Showing all 9 resultsSorted by latest

წამით გამკრთალი

19,95 

ოლდოს ჰაქსლის „წამით გამკრთალი“ (ფრაზა შექსპირის „მაკბეტიდან“ Brief Candles), ოთხი მოთხრობისგან შედგება. წიგნი პირველად 1930 წელს გამოიცა. მიუხედავად იმისა, რომ ოთხივე მოთხრობა სხვადასხვა ამბავს გვიყვება და სრულიად განსხვავებულ სიუჟეტურ სტრუქტურას ქმნის, გამოცდილი მკითხველის თვალს, პერსონაჟების უმეტესობაში, საერთო შტრიხების ამოცნობა არ გაუჭირდება. მოთხრობები საუკეთესოდ გადმოსცემს ადამიანის ქცევის წესებსა და უცნაურობებს. უნდა აღინიშნოს, რომ ჰაქსლიმ დიდ მწერლებთან ერთად – გოლსუორსი, ფორსტერი, უელსი, მოემი, მენსფილდი, კიპლინგი, კოპარდი – მოთხრობის, როგორც ლიტერატურის ერთ-ერთი წამყვანი ჟანრის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა.

ჰაქსლის მოთხრობები ადეკვატურად გადმოსცემს ეპოქის სწრაფ, წინააღმდეგობრივ განვითარებას, ზნეობრივ საკითხებსა და ფაქტობრივ სინამდვილეს. ავტორი უამრავ კითხვას სვამს, უამრავ საკითხს ეხება და ცდილობს ყოველ მათგანს თავად გასცეს პასუხი. ის მკითხველს ადამიანური სისუსტეების, ბედისწერასა და ცხოვრებას შორის კავშირის, ზნეობრივი საქციელის, თვალთმაქცობის, სიხარბის, თვითიდენტობის სირთულეების აღწერასა და ღრმა, საინტერესო ანალიზს სთავაზობს.

ჰაქსლის თხრობის ტონი ხან ირონიულია, ხანაც მწვავე და განმგმირავი, რაც ყოველ წინადადებას დიდ მნიშვნელობას სძენს. ზუსტი ფსიქოლოგიური ანალიზისა და ინტელექტუალური თხრობის მოყვარული მკითხველები არაერთხელ უბრუნდები ან კრებულს. თითოეული ისტორია ზედმიწევნით ფრთხილად ვითარდება და მოულოდნელ შემობრუნებამდე მივყავართ, რაც ნათელს ჰფენს მოკვდავობის, თვითმოტყუებისა და იმედის მყიფე თემებს. საინტერესოა მწერლის შეხედულება ხელოვნებაზე. მისი აზრით, ხელოვანმა რეალობის მრავალმხრივი ქაოსიდან მოწესრიგებული ერთიანობა უნდა შექმნას, რაც ადამიანის ინტელექტის ამაღლებასა და შინაგანი თავისუფლების მოპოვებას მოემსახურება…

კრებული განკუთვნილია მხატვრული ლიტერატურის მოყვარულებისთვის – მათთვის, ვინც აფასებს მოხდენილ და, ამავდროულად, მიზანდასახულ თხრობას. ლაკონიური, ძლიერი და ღრმად ადამიანური „წამით გამკრთალი…“ მე-20 საუკუნის დასაწყისის ლიტერატურული სრულყოფილების ნიმუშს წარმოადგენს.

ნახევარქალი

19,95 

2015 წელს ტამილელმა მწერალმა პერუმალ მურუგანმა ლიტერატურული თვითმკვლელობა ჩაიდინა. „მწერალი პერუმალ მურუგანი მკვდარია“, დაწერა მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, „თავი დაანებეთ“. მან მითითება მისცა თავის გამომცემლებს, მისი წიგნების გაყიდვა შეეწყვიტათ და მკითხველებს კი მათი დაწვა სთხოვა.

თვეების განმავლობაში მასზე ნადირობდნენ მემარჯვენე ინდუსების ჯგუფები, რომლებმაც მიზანში ამოიღეს მისი ძველი რომანი „ნახევარქალი“ (2013 წ.), მასში აღწერილი რელიგიური დღესასწაულის გამო, რომლის დროსაც უშვილო ქალებისთვის, დაფეხმძიმების მიზნით, ნებადართული იყო დაწოლა სხვა კაცებთან. არავითარი დამღა – ერთი ღამით ყველა კაცი ღმერთად იყო მიჩნეული და თითოეული ჩასახული ბავშვი ნახევარღმერთად. მიუხედავად იმისა, რომ მურუგანი ირწმუნებოდა, ამ ჩვეულების კვალს მის მშობლიურ მხარეში, ტამილ ნადუში მიაგნო, ფუნდამენტალისტებმა მასშტაბური კამპანია მოუწყვეს და ინდუსი ქალების შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს. წიგნს წვავდნენ ქუჩებში და ითხოვდნენ მის აკრძალვას. ხელისუფლებამ აიძულა ავტორი ჯერ ბოდიში მოეხადა, შემდეგ კი საკუთარი სოფლიდანაც გაქცეულიყო. მისი თქმით, იგი „მოსიარულე გვამად“ იქცა.