ეკატერინე სუმბათაშვილი
ცდუნების ხელოვნება
40,00 ₾“მიიღეთ ის, რაც გსურთ ნებისმიერი ადამიანის უდიდესი სისუსტის გამოყენებით – ეს სისუსტე სიამოვნების მიღების სურვილია. ცდუნება ძალაუფლების ყველაზე დახვეწილი, მიუწვდომელი და შედეგიანი ფორმაა. მსოფლიო ბესტსელერის, „ძალაუფლების 48 კანონი””-ის ავტორმა დაწერა სახელმძღვანელო, რომელიც თავს უყრის ცდუნების შესახებ კლასიკური ლიტერატურის ნიმუშებს. „ცდუნების ხელოვნება”” გვაცნობს ათ არქეტიპულ მაცდუნებელს და მათ მახასიათებლებს, ასევე 24 სტრატეგიასა და მანევრს, რომლითაც ნებისმიერს შეუძლია დაძლიოს მსხვერპლის წინააღმდეგობა ამ დესტრუქციული და მარადიული ხელოვნების პრაქტიკულად გამოყენების მეშვეობით. „ძალაუფლების 48 კანონის”” მსგავსად, „ცდუნების ხელოვნება”” შეუცვლელი გზამკვლევია იმისა, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ დარწმუნების მეთოდი – კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ უდიდესი იარაღი და ძალაუფლების უმაღლესი ფორმა.”
გაცამტვერება
25,90 ₾2022 წლის იანვარში, „სეროტონინის“ გამოსვლიდან სამი წლის შემდეგ, მიშელ უელბეკი მერვე რომანით დაბრუნდა. და ალბათ ესაა მწერლის ყველაზე დახვეწილი, მელანქოლიური და მგრძნობიარე რომანი.
მოქმედება უახლოეს მომავალში ხდება: 2026 წელია, მომდევნო წელს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, მაგრამ მოქმედი პრეზიდენტი კენჭს ვეღარ იყრის, რადგან ორი საპრეზიდენტო ვადა უკვე ამოწურული აქვს. ამიტომ ის უნდა შეცვალოს ადამიანმა, რომელსაც სრულიად ენდობა და თანაც, სამომავლოდ, თანამდებობაზე დასაბრუნებლად პრობლემას არ შეუქმნის. ამ შინაურ პოლიტიკურ დაძაბულობას ერთვის ტერორისტული თავდასხმები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და ინტერნეტში გავრცელებული უცნაური ვიდეოები, მათ შორის – ყალბიც, თუმცა შემაშფოთებელი, რადგან საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრის თავის მოკვეთას ასახავს.
როდესაც სამყაროში ასეთი ქაოსია, როდესაც ავადმყოფობა და სიკვდილი სულ უფრო ახლოსაა, ადამიანს რჩება მხოლოდ ოჯახი, ახლობელი ადამიანების თანადგომა და სიყვარული.
ესაა მიშელ უელბეკის ყველაზე დახვეწილი, მელანქოლიური და მგრძნობიარე რომანი, რომელიც მკითხველს სიყვარულის შესაძლებლობაში დაარწმუნებს.
თანმხლები მუსიკა
12,95 ₾“ფრანსუაზ საგანი — მეოცე საუკუნის ფრანგი ნოველისტი, რომანისტი და დრამატურგი — 1935 წლის 21 ივნისს ქალაქ კაჟარკში, ბურჟუაზიულ ოჯახში ფრანსუაზ საგანი დაიბადა. სწავლობდა დახურული ტიპის კათოლიკურ სასწავლებელსა და სორბონის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1954 წელს გამოიცა მისი პირველი რომანი „სალამი, სევდავ!”, რომელსაც დიდი წარმატება ერგო — 840 000 ეგზემპლარი გაიყიდა — და რომელმაც ცხრა მეტი წლის მწერლისადმი საყოველთაო ინტერესი გააჩინა. აქედან მოყო ლებული ფრანსუაზ საგანი მკითხველის საყვარელი მწერალი ხდება. „თანმხლები მუსიკა” ფრანსუაზ საგანის მოთხრობების კრებულია. უჩვეულო, განსხვავებული ხასიათები, პორტრეტები, არაორდინარული ურთი ერთობები, სიყვარული, ღალატი, სევდა, მარტოობა… ეს საგანისეული თემები და ხელწერაა, რომელთაც ქართველი მკითხველი კარგად იცნობს მისი რომანებიდან, ამჯერად კი ეს ყველაფერი მცირე პროზის სახითაა წარმოდგენილი.”