Showing all 3 resultsSorted by latest

პეტსონი და ფინდუსი მხიარულება გრძელდება (წიგნი მეორე)

19,90 

მოხუცი პეტსონისა და კატა ფინდუსის ამბები თუ უკვე წაგიკითხავს, ისიც გეცოდინება, ეს გულუბრყვილო ბერიკაცი და მისი ჭკვიანი კატა რა ხათაბალაში აღარ გახვეულან; თანასოფლელებს არც გაემტყუნება, როცა ჩუმ-ჩუმად ამბობენ, პეტსონი ცოტა შერეკიალიაო. აბა, სხვა რა უნდა ეფიქრა მეზობელ გუსტავსონს, როცა ბაღჩაში გაშლილ კარავში მიწოლილ პეტსონს წაადგა თავზე – ვინ დადის სალაშქროდ საკუთარ ბაღჩაში, თუ არა…

თუმცა, არა, არ აჰყვე მეზობლების ჭორაობას; თავად წაიკითხე პეტსონისა და ფინდუსის ძალიან მხიარული თავგადასავლები და იმასაც შეიტყობ, თავის დროზე როგორ მოხვდა კნუტი ფინდუსი მსოფლიოში ყველაზე დაბნეული და ახირებული ბერიკაცის კარ-მიდამოში.