ნიკოლას გელოვანი
სირცხვილი
12,90 ₾ანი ერნოს რომანი „სირცხვილი“, ერთი შეხედვით, მშვიდ, გაწონასწორებულ ოჯახში მომხდარ დრამას ეხება, უეცარ აფეთქებას, რომელიც აღარასდროს მეორდება, მაგრამ მარადიულ დამღას უტოვებს რომანის მთავარ გმირს. ესაა სირცხვილი, რომელიც, როგორც ერნო ამბობს, უფრო დიდი სირცხვილით თუ გადაიფარება და ამიტომ გმირი იწყებს ძიებას, ფაქტების აღდგენას, თითქოს დოკუმენტურ თხრობას იმისას, რაც მომხდარ ამბავს ახლდა ფონად. ამით მწერალი კიდევ უფრო ღრმად იკვლევს სირცხვილის სხვადასხვა შრესა და ის ოჯახურიდან სოციალურ სივრცეში გადააქვს, უფრო ავრცობს, აშიშვლებს და ამგვარად აშუშებს.
ანი ერნოს ენა სათქმელის შინაარსს ესადაგება. ის არასდროს კეკლუცობს, არ მიმართავს მხატვრულ წიაღსვლებს. მძიმე, დატეხილი სინტაქსით, ხშირად დაუმთავრებელი, პუნქტუაციის გარეშე დატოვებული წინადადებებით ავტორი მშრალად ჰყვება სინამდვილეზე, მაგრამ მისი მონათხრობი ნაბიჯ-ნაბიჯ, შესაშური სიზუსტითა და თანმიმდევრულობით ანგრევს პატრიარქალურ წესრიგს, როგორც საზოგადოების მანკიერებისა და სირცხვილის ერთ-ერთ მთავარ ციტადელს.