ნათია აბრამიშვილი
ნიჟარების ბილიკი
14,90 ₾ანდრეა ტექნოლოგიებზე დამოკიდებული, სოციალური ქსელებით შეპყრობილი და რეალურ სამყაროზე გულაცრუებული ბიჭია. მეტავერსით გატაცებულმა, ერთი დიდი შეცდომა დაუშვა, რის შემდეგაც მშობლებმა „სასჯელი“ მოუფიქრეს – ზურგჩანთამოკიდებულმა, ათი დღის განმავლობაში ოჯახის უცნაურ მეგობართან ერთად წმინდა იაკობის გზის ასობით კილომეტრი ფეხით უნდა გაიაროს, თანაც – ტელეფონის გარეშე!..
გზა ნამდვილი კოშმარივით იწყება, მაგრამ ყოველი ახალი ნაბიჯი, ახალი ადგილი და ახალი გამოცდილება ანდრეას საკუთარ თავთან აახლოებს – იმასთან, ვისაც აქამდე ვერ ამჩნევდა.
ერთი შეხედვით, დაუძლეველი დაბრკოლებები, ახალგაცნობილი თანატოლი თუ ბევრად უფროსი თანამგზავრები, პირველი სიყვარული და მოულოდნელი სირთულეები ანდრეას ასწავლის მეგობრობას, თავმდაბლობას, თანაგრძნობას და იმას, რომ პასუხისმგებლობა სასჯელი კი არა, განვითარებისა და ზრდის საყრდენია; რომ ზოგჯერ საკმარისია ერთი გზა, ერთი ადამიანი და ერთი გაკვეთილი, რომ შენი ცხოვრება ახალ კურსს დაადგეს და იპოვო საკუთარი ხმა სამყაროში, რომელშიც ყველაზე მძაფრად სწორედ შენი სიჩუმე ისმის.
საქმიანობა, სახელად ცხოვრება – ჩეზარე პავეზე
24,95 ₾„საქმიანობა, სახელად ცხოვრება“ – ჩეზარე პავეზეს პირადი დღიურია, რომელიც მოიცავს 1935 წლიდან 1950 წლამდე პერიოდს. წიგნში თავმოყრილია ინტიმური ჩანაწერები, ფიქრები, განცდები და ის ინტელექტუალური კვლევები, რომლებსაც ავტორი თავისი ცხოვრების ბოლო 15 წლის განმავლობაში აგროვებდა.დღიური მკითხველს უშუალოდ აცნობს პავეზეს შინაგან სამყაროს – მარტოობის იმ განცდას, რომელიც მუდამ თან სდევდა, მუდმივ სწრაფვას შემოქმედებითობისკენ, ადამიანებთან ურთიერთობის სირთულეებს.
პირადი ჩანაწერების გარდა პავეზეს დღიური იმ სასტიკ და დაუნდობელ სამყაროს ცხადყოფს, რომელშიც თავად ცხოვრობდა – წერს ომზე, ფაშიზმზე, იტალიაზე…
ეს წიგნი ღრმად ემოციური და ინტელექტუალურად დახუნძლული ქრონიკაა ადამიანისა, რომელიც მუდმივად ეძებდა სიცოცხლის მნიშვნელობას, თუმცა შვებას კი ვერ მიაგნო.