ლიდერობა

34,95 

ჰენრი კისინჯერმა, გამორჩეულმა დიპლომატმა და სახელმწიფო მოღვაწემ, თავის ბოლო წიგნში „ლიდერობა“ მიმზიდველად დახატა მეოცე საუკუნის ექვსი დიდი მოღვაწის პორტრეტი, რომელთაც საკუთარი სახელმწიფოების სისუსტე განმაახლებელ ძალაში მოაქციეს, გამოიკვლია მათი სტრატეგია და გააანალიზა, თუ როგორ ჩამოაყალიბეს ამ ლიდერებმა თავიანთი ქვეყნები და მსოფლიო.

კონრად ადენაუერმა კრიტიკული ნაბიჯები გადადგა მეორე მსოფლიო ომში დამარცხებული გერმანიის რეპუტაციისა და ლეგიტიმაციის აღსადგენად და ის კვლავ გამოიყვანა საერთაშორისო ასპარეზზე „მორჩილების სტრატეგიის“ მეშვეობით. შარლ დე გოლმა საფრანგეთის ისტორიული სიდიადის დასაბრუნებლად გამოიყენა ძლიერი „ნება, როგორც სტრატეგია“, დაყოფილი ქვეყანა აქცია სტაბილურ და აყვავებულ სახელმწიფოდ და დააყენა გამარჯვებული მოკავშირეების გვერდით. ცივი ომის ერთ-ერთმა მთავარმა მოთამაშემ, რიჩარდ ნიქსონმა შეერთებულ შტატებს სტრატეგიული უპირატესობა მოუპოვა „წონასწორობის სტრატეგიით“. ანვარ სადათმა თავისი არაბი მოკავშირეებისგან განსხვავებული მიდგომა შეიმუშავა ისრაელთან დაკავშირებით და „გადალახვის სტრატეგიის“ საშუალებით მშვიდობის ხედვა შემოიტანა ახლო აღმოსავლეთში; მან ეგვიპტე ჩამოაშორა საბჭოთა კავშირს და დაუახლოვა აშშ-ს. ლი კვან იუმ კულტურულად მრავალფეროვანი და ღარიბი პატარა კუნძული გარდაქმნა გლობალურ ფინანსურ ცენტრად და „სრულყოფილების სტრატეგიით“ შექმნა ძლიერი ქალაქი-სახელმწიფო – სინგაპური. მარგარეტ თეტჩერმა „დარწმუნების სტრატეგიით“ შეაჩერა დიდი ბრიტანეთის ხანგრძლივი დაცემა, გაზარდა მისი მნიშვნელობა თავისუფალი ბაზრისთვის, აღადგინა თავისი ქვეყნის მორალი და საერთაშორისო პოზიცია.

„ლიდერობის დიადი მაგალითები, – წერს ჰენრი კისინჯერი, – ამაღლებულისა და უაღრესად მიწიერის შეხლა-შეჯახებით იქმნება, ოცნებისა და ქმნადობის ურთიერთშეჯერებით. ამ დროს, ასევე გასათვალისწინებელია პიროვნული ძალისხმევის ფაქტორიც, სიღრმისეული ისტორიული ხედვა, დახვეწილი სტრატეგია და ხასიათის სრულყოფა. დიდი ხნის წინათ, სტოიკოსი ფილოსოფოსი ეპიქტეტე წერდა: ჩვენ არ ძალგვიძს გარეგან ვითარებათა არჩევა, თუმცა მუდამ შეგვიძლია ავირჩიოთ ამ ვითარებებთან გამკლავების გზაო. ლიდერთა დანიშნულებაც სწორედ ისაა, სწორი გეზი მისცენ ამგვარ არჩევანს და მის განსახორციელებლად შთააგონონ საკუთარი ხალხი“.

მისნის სიმღერა

24,95 

პოლ ლინჩის რომანი „მისნის სიმღერა“ ასახავს ერთი ოჯახის ბრძოლას გადარჩენისთვის, როცა სახელმწიფოში ტოტალიტარიზმი მყარდება. სწორედ ბუკერის ჯილდოს მფლობელი ამ რომანით ვიწყებთ „ინტელექტის“ ახალ სერიას „21-ე საუკუნის პრემირებული წიგნები“.

ავტორის თქმით, წიგნის მთავარ ინსპირაციად იქცა სირიის სამოქალაქო ომი, ლტოლვილთა კრიზისი და დასავლეთის გულგრილობა ლტოლვილთა მდგომარეობისადმი. რომანში მოქმედება ირლანდიაში ვითარდება. ქვეყანა ტირანიისკენ მიბრუნებული მთავრობის ხელშია და ეილიშ სტეკს მხოლოდ ის შეუძლია, უმწეოდ უყუროს, როგორ ქრება მისი ნაცნობი სამყარო, როგორ ეშლება ოჯახი სახელმწიფოს დამხობის თანმდევი მოვლენებით.

ეილიშის ამბის მაგალითზე მკითხველი ხედავს რეპრესიებისთვის, ომისთვის გადახდილ ადამიანურ ფასს, ხედავს ზარალს, დანაკარგს, ტკივილს. ჯერ მისი ქმარი უჩინარდება, შემდეგ მისი უფროსი ვაჟი. არსებობისთვის ბრძოლა ეხება წვრილმანებსაც: უნდა იშოვოს საკმარისი რძე ბავშვისთვის, მოუაროს ქალაქის მეორე ბოლოში მცხოვრებ მეხსიერებადაკარგულ მამას, შეეგუოს სამსახურიდან დათხოვას.

ჩვენ ვხედავთ, რამდენად უსუსურია ცივილიზებული ფენის მოქმედება, მაგრამ ამასთანავე მტკიცეა მათი მომავლისადმი რწმენა. რატომ ფიქრობდა ამდენი ადამიანი, რომ ყველაფერი მალე მოგვარდებოდა, რატომ არ ცდილობდნენ სამშობლოდან ადრევე გაქცევას?
ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ

მძიმე დროება

16,95 

ჩარლზ დიკენსის შემოქმედება, როგორც კრიტიკული რეალიზმის ბრწყინვალე ფურცელი, ეპოქალურია ინგლისური ლიტერატურის ის ტორიისთვის და, იმავდროულად, უმნიშვნელოვანესი მემკვიდრეობაა მსოფლიო ლიტერატურისთვის. მწერალმა „მძიმე დროება“ 1854 წელს გამოაქვეყნა. მასში წარმოჩენილია ინდუსტრიალიზაციისა და უტილიტარიზმის გავლენებით მოცული ვიქტორიანული ინგლისის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს პიროვნების ბედზე, მისი მსოფლმხედველობის ფორმირებაზე, საზოგადოებაში სტერეოტიპების დამკვიდრება-განმტკიცებაზე, დადგენილი წესების მნიშვნელობასა და თავისუფლების არსის გაგებაზე. ამბავი ხდება ქალაქში, „სადაც ფაქტს ისე ეთაყვანებოდნენ, როგორც სიწმინდეს, სადაც ფაქტი განუკითხავად ზეიმობდა და ბატონობდა. იტყვით, წესით, ასეთი ქალაქი კეთილდღეობის განსახიერება უნდა ყოფილიყოო, არა? რა გითხრათ… ალბათ ძალიან გაიოცებთ, მაგრამ არც მთლად ასე იყო საქმე.

გზა

16,90 

ზუსტად არავინ იცის, რა ხილვა ჰქონდა ტეხასის ქალაქ ელ პასოს სასტუმროს ნომრის ფანჯარასთან შუაღამისას მდგომ კორმაკ მაკართის, თუმცა მის წარმოსახვაში ცეცხლმოდებულმა მთებმა და იმავე ნომერში მძინარე ოთხი წლის შვილის მშვიდმა სუნთქვამ პულიცერის პრემიის ლაურეატი წიგნი „გზა“ დააწერინა.