Showing all 4 resultsSorted by latest

დღეები მორისაკის წიგნის მაღაზიაში

17,95 

მორისაკის წიგნის მაღაზია მართლაც ძვირფასი და დაუვიწყარი ადგილია.

მას შემდეგ, რაც ტაკაკოს შეყვარებული გამოუცხადებს, რომ სხვა მოჰყავს ცოლად, ტაკაკოს ცხოვრება თავდაყირა დადგება.

ყველაფერი იცვლება, როცა ტაკაკოს ძია სატორუ დაურეკავს და თავის წიგნის მაღაზიაში საცხოვრებლად გადასვლას შესთავაზებს. გულგატეხილი ტაკაკო გადაწყვეტს, დათანხმდეს უცნაური ბიძის კიდევ უფრო უცნაურ შემოთავაზებას. ძველი ფურცლების სურნელი და წიგნებით სავსე თაროები კი ტაკაკოს გატეხილ გულს მალევე გაამთელებს და სრულიად შეცვლის მის სამყაროს.

„დღეები მორისაკის წიგნის მაღაზიაში” მსოფლიო ბესტსელერია. ეს არის ამბავი სიყვარულზე, გულგატეხილ ადამიანებსა და წიგნების ჯადოსნურ ძალაზე

ერთი მოგზაური კატის ამბავი

21,95 

„ერთი მოგზაური კატის ამბავი“ თანამედროვე იაპონელი მწერალი ქალის, ჰირო არიკავას, ბესტსელერია, რომელმაც მსოფლიოს სხვადასხვა ეროვნების მილიონობით მკითხველის გული დაიპყრო.

ეს გახლავთ ახალგაზრდა კაცის, სატორუს, და მისი საყვარელი კატის, ნანას, ისტორია, რომელიც ცხოველისა და ადამიანის გასაოცარი მეგობრობისა და ერთგულების შესახებ მოგვითხრობს. ამბავს, ძირითადად, კატა გვიყვება და თავისი თვალით დანახულ სამყაროს გვიხატავს.

ნანა ქუჩის კატაა, რომელსაც სატორუ თავისი ავტომობილის კაპოტზე პოულობს და უმეგობრდება. ერთ დღესაც, როცა აღმოაჩენს, რომ კატა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულა, შეიფარებს და მასზე ზრუნვას იწყებს. ხუთწლიანი ბედნიერი თანაცხოვრების შემდეგ სატორუ ნანასთან ერთად სამოგზაუროდ მიდის, რათა მისთვის ახალი, სანდო პატრონი იპოვოს, რადგან მისი ცხოვრების გარემოებები მათ შემდგომ ერთად ცხოვრებას შეუძლებელს ხდის.

ამ მომენტიდან მოყოლებული, მკითხველის თვალწინ ცოცხლდებიან იაპონიის ულამაზესი, საინტერესო ხედები, სატორუს ბავშვობის ტკბილ­მწარე მოგონებები და ძვირფასი ადამიანები, რითაც, საბოლოოდ იქმნება ისტორია, რომელიც გაცილებით მეტია, ვიდრე, უბრალოდ, პატრონისა და მისი კატის მოგზაურობის ქრონიკა.