მემკვიდრეობა

25,00 

ცნობილი ამერიკელი მწერლის, პულიცერის პრემიის ლაურეატის, ფილიპ როთის (1933-2018) „მემკვიდრეობა“, მის ნაწარმოებთა უმრავლესობისგან განსხვავებით, დოკუმენტური პროზაა, და არა მხატვრული. მასში ავტორი უაღრესად შთამბეჭდავად აღწერს თავის არცთუ უპრობლემო ურთიერთობას უკურნებელი სენით დაავადებულ მამასთან, 86 წლის ჰერმან როთთან. ეს არის ამბავი მამა-შვილის სიყვარულისა, მშობლის წინაშე შვილის ვალდებულებისა, მზრუნველობისა, სიმტკიცისა, სისუსტისა, დაბერების დაუნდობელი სისასტიკისა… „ვაშინგტონ პოსტის“ მიმომხილველმა ამ ნაწარმოებს „შემაძრწუნებელი გულახდილობით დაწერილი ტექსტი“ უწოდა.

კირჩხიბის ტროპიკი

22,95 

„კირჩხიბის ტროპიკი“, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ექსცენტრიკული და თამამი მწერლის, ჰენრი მილერის (1891-1980) სკანდალური რომანი, მისი სხვა წიგნების მსგავსად, დიდწილად ავტობიოგრაფიულია. რომანი გასული საუკუნის 30-იან წლებში პარიზში მცხოვრები, უფულობითა და შიმშილით გატანჯული ავტორის მონოლოგია.
წიგნი პირველად 1934 წელს პარიზში გამოიცა და მილერის თანამედროვეთა – მათ შორის სემუელ ბეკეტისა და ჯორჯ ორუელის – დიდი მოწონება დაიმსახურა. პორნოგრაფიულობასა და ამორალურობაში ბრალდების გამო მწერლის რომანები მის სამშობლოში კარგა ხანს აკრძალული იყო. „კირჩხიბის ტროპიკი“ შეერთებულ შტატებში მხოლოდ 1961 წელს გამოსცეს.

ოსკარ უაოს ხანმოკლე და უჩვეულო ცხოვრება

17,95 

გაინტერესებთ, როგორია თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილი გმირი? მაშინ გაიცანით ოსკარ უაო – კომპიუტერული თამაშების ფანი, გულკეთილი, ჩაკეტილი და ყველასგან გარიყული, ზრდასრულობის მიჯნაზე მყოფი მეტისმეტად ჭარბწონიანი დომენიკელი ემიგრანტი. ფენტეზის, კომიქსებითა და როლური თამაშებით გატაცებული ოსკარი პრაქტიკულად ოთხ კედელშია გამოკეტილი და ებრძვის უამრავ კომპლექსს, ოცნებობს დიდი სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანის დაწერაზე და ეშინია,არ წავიდეს ამ ქვეყნიდან უსიყვარულოდ…

ბრმა მკვლელი

34,95 

რომანისთვის „ბრმა მკვლელი“ კანადელ მწერალ მარგარეტ ეტვუდს (1939) 2000 წელს ბუკერის პრემია მიენიჭა, ჟურნალმა „თაიმმა“ კი წიგნი იმავე წლის საუკეთესო რომანად გამოაცხადა და 100 საუკეთესო ინგლისურენოვანი ნაწარმოების სიაში შეიტანა. ეს სქელტანიანი წიგნი, რომელიც ოჯახური საგის, სამეცნიერო ფანტასტიკის, ისტორიული რომანის, სასიყვარულო ისტორიისა და დეტექტივის ელემენტებისგან შედგება, ჩინურ ყუთს ჰგავს: დების – აირის და ლორა ჩეიზების ამბავს თავად აირისი მოგვითხრობს, თუმცა რომან „ბრმა მკვლელში“ ამავე სახელწოდების კიდევ ერთი რომანია…