ლელა დუმბაძე
თავისუფლებაზე
24,95 ₾წიგნში თავმოყრილია ამონარიდები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწერლის, „1984“-სა და „ცხოველების კარ-მიდამოს“ ავტორის, ჯორჯ ორუელის რომანებიდან, ესეებიდან, სტატიებიდან… კამილა შამსმა, წიგნის შემდგენელმა, ეს ნაწყვეტები გააერთიანა თავისუფლების თემის გარშემო და კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა, რამდენად მნიშვნელოვანია სიტყვის, აზრის, პოლიტიკური თუ პიროვნული თავისუფლება. „ჯორჯ ორუელი თავისუფლებაზე“ დღევანდელ სისტემურ პროპაგანდასაც პასუხობს, რადგან ენა არ არის უბრალოდ კომუნიკაციის საშუალება, ესაა თავისუფალი აზროვნების საყრდენი. ავტორი გვახსენებს, რომ პრესა, წიგნები და ინტელექტუალური სივრცეები საჭიროებენ თავისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მწერალს წართმეული ექნება საკუთარი შესაძლებლობის, წარმოსახვისა და აზრის გამოთქმის უფლება
ავტოკრატების გაერთიანება
29,95 ₾ენ ეფლბაუმი, „ავტოკრატების გაერთიანება. დიქტატორები, რომელთაც სურთ მართონ მსოფლიო“ – სერია „დიქტატურიდან დემოკრატიამდე“ ახალი წიგნის წარდგენა 12 ოქტომბერს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზიაში „შაქრო ბაბუა“ გაიმართება.
🟦 ენ ეფლბაუმი, ბრწყინვალე პუბლიცისტი, ისტორიკოსი და მწერალი, არაერთი ბესტსელერი წიგნისა თუ სტატიის ავტორი, პულიცერის პრემიის ლაურეატი, ლაკონიურად მოგვითხრობს, რამ განაპირობა ის ვითარება, რომელიც II მსოფლიო ომის შემდეგ განვითარდა და დღევანდელი მსოფლიო დიქტატორულ რეჟიმებსა და დემოკრატიულ სამყაროს შორის უკიდურესად გამწვავებულ პოლარიზაციამდე და სისხლისმღვრელ ომებამდე მიიყვანა. როგორ გაერთიანდნენ კლეპტოკრატიული დიქტატორული სისტემები დემოკრატიული წყობისთვის ძირის გამოსათხრელად და, მეორე მხრივ, რა შეიძლება დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა იღონონ ამ ბოროტების ერთიანი ძალებით აღსაკვეთად.