ნინო ბარძიმიშვილი
ჯენტლმენი მოსკოვში
35,00 ₾ისე მოხდა, რომ ემორ ტოულსის “ჯენტლმენი მოსკოვში” რუსთავის მე-12 საპყრობილეში წავიკითხე.
თავისუფლებაზე მყოფი კაცისთვის წიგნს ბევრი რამის მიცემა შეუძლია, თუმცა ციხეში წიგნი, უპირველეს ყოვლისა, ოთხი კედლის ერთფეროვნებისგან სხვა სამყაროში გაქცევის საშუალებაა. ამ რომანმა ეს მისია საუკეთესოდ შეასრულა.
არსებობს წიგნები, რომელთა კითხვასაც დაიწყებ და როცა უბრუნდები, ხვდები, რომ წიგნში გადმოცემული ამბავია ის, რაც გაინტერესებს, გითრევს, გიზიდავს და ერთი სული გაქვს, გაარკვიო, ბოლოს სად მიგიყვანს.
არსებობს წიგნები, რომლებშიც პერსონაჟები, მათი შინაგანი სამყარო და ხასიათის სიღრმე არის ის, რაც მიმზიდველი და საინტერესოა.
ამ რომანს არ აკლია არც ერთი, არც მეორე. თუმცა ის, რაზეც მოვა სიამოვნების უდიდესი წილი მისი კითხვისას, იქნება თხრობის სინატიფე, რომელიც პირველივე გვერდებიდან მოგნუსხავს.
ეს არის წიგნი, რომელიც ერთდროულად გაგახსენებთ “ექიმ ჟივაგოს”, “უკანასკნელ იმპერატორს” და “გაქცევას შოუშენკიდან”.
საბოლოო ჯამში კი, “ჯენტლმენი მოსკოვში” არის კიდევ ერთი ძალიან კარგი რომანი მეგობრობასა და სიყვარულზე.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
დიუნის მესია
29,00 ₾„კვლავ იწყება დრამა“, – თქვა მაშინ პოლმა. მუად’დიბის ჯიჰადს უკვე ათეულობით პლანეტა და მილიარდობით ადამიანი ჰყავს წალეკილი. ღმერთს გასჩენია მეხოტბები, მომლოცველები, ფანატიკოსები და განდგომილები. მან იცის მომავალი და მისი ტყვეა. მტრებად ჰყავს ბედისწერა, ვალდებულება და სამყაროს უძველესი, უძლიერესი ორდენები; მოკავშირეებად ჰყავს ისინი, ვისაც უყვარს იგი.
„დიუნის მესიის“ წაკითხვამდე აუცილებლად უნდა იცნობდეთ სერიის პირველ წიგნს, „დიუნს“. მეორე წიგნი არის საფეხური, რომელიც ამ საკულტო ნაწარმოებს ფანტაზიის სიმაღლეებიდან ფილოსოფიის სიღრმეებისკენ ატრიალებს, თუმცა არც პირველს აკლია მეორე და არც მეორეს – პირველი. ატრეიდესების საოცარი საგა უჩვეულოდ გრძელდება, როგორც უნდა გაგრძელდეს ამბავი მისი, ვინც არის
„სალოსი წმინდანი,
ოქროს მგზავრი უცხო მხარიდან,
სამარადჟამოდ
დასახლებული გონის კიდეზე“.
დიუნი (II ნაწილი)
27,00 ₾ესაა წიგნი მესიასა და წინასწარმეტყველზე, რომელიც ბედისწერას ეჭიდება; ვინც თხუთმეტი წლისა შეხვდა თავის მარად სამშობლოს, უდაბნო-პლანეტა არაკისს, და თავის ტომს, რომელსაც არ უშვია იგი.
ესაა წიგნი, რომელიც მკითხველს ბევრს აფიქრებს და თან ელვის სისწრაფით მიაქანებს გმირთა თავგადასავალის კვალდაკვალ, სადაც აღწერილ მოვლენებს სუნელთა-სუნელ მელანჟის გონების გამბასვრელი ზემოქმედება ახლავს. უდაბნოში სიცოცხლე სწრაფი და შემძლე უნდა იყოს, გადარჩენა თუ უნდა, მუდმივად თავის გადარჩენაზე ფიქრით ცხოვრება კი მისტიკას ადვილად მისაღებს და გასაგებს ხდის. უდაბნოში ულმობლობა სასიცოცხლო აუცილებლობაა და აქ სიტყვები ფაქიზ, ზუსტ მნიშვნელობებს გამოხატავენ. კულ ვაჰად! – ასე იტყოდნენ უდაბნოელი ფრემენები წიგნზე, რომელიც „დიუნის“ სახელითაა ცნობილი.
დიუნი (I ნაწილი)
29,00 ₾ესაა წიგნი მესიასა და წინასწარმეტყველზე, რომელიც ბედისწერას ეჭიდება; ვინც თხუთმეტი წლისა შეხვდა თავის მარად სამშობლოს, უდაბნო-პლანეტა არაკისს, და თავის ტომს, რომელსაც არ უშვია იგი.
ესაა წიგნი, რომელიც მკითხველს ბევრს აფიქრებს და თან ელვის სისწრაფით მიაქანებს გმირთა თავგადასავალის კვალდაკვალ, სადაც აღწერილ მოვლენებს სუნელთა-სუნელ მელანჟის გონების გამბასვრელი ზემოქმედება ახლავს. უდაბნოში სიცოცხლე სწრაფი და შემძლე უნდა იყოს, გადარჩენა თუ უნდა, მუდმივად თავის გადარჩენაზე ფიქრით ცხოვრება კი მისტიკას ადვილად მისაღებს და გასაგებს ხდის. უდაბნოში ულმობლობა სასიცოცხლო აუცილებლობაა და აქ სიტყვები ფაქიზ, ზუსტ მნიშვნელობებს გამოხატავენ. კულ ვაჰად! – ასე იტყოდნენ უდაბნოელი ფრემენები წიგნზე, რომელიც „დიუნის“ სახელითაა ცნობილი.
ფავნის ლაბირინთი
29,00 ₾ზღაპრები სტყუიან! ყოველ შემთხვევაში, ის ზღაპრები, რომლებსაც ბავშვობაში გვიყვებოდნენ. ისინი გვიმალავდნენ სიმართლეს, რომ სამყარო არ არის შავ–თეთრი, რომ ურჩხულები ხშირად ადამიანის სახით ჩნდებიან და არჩევანი ზოგჯერ წარმოუდგენლად რთულია. მაგრამ არსებობს ზღაპრები, რომლებიც სარკესავითაა – ისინი სასტიკ, მაგრამ აუცილებელ სიმართლეს გვიყვებიან. „ფავნის ლაბირინთი“ სწორედ ასეთი სარკეა. ის არ გპირდებათ კომფორტს, ის გპირდებათ სიმართლეს – მტკივნეულ, მაგრამ განმწმენდელ სიმართლეს ადამიანური სულის ბუნებაზე.
ეს უბრალოდ წიგნი როდია. ეს იშვიათი ლიტერატურული მოვლენაა, სადაც ბნელი ფენტეზი, ისტორიული დრამა და ფილოსოფიური იგავი ერთმანეთს ერწყმის და ქმნის შედევრს, რომელიც თაობებს შთააგონებს – გილიერმო დელ ტოროს გენიალური წარმოსახვა და კორნელია ფუნკეს უბადლო პროზა ძერწავს სამყაროს, რომელიც ერთდროულად სასტიკიცაა და მშვენიერიც, ტრაგიკულიც და იმედით სავსეც. ეს არის გამოცდა, რომელიც თქვენს წარმოდგენებს სიკეთესა და ბოროტებაზე თავდაყირა დააყენებს. და ის თქვენ გელით.
მეოთხე ფრთა
45,00 ₾ოცი წლის ვაიოლეტ სორენგეილი მწიგნობრობისთვის ემზადებოდა, სურდა, წიგნებს შორის ეცხოვრა და ისტორია ეკვლია, მაგრამ ნავარის არმიის გენერალ-მაიორმა, მისმა უდრეკმა და შვილისთვისაც კი ულმობელმა დედამ მას სხვა ბედი არგუნა: ვაიოლეტი უნდა ჩადგეს ასობით სხვა კანდიდატს შორის, რომლებიც ნავარის ელიტის, დრაკონის მხედრების რიგებში მოსახვედრად იბრძვიან.
როცა სხვებზე პატარა და მყიფე ხარ, ყოველ ნაბიჯზე სიკვდილია ჩასაფრებული და შეიძლება, ყოველი ამოსუნთქვა უკანასკნელი იყოს. დრაკონები სუსტ ადამიანებს არ ირჩევენ – ისინი მათ ფერფლად აქცევენ.
კადეტების უმეტესობა ვაიოლეტს სასიკვდილოდ გაიმეტებდა, მეტოქე რომ ჩამოეშორებინა და ამით თავისი შანსები გაეზარდა. ზოგი კი იმიტომ ემტერება, რომ ის დედამისის შვილია. მათ შორისაა ზეიდენ რიორსონი – მხედართა კვადრანტის ყველაზე ძლიერი და დაუნდობელი ფრთამეთაური.
გადასარჩენად ვაიოლეტს სწორედ ის იარაღი დასჭირდება, რასაც სხვებზე უკეთ ფლობს – განსწავლულობა და გონიერება. მაგრამ კოლეჯის კედლებს გარეთაც ომი სულ უფრო მძვინვარებს, სამეფოს დამცავი ბარიერები სუსტდება და ვაიოლეტი ხვდება, რომ მმართველები საზარელ საიდუმლოსა და ღალატს მალავენ. ასეთ დროს სამყაროსა და ადამიანს მხოლოდ საარაკო თავგანწირვა, მეგობრობა და სიყვარული თუ იხსნის.
ბასგიათის სამხედრო სასწავლებლიდან გამოსასვლელად კი მხოლოდ ორი გზა არსებობს: იფრინო ან მოკვდე.
1924 წლის აჯანყება: საქართველო და დემოკრატიული სოციალიზმის დაბადება
20,00 ₾1924 წლის ეროვნული აჯანყების 100 წლისთავთან დაკავშირებით გამომცემლობა „ზიარი“ გთავაზობთ ერიკ ლის ახალ წიგნს „1924 წლის აგვისტოს აჯანყება – საქართველო და დემოკრატიული სოციალიზმის დაბადება“.
წიგნში დიდი ადგილი ეთმობა 1921-1924 წლების პერიოდს, აღწერილია ბოლშევიკთა ქმედებები და ქართველი ხალხის წინააღმდეგობა, რომელიც წინ უძღოდა აჯანყებას. ასევე განხილულია საქართველოს დაპყრობის თაობაზე ევროპელი სოციალ-დემოკრატების პოზიცია, განსაკუთრებით იმ დელეგაციის წევრებისა, რომლებიც 1920 წელს ესტუმრნენ საქართველოს.
ავტორი მკითხველს აცნობს 1924 წლის ეროვნული აჯანყებისა და, განსაკუთრებით, მისი სასტიკად ჩახშობის გავლენას ევროპაში მემარცხენე მოძრაობაზე. წიგნში აღწერილია აჯანყების მიმდინარეობა და ჩახშობა და ის გამოძახილი, რომელიც ამ მოვლენებს მოჰყვა ევროპაში.