ჯოვანის ოთახი

20,90 

1956 წელს გამოცემულმა “ჯოვანის ოთახმა” დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია მასში გაშლილი იმ თემების გამო, რომლებიც დღემდე აღელვებს თანამედროვე საზოგადოებებს: იდენტობის კრიზისი, გარიყულობა, მასკულინობა, სექსუალობა და თვითგამორკვევა. თუმცა ეს რომანი, პირველ რიგში, სიყვარულზე დაწერილი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ტექსტია ანაც ყველაზე ტრაგიკული ამბავია სიყვარულის შიშზე.

ჯეიმს ბოლდუინი ერთ-ერთი უდიდესი ხმაა მსოფლიო ლიტერატურაში და მის მიღმაც, რომელიც დღემდე ხმამაღლა გაისმის. იგი გასული საუკუნის 50-60-იანი წლების ამერიკის სამოქალაქო აქტივიზმის შეუცვლელი ფიგურა იყო. მაშინ ცოტა თუ ახერხებდა მასავით ლაპარაკს სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხზე, ბოლდუინის საჯარო გამოსვლები კი ისეთივე სიზუსტითა და ხატოვანებით გამოირჩეოდა, როგორც მისი მხატვრული ტექსტები.

ბოლდუინის ნატიფი თხრობის საუკეთესო ნიმუშია “ჯოვანის ოთახი”, რომელშიც ყველაზე ინტიმური გრძნობების სიღრმეებში მიგვიძღვის და ქმნის ემოციურ, თუმცა დიდად საკამათო ამბავს სიკვდილსა და ვნებაზე, რომელიც არასდროს ძველდება.

ჩემი დასვენებისა და განტვირთვის წელიწადი

19,90 

გამხდარი, ლამაზი, ქერა, მდიდარი გოგო ზამთრის ძილისთვის ემზადება.

აბები, კაფსულები, დივანი, ვიდეომაგნიტოფონი და 80-იანი წლების კინო გოგოს ზამთრის ძილისთვის ამზადებენ.

ყურებმადე გაკრეჭილი ვუპი გოლდბერგი გოგოს ხელს ჩასჭიდებს და იმ ფანჯრის წინ აყენებს, საიდანაც ყველას დამავიწყებელი, ყველაფრის წამშლელი და ცხოვრების გადატვირთვისთვის აუცილებელი ვარდნა უნდა დაიწყოს.

ვარდნა იწყება, მაგრამ ეს სულ სხვა გოგოა, სულ სხვა ფანჯარა და მიზეზიც განსხვავებულია. თუმცა, სწორედ, ეს ვარდნა იქცევა ზამთრის ძილისგან გამორკვევისა და სრული განახლებისთვის გაღებულ მსხვერპლად.

ბუკერის პრემიაზე ნომინირებული ოტესა მოშფეგი არა მხოლოდ ამერიკის, არამედ მთელი მსოფლიოსთვისაც გარდამტეხი მოვლენის კვალდაკვალ მიუყვება წარსულის ტყვე ადამიანის ცხოვრების ერთ წელიწადს, რომელიც ხსნას მხოლოდ მძლავრ შეჯახებაში, აფეთქებაში, სრულ განადგურებასა და ფერფლიდან აღდგენაში ხედავს.