გიორგი ასტამაძე
საბჭოთა საქართველოს ქრონიკები. 1921-1922
15,95 ₾გერმანელი ვიცე-კონსულის, თეოდორ მუთის ჩანაწერები გადმოსცემს იმ გარემოს, რომელიც დამყარდა 1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ. ჩანაწერები შედგება ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სამი ნაწილისგან. პირველში გადმოცემულია რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის პერიოდი; მეორე ჩანაწერი აღწერს ჩეკას მიერ დაწყებულ ტერორს გასაბჭოებულ საქართველოში; მესამე კი ასახავს ბოლშევიკების უშიშროების ორგანოების მუშაობას გერმანული დიპლომატიური მისიის წინააღმდეგ თბილისში.
თეოდორ მუთის ჩანაწერებს ერთვის ისტორიკოს გიორგი ასტამაძის სამეცნიერო სტატია, რომელიც ჩანაწერებში გადმოცემულ მოვლენებს საარქივო მასალაზე დაყრდნობით განიხილავს, ამტკიცებს შინაარსის ავთენტურობას, ათავსებს იმ დროის პოლიტიკურ კონტექსტში და ხსნის ბოლშევიკების ქმედებების მოტივებს.