Showing all 4 resultsSorted by latest

როგორ ვაქციე ჩემი ცხოვრება წიგნად

12,90 

კატინკას ჰგონია, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი ჩვეულებრივია – სკოლა, ვარჯიში, მამა, ძმა. მაგრამ როცა გადაწყვეტს, მწერალი გახდეს, ის, რაც ჩვეულებრივი ეგონა, არაჩვეულებრივი ხდება.
რა უნდა გააკეთოს მიზნის მისაღწევად? – რა თქმა უნდა, მწერლებივით წერა უნდა ისწავლოს. ვინ იცის ეს საქმე ყველაზე კარგად? – რა თქმა უნდა, მწერალმა. და კატინკაც დაემოწაფება მეზობელ ლინდას, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, ბესტსელერების ავტორია.
კატინკა სწავლობს და აღმოაჩენს, რომ წერა მხოლოდ სიტყვების დაწყობა კი არა, სამყაროს დანახვის, საკუთარი გრძნობების გაგებისა და გადმოცემის ხელოვნება ყოფილა. შეგიძლია მკითხველს შენი სამყარო აჩვენო და გარშემომყოფები პერსონაჟებად გადააქციო.
აი, ეს ყოფილა წერა.
ასე რომ, ამბავი იმაზე, თუ როგორ აქცია კატინკამ თავისი ცხოვრება წიგნად, მათთვისაა, ვისაც გულწრფელი ისტორიები უყვარს; ვისაც არ შეეშინდება, საკუთარ თავგადასავალს მოჰყვეს, საკუთარი განცდები აჩვენოს, გზადაგზა შეცდომებიც დაუშვას, მაგრამ საბოლოოდ საკუთარი სათქმელი და ხმა იპოვოს.

ქარიყლაპიას ზაფხული

9,90 

ანა ძმების, დანიელისა და ლუკასის მეზობელია. ბავშვები ერთად იზრდებიან, ერთად ატარებენ ზამთარ-ზაფხულებს. თუმცა ის ერთი, ყველაზე ცხელი და გრძელი ზაფხული მათთვის ბავშვობასთან გამოთხოვების მტკივნეული ხანა აღმოჩნდება, რასაც ამძაფრებს ბიჭების დედის ავადმყოფობა, პასუხგაუცემელი კითხვები, იმედგაცრუება… თუმცა ეს ტკივილი მათში ახალ უნარებს აღვიძებს – თანადგომას, სიმამაცეს, შეუპოვრობას.

გერმანელი ავტორის, იუტა რიხტერის ეს შესანიშნავი წიგნი მოგვითხრობს მეგობრობაზე, თანაგრძნობასა და ნუგეშზე, რაც ესოდენ აუცილებელია ცხოვრებისეულ ქარტეხილებთან გასამკლავებლად.

ზაფხული რომელმაც ყველაფერი დაიტია

12,90 

ნორას ზაფხულის გატარება სულაც არ უნდა სოფელში, მისთვის თითქმის უცნობ ბებიასთან. არადა სხვა გზა არ აქვს.

სოფელში გოგონა აბასს, ამქვეყნად ყველაზე ლამაზ, მწვანეთვალება ბიჭს გაიცნობს. მაგრამ რა საიდუმლოს მალევენ ბებია და აბასის მამა? რატომ არაფერი იცის აბასმა თავის შორეულ სამშობლოზე? რას ერჩის უცნაური ქალი, დორისი აბასის ოჯახს?

ზაფხული, რომლისაც ასე ეშინოდა ნორას, ყველაფერს დაიტევს და მისთვის ყველაზე ბედნიერი აღმოჩნდება.

მოს შვიდი დღე

12,90 

მო და კარლი 12 წლის ტყუპები არიან. უბრალოდ, როგორც კარლი იტყოდა, მოს `ადამიანთა უმეტესობისგან განსხვავებულად მოქცევა და წარმოუდგენელი სისულელეების ჩადენა შეუძლია~.

სანამ დედა დაბრუნდება სამსახურიდან, კარლი ძმაზე ზრუნავს, არადა, მოსთან ლოლიავის ნაცვლად, სხვა ბავშვებივით სიამოვნებით ითამაშებდა ფეხბურთს, იქროლებდა ველოსიპედით, შეხვდებოდა ნადიას, რომელიც ძალიან მოსწონს…

თუმცა, ყველაფრის მიუხედავად,
ვინ იცის, იქნებ კარლს უფრო
სჭირდება მო, ვიდრე მოს – კარლი?!