Showing all 6 resultsSorted by latest

კოსმოსი მეცნიერება და მითი

27,95 

ადამიანს უძველესი დროიდან აინტერესებდა ცაზე დაკვირვება. ეს ინტერესი ოდითგანვე ხან მითებსა და ლეგენდებში, ხანაც რწმენა-წარმოდგენებში აისახებოდა, თანდათან კი ის შემსწავლელ მეცნიერებებადაც ჩამოყალიბდა. ეს წიგნი თქვენთვის შექმნილი ვიზუალური ატლასია, რომელიც კოსმოსს უკეთ გაგაცნობთ: რა აერთიანებს მას, რას წარმოადგენს, რა იმალება იქ, სადაც ვარსკვლავები ციმციმებენ. შეისწავლით დასავლური, აღმოსავლური, არაბული და მესოამერიკული ასტრონომიისა და ასტროლოგიის შესახებ მითებსა და ლეგენდებს, გაიცნობთ მეცნიერ ქალებს, რომლებმაც ეს დარგი შეცვალეს…

სიზმრები და სიმბოლოები

27,95 

“სიზმრები და სიმბოლოები” თქვენი გზამკვლევია სიზმრების სიღრმეებისა და მისი ინტერპრეტაციების მდიდარ სამყაროში. დატვირთული დღეებისა და რთული პერიოდების შემდეგ, მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ ჩვენს სიზმრებს და გავიაზროთ ისინი. სწორედ სიზმრები გვეხმარება სხვადასხვა თემის გაანალიზებაში, ქვეცნობიერში დამალული საიდუმლოებების გაგებაში და, თუ ამისთვის მზად ვართ, ახალი ნაბიჯების გადადგმაშიც. წიგნში 300 სხვადასხვა სიმბოლო და მათი ანალიზი დაგხვდებათ. სიმბოლოები კი 10 სხვადასხვა კატეგორიადაა დაყოფილი. გაეცანით წიგნს, წაიკითხეთ თქვენთვის საინტერესო თემები და ჩაუღრმავდით თქვენს მდიდარ წარმოსახვის უნარს.

ზოდიაქალური მაგია

29,95 

სამყაროში ყველაფერი ენერგიის მიმოცვლასთანაა ჰარმონიაში. ვარსკვლავები, პლანეტები და ჩვენც ამ საოცარი პროცესის ნაწილი ვართ. ასტროლოგია ინსტრუმენტია, რომლის წყალობით შეგვიძლია ჩავწვდეთ ჩვენს ცხოვრებაზე ციური სხეულების გავლენას. ამ წიგნის წყალობით შეიტყობთ თითოეული ზოდიაქოს ნიშნის სისუსტეებსა და ძლიერ მხარეებზე. გაიგებთ, რით არის მნიშვნელოვანი მთვარესავსეობა ან პირიქით, რომელი ზოდიაქოს ნიშანი შეგეფერებათ ცხოვრების თანამგზავრად, თანამშრომლად ან მეგობრად. შეძლებთ შეიცნოთ თქვენი ხასიათი და საკუთარი უკეთესი მომავლის შემოქმედი გახდეთ.