ირაკლი ბერიაშვილი
უკანონოდ შობილთა ნიშნით
17,90 ₾რომანში მოქმედება ვითარდება გამოგონილ სახელმწიფოში, რომელიც აერთიანებს მეოცე საუკუნის ევროპული ქვეყნების დიქტატურის, კერძოდ, ჰიტლერის დროინდელი გერმანიის, აგრეთვე საბჭოთა რეჟიმის ნიშნებს. სახელმწიფო იდეოლოგია – ეგრეთ წოდებული ეკვილიზმი – ამკვიდრებს ადამიანების იდენტობას, გამორიცხავს ერთი კონკრეტული პიროვნების განსხვავებას მეორისგან და ერთგვაროვან მასად აღიქვამს ხალხს. ეს არის სახელმწიფო, რომლის სათავეშია დიქტატორი პადუკი. რომანის მთავარი პერსონაჟი, სახელგანთქმული ფილოსოფოსი ადამ კრუგი, პადუკის თანაკლასელი იყო და ბავშვობაში დასცინოდა მას – გომბეშოს ეძახდა. და ახლა, როცა პადუკი დიქტატორი გახდა, ის ეძებს ბერკეტს, რათა გავლენიანი პროფესორი კრუგი სახელმწიფო იდეოლოგიის სამსახურში ჩააყენოს.
საინტერესოა, რომ რომანის დასაწყისში კრუგი მომაკვდავ ცოლთან საუბარში ამბობს, პოლიტიკა არ მაინტერესებსო. თუმცა, ეს ფაქტი არც დიქტატორისთვის და არც სახელმწიფო იდეოლოგიისთვის მის მიმართ გამოყენებული რეპრესიის მუხრუჭად ვერ იქცევა. ჯერ კრუგის ახლო გარემოცვას აპატიმრებენ, მერე კი – თვითონ მასაც.
1Q84
44,90 ₾თანამედროვე იაპონელი მწერლის, ჰარუკი მურაკამის სამნაწილიანი რომანი „1Q84“ 2009-2010 წლებში გამოვიდა იაპონურ ენაზე და მაშინვე მსოფლიო სენსაციად იქცა: სასიყვარულო თავგადასავლის, მისტიკის, ფენტეზის უცნაური ნაზავი, ასევე უცნაურად დაკავშირებული ჯორჯ ორუელის „1984“-თან, გამოსვლიდან ერთ თვეში მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა და მსოფლიო აღიარება მოიპოვა.
ქალაქი ტოკიო, 1984 წელი…
ნაწარმოების მთავარი პერსონაჟები, ახალგაზრდა მწერალი-რედაქტორი ტენგო კავანა და სპორტული ინსტრუქტორი აომამე, 1984-დან 1Q84-ში მოხვდებიან – დროში, სადაც ორუელისეული „დიდი ძმა“ ყოველთვის ახერხებს თვალთვალს და თავისი „გრძელი ხელებით“ ყველგან სწვდება…
როგორ განვითარდება მოვლენები, შეძლებენ თუ არა პერსონაჟები შიშითა და ხიფათით სავსე სამყაროდან თავის დაღწევას, ამას მკითხველი ტრილოგიის ბოლოს შეიტყობს.
საოცრებათა ქვეყანა და სამყაროს დასასრული
30,90 ₾ორი სხვადასხვა სამყაროს ჰარმონიული შეთავსება, თავიდან სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგოდ რომ გეჩვენება, სიუჟეტური ხაზის განვითარებას ეხმარება. ავტორი მშვიდად გვპასუხობს ბუნებრივად გაჩენილ შეკითხვებზე: „ეს რა არის?“ „რატომ?“ „რას გულისხმობს?“ რომელიღაც მომენტში რომანის დასასრული ისეთი სისწრაფით ახლოვდება, რომ სუნთქვა გეკვრის. ფინალი, როგორც ყოველთვის, უამრავ კითხვას ტოვებს, და მხოლოდ ორიოდე მკაფიო პასუხს იძლევა.
ისე, სულ ორი სიტყვითაც შეიძლება ამ რომანის დახასიათება – არარეალურის რეალურობა! იქნებ სწორედ ეს ხიბლავს ჰარუკი მურაკამის მკითხველს!..
1978 წელს 29 წლის ჰარუკი მურაკამი ჯაზის ბარის მფლობელი იყო ტოკიოს ცენტრში. აპრილის ერთ დღეს, ბეისბოლის თამაშის ყურებისას, რომანის დაწერის მუზა ეწვია და მისი ცხოვრებაც შეიცვალა. პირველმა რომანმა, „ყური მიუგდე ქარის სიმღერას“, დებიუტანტი მწერლების კონკურსში გაიმარჯვა და მომდევნო წელს გამოქვეყნდა კიდეც. თუმცა მურაკამის პოპულარობა 1987 წელს „ნორვეგიული ტყის“ გამოცემამ განსაზღვრა. ნაწარმოებმა ის უბრალო მწერლიდან ფენომენად აქცია, მისი ყველა წიგნი ბესტსელერი გახდა და 50-ზე მეტ ენაზე ითარგმნა.
ჰარუკი მურაკამი დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე
აღიარებული და პოპულარული მწერალია.