სკანდინავიური მითები და ლეგენდები

20,00 

სკანდინავიური მითოლოგია გერმანულ-სკანდინავიური მითოლოგიის ერთ-ერთი განშტოებაა, რომლის ჩამოყალიბებაც დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნეში დაიწყო და ქრისტიანობის გავრცელებამდე გრძელდებოდა. თავად გერმანიკული ტომების მითოლოგიის შესახებ შემონახული ცნობები ძალიან მცირე და ფრაგმენტულია, იმ დროს, როდესაც სკანდინავიური მითოლოგია – ღმერთები, არსებები, კოსმოგონია, სამყაროს მოდელი და ესქატოლოგია – დაწვრილებითაა აღწერილი შუა საუკუნეების ლიტერატურულ წყაროებსა და ძველ ისლანდიურ ტექსტებში, რომლებიც XIII საუკუნეშია ჩაწერილი და ედები ეწოდება.

სკანდინავიური მითოლოგიის ძლიერმა ტრადიციებმა ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია თანამედროვე ფენტეზის ჟანრის განვითარებაზე და კერძოდ, ისეთი ცნობილი მწერლების შემოქმედებაზე, როგორებიცაა: ჯონ რონალდ ტოლკინი, ჯორჯ მარტინი, ჯოან როულინგი და სხვები.

სკანდინავიური მითები ქართულ ენაზე პირველად იბეჭდება. დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველი მკითხველიც დიდი ინტერესით გაეცნობა ამ მშვენიერ სამყაროს და წიგნში მისთვის უამრავ საინტერესო და ნაცნობ სიუჟეტს აღმოაჩენს არა მხოლოდ მსოფლიო ლიტერატურიდან, არამედ ქართული ფოლკლორიდანაც.

ზღაპრები

19,50 

დანიელი საბავშვო მწერლის – ჰანს ქრისტიან ანდერსენის (1805-1875) ზღაპრები მთელ მსოფლიოშია ცნობილი და მათზე სხვადასხვა ქვეყნის მრავალი თაობაა აღზრდილი. ანდერსენის ზღაპრების პერსონაჟები ყველაზე ხშირად პატარა ბავშვები არიან, ასევე ცხოველები და ჯადოქრები. ავტორი ახერხებს, რომ ლამაზად გადახლართოს ერთმანეთში რეალური და ფანტასტიკური სამყარო, პატარა მკითხველს უმტკივნეულოდ აჩვენოს ცხოვრების სიმართლე, ასწავლოს სიკეთე, სამართლიანობა, თანაგრძნობა და ის, რომ სიყვარულს ბოროტების დამარცხება შეუძლია. მთავარია, ადამიანი არასოდეს დანებდეს და არ შეწყვიტოს ბრძოლა. თუმცა, სამართლიანობის გამო ისიც უნდა ითქვას, რომ მისი ზღაპრები ყოველთვის ბედნიერად არ მთავრდება. ოჯახურ გარემოში ანდერსენის ზღაპრების კითხვა დიდი სიამოვნებაა და ამიტომაც, ჩვენს კრებულში მისი საუკეთესო ისტორიები შევაგროვეთ.