ნამდვილი არაფერია და ყველაფერი შესაძლებელია

19,90 

რუსეთის სახელმწიფო – ჯალათი, რომელიც კლავს თავისუფლებას, ადამიანის უფლებებს, თვით ადამიანებს, საღ აზრს, სიმართლეს, სიყვარულსა და ყოველივე საკაცობრიო სიკეთეს; კრემლის მზაკვრულმა, ბოროტმა სისტემამ ჩამოაყალიბა სამყარო, სადაც „ნამდვილი არაფერია და ყველაფერი შესაძლებელია“. ეს ნაწარმოები გამაოგნებელი პორტრეტია თანამედროვე რუსეთისა, რომელიც ბრიტანელმა ჟურნალისტმა, პროდიუსერმა და რეჟისორმა პიტერ პომერანცევმა ამ ქვეყანაში მრავალწლიანი მუშაობის შედეგად შექმნა. წიგნში დიდი ოსტატობით, დახვეწილი, გონებამახვილური სტილით მოთხრობილი ამბები მათთვისაც კი შემაძრწუნებელი აღმოჩნდა, ვისაც საბჭოთა იმპერიაში უცხოვრია, რადგან დღევანდელი რუსეთი საყოველთაო კორუფციაში, ძალადობაში, სიცრუეში, გამომათაყვანებელ პროპაგანდაში ჩაფლული უნუგეშო ადგილია. აქ ადამიანის პიროვნულ მთლიანობას სისტემა ხლეჩს: სიურრეალისტურ გარემოში არსებობენ მოძალადე „ჯოჯოხეთის ანგელოზები“, რომლებსაც თავი მესიად წარმოუდგენიათ, პროფესიონალი მკვლელები რომანებს წერენ, ხელოვანები კრემლის მეთოჯინეებად ქცეულან, ნებადართულ ტოტალურ სექტებს თავიანთი მიმდევრები თვითმკვლელობამდე მიჰყავთ, ოლიგარქების ქონება კი თვით პრეზიდენტის საკუთრებაა. რუსეთი მსოფლიო წესრიგს ახალ, სრულიად არაორაზროვან გამოწვევას უგზავნის და განუწყვეტლივ ემუქრება. მთელი ამ თვალთმაქცური, დამღუპველი პროცესის წარმმართველი ძალა კი ტელევიზიაა, რომელიც უზარმაზარი ქვეყნის ცნობიერებას კრემლის ნებით მართავს და პოლიტიკურ-­ეთნიკურ ვაკუუმს ქმნის.

გალაპაგოსი

14,95 

კურტ ვონეგუტის „გალაპაგოსი“ მკითხველს მილიონი წლით უკან, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1986 წელში აბრუნებს. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მოგზაურობა მოულოდნელად გარდაიქმნება ევოლუციის გზად — გალაპაგოსის კუნძულებზე აღმოჩენილი, აპოკალიფსს გადარჩენილი მოგზაურთა პატარა ჯგუფი ცივილიზაციის გადარჩენის ბოლო იმედია. სწორედ ისინი გახდებიან ახალი, სრულიად განსხვავებული ადამიანური მოდგმის წინაპრები. რომანის მთხრობელი მოჩვენება ლევ ტროცკი-სტრაუტია. იგი საკუთარ ირონიულ და ფილოსოფიურ დაკვირვებებს გვიზიარებს, გვიამბობს, როგორ განიცდის კაცობრიობა ევოლუციის ნაცვლად დევოლუციას და სვამს კითხვებს ეთიკის, ტექნოლოგიების გავლენისა და კოლექტიური ინტელექტის როლის შესახებ. შემდეგ კი ამბობს: „ეს უზომოდ დიდი ტვინები რომ არა, დედამიწა ერთი უწყინარი პლანეტა იქნებოდაო“. „გალაპაგოსი“ მკითხველს დაანახვებს, რამდენადაა შესაძლებელი „დიდი ტვინის“ გარეშე კეთილდღეობისა და სიმშვიდის მიღწევა.

სირცხვილი

21,95 

ჯონ მაქსველ კუტზეე (1940) თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინგლისურენოვანი რომანისტია. მწერალი ბუკერის პრემიის ისტორიაში პირველი ავტორია, რომელსაც ეს ჯილდო ორჯერ გადასცეს. მეორე ბუკერი კუტზეეს სწორედ 1999 წელს გამოქვეყნებულ რომან „სირცხვილისთვის“ მიენიჭა. 2003 წელს კი მწერალი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.
წიგნის მთავარი გმირი კეიპტაუნის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ ლურია, რომლის ცხოვრებაც თავდაყირა დგება მას შემდეგ, რაც სტუდენტ გოგონასთან მისი სასიყვარულო ურთიერთობის ამბავი მჟღავნდება.

სასიკვდილო სნეულება

23,95 

სორენ კირკეგორი დანიელი ფილოსოფოსი, თეოლოგი, კრიტიკოსი, პოეტი, ქრისტიანული მორალისა და ეთიკის წარმომადგენელია. მისი “სასიკვდილო სნეულება” არის XIX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაშრომი, რომელიც განთქმულია ფსიქოლოგიური შეხედულებების სიღრმითა და სიმწვავით.