებქვეშ საიდუმლოს სძინავს და არავინ იცის რა მოხდება, თუ ერთ დღეს გაიღვიძებს. პატარა ზილხა უდარდელად ცხოვრობს და არ სჯერა ბებიის, დიდი ზილხას, უძველესი ამბების. მისთვის ეს
მხოლოდ ზღაპრებია.მაგრამ, ერთხელაც, სიმშვიდე ირღვევა – მიწისქვეშეთში იღვიძებს ის ძალა, რომელიც სამყაროს განადგურებით ემუქრება. იმ დღიდან ზილხას ცხოვრება იცვლება. სამყაროსთან მარტოდმარტო დარჩენილი გოგონა აღმოაჩენს, რომ ბებიის მონათხრობი ამბები უბრალო ზღაპრები კი არა, სიცოცხლის გადარჩენისთვის აუცილებელი ცოდნა ყოფილა.
ზილხა მოგზაურობს სამყაროში, სადაც ცადაწვდენილი ტოტები და მიწისგულამდე ჩასული ფესვები ერთმანეთს ერწყმის, სადაც ვეებერთელა ხეები ტყეს რიგ-რიგობით იავნანათი აძინებენ, სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე უცნაურზე უცნაური არსებები ცხოვრობენ, სადაც ლეგენდა რეალობად იქცევა და ბავშვური სიზმრები –
საგმირო საქმეებად. ზილხამ უნდა დაიჯეროს, რომ ერთი უსუსური პატარა გოგონა არ არის – საკუთარ თავში სამყაროს გადასარჩენად საჭირო ძალა უნდა მოიძიოს. „პატარა ზილხას დიდი თავგადასავალი“ – ფენტეზის ჟანრშია დაწერილი და დაფუძნებულია აფხაზურ მითოლოგიასა და იმ ჭეშმარიტებაზე, რომ ყველაზე დიდი ძალა საკუთარი თავის რწმენაა