ალექსი სიუკაევი
თანამგრძნობი
29,90 ₾„თანამგრძნობი“ ვიეტნამელ-ამერიკელი პროფესორისა და მწერლის, ვიეტ თჰან ნგუიენის სადებიუტო რომანია, რომელიც 2016 წელს პულიცერის პრემიისა და სხვა არაერთი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელი გახდა. ავტორი 4 წლის იყო, როცა 1975 წელს თავის ოჯახთან ერთად ვიეტნამისა და მშობლიური ქალაქის, ბონ-მე-თხუოტის დატოვება მოუწია და ამერიკაში, ლტოლვილთა ბანაკში აღმოჩნდა.
წიგნის პირველ გვერდებზე აღწერილი ამბებიც 1975 წელს იწყება. ჩრდილოეთ ვიეტნამის არმიამ სამხრეთ ვიეტნამის დედაქალაქი საიგონი აიღო. ქალაქი ქაოსმა, შიშმა და სასოწარკვეთამ მოიცვა. მცხოვრებლები აშშ-ს საელჩოს შენობას თავშესაფრის მიღების იმედით მიაწყდნენ. მთხრობელი პირველ პირში, დაუფარავად, ყოველგვარი შესავლის გარეშე გვეპატიჟება თავის წინააღმდეგობებით აღსავსე შინაგან სამყაროში: როგორია, იყო ჯაშუში, ჩანერგილი პასიური აგენტი, ორსახოვანი კაცი, ორი გონების პატრონი; როგორია, მუდმივად იხლიჩებოდე პოლიტიკურ შეხედულებებსა და პირად გრძნობებს შორის.
ნგუიენის სამწერლო ენა ჩანერგილი ჯაშუშის ცხოვრებასავით მძაფრია, უწყვეტად მიედინება; გაიძულებს, არ მოდუნდე, ფხიზლად გეჭიროს თვალი, შეინარჩუნო კრიტიკული აზროვნების უნარი, მაგრამ, ამავდროულად, არ დაკარგო უმთავრესი – თანაგრძნობის განცდა, რადგან მთხრობელის წინააღმდეგობრივი ცხოვრება ანარეკლია მისივე ორ ნაწილად გაყოფილი და ერთმანეთთან დაპირისპირებული სამშობლოსი და ხალხისა, რომელიც, თავის მხრივ, გარესამყაროს მიერ თავსმოხვეული პოლარიზაციის მსხვერპლია.
დროსაფარი
19,90 ₾იდუმალებით მოცული გერიატრიული ფსიქიატრი სახელად გაუსტინი, რომელიც დროის, კერძოდ, წარსულის ფენომენს იკვლევს, უჩვეულო კლინიკის გახსნას განიზრახავს. „წარსულის კლინიკაში“, რომლის თითოეული სართულიც ზედმიწევნით განასახიერებს გარდასულ ათწლეულებს, ალცჰაიმერით და მეხსიერების დაქვეითებასთან დაკავშირებული სხვა პრობლემებით გატანჯულ პაციენტებს მკურნალობის ახლებურ, იმედისმომცემ მეთოდს სთავაზობენ – გარემოს ყოველი დეტალი, ავეჯით დაწყებული და სახასიათო სურნელებით დამთავრებული, უზუსტესადაა გათვლილი, რაც მნახველს მისთვის ბედნიერ დროში დაბრუნების ფიზიკურ განცდას უჩენს; დროის საფარში მეხსიერების დახშული სარკმლები ნელ-ნელა იღება და ადამიანს თავისი თავი და ცხოვრება, თუნდაც ნაწილობრივ, ახსენდება.
გაუსტინს ამ კლინიკის მოწყობასა და ფუნქციონირებაში მისი ასისტენტი, ამ ამბის უსახელო მთხრობელი ეხმარება, რომელიც დროსაფარისა და მის გარშემო მოულოდნელად განვითარებული მოვლენების ჟამთააღმწერლადაც იქცევა…
მწერალი, პოეტი და დრამატურგი გეორგი გოსპოდინოვი ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში ცხოვრობს. 1989 წლის შემდეგ იგი პირველი ბულგარელი მწერალია, რომლის ნაწარმოებებიც ყველაზე მეტ ქვეყანაშია გამოცემული. 2023 წელს ბუკერის საერთაშორისო პრემიის გამარჯვებული რომანი – „დროსაფარი“ – მისი რიგით მესამე რომანია.