ქალბატონი იგნორა (პირველი ოთხი ამბავი)

29,95 

ქალბატონი იგნორა შუქურაში სრულიად მარტო ცხოვრობს.

ამ წიგნში შეგიძლია წაიკითხო იგნორას შესახებ დაწერილი ოთხი ამბავი:

ქალბატონი იგნორა ფეთქდება;
ქალბატონი იგნორა სკოლის ეზოში;
ქალბატონი იგნორა და ვარსკვლავებიანი ცა;
ქალბატონი იგნორა შეყვარებულია.

სტივ ჯობსი

24,95 

ეს არის ამბავი ბიჭზე, რომელმაც არ მოისვენა მანამ, სანამ არ შექმნა ყველაზე დახვეწილი და კომფორტული კომპიუტერები, ტელეფონები და სხვადასხვა ტექნიტა.

ჯობსს ყოველთვის სჯეროდა, რომ დიზაინსა და ტექნოლოგიას შეეძლო ცხოვრების გამარტივება და სამყაროს შეცვლა – და მართლაც, მან ეს შეძლო.

ბავშვობაში სტივი დიდ დროს ატარებდა მამის სახელოსნოში და სწავლობდა, თუ როგორ მუშაობდა სხვადასხვა მოწყობილობა.

მალევე მეგობრებთან ერთად, პატარა გარაჟიდან დაიწყო დიდი ოცნების ახდენა – მან საკუთარი კომპანია დაარსა.

წიგნი შთააგონებს მილიონობით ადამიანს და პატარა მკითხველს ასწავლის, რომ კრეატიულობა, ცნობისმოყვარეობა და თავდაუზოგავი შრომა შეუძლებელსაც კი შეგაძლებინებს.

„გაბედე და მიჰყევი შენს გულსა და ინტუიციას. ისინი გიკარნახებენ, ვინ გინდა, რომ დადგე.“ – სტივ ჯობსი

ვინსენტ ვან გოგი

24,95 

სერიის – „პატარა ადამიანები დიდი ოცნებებით“ – ახალი წიგნი დიდი ხელოვანის, ვინსენტ ვან გოგის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე მოგვითხრობს. მზესუმზირებით სავსე მინდვრები, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და ხელოვნება, რომელსაც გულით გრძნობდა – ეს არის ვან გოგის სამყარო. მხატვარი სილამაზეს უბრალო ნივთებში პოულობდა. უყვარდა ბუნება, ფერები და ემოციები. ბავშვობიდანვე, მიუხედავად სირთულეებისა, არასოდეს შეუწყვეტია ხატვა და სვლა მთავარი მიზნისკენ. დღეს მის შედევრებს მთელი მსოფლიო იცნობს!

მოემზადეთ ხელოვნების სამყაროში შთამაგონებელი მოგზაურობისთვის ვან გოგის გამორჩეული ისტორიით. დიდი მხატვრის ცხოვრება მიზნისკენ სწრაფვისა და თვითგამოხატვის კიდევ ერთი ლამაზი ისტორიაა.

ლეო მესი – პატარა ადამიანები დიდი ოცნებებით

24,95 

გაეცანი გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებას, დიზაინერებიდან და ხელოვანებიდან დაწყებული მეცნიერების ჩათვლით. მათ დაუჯერებელ რაღაცებს მიაღწიეს, თუმცა თითოეულმა ბავშვური ოცნებებით დაიწყო.ასტრიდს ადრეული ასაკიდან შეუყვარდა ზღაპრები. ბუნებაში გაზრდილი ისე ცხოვრობდა, როგორც მოუსვენარი პატარა გოგონა უნდა ცხოვრობდეს: სწავლობდა ტყის სამყაროს, თამაშობდა და ცელქობდა და-ძმასთან ერთად. პეპი გრძელწინდაც ამ გამოცდილებების შედეგად დაიბადა და დღემდე ბავშვურ მხიარულებას გვახსენებს.