Showing all 2 resultsSorted by latest

მრავალგზიანი სახლი

26,90 

შარმეინ ბეიკერისთვის დიდი ბიძია უილიამის პატარა სახლის მოვლა ადვილი უნდა ყოფილიყო. საქმე იმან გაართულა, რომ მისთვის “დიდი ბიძია უილიამი” სხვებისთვის სამეფო კარის ჯადოქარი ნორლანდია. პატარა სახლი კი — დროსა და სივრცეს ამრუდებს, მისი კარი მრავალ გზას ხსნის: საძინებლისკენ, სამზარეულოსკენ, მთისქვეშა ქვაბულებისკენ, სამეფო რეზიდენციისკენ და ხანაც წარსულისკენ.

ამ კარის შეღებით შარმეინმა არა მარტო სახლზე აიღო პასუხისმგებლობა, არამედ ერთობ ჯადოსნურ მაწანწალა ძაღლზე, ჯადოქრის გონებაგაფანტულ შეგირდსა და მეფისთვის ფრიად მნიშვნელოვანი დოკუმენტების დასტაზეც.

მისივე წყალობით გადაეყარა თავზარდამცემ ლაბაკს, გააღიზიანა პატარა ლურჯი არსებების მთელი ტომი და განძზე გაჩაღებული ძიების შუაგულშიც ამოყო თავი. მეფე და მისი ასული სასოწარკვეთით ეძებენ ზღაპრულ ელფთაძღვენს და დასახმარებლად გრძნეულ სოფისაც კი უხმობენ. და სადაც სოფია, იქვე ახლოს ხომ ჯადოქარი ჰაული და ცეცხლის დემონი კალციფერიც იქნებიან? რა თქმა უნდა, ასეთი მაგიური ოჯახის მონაწილეობით ქაოსი და მოულოდნელი აღმოჩენები სრულიად გარდაუვალია.

შეხვედრა რამასთან

23,90 

2131 წელს მზის სისტემაში უზარმაზარი ობიექტი შემოიჭრა, რომელიც მეცნიერებს თავიდან პლანეტების მკვლელი ასტეროიდი ეგონათ. მცირეხნიანი პანიკის შემდეგ, დაკვირვებამ გასაოცარ საიდუმლოს ახადა ფარდა: ობიექტი, მეტსახელად რამა, ბუნებრივი წარმოშობის სულაც არ იყო, არამედ გიგანტურ მეტალის ცილინდრს წარმოადგენდა, რომელიც უთუოდ მოაზროვნე არსებების მიერ უნდა ყოფილიყო აგებული. მაგრამ ვინ იყვნენ ეს უძველესი ოსტატები? ან რა მიზნით გამოუშვეს რამა მზისკენ?

ამ შეკითხვებზე პასუხის პოვნა მეთაური ნორტონის და მისი “ენდევორის” ეკიპაჟის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს. დრო კი არ ითმენს, მზესთან ჩაქროლების შემდეგ რამა ვარსკვლავთშორის უსასრულეთში ჩაიკარგება… საიდუმლოებები კი, რომლებსაც ის ათასწლეულებია დარაჯობს, კაცობრიობას სამარადჟამოდ შეცვლას უქადის.

სერ ართურ ჩარლზ კლარკი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი მწერალია სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში. იგი იყო გამომგონებელი, წყალქვეშა სამყაროს მკვლევარი, ფუტურისტი და მეცნიერების პოპულარიზატორი.