ლანა კალანდია
სიყვარული
15,95 ₾სარა მესას ყველაზე ცნობილი რომანი „სიყვარული“ მრავალმხრივ საინტერესო ნაწარმოებია, მათ შორის სათაურითაც, რომელიც კონტრასტია იმისა, რასაც ეს სიტყვა გვპირდება – თითქოს თბილი, კლასიკური რომანტიკული ისტორიისათვის გვამზადებს, სინამდვილეში კი აღმოვაჩენთ მის არარსებობასა და აბსოლუტურ გაუფასურებას.
რომანის მთავარი გმირი, ნატი, საკუთარი სურვილით ქალაქიდან გადადის პატარა, თითქმის დაცარიელებულ სოფელში, სადაც ახალ ცხოვრებას იწყებს იმ იმედით, რომ საკუთარი წარსული დაივიწყოს და სულიერი სიმშვიდე მოიპოვოს, მაგრამ ძალიან მალე აღმოაჩენს, რომ მიზნის მიღწევა შეუძლებელია.
„გაქცევა“, რომლითაც სიმშვიდის პოვნას ცდილობდა გმირი, რეალურად იწვევს მის იზოლაციას, უცნაურ ურთიერთობებს ადგილობრივებთან და დაუძლეველ შინაგან დაძაბულობას.
სოფელი, რომელიც თავიდან არაფრით გამორჩეული, წყნარი და უბრალოებით მიმზიდველი ჩანს, თანდათანობით ავლენს თავის მძიმე, გაუგებარ და ზოგჯერ შემაშფოთებელ სახეს. მკითხველი ხვდება, რომ ამ გარემოში ბევრი რამ რიგზე არ არის, თუმცა ბოლომდე უჭირს გააზრება, რა აღძრავს ამ განცდას – ზედაპირული საუბრები, ურთიერთობები, დაუწერელი და გაუგებარი წესები, უხილავი „სოციალური კონტროლი“ თუ კიდევ სხვა რამ.
ამ რომანში გადმოცემული სიყვარულის ისტორია არ ჰგავს ტრადიციულ რომანტიკულ ურთიერთობას – ესაა რთული, არაკომფორტული, ასიმეტრიული, მტკივნეული ურთიერთობა, ზოგჯერ კი ძალაუფლების, დამოკიდებულებისა და დომინაციის გამოვლენის ფორმა. გაუგებარი რჩება, რას ეძებს ქალი – სითბოს, აღიარებას, სტაბილურობას თუ მარტოობიდან თავის დაღწევის გზას. სწორედ ამ არამკაფიო მდგომარეობაში იბადება სასიყვარულო ურთიერთობა, რომელიც თავიდან თითქოს შვებას ჰგავს, მაგრამ ცოტა ხანი სჭირდება იმის გააზრებას, რომ აქაც ერთგვარ მსხვერპლად იქცევა.
შავი ქვიშა
15,95 ₾ხუან კარლოს მენდეს გედესის რომანი „შავი ქვიშა“ ვენესუელური ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნიმუშია, ეს არის გაფრთხილება, რომ წარსული არასოდეს კვდება, ადრე თუ გვიან, ჩვენი სურვილითა თუ ნების გარეშე გვიწევს მასთან პირისპირ შეჯახება. რომანში გადმოცემუხუან კარლოს მენდეს გედესის რომანი „შავი ქვიშა“ ვენესუელური ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნიმუშია, ეს არის გაფრთხილება, რომ წარსული არასოდეს კვდება, ადრე თუ გვიან, ჩვენი სურვილითა თუ ნების გარეშე გვიწევს მასთან პირისპირ შეჯახება.
რომანში გადმოცემულია მამის ოჯახიდან გაქცევა და მისი თანმდევი მოვლენები ერთი ჩვეულებრივი, უბრალო ოჯახის მაგალითზე. ეს, ერთი შეხედვით, ბანალური ღალატის ან მიტოვების ტრაგედია ტექსტში ბევრად უფრო ღრმა განზომილებას იძენს.
შვილი ცდილობს გაიგოს მამის კვალი, ჩასწვდეს მისი გადაწყვეტილების არსს. ეს ძიება ნელ-ნელა იქცევა დაუსრულებელ პროცესად – შეცდომებთან, ტკივილებთან, მორალურ თუ ნაკლებად მორალურ გადაწყვეტილებებთან თანაცხოვრებად. თუმცა, გარკვეულწილად, მამის გაგება საკუთარი თავის გაგებასაც ნიშნავს, ამიტომაც ღირს, თუნდაც ეს ძიება უშედეგო აღმოჩნდეს.
ნაწარმოებში გადმოცემული დრო „მარადიული აწმყოა“, ძველი შეცდომები ყოველდღიურად მეორდება, ოღონდ ადამიანის ფიქრებსა და მოგონებებში.
დაბოლოს, რას უნდა ნიშნავდეს შავი ქვიშა და ზღვა? რა სიმბოლური დატვირთვა აქვთ მათ? ნაწარმოებში რომ გარემო არ არის მხოლოდ ფონი, ცალსახაა.
ზღვას ერთდროულად შეუძლია ყველაფერი წაშალოს, გადარეცხოს, თუმცა, ამავე დროს, შეუძლია ნაპირზე გამორიყოს სიმართლე, რომლის დამალვასაც ადამიანი საგულდაგულოდ ცდილობს.
ქალაქი, რომელიც ეშმაკმა წაიღო
24,95 ₾თანამედროვეობის ერთ-ერთი გამოჩენილი მექსიკელი მწერლის დავიდ ტოსკანას მოთხრობებსა და რომანებში ერთმანეთს ერწყმის აბსურდი, ირონია და ფილოსოფიური განსჯა.
რომანი „ქალაქი, რომელიც ეშმაკმა წაიღო“ მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია, რომლის გმირებიც უჩვეულო, ექსცენტრიკული ადამიანები არიან, თუკი მოდურ სიტყვას ვიხმართ – მარგინალები, რომელთა ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის დროს ნანგრევებად ქცეული ვარშავის ქუჩებში მიედინება.
მწერალი ცდილობს, რომ იპოვოს, სად გადის ზღვარი სიგიჟესა და ნორმალურობას, რეალობასა და წარმოსახვას შორის. თუმცა, ომით განადგურებულ ქალაქსა და, რაც მთავარია, ადამიანებში ეს ზღვარი იმდენად მყიფეა, რომ რეალურად არც კი არსებობს.
რომანის გმირები ცდილობენ, ჯერ ნაცების, ხოლო შემდეგ საბჭოელების მიერ ოკუპირებულ ნაქალაქარში ხელახლა აღმოაჩინონ საკუთარი თავი, ადგილი და ცხოვრების არსი.
მკითხველის თვალწინ არაერთი ტრაგედია თუ ტრაგიკომედია ვითარდება, მწერალი ზოგჯერ შავი იუმორით, თუმცა თანაგრძნობითა და სიყვარულითაც კი აღწერს ქალაქისა და მის მცხოვრებთა მცდელობას, გაუმკლავდნენ ყოფიერების სისასტიკეს, ყოველი სასიყვარულო ისტორია, მოლხენა და თავდავიწყება „ჟამიანობის დროს“ ამის მიღწევის საშუალებაა.
ნაიარევი
24,95 ₾სარა მესა თანამედროვე ესპანელი მწერალია, დაიბადა მადრიდში 1976 წელს. მისი ლიტერატურული სტილი ხასიათდება ისეთი თემების ფსიქოლოგიური კვლევით, როგორებიცაა კომუნიკაციის ნაკლებობა, მარტოობა ძალაუფლებასა და მანიპულაციაზე დამყარებული ურთერთობები. სარა მესას რომანების ერთ-ერთი გამორჩეული ასპექტი არის ზნეობრივი ორაზროვნების და ადამიანური ურთიერთობების სირთულეების ძიება. მისი პროზა გამოირჩევა პირდაპირობით, სიზუსტით, ლაკონიურობით. ის თავიდანვე ითრევს მკითხველს დამთრგუნველ გარემოში, …